Übersetzung der Bedeutungen von dem heiligen Quran - الترجمة الجورجية * - Übersetzungen


Übersetzung der Bedeutungen Vers: (45) Surah / Kapitel: Al-Mâ’ida
وَكَتَبۡنَا عَلَيۡهِمۡ فِيهَآ أَنَّ ٱلنَّفۡسَ بِٱلنَّفۡسِ وَٱلۡعَيۡنَ بِٱلۡعَيۡنِ وَٱلۡأَنفَ بِٱلۡأَنفِ وَٱلۡأُذُنَ بِٱلۡأُذُنِ وَٱلسِّنَّ بِٱلسِّنِّ وَٱلۡجُرُوحَ قِصَاصٞۚ فَمَن تَصَدَّقَ بِهِۦ فَهُوَ كَفَّارَةٞ لَّهُۥۚ وَمَن لَّمۡ يَحۡكُم بِمَآ أَنزَلَ ٱللَّهُ فَأُوْلَٰٓئِكَ هُمُ ٱلظَّٰلِمُونَ
და მასში* ჩვენ დავუკანონეთ: სული სულის წილ, თვალი თვალის წილ, ცხვირი ცხვირის წილ, ყური ყურის წილ, კბილი კბილის წილ, ასევე ყისასი** დავუწესეთ ჭრილობების შესახებაც. ხოლო ვინც აპატიებს მოწყალების ნიშნად, იგი იქნება მისი ცოდვების გამოსასყიდი***, და ვინც არ განსჯიან იმით, რაც ალლაჰმა ჩამოავლიანა, სწორედ ისინი არიან უსამართლონი.
*თევრათში/თორაში.
**ორიგინალი – „ყისაას“ (قصاص): ლექსიკონური მნიშვნელობით იგივე ფორმით სამაგიეროს გადახდას ან სასჯელს ნიშნავს. როგორც ტერმინი - ყისასი – დანაშაულისა და სასჯელის თანაბრობას გულისხმობს, შარიათის თანახმად კი მკვლელის – მოკლულის სანაცვლოდ სიკვდილით დასჯას; ჭრილობის მიყენების ან ორგანოს მოკვეთის შემთხვევაში – დამნაშავის იგივენაირად დასჯას ნიშნავს. ყისასი – აღნიშნული დანაშაულის განზრახ ჩადენისა და დაზარალებულის მხრიდან სრული აღსრულების მოთხოვნის შემთხვევაში ხდება აუცილებელი. დაზარალებულს შეუძლია: ყისასზე უარი თქვას, სისხლის გამოსასყიდი თანხა მოითხოვოს ან უსასყიდლოდ აპატიოს.
***ალლაჰის შუამავალმა ﷺ თქვა: „რომელ ადამიანსაც სხეულზე ჭრილობას მიაყენებენ, ხოლო ის ამას მოწყალების ნიშნად აპატიებს, ალლაჰი მას აუცილებლად აპატიებს იმის თანასწორ ცოდვას, რაც გაიღო მოწყალებად“ (აჰმედ, ალ-მუსნედ, ჰ.ნ. 22701.).
Arabische Interpretationen von dem heiligen Quran:
 
Übersetzung der Bedeutungen Vers: (45) Surah / Kapitel: Al-Mâ’ida
Suren/ Kapiteln Liste Nummer der Seite
 
Übersetzung der Bedeutungen von dem heiligen Quran - الترجمة الجورجية - Übersetzungen

ترجمة معاني القرآن الكريم إلى اللغة الجورجية، بإشراف مركز رواد الترجمة - جار العمل عليها.

Schließen