ترجمة معاني القرآن الكريم - الترجمة الجورجية * - فهرس التراجم


ترجمة معاني آية: (11) سورة: المائدة
يَٰٓأَيُّهَا ٱلَّذِينَ ءَامَنُواْ ٱذۡكُرُواْ نِعۡمَتَ ٱللَّهِ عَلَيۡكُمۡ إِذۡ هَمَّ قَوۡمٌ أَن يَبۡسُطُوٓاْ إِلَيۡكُمۡ أَيۡدِيَهُمۡ فَكَفَّ أَيۡدِيَهُمۡ عَنكُمۡۖ وَٱتَّقُواْ ٱللَّهَۚ وَعَلَى ٱللَّهِ فَلۡيَتَوَكَّلِ ٱلۡمُؤۡمِنُونَ
ეი, თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! გაიხსენეთ ალლაჰის წყალობა, როცა ხალხმა თქვენზე ხელის აღმართვა განიზრახეს და მან აგაცილათ მათი ხელები*. რიდი გქონდეთ ალლაჰისა, და მხოლოდ ალლაჰს მიენდონ მორწმუნეები.
*სხვადასხვა დროს სხვადასხვა საშუალებებით ურწმუნოები მუჰამმედ შუამავლის ﷺ სიცოცხლის მოსპობას ცდილობდნენ და ამისთვის შეთქმულებებს აწყობდნენ, თუმცა ყველა ჯერზე ალლაჰი იცავდა თავის შუამავალს და მას ატყობინებდა ურწმუნოთა მზაკვრული გეგმების შესახებ. მაგალითად, ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა მოხდა ჰიჯრეთის IV წელს, როდესაც მუჰამმედ შუამავალი ﷺ რამდენიმე საჰაბესთან ერთად ბენი ნადრ-ის გვარის იუდეველებთან მივიდა, რათა მათთან გაფორმებული სამოკავშირეო ხელშეკრულებიდან გამომდინარე საერთო საქმეები იყო შესასრულებელი. იუდეველებმა ისინი სუფრაზე მიიპატიჟეს და როგორც საპატიო სტუმარს, ისე გაუმასპინძლდნენ. სინამდვილეში მასპინძლებს შენობის სახურავიდან დიდი ლოდის გადმოგდება და შუამავლის სიცოცხლის ხელყოფა ჰქონდათ დაგეგმილი. ალლაჰმა შუამავალს ჯიბრილ ანგელოზის საშუალებით შეატყობინა ბოროტმოქმედთა ზრახვების შესახებ და შუამავალმა იქაურობა მანამდე დატოვა, ვიდრე ისინი თავიანთ გეგმას სისრულეში მოიყვანდნენ. იხ. თაფსირუ ტაბერი. ასევე, შუამავლის სიცოცხლის მოსპობის მცდელობის სხვა ფაქტების შესახებ იხ. 4/102 და 5/5-ე აიათებზე ჩვენ მიერ დართული განმარტებები.
التفاسير العربية:
 
ترجمة معاني آية: (11) سورة: المائدة
فهرس السور رقم الصفحة
 
ترجمة معاني القرآن الكريم - الترجمة الجورجية - فهرس التراجم

ترجمة معاني القرآن الكريم إلى اللغة الجورجية، بإشراف مركز رواد الترجمة - جار العمل عليها.

إغلاق