Check out the new design

Translation of the Meanings of the Noble Qur'an - Georgian translation (in progress) * - Translations’ Index


Translation of the meanings Ayah: (8) Surah: At-Takāthur
ثُمَّ لَتُسۡـَٔلُنَّ يَوۡمَئِذٍ عَنِ ٱلنَّعِيمِ
შემდეგ უსათუოდ მოგეკითხებათ იმ დღეს ყოველი სიკეთის შესახებ.[1]
[1] განკითხვის დღეს ადამიანს ყოველი სიკეთის შესახებ მოეკითხება, გააცნობიერა თუ არა რომ ის იყო ღვთის მიერ ბოძებული წყალობა, საკმარისი მადლიერება გამოხატა თუ არა მათ მიმართ და რაში გამოიყენა ეს სიკეთეები. აბუ ჰურეირას მიერ გადმოცემულ ჰადისში ალლაჰის შუამავალი ﷺ ამბობს: „უეჭველად, განკითხვის დღეს მსახურს პირველად რაც მოეკითხება, ეს არის (ღვთის მიერ ბოძებული) სიკეთეები. მას ასე ეტყვიან: განა არ გიბოძეთ ჯანმრთელი სხეული? განა არ დაგაწყურეთ ცივი წყლით?“ იხ. თირმიზი, თაფსიირ, 88/3358. იბნი მეს’უდმა თქვა: „სიკეეთეები, რომლებიც ადამიანს მოეკითხება, ესენი არის უსაფრთხოება და ჯანმრთელობა.“ ტაბერი, ჯამი’უ’ლ-ბეიან, 30/284. იბნი ‘აბბასმა განმარტა: ამ აიათში ხსენებულ სიკეთეებში სხეულის, ყურის, თვალის და ა.შ. ჯანმრთელობა იგულისხმება. უზენაესმა რათქმაუნდა თავის მსახურზე უკეთ იცის, თუმცა მათ მაინც კითხავს, რომ ეს ყველაფერი სად, რა საქმეში გამოიყენა. მათ ეს ყველაფერი მოეკითხებათ, რადგანაც აიათში ბრძანებს: „ჭეშმარიტად, სმენაც, მხედველობაც და გულიც, ყველა მათგანი პასუხისმგებელია.“ ტაბერი, ჯამი’უ’ლ-ბეიან, 30/286.იმამ ტაბარის პირადი აზრი კი ის არის რომ ალლაჰი ადამიანს პასუხს ყველა სიკეთეზე მოსთხოვს. იხ. თაფსიირ ატტაბარი.
Arabic explanations of the Qur’an:
 
Translation of the meanings Ayah: (8) Surah: At-Takāthur
Surahs’ Index Page Number
 
Translation of the Meanings of the Noble Qur'an - Georgian translation (in progress) - Translations’ Index

translated by Rowwad Translation Center, in cooperation with the Islamic Propagation Office in Rabwah and the Association for Serving Islamic Content in Languages.

close