Check out the new design

Translation of the Meanings of the Noble Qur'an - Georgian translation (in progress) * - Translations’ Index


Translation of the meanings Ayah: (1) Surah: Al-Masad

Al-Masad

تَبَّتۡ يَدَآ أَبِي لَهَبٖ وَتَبَّ
ხელები გაუხმეს აბუ ლაჰაბს, გაუხმა კიდეც.[1]
[1] საუბარია შუამავალ მუჰამმედის ﷺ ბიძა აბუ ლაჰაბზე, მისი ნამდვილი სახელია ‘აბდუ-ლ’უზზა. ის და მისი მეუღლე განსაკუთრებით გამოირჩევოდნენ შუამავლისა და მისი მოძღვრების მიმართ მტრობაში. ყველა არაფერს იშურებდნენ იმისთვის, რომ მუჰამმედ შუამავლისთვის ﷺ თუნდაც მცირეოდენ მწუხარება და ტკივილი მიეყენებინათ ან ხალხი ისლამისგან დაებრკოლებინათ. სურა იწყება წყევლით „ხელები გაუხმეს“ ეს არაბული გამოთქმის ერთ-ერთი ფორმაა, როდესაც ამბობენ ნაწილს და გულისხმობენ მთლიანს. აქ კონკრეტულად ხელების გახმობაზე უფრო მთლიანად მოსპობა განადგურებაზეა საუბარი, როგორც ფიზიკურად ასევე იდეოლოგიურადაც. საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ სურა საკმაოდ ადრე ისლამის პირველ წლებში, მექქას პერიოდში ჩამოევლინა. აბუ ლაჰაბს და მის ოჯახს საკმაოდ დიდი დრო ქონდა, რომ ფორმალურად მაინც მიეღო ისლამი და ეს სურა გაეცრუებინა, თუმცა ისინი ბოლომდე ისლამის მტრებად დარჩნენ და ზუსტად ახდა უზენაესი ალლაჰის სიტყვა. ისლამის პირველ წლებში აბუ ლაჰაბის გარდა სხვა მრავალი მტრები ყავდა, რომლებმაც მოგვიანებით ისლამი მიიღეს, მათ შორის აბუ სუფიანმა ისლამის ბოლო წლებში, მექქას აღების დროს აღიარა ისლამი. თუმცა აბუ ლაჰაბისა და მისი ცოლის შესახებ იმთავითვე გაცხადებული იყო რომ ისინი ბოლომდე ურწმუნოებად დარჩებოდნენ და იმქვეყნად ჯოჯოხეთის მკვიდრნი იქნებოდნენ.
Arabic explanations of the Qur’an:
 
Translation of the meanings Ayah: (1) Surah: Al-Masad
Surahs’ Index Page Number
 
Translation of the Meanings of the Noble Qur'an - Georgian translation (in progress) - Translations’ Index

translated by Rowwad Translation Center, in cooperation with the Islamic Propagation Office in Rabwah and the Association for Serving Islamic Content in Languages.

close