Kur'an-ı Kerim meal tercümesi - الترجمة الجورجية * - Mealler fihristi


Anlam tercümesi Ayet: (155) Sure: Sûratu Âl-i İmrân
إِنَّ ٱلَّذِينَ تَوَلَّوۡاْ مِنكُمۡ يَوۡمَ ٱلۡتَقَى ٱلۡجَمۡعَانِ إِنَّمَا ٱسۡتَزَلَّهُمُ ٱلشَّيۡطَٰنُ بِبَعۡضِ مَا كَسَبُواْۖ وَلَقَدۡ عَفَا ٱللَّهُ عَنۡهُمۡۗ إِنَّ ٱللَّهَ غَفُورٌ حَلِيمٞ
ჭეშმარიტად, ორი ჯგუფის შეხვედრის დღეს, ვინც თქვენგან გაიქცნენ, ეშმაკმა აცდუნა ისინი ზოგი საქციელის გამო, რაც მათ ჩაედინათ. მართლაც აპატია მათ ალლაჰმა. ჭეშმარიტად, ალლაჰი უსაზღვროდ მპატიებელია, ლმობიერი*
*ომარ ბინ ხატტაბი უჰუდის დღეს ასე იხსენებდა: „უჰუდის დღეს მარცხი ვიგემეთ. მეც გაქცეულებს შორის ვიყავი. თავი უჰუდის კალთებს შევაფარეთ, ჯიხვებივით ავდიოდით მთის კლდოვან კალთებზე. მუჰამმედი დაიღუპაო, ხმები გავრცელდა. მე გავიძახოდი: „ვინც იტყვის,მუჰამმედი მოკვდაო, მას არ ვაცოცხლებ“. შემდეგ გაქცეულებმა მთის ფერდობზე შევიკრიბეთ. ეს აიათი სწორედ ამის შესახებ ჩამოევლინა“. იხ. თაფსირუ ტაბერი; ასევე, გაქცეულებს შორის იყო ოსმან ბინ აფფანიც. მან ერთხელ ასე უპასუხა იმ პიროვნებას, ვინც ამის გამო მას კიცხავდა: დიახ, ეგ ჩვენი შეცდომა იყო, თუმცა ალლაჰმა ეს გვაპატიაო. იხ. თაფსირუ რაზი.
Arapça tefsirler:
 
Anlam tercümesi Ayet: (155) Sure: Sûratu Âl-i İmrân
Surelerin fihristi Sayfa numarası
 
Kur'an-ı Kerim meal tercümesi - الترجمة الجورجية - Mealler fihristi

ترجمة معاني القرآن الكريم إلى اللغة الجورجية، بإشراف مركز رواد الترجمة - جار العمل عليها.

Kapat