უთხარი: უწმინდური და სუფთა არაა თანასწორი[1] , თუნდაც უწმინდურობის სიმრავლემ თავი მოგაწონოს! მაშ, გონიერნო, გეშინოდეთ ალლაჰის, იქნებ გადარჩეთ.
[1] სუფთა და უწმინდური, ჰალალი და ჰარამი, მორწმუნე და ურწმუნო, მორჩილი და ურჩი, მცოდნე და უვიცი, კეთილი და ბოროტი, მობიდათე და სუნნეთის მიმდევარი - ერთმანეთის თანასწორი არ არის.
ეი, თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! არ იკითხოთ ისეთი რამეები, რომლებიც დაგამწუხრებთ, თუ გაგემარტებათ[1] ; და თუ იკითხავთ ყურანის ჩამოვლინებისას, – გაგემარტებათ. (რაც უკვე იკითხეთ) ალლაჰმა შეგარჩინათ[2] . ალლაჰი უსაზღვროდ მპატიებელია, ლმობიერი.
[1] აკრძალულია ზედმეტი და უსარგებლო კითხვები ან ისეთი კითხვები, რომელთა განმარტებასაც დამატებითი პასუხისმგებლობები და მწუხარება მოყვება. მაგალითად: ერთმა კაცმა, რომლის მამაც ისლამის მიუღებლად გარდაიცვალა, ალლაჰის შუამავალს ﷺ კითხა: ო, ალლაჰის შუამავალო! მამაჩემი სად არის? მან უპასუხა: ცეცხლში. როდესაც კაცი წამოდგა და წასვლას აპირებდა, შუამავალმა ﷺ უკან იხმო და უთხრა: უეჭველად, შენი მამაც და ჩემი მამაც ცეცხლში არიან. (მუსლიმ, იმან 88/203.) ერთხელ ალლაჰის შუამავალმა ﷺ ხუტბაზე თქვა: ეი, ხალხო! ალლაჰმა ჰაჯობა ფარძად დაგიწესათ, მაშ, შეასრულეთ ჰაჯობა! ერთმა კაცმა იკითხა: ო, ალლაჰის შუამავალო! ყოველ წელიწადს? შუამავალი ﷺ მანამდე დუმდა, ვიდრე იმ კაცმა იგივე კითხვა სამჯერ არ გაიმეორა, შემდეგ კი უპასუხა: რომ ვთქვა – ,,დიახ'', - მაშინ უთუოდ სავალდებულო გახდება, ხოლო თუ სავალდებულო გახდება, რასაკვირველია, ამას თქვენ ვერ შეძლებთ. შემდეგ მან ასე გააგრძელა: სადაც მე თქვენთვის თავისუფლება მაქვს მოცემული, იქ მეც მომეცით თავისუფლება. უეჭველად, თქვენზე ადრე მყოფები ბევრი (უსაფუძვლო) კითხვებითა და შუამავლებისგან განსხვავებულად მოქმედებით დაიღუპნენ. როდესაც მე თქვენ რამეს გიბრძანებთ, ის შეძლებისდაგვარად შეასრულეთ, ხოლო რასაც აგიკრძალავთ, ის მიატოვეთ (მუსლიმ, ჰაჯჯ 73/1337.) [2] რაც აქამდე გიკითხავთ; ან რაც ალლაჰს ყურანში და მის შუამავალს სუნნეთში არ განუცხადებია, ის ცოდვად არ ჩაგეთვლებათ.
თქვენამდეც იკითხა ხალხმა მის შესახებ, შემდეგ - მის გამო ურწმუნოებად გადაიქცნენ[1] .
[1] უპირველესად, უნდა განვმარტოთ, რომ არაბულ ენაში ზმნა سَاَلَ (სე ე ლე) როგორც კითხვის დასმას, ასევე მოთხოვნასაც ნიშნავს, რომელიც ჩვენს თარგმანში ყველაზე გავრცელებული ფორმით - კითხვის დასმის სახით ვთარგმნეთ. ვინ იყო ხალხი, რომლებმაც კითხვა დასვეს ან რამე მოითხოვეს და თავიანთ კითხვაზე რომ პასუხი გაეცათ ან სათხოვარი შეუსრულდათ, ამის საფუძველზე ურწმუნოებად გადაიქცნენ? ამის შესახებ წმინდა ყურანში რამდენიმე მაგალითია მოყვანილი: 1. სალიჰ შუამავლის ხალხი, რომლებმაც სასწაულის ნიშნად აქლემი მოითხოვეს, ხოლო შემდეგ უმადურად მოიქცნენ და აქლემი დაკლეს. იხ. ა’რაფ, 7/73-80. 2. მუსა შუამავლის ხალხი, რომლებმაც თავიანთ შუამავალს მოსთხოვეს, ალლაჰი დაგვანახეო. იხ. ბაყარა 2/55. 3. ‘ისა შუამავლის ხალხი, რომლებმაც იკითხეს, შეეძლო თუ არა ღმერთს ზეციდან სუფრის ჩამოვლინება. იხ. მაიდე 5/112-15. 4. ასევე ბაყარა სურას 246-251 აიათებში მოთხრობილი ტალუთისა და ჯალუთის ამბავიც ამის მაგალითია, როდესაც ხალხმა მეფე ინატრა, რათა წინ გაძღოლოდათ და მასთან ერთად ალლაჰის გზაზე ეომათ, თუმცა მეფის მოვლინების შემდეგ თავიანთი სიტყვა არ შეასრულეს.
არ დაუდგენია ალლაჰს არც ბაჰირა, არც საიბე, არც ვასილა და არც ჰამი,[1] თუმცა ისინი, ვინც არ ირწმუნეს, ცილს სწამებენ ალლაჰს და სიცრუეს თხზავენ მის შესახებ, თანაც მათი უმრავლესობა ვერც კი აზროვნებს.
[1] ბაჰირა, საიბე, ვასილა და ჰამი ისლამამდელ პერიოდში წარმართი არაბების მიერ კერპებისთვის ცოცხლად შეწირული შინაური ცხოველებია. ზემოთ ჩამოთვლილი შესაწირის ყველა სახეობა თავისებური თვისებებით გამოირჩეოდა, რომლებიც ხელშეუხებლად ითვლებოდა და თავიანთ ნებაზე იყვნენ საძოვარზე გაშვებული. არც მათი ხორცით, არც ნაწველით, არც ბეწვით სარგებლობდნენ და არც ტრანსპორტად გამოიყენებდნენ.
და როცა უთხრეს: მოდით იმაზე, რაც ალლაჰმა ჩამოავლინაო, და (მოდით) შუამავალთანო, მათ თქვეს: ჩვენთვის ისიც საკმარისია, რაზედაც ვპოვეთ ჩვენი მამა-პაპანი... – თუნდაც მათ მამებს არაფერი გაგებოდათ და არც სწორ გზაზე მდგარიყვნენ?!
ეი, თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! თქვენ გაკისრიათ თქვენი თავის პასუხისმგებლობა. ვერას გავნებთ ის, ვინც გზააცდენილია, თუ თქვენ სწორ გზას დაადგებით[1] . ალლაჰთანაა ყველა თქვენგანის საბოლოო მისაქციელი და ის გამცნობთ იმის შესახებ, რასაც აკეთებდით.
[1] აბუ ბექირ ას-სიდდიყისგან გადმოგვცემენ, რომ მას უთქვამს: ეი, ხალხო! თქვენ კითხულობთ აიათს: ,,ეი, თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! თქვენ გაკისრიათ თქვენი თავის პასუხისმგებლობა. ვერას გავნებთ ის, ვინც გზააცდენილია, თუ თქვენ სწორ გზას დაადგებით''. უეჭველად, მე ალლაჰის შუამავლისგან ﷺ მოვისმინე, რომ ის ამბობდა: „უეჭველად, როდესაც ხალხი ხედავენ უსამართლო მჩაგვრელს და ხელს არ უშლიან მას, ძალიან ადვილი შესაძლებელია, რომ ალლაჰმა ყველა მათგანზე განავრცოს ამის სასჯელი.“ (თირმიზი, ფითან 8/2168.)
აბუ უმეიე აშ-შა’ბანიი გადმოგვცემს: აბუ სა’ლაბა ალ-ხუშანიეს ვკითხე: ეი, აბუ სა’ლაბა! შენ როგორ განმარტავ შემდეგ აიათს: „თქვენ გაკისრიათ თქვენი თავის პასუხისმგებლობა“? მან მითხრა: ალლაჰს ვფიცავარ, შენ ზუსტად მცოდნეს კითხე ეს საკითხი. მე ამის შესახებ ალლაჰის შუამავალს ﷺ ვკითხე და მან მითხრა: „სიკეთისკენ მოუწოდეთ და უკეთურება დაგმეთ, ვიდრე იხილავთ ისეთ დროს, როდესაც ადამიანებს სიძუნწე დაიმონებს, ვნებებს აუყვებიან, ეს ქვეყანა ყველაფერს ერჩივნებათ და ყველა საკუთარი მოსაზრებით თავს მოიწონებს. ასეთ დროს შენი ვალია საკუთარი თავის მიხედვა. მოერიდე ხალხზე აყოლას. უეჭველად, წინ გაქვთ მოთმინების დღეები. მაშინ მოთმინება შიშველი ხელით ნაკვერჩხლის დაჭერას ჰგავს. იმ დროს ვინც სწორ საქციელს გამოავლენს, ის იმდენ მადლს მოიგებს, რამდენსაც იგივე საქციელით ორმოცდაათი კაცი.“ სხვა გადმომცემმა დამატებით თქვა: ვიღაცამ იკითხა: ო, ალლაჰის შუამავალო! თავიანთი დროის ორმოცდაათი კაცის ნამოქმედარი მადლის ტოლი? მან უპასუხა: „ორმოცდაათი თქვენთაგანის მადლის ტოლი.“ (აბუ დავუდ, მალაჰიმ 17/4341.)
ჯუბეირ ბინ ნუფეირი გადმოგვცემს: ერთ-ერთ მეჯლისზე ვიმყოფებოდი, სადაც ალლაჰის შუამავლის ﷺ საჰაბეები იყვნენ. მე მათ შორის ყველაზე უმცროსი ვიყავი. მათ კეთილის მოწოდებასა და ბოროტის დაგმობაზე დაიწყეს საუბარი. ამ დროს მე ვთქვი: განა ალლაჰი ასე არ ამბობს თავის წიგნში: „ეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! თქვენ გაკისრიათ თქვენი თავის პასუხისმგებლობა, ვერას გავნებთ ის, ვინც გზააცდენილია – თუკი სწორ გზას დაადგებით“? ამაზე ყველამ ერთხმად მიპასუხეს: შენ ყურანიდან მოგყავს აიათი, რომლის შესახებ არაფერი იცი და არც მისი განმარტება გაგეგება?! ამის გამო ვინატრე, ნეტავ საერთოდ ხმა არ ამომეღო. მათ ისევ გააგრძელეს საუბარი. ბოლოს წასვლის წინ მითხრეს: შენ ჯერ ახალგაზრდა ხარ და მოგყავს აიათი, რომლის შესახებაც არაფერი იცი. ალბათ მოესწრები იმ დროს, როდესაც ნახავ სიძუნწის მონებს, ვნებებს აყოლილებს, და საკუთარი აზრით თავმომწონეებს; აი სწორედ ასეთ დროს შენი ვალია საკუთარ თავს მიხედო და მაშინ ვერას გავნებს ის, ვინც გზას ამცდარია, - თუკი სწორ გზას დაადგები. იხ. თაფსიირუ ტაბერი.
ეი, თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! როცა სიკვდილი გეახლებათ, ანდერძის მოწმე იყოს ორი სამართლიანი თქვენ შორის ან ორი არათქვენგანთაგანი, თუკი მგზავრად იმყოფებით და სიკვდილის უბედურება დაგატყდათ. თუ ეჭვი შეგეპარათ მათში, - ლოცვის შემდეგ შეაყოვნეთ ორივე მათგანი და ღმერთზე დაიფიცონ: ,,თუ რამის საფასურად გავყიდით მას, თუნდაც ნათესავთა სასარგებლოდ, და დავმალავთ ალლაჰის წინაშე დადებულ მოწმობას, მაშინ ჩვენ ცოდვილთაგან ვიყოთო''.
Contents of the translations can be downloaded and re-published, with the following terms and conditions:
1. No modification, addition, or deletion of the content.
2. Clearly referring to the publisher and the source (QuranEnc.com).
3. Mentioning the version number when re-publishing the translation.
4. Keeping the transcript information inside the document.
5. Notifying the source (QuranEnc.com) of any note on the translation.
6. Updating the translation according to the latest version issued from the source (QuranEnc.com).
7. Inappropriate advertisements must not be included when displaying translations of the meanings of the Noble Quran.
Njeñtudi wiɗto ngoo:
API specs
Endpoints:
Sura translation
GET / https://quranenc.com/api/v1/translation/sura/{translation_key}/{sura_number} description: get the specified translation (by its translation_key) for the speicified sura (by its number)
Parameters: translation_key: (the key of the currently selected translation) sura_number: [1-114] (Sura number in the mosshaf which should be between 1 and 114)
Returns:
json object containing array of objects, each object contains the "sura", "aya", "translation" and "footnotes".
GET / https://quranenc.com/api/v1/translation/aya/{translation_key}/{sura_number}/{aya_number} description: get the specified translation (by its translation_key) for the speicified aya (by its number sura_number and aya_number)
Parameters: translation_key: (the key of the currently selected translation) sura_number: [1-114] (Sura number in the mosshaf which should be between 1 and 114) aya_number: [1-...] (Aya number in the sura)
Returns:
json object containing the "sura", "aya", "translation" and "footnotes".