আল-কোৰআনুল কাৰীমৰ অৰ্থানুবাদ - জৰ্জিয়ান অনুবাদ * - অনুবাদসমূহৰ সূচীপত্ৰ


অৰ্থানুবাদ আয়াত: (2) ছুৰা: ছুৰা আল-মায়িদাহ
يَٰٓأَيُّهَا ٱلَّذِينَ ءَامَنُواْ لَا تُحِلُّواْ شَعَٰٓئِرَ ٱللَّهِ وَلَا ٱلشَّهۡرَ ٱلۡحَرَامَ وَلَا ٱلۡهَدۡيَ وَلَا ٱلۡقَلَٰٓئِدَ وَلَآ ءَآمِّينَ ٱلۡبَيۡتَ ٱلۡحَرَامَ يَبۡتَغُونَ فَضۡلٗا مِّن رَّبِّهِمۡ وَرِضۡوَٰنٗاۚ وَإِذَا حَلَلۡتُمۡ فَٱصۡطَادُواْۚ وَلَا يَجۡرِمَنَّكُمۡ شَنَـَٔانُ قَوۡمٍ أَن صَدُّوكُمۡ عَنِ ٱلۡمَسۡجِدِ ٱلۡحَرَامِ أَن تَعۡتَدُواْۘ وَتَعَاوَنُواْ عَلَى ٱلۡبِرِّ وَٱلتَّقۡوَىٰۖ وَلَا تَعَاوَنُواْ عَلَى ٱلۡإِثۡمِ وَٱلۡعُدۡوَٰنِۚ وَٱتَّقُواْ ٱللَّهَۖ إِنَّ ٱللَّهَ شَدِيدُ ٱلۡعِقَابِ
ეი, თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! არ შებღალოთ ალლაჰის (მორჩილების) ნიშნულები*, არც ნაკრძალი მთვარე**, არც ზვარაკი, არც მათი საყელურები*** და არც ნაკრძალი სახლისკენ**** მიმავალთა უფლებები, რომლებიც თავიანთი ღმერთის მადლისა და კმაყოფილებისკენ მიისწრაფვიან. ხოლო როგორც კი (იჰრამის სარიტუალო მდგომარეობიდან) გათავისუფლდებით, (თუ ისურვებთ) ინადირეთ. რაკი (ადრე) ნაკრძალ მეჩეთს***** არ გაკარებდნენ, ახლა იმ ხალხის მიმართ ჯავრმა არ გიბიძგოთ ზღვარგადასულობისკენ! სიკეთესა და ღვთისმოშიშობაში დაეხმარეთ ერთმანეთს და ნუ დაეხმარებით უკეთურებასა და მტრობაში! რიდი გქონდეთ ალლაჰისა, უეჭველად, ალლაჰი მკაცრსასჯელიანია.
*ზოგადად, ყველა ჰარამი, ალლაჰის მიერ აკრძალული, კერძოდ, ჰაჯობისა და უმრას ღვთისმსახურების დროს იჰრამით შემოსილთათვის აკრძალული მოქმედებები.
**ორიგინალი – „ალ-შეჰრ ალ-ჰარამ“ (الشهر الحرام): ნაკრძალი მთვარე; – საუბარია კონკრეტულ მთვარეებზე, რომლებშიც აკრძალულია ომი, სისხლისღვრა და ყოველგვარი სიავე. მთვარის კალენდრის მიხედვით ესენია: პირველი - მუჰარემის, მეშვიდე - რეჯების, მეთერთმეტე – ზილყა’დეს და მეთორმეტე - ზილჰიჯჯეს მთვარეები.
***შესაწირი ცხოველი, რომელსაც საცნობ ნიშნად საყელური უკეთია.
****ორიგინალი – „ალბეით ალ-ჰარამ“ (البيت الحرام ): ნაკრძალი სახლი; – ანუ ქააბას წმინდა სამლოცველო.
*****ორიგინალი – „ალმესჯიდ ალ-ჰარამ“ (المسجد الحرام): ნაკრძალი მეჩეთი; – ანუ ქააბას წმინდა სამლოცველო.
আৰবী তাফছীৰসমূহ:
 
অৰ্থানুবাদ আয়াত: (2) ছুৰা: ছুৰা আল-মায়িদাহ
ছুৰাৰ তালিকা পৃষ্ঠা নং
 
আল-কোৰআনুল কাৰীমৰ অৰ্থানুবাদ - জৰ্জিয়ান অনুবাদ - অনুবাদসমূহৰ সূচীপত্ৰ

জৰ্জিয়ান ভাষাত আল-কোৰআনুল কাৰীমৰ অৰ্থানুবাদ। মৰকজ ৰুওৱাদুত তাৰ্জামাৰ তত্ত্বাৱধানত ইয়াৰ কাম চলি আছে। বৰ্তমান পাঁচ পাৰা উপলব্দ।

বন্ধ