Übersetzung der Bedeutungen von dem heiligen Quran - الترجمة الجورجية * - Übersetzungen


Übersetzung der Bedeutungen Vers: (39) Surah / Kapitel: Al -I-‘Imrân
فَنَادَتۡهُ ٱلۡمَلَٰٓئِكَةُ وَهُوَ قَآئِمٞ يُصَلِّي فِي ٱلۡمِحۡرَابِ أَنَّ ٱللَّهَ يُبَشِّرُكَ بِيَحۡيَىٰ مُصَدِّقَۢا بِكَلِمَةٖ مِّنَ ٱللَّهِ وَسَيِّدٗا وَحَصُورٗا وَنَبِيّٗا مِّنَ ٱلصَّٰلِحِينَ
შემდეგ, როცა მიჰრაბში ლოცულობდა, ანგელოზებმა* შეატყობინეს: ჭეშმარიტად, ალლაჰი გმახარობლობს იაჰიას**, როგორც ალლაჰის მიერ მოვლენილი სიტყვის*** დამამოწმებელს, წინამძღოლს, თავშეკავებულს და მაცნეს სათნოთაგანო.
*მთავარანგელოზი ჯიბრილი.
**ამ სახელის დარქმევის მიზეზთან დაკავშირებით სწავლულებისგან რამდენი განსხვავებული შეხედულებაა გადმოცემული. სახელი იაჰია (يحيى) სიცოცხლეს ნიშნავს, აქედან გამომდინარე, იბნი აბბასის აზრით, ღმერთმა ეს სახელი იმიტომ დაარქვა, რომ დედამისის უნაყოფო და ხანდაზმულ სხეულში ახალი სიცოცხლე ჩაისახაო; ყათადეს აზრით, ამის მიზეზი ის გახლდათ, რომ ალლაჰი მის გულს რწმენით აცოცხლებდაო; ზოგის აზრით, მას ეს სახელი დაერქვა, რადგანაც ის სიცოცხლის ბოლოს შაჰიდად აღესრულა, შაჰიდები კი ცოცხლებად ითვლებიანო. იხ. თაფსირუ ბეღავი. ქრისტიანულ წყაროებში მაცნე იაჰია მოხსენებულია, როგორც იოანე ნათლისმცემელი იხ. ლუკა, 1/5-24.
***უმრავლესობის მიხედვით აქ იგულისხმება ‘ისა ძე მერიემისა. ‘ისას ერთ-ერთი სახელია ალლაჰის სიტყვა, რადგანაც ის უმამოდ გაჩნდა ალლაჰის სიტყვით, როდესაც მას უბრძანა „გაჩნდი“ და ისიც გაჩნდა. აბუ უბეიდას აზრით, ეს არის ალლაჰის წიგნი და მისი აიათები. თუმცა არ არის გამორიცხული ორივეს ერთად გულისხმობდეს. იხ. თაფსირუ ბეღავი.
Arabische Interpretationen von dem heiligen Quran:
 
Übersetzung der Bedeutungen Vers: (39) Surah / Kapitel: Al -I-‘Imrân
Suren/ Kapiteln Liste Nummer der Seite
 
Übersetzung der Bedeutungen von dem heiligen Quran - الترجمة الجورجية - Übersetzungen

ترجمة معاني القرآن الكريم إلى اللغة الجورجية، بإشراف مركز رواد الترجمة - جار العمل عليها.

Schließen