ترجمة معاني القرآن الكريم - الترجمة الجورجية * - فهرس التراجم


ترجمة معاني آية: (105) سورة: المائدة
يَٰٓأَيُّهَا ٱلَّذِينَ ءَامَنُواْ عَلَيۡكُمۡ أَنفُسَكُمۡۖ لَا يَضُرُّكُم مَّن ضَلَّ إِذَا ٱهۡتَدَيۡتُمۡۚ إِلَى ٱللَّهِ مَرۡجِعُكُمۡ جَمِيعٗا فَيُنَبِّئُكُم بِمَا كُنتُمۡ تَعۡمَلُونَ
ეი, თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! თქვენ გაკისრიათ თქვენი თავის პასუხისმგებლობა. ვერას გავნებთ ის, ვინც გზააცდენილია, თუ თქვენ სწორ გზას დაადგებით*. ალლაჰთანაა ყველა თქვენგანის საბოლოო მისაქციელი და ის გამცნობთ იმის შესახებ, რასაც აკეთებდით.
*აბუ ბექირ ას-სიდდიყისგან გადმოგვცემენ, რომ მას უთქვამს: ეი, ხალხო! თქვენ კითხულობთ აიათს: ,,ეი, თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! თქვენ გაკისრიათ თქვენი თავის პასუხისმგებლობა. ვერას გავნებთ ის, ვინც გზააცდენილია, თუ თქვენ სწორ გზას დაადგებით''. უეჭველად, მე ალლაჰის შუამავლისგან ﷺ მოვისმინე, რომ ის ამბობდა: „უეჭველად, როდესაც ხალხი ხედავენ უსამართლო მჩაგვრელს და ხელს არ უშლიან მას, ძალიან ადვილი შესაძლებელია, რომ ალლაჰმა ყველა მათგანზე განავრცოს ამის სასჯელი.“ (თირმიზი, ფითან 8/2168.)
აბუ უმეიე აშ-შა’ბანიი გადმოგვცემს: აბუ სა’ლაბა ალ-ხუშანიეს ვკითხე: ეი, აბუ სა’ლაბა! შენ როგორ განმარტავ შემდეგ აიათს: „თქვენ გაკისრიათ თქვენი თავის პასუხისმგებლობა“? მან მითხრა: ალლაჰს ვფიცავარ, შენ ზუსტად მცოდნეს კითხე ეს საკითხი. მე ამის შესახებ ალლაჰის შუამავალს ﷺ ვკითხე და მან მითხრა: „სიკეთისკენ მოუწოდეთ და უკეთურება დაგმეთ, ვიდრე იხილავთ ისეთ დროს, როდესაც ადამიანებს სიძუნწე დაიმონებს, ვნებებს აუყვებიან, ეს ქვეყანა ყველაფერს ერჩივნებათ და ყველა საკუთარი მოსაზრებით თავს მოიწონებს. ასეთ დროს შენი ვალია საკუთარი თავის მიხედვა. მოერიდე ხალხზე აყოლას. უეჭველად, წინ გაქვთ მოთმინების დღეები. მაშინ მოთმინება შიშველი ხელით ნაკვერჩხლის დაჭერას ჰგავს. იმ დროს ვინც სწორ საქციელს გამოავლენს, ის იმდენ მადლს მოიგებს, რამდენსაც იგივე საქციელით ორმოცდაათი კაცი.“ სხვა გადმომცემმა დამატებით თქვა: ვიღაცამ იკითხა: ო, ალლაჰის შუამავალო! თავიანთი დროის ორმოცდაათი კაცის ნამოქმედარი მადლის ტოლი? მან უპასუხა: „ორმოცდაათი თქვენთაგანის მადლის ტოლი.“ (აბუ დავუდ, მალაჰიმ 17/4341.)
ჯუბეირ ბინ ნუფეირი გადმოგვცემს: ერთ-ერთ მეჯლისზე ვიმყოფებოდი, სადაც ალლაჰის შუამავლის ﷺ საჰაბეები იყვნენ. მე მათ შორის ყველაზე უმცროსი ვიყავი. მათ კეთილის მოწოდებასა და ბოროტის დაგმობაზე დაიწყეს საუბარი. ამ დროს მე ვთქვი: განა ალლაჰი ასე არ ამბობს თავის წიგნში: „ეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! თქვენ გაკისრიათ თქვენი თავის პასუხისმგებლობა, ვერას გავნებთ ის, ვინც გზააცდენილია – თუკი სწორ გზას დაადგებით“? ამაზე ყველამ ერთხმად მიპასუხეს: შენ ყურანიდან მოგყავს აიათი, რომლის შესახებ არაფერი იცი და არც მისი განმარტება გაგეგება?! ამის გამო ვინატრე, ნეტავ საერთოდ ხმა არ ამომეღო. მათ ისევ გააგრძელეს საუბარი. ბოლოს წასვლის წინ მითხრეს: შენ ჯერ ახალგაზრდა ხარ და მოგყავს აიათი, რომლის შესახებაც არაფერი იცი. ალბათ მოესწრები იმ დროს, როდესაც ნახავ სიძუნწის მონებს, ვნებებს აყოლილებს, და საკუთარი აზრით თავმომწონეებს; აი სწორედ ასეთ დროს შენი ვალია საკუთარ თავს მიხედო და მაშინ ვერას გავნებს ის, ვინც გზას ამცდარია, - თუკი სწორ გზას დაადგები. იხ. თაფსიირუ ტაბერი.
التفاسير العربية:
 
ترجمة معاني آية: (105) سورة: المائدة
فهرس السور رقم الصفحة
 
ترجمة معاني القرآن الكريم - الترجمة الجورجية - فهرس التراجم

ترجمة معاني القرآن الكريم إلى اللغة الجورجية، بإشراف مركز رواد الترجمة - جار العمل عليها.

إغلاق