Check out the new design

Kur'an-ı Kerim meal tercümesi - Gürcüce Tercüme - Üzerinde Çalışılıyor * - Mealler fihristi


Anlam tercümesi Ayet: (165) Sure: Sûratu'n-Nisâ
رُّسُلٗا مُّبَشِّرِينَ وَمُنذِرِينَ لِئَلَّا يَكُونَ لِلنَّاسِ عَلَى ٱللَّهِ حُجَّةُۢ بَعۡدَ ٱلرُّسُلِۚ وَكَانَ ٱللَّهُ عَزِيزًا حَكِيمٗا
ეი, თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! არ იკითხოთ ისეთი რამეები, რომლებიც დაგამწუხრებთ, თუ გაგემარტებათ[1] ; და თუ იკითხავთ ყურანის ჩამოვლინებისას, – გაგემარტებათ. (რაც უკვე იკითხეთ) ალლაჰმა შეგარჩინათ[2] . ალლაჰი უსაზღვროდ მპატიებელია, ლმობიერი.
[1] აკრძალულია ზედმეტი და უსარგებლო კითხვები ან ისეთი კითხვები, რომელთა განმარტებასაც დამატებითი პასუხისმგებლობები და მწუხარება მოყვება. მაგალითად: ერთმა კაცმა, რომლის მამაც ისლამის მიუღებლად გარდაიცვალა, ალლაჰის შუამავალს ﷺ კითხა: ო, ალლაჰის შუამავალო! მამაჩემი სად არის? მან უპასუხა: ცეცხლში. როდესაც კაცი წამოდგა და წასვლას აპირებდა, შუამავალმა ﷺ უკან იხმო და უთხრა: უეჭველად, შენი მამაც და ჩემი მამაც ცეცხლში არიან. (მუსლიმ, იმან 88/203.) ერთხელ ალლაჰის შუამავალმა ﷺ ხუტბაზე თქვა: ეი, ხალხო! ალლაჰმა ჰაჯობა ფარძად დაგიწესათ, მაშ, შეასრულეთ ჰაჯობა! ერთმა კაცმა იკითხა: ო, ალლაჰის შუამავალო! ყოველ წელიწადს? შუამავალი ﷺ მანამდე დუმდა, ვიდრე იმ კაცმა იგივე კითხვა სამჯერ არ გაიმეორა, შემდეგ კი უპასუხა: რომ ვთქვა – ,,დიახ'', - მაშინ უთუოდ სავალდებულო გახდება, ხოლო თუ სავალდებულო გახდება, რასაკვირველია, ამას თქვენ ვერ შეძლებთ. შემდეგ მან ასე გააგრძელა: სადაც მე თქვენთვის თავისუფლება მაქვს მოცემული, იქ მეც მომეცით თავისუფლება. უეჭველად, თქვენზე ადრე მყოფები ბევრი (უსაფუძვლო) კითხვებითა და შუამავლებისგან განსხვავებულად მოქმედებით დაიღუპნენ. როდესაც მე თქვენ რამეს გიბრძანებთ, ის შეძლებისდაგვარად შეასრულეთ, ხოლო რასაც აგიკრძალავთ, ის მიატოვეთ (მუსლიმ, ჰაჯჯ 73/1337.)
[2] რაც აქამდე გიკითხავთ; ან რაც ალლაჰს ყურანში და მის შუამავალს სუნნეთში არ განუცხადებია, ის ცოდვად არ ჩაგეთვლებათ.
Arapça tefsirler:
 
Anlam tercümesi Ayet: (165) Sure: Sûratu'n-Nisâ
Surelerin fihristi Sayfa numarası
 
Kur'an-ı Kerim meal tercümesi - Gürcüce Tercüme - Üzerinde Çalışılıyor - Mealler fihristi

Rowad Tercüme Merkezi Ekibi tarafından Rabvede'ki Tebliğ, İrşat ve Toplum Bilinçlendirme Derneği ve Dünya dillerinde İslami içerik ve hizmet cemiyeti işbirliğiyle tercüme edilmiştir.

Kapat