ترجمة معاني القرآن الكريم - الترجمة الجورجية * - فهرس التراجم


ترجمة معاني آية: (161) سورة: آل عمران
وَمَا كَانَ لِنَبِيٍّ أَن يَغُلَّۚ وَمَن يَغۡلُلۡ يَأۡتِ بِمَا غَلَّ يَوۡمَ ٱلۡقِيَٰمَةِۚ ثُمَّ تُوَفَّىٰ كُلُّ نَفۡسٖ مَّا كَسَبَتۡ وَهُمۡ لَا يُظۡلَمُونَ
შეუძლებელია, მაცნე რამეს მალულად ღებულობდეს ნადავლიდან, ხოლო ვინც რამეს მალულად აიღებს ნადავლიდან, განკითხვის დღეს თან მოიტანს იმას, რაც აიღო*; შემდეგ ყველა სულს სრულად მიეზღვება იმის შესაბამისად, რაც მას მოუხვეჭია და ისინი არ გადაეყრებიან უსამართლობას (სიკეთეების დაკარგვით ან დაუმსახურებელი სასჯელის მატებით).
*ალლაჰის შუამავალი ﷺ ბრძოლის ველზე მონაპოვარ საბრძოლო იარაღებს, პირუტყვს და სხვა ნივთებს, რომელიც მტრის ჯარმა დაკარგა, სამართლიანად ყოფდა მუსლიმ მებრძოლებს შორის. ასეთ დროს ზოგიერთები ცდილობდნენ, მორწმუნეებს შორის ეჭვი ჩამოეგდოთ იმის შესახებ, რომ თითქოს შუამავალი ﷺ უსამართლოდ ყოფდა ნადავლს ან ზოგიერთი ნივთი წინასწარ თავისთვის აიღო, ვიდრე გაყოფდა. სწორედ ამ ცრუ ბრალდების საპასუხოდ ჩამოევლინა ეს აიათი. იხ. აბუ დავუდ, ჰ.ნ. 3971; თირმიზი, ჰ.ნ. 3009.
التفاسير العربية:
 
ترجمة معاني آية: (161) سورة: آل عمران
فهرس السور رقم الصفحة
 
ترجمة معاني القرآن الكريم - الترجمة الجورجية - فهرس التراجم

ترجمة معاني القرآن الكريم إلى اللغة الجورجية، بإشراف مركز رواد الترجمة - جار العمل عليها.

إغلاق