ترجمة معاني القرآن الكريم - الترجمة الجورجية * - فهرس التراجم


ترجمة معاني آية: (1) سورة: المائدة

المائدة

يَٰٓأَيُّهَا ٱلَّذِينَ ءَامَنُوٓاْ أَوۡفُواْ بِٱلۡعُقُودِۚ أُحِلَّتۡ لَكُم بَهِيمَةُ ٱلۡأَنۡعَٰمِ إِلَّا مَا يُتۡلَىٰ عَلَيۡكُمۡ غَيۡرَ مُحِلِّي ٱلصَّيۡدِ وَأَنتُمۡ حُرُمٌۗ إِنَّ ٱللَّهَ يَحۡكُمُ مَا يُرِيدُ
ეი, თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! დადებულ პირობას უერთგულეთ. თქვენთვის ჰალალია შინაური პირუტყვი, გარდა იმისა, რომელთა (ჰარამობის) შესახებაც გეცნობებათ, ასევე, არ მიიჩნიოთ ჰალალად ის ნანადირევი, რომელიც იჰრამით* შემოსილებმა მოინადირეთ. ჭეშმარიტად, ალლაჰი დაადგენს იმას, რასაც ინებებს.
*ორიგინალი - „იჰრამ“ (إحرام): ნაკრძალი მდგომარეობა ჰაჯობის ან უმრას ღვთისმსახურებისას, როდესაც ჰაჯობის კანდიდატებს აკრძალული აქვთ გარკვეული მოქმედებები, მათ შორის ნადირობა ან ნებისმიერი ცოცხალი ორგანიზმის მოკვდინება, მცენარის ფოთლების, ყლორტების ან ყვავილის მოწყვეტა. იჰრამი წმინდა მიწების ნაკრძალ ტერიტორიაზე ჰაჯობის ან უმრას ნიეთით შეცვლით იწყება და ბოლო ტავაფით სრულდება. ასევე იჰრამის სახელითაა ცნობილი აღნიშნულ რიტუალში მონაწილე მამაკაცებისთვის განკუთვნილი სამოსი, რომელიც ქსოვილის ორი ნაჭერისგან შედგება და ერთს წელზე, ხოლო მეორეს მხრებზე იხვევენ.
التفاسير العربية:
 
ترجمة معاني آية: (1) سورة: المائدة
فهرس السور رقم الصفحة
 
ترجمة معاني القرآن الكريم - الترجمة الجورجية - فهرس التراجم

ترجمة معاني القرآن الكريم إلى اللغة الجورجية، بإشراف مركز رواد الترجمة - جار العمل عليها.

إغلاق