Fassarar Ma'anonin Alqura'ni - Fassarar da Yaren Jojiya * - Teburin Bayani kan wasu Fassarori


Fassarar Ma'anoni Aya: (102) Sura: Suratu Al'nisaa
وَإِذَا كُنتَ فِيهِمۡ فَأَقَمۡتَ لَهُمُ ٱلصَّلَوٰةَ فَلۡتَقُمۡ طَآئِفَةٞ مِّنۡهُم مَّعَكَ وَلۡيَأۡخُذُوٓاْ أَسۡلِحَتَهُمۡۖ فَإِذَا سَجَدُواْ فَلۡيَكُونُواْ مِن وَرَآئِكُمۡ وَلۡتَأۡتِ طَآئِفَةٌ أُخۡرَىٰ لَمۡ يُصَلُّواْ فَلۡيُصَلُّواْ مَعَكَ وَلۡيَأۡخُذُواْ حِذۡرَهُمۡ وَأَسۡلِحَتَهُمۡۗ وَدَّ ٱلَّذِينَ كَفَرُواْ لَوۡ تَغۡفُلُونَ عَنۡ أَسۡلِحَتِكُمۡ وَأَمۡتِعَتِكُمۡ فَيَمِيلُونَ عَلَيۡكُم مَّيۡلَةٗ وَٰحِدَةٗۚ وَلَا جُنَاحَ عَلَيۡكُمۡ إِن كَانَ بِكُمۡ أَذٗى مِّن مَّطَرٍ أَوۡ كُنتُم مَّرۡضَىٰٓ أَن تَضَعُوٓاْ أَسۡلِحَتَكُمۡۖ وَخُذُواْ حِذۡرَكُمۡۗ إِنَّ ٱللَّهَ أَعَدَّ لِلۡكَٰفِرِينَ عَذَابٗا مُّهِينٗا
როცა მათ შორის იქნები და მათთვის ლოცვის წინამძღვრობას დააპირებ, შენთან ერთად ერთი ჯგუფი დადგეს იმათგან, – თან იარაღები ეჭიროთ; როცა სეჯდეს აღავლენენ, შემდეგ თქვენს უკან გადავიდნენ, ხოლო მეორე ჯგუფი, რომელსაც ჯერ არ ულოცავს, მოვიდეს და შენთან ერთად ილოცოს, თან სიფრთხილე იქონიოს და იარაღიც; ურწმუნოები ნატრობენ, რომ ყურადღება მოსწყვიტოთ იარაღსა და საჭირო ნივთებს, რათა მოულოდნელი თავდასხმა მოგიწყონ. ცოდვად არ დაგედებათ, წვიმით ან ავადმყოფობით შეწუხებულნი თუ იარაღს ჩამოიხსნით, მაგრამ სიფრთხილე მაინც გმართებთ*. ჭეშმარიტად, ალლაჰმა დამამცირებელი სასჯელი გაამზადა ურწმუნოებისთვის.
*ერთ-ერთი გადმოცემის თანახმად, ალლაჰის შუამავალს ლოცვის დროს ხმალი ხურმის ხეზე ქონდა ჩამოკიდებული. ურწმუნოთაგან ღავრას ბინ ჰარისი შუამავალთან ﷺ ხმალგაშიშვლებული მივიდა, თავზე დაადგა და უთხრა: ახლა ვინ გიხსნის ჩემი ხელიდან? შუამავალმა ﷺ: : ალლაჰიო. ურწმუნოს მოულოდნელად ხელიდან ხმალი დაუვარდა (ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, ღავრამ ზურგში ძლიერი დარტყმა იგრძნო და პირქვე დაემხო, თუმცა ვინც დაარტყა, ის უხილავი არსება იყო). შუამავალმა ﷺ ხმალს მაშინვე დასტაცა ხელი და უთხრა: ახლა შენ ვინ გიხსნის ჩემი ხელიდან? ღავრამ: იყავი ის, ვინც ბოროტს სიკეთით პასუხობს. შუამავალმა ﷺ უთხრა: დაამოწმებ, რომ არ არსებობს ღვთაება გარდა ალლაჰისა? მან უთხრა: არა, თუმცა სიტყვას გაძლევ, რომ ამიერიდან შენს წინააღმდეგ აღარ ვიბრძოლებ და არც იმ ხალხის მხარდამჭერი ვიქნები, ვინც შენ გებრძვის. შუამავალმა ﷺ ამ კაცს გზა მისცა და გაუშვა. ის თავის მეგობრებთან მივიდა და უთხრა: მე თქვენთან ადამიანთა შორის ყველაზე კარგისგან მოვდივარ. (აჰმედ, ალ-მუსნედ, ჰ.ნ. 14929–15190) სწორედ ამ შემთხვევის შემდეგ უზენაესმა ალლაჰმა 102-ე აიათი ჩამოავლინა, სადაც აღწერილია საფრთხის ქვეშ ნამაზის შესრულების წესები.
Tafsiran larabci:
 
Fassarar Ma'anoni Aya: (102) Sura: Suratu Al'nisaa
Teburin Jerin Sunayen Surori Lambar shafi
 
Fassarar Ma'anonin Alqura'ni - Fassarar da Yaren Jojiya - Teburin Bayani kan wasu Fassarori

Fassarar Maanonin Al-qurani maigirma zuwa yaren Geogia, wanda ana kan aikinsa, da kulawar Cibiyar fassara ta Ruwad, zaa iya karanta Juzu'i Biyar

Rufewa