ترجمة معاني القرآن الكريم - الترجمة الجورجية * - فهرس التراجم


ترجمة معاني آية: (44) سورة: المائدة
إِنَّآ أَنزَلۡنَا ٱلتَّوۡرَىٰةَ فِيهَا هُدٗى وَنُورٞۚ يَحۡكُمُ بِهَا ٱلنَّبِيُّونَ ٱلَّذِينَ أَسۡلَمُواْ لِلَّذِينَ هَادُواْ وَٱلرَّبَّٰنِيُّونَ وَٱلۡأَحۡبَارُ بِمَا ٱسۡتُحۡفِظُواْ مِن كِتَٰبِ ٱللَّهِ وَكَانُواْ عَلَيۡهِ شُهَدَآءَۚ فَلَا تَخۡشَوُاْ ٱلنَّاسَ وَٱخۡشَوۡنِ وَلَا تَشۡتَرُواْ بِـَٔايَٰتِي ثَمَنٗا قَلِيلٗاۚ وَمَن لَّمۡ يَحۡكُم بِمَآ أَنزَلَ ٱللَّهُ فَأُوْلَٰٓئِكَ هُمُ ٱلۡكَٰفِرُونَ
ჭეშმარიტად, ჩვენ თევრათი ჩამოვავლინეთ, მასშია სწორი გზა და სინათლე; მორჩილი შუამავლები მისით განსჯიდნენ იუდეველთათვის, ასევე რაბინები და სწავლულებიც, რადგანაც ისინი ალლაჰის წიგნის დაცვით იყვნენ დავალებულნი და მოწმენი ამ ყველაფერზე. მაშ, ნუ შეუშინდებით ხალხს, ჩემი გეშინოდეთ, და ნურც ჩემს აიათებს გაყიდით მცირე ფასის სანაცვლოდ. ხოლო ვინც არ განსჯის იმით, რაც ალლაჰმა ჩამოავლინა, სწორედ ისინი არიან ურწმუნონი*.
*იმრან ბინ ჰუდაირი მოგვითხრობს: აბუ მიჯლეზთან ხარიჯიტები მივიდნენ და საუბარი დაუწყეს: ო, აბუ მიჯლეზ, რას ფიქრობ უზენაესი ალაჰის შემდეგ სიტყვებზე: „ვინც არ განსჯის იმით, რაც ალლაჰმა ჩამოავლინა, ისინი ქააფირები, უსამართლოები და უღირსები არიან“ - არის თუ არა იგი ჭეშმარიტება? მან უპასუხა: დიახ. მაშ აბუ მიჯლეზ, დღეს ჩვენი მმართველები განსჯიან იმით, რაც ალლაჰმა ჩამოავლინა? მან ასე უპასუხა: ისინი ამ სარწმუნოების მიმდევრები არიან, ამ სარწმუნოებიდან გამომდინარე საუბრობენ, ხალხს ამ სარწმუნოებისკენ მოუწოდებენ. ხოლო ამ სარწმუნოებიდან რამე თუ მიატოვეს, ისიც იციან, რომ ამით ცოდვას ჩადიან. მათ თქვეს: არა, ალლაჰს ვფიცავარ, შენც კარგად იცი, რომ ასე არ არის, მაგრამ აღიარების გეშინია. მან ასე უპასუხა: ასეთ შეფასებას თქვენ უფრო იმსახურებთ. მე ისე არ ვიცი, როგორც თქვენ გესმით, მაგრამ თქვენ მათი შიშით ისე ვერ მოქმედებთ, როგორც იცით და როგორც სწორად მიგაჩნიათ. ეს აიათი იუდეველების, ქრისტიანებისა და მუშრიქების შესახებ ჩამოევლინა.
იბნი ზეიდმა ამ აიათის განმარტებისას თქვა: ვინც თავისი ხელით დაწერილი წიგნით განსჯის, ალლაჰის წიგნი მიატოვა და მის მიერ დაწერილი წიგნის შესახებ ამტკიცებს, რომ იგი ალლაჰის მხრიდანაა, ის ქააფირია.
ტავუსმა თქვა: ამ აიათში ხსენებული ქუფრი არ გულისხმობს ქუფრს, რომლითაც ადამიანი ისლამიდან გადის.
აბდულლაჰ ბინ აბბასმა თქვა: ამ აიათში ნახსენებია ქუფრი, თუმცა ეს არ არის ალლაჰის, ანგელოზების, წიგნებისა და შუამავლების უარყოფის მსგავსი. ვინც უარყოფს იმას, რაც ალლაჰმა ჩამოავლინა ის ქააფირია, ხოლო ვინც აღიარებს მას, თუმცა მისით არ განსჯის, ის უსამართლო და უღირსია.
იბნი ტავუსი თავისი მამისგან გადმოგვცემს: ერთი კაცი მივიდ აბდულლაჰ ბინ აბბასთან და კითხა: „ვინც არ განსჯის იმით, რაც ალლაჰმა ჩამოავლინია“ – ვინც ასე მოიქცევა, ის ქააფირი გახდება? მან ასე უპასუხა: თუ ის ასე მოიქცევა, ეს იქნება ქუფრი, ოღონდ ეს არ არის ისეთი ქუფრი, როგორც ალლაჰის, უკანასკნელი დღის და ა.შ. უარყოფა. ოთხივე გადმოცემა ციტირებულია იმამ ტაბერის თაფსირიდან. იხ. თაფსირუ ტაბერი.
იბნი აბბასის გადმოცემის თანახმად მას უთქვამს: უეჭველად, აქ არ იგულისხმება ის ქუფრი, საითაც ის (ხარიჯიტებს) მიჰყავთ. აქ საუბარია ქუფრზე, რომელითაც ისლამის უმმეთიდან არ გადის. ესაა ისლამიდან გამყვან ქუფრზე უფრო დაბალი ხარისხის ქუფრი. იხ. ჰაქიმ, ალ-მუსთედრექ, ჰ.ნ. 3219; ბიეჰაყი, სუნენ ალ-ქუბრა, ჰ.ნ. 15854.
ხარიჯიტებმა თქვეს: ყველა, ვინც ალლაჰს ეურჩება, ქააფირია. სწავლულთა უმრავლესობა ამბობს, რომ ეს საქმე ასე არ არის. თუმცა ხარიჯიტები ამ აიათზე დაყრდნობით ამბობენ: ეს არის მტკიცებულება იმისა, რომ ვინც განსჯის იმით, რაც ალლაჰს არ ჩამოუვლენია, ის ქააფირია. ყველა, ვინც ცოდვას ჩადის და გადაწყვეტილებას მიიღებს იმით, რაც ალლაჰს არ ჩამოუვლენია აქედან გამომდინარე, ის ქააფირი ხდება.
‘იქრიმემ განმარტა: აიათში „ვინც არ განსჯის იმით, რაც ალლაჰმა ჩამოავლინა“ იგულისხმება ის, ვინც უარყო გულით და შეეწინააღმდეგა ენით. მაგრამ ვინც გულითა და ენით ალლაჰის დადგენილებებს აღიარებს, მაგრამ აკეთებს ამის საპირისპიროდ, ის სინამდვილეში იმით განსჯის, რაც ალლაჰმა ჩამოავლინა, მან უბრალოდ მიატოვა ამის შესაბამისად მოქმედება. აქედან გამომდინარე, ასეთი ადამიანი ამ აიათის არეში არ შედის. იხ. მეფათიჰუ’ლ-ღაიბ.
التفاسير العربية:
 
ترجمة معاني آية: (44) سورة: المائدة
فهرس السور رقم الصفحة
 
ترجمة معاني القرآن الكريم - الترجمة الجورجية - فهرس التراجم

ترجمة معاني القرآن الكريم إلى اللغة الجورجية، بإشراف مركز رواد الترجمة - جار العمل عليها.

إغلاق