Kur'an-ı Kerim meal tercümesi - الترجمة الجورجية * - Mealler fihristi


Anlam tercümesi Ayet: (106) Sure: Sûratu Âl-i İmrân
يَوۡمَ تَبۡيَضُّ وُجُوهٞ وَتَسۡوَدُّ وُجُوهٞۚ فَأَمَّا ٱلَّذِينَ ٱسۡوَدَّتۡ وُجُوهُهُمۡ أَكَفَرۡتُم بَعۡدَ إِيمَٰنِكُمۡ فَذُوقُواْ ٱلۡعَذَابَ بِمَا كُنتُمۡ تَكۡفُرُونَ
იმ დღეს, როდესაც გაბრწყინდებიან სახეები და გაშავდებიან* სახეები, – ვისი სახეებიც გაშავდება, მათ ეტყვიან: ნუთუ მას შემდეგ უარყავით, რაც უკვე ირწმუნეთ? მაშინ იგემეთ იმის სასჯელი, რასაც უარყოფდით**.
*განკითხვის დღეს მორწმუნეების სახეები გაბრწყინდება, ხოლო ურწმუნოებისა და ფარისევლების სახეები გაშავდება. იბნი აბბასმა თქვა: იმ დღეს სუნნეთის მიმდევართა სახეები გაბრწყინდება, ხოლო მობიდათეების სახეები გაშავდება. იხ. თაფსირულ ბეღავი.
**თუ გაჩნდა კითხვა, რომ ურწმუნოებს, რომლებიც არასდროს ყოფილან მორწმუნეები, რატომ ჰკითხავენ ასე? ამის პასუხად ნათქვამია, რომ აქ იგულისხმება წინასწარ დადებული აღთქმა, რომელიც ადამიანის გაჩენამდე მათმა სულებმა დადეს თავიანთი გამჩენის წინაშე. ჰასან ალ-ბასრიმ თქვა: ესენი არიან მუნაფიყები, რომლებიც ენით მორწმუნეობას ამტკიცებდნენ, ხოლო გულით უარყოფდნენ. ‘იქრიმემ თქვა: ესენი არიან წიგნბოძებულნი, რომლებმაც ირწმუნეს თავიანთი მაცნეები და თავიანთ წიგნებში ნამახარობლევი მუჰამმედ შუამავალი ﷺ, ხოლო მისი შუამავლად წარმოგზავნის შემდეგ – უარყვეს იგი. იხ. თაფსირუ ბეღავი.
Arapça tefsirler:
 
Anlam tercümesi Ayet: (106) Sure: Sûratu Âl-i İmrân
Surelerin fihristi Sayfa numarası
 
Kur'an-ı Kerim meal tercümesi - الترجمة الجورجية - Mealler fihristi

ترجمة معاني القرآن الكريم إلى اللغة الجورجية، بإشراف مركز رواد الترجمة - جار العمل عليها.

Kapat