Check out the new design

Translation of the Meanings of the Noble Qur'an - Georgian translation (in progress) * - Translations’ Index


Translation of the meanings Surah: Al-Baqarah   Ayah:
ٱلَّذِينَ يَأۡكُلُونَ ٱلرِّبَوٰاْ لَا يَقُومُونَ إِلَّا كَمَا يَقُومُ ٱلَّذِي يَتَخَبَّطُهُ ٱلشَّيۡطَٰنُ مِنَ ٱلۡمَسِّۚ ذَٰلِكَ بِأَنَّهُمۡ قَالُوٓاْ إِنَّمَا ٱلۡبَيۡعُ مِثۡلُ ٱلرِّبَوٰاْۗ وَأَحَلَّ ٱللَّهُ ٱلۡبَيۡعَ وَحَرَّمَ ٱلرِّبَوٰاْۚ فَمَن جَآءَهُۥ مَوۡعِظَةٞ مِّن رَّبِّهِۦ فَٱنتَهَىٰ فَلَهُۥ مَا سَلَفَ وَأَمۡرُهُۥٓ إِلَى ٱللَّهِۖ وَمَنۡ عَادَ فَأُوْلَٰٓئِكَ أَصۡحَٰبُ ٱلنَّارِۖ هُمۡ فِيهَا خَٰلِدُونَ
ხოლო ისინი, ვინც ჭამს ვახშს, (განკითხვის დღეს) სხვანაირად არ წამოდგებიან, თუ არა მსგავსად[1] – ეშმაკის დარტყმის შედეგად ჭკუაშეშლილებისა. ეს მხოლოდ იმიტომ, რომ მათ თქვეს – უეჭველად, ვაჭრობა ვახშის მსგავსიაო, არადა ალლაჰმა ვაჭრობა სცნო ნებადართულად, ვახში კი აკრძალა... და მას, ვინც შეგონება მიიღო თავისი ღმერთისგან და ხელი აიღო (მევახშეობაზე), – შერჩება ის, რაც იყო წარსულში და მისი საქმე ალლაჰზეა, ხოლო ვინც უკან დაუბრუნდეს (მევახშეობას), სწორედ ისინი არიან ცეცხლის მკვიდრნი; ისინი იქნებიან იქ მარადჟამს.
[1] ეს ადგილი შესაძლებელია ორგვარად განიმარტოს: 1. მევახშეები განკითხვის დღეს საფლავებიდან ეშმაკისგან დარტყმის შედეგად ჭკუაშეშლილთა მსგავსად წამოდგებიან. 2. მევახშეები, ვახშის აღებასა და მეტ შემოსავალზე დახარბებულნი, ეშმაკის დარტყმის შედეგად ჭკუაშეშლილთა მსგავსად, წინ დაუხედავად და შეუბრალებლად ცდილობენ ხალხის ნაოფლარი გროშების უშრომელად მითვისებას.
Arabic explanations of the Qur’an:
يَمۡحَقُ ٱللَّهُ ٱلرِّبَوٰاْ وَيُرۡبِي ٱلصَّدَقَٰتِۗ وَٱللَّهُ لَا يُحِبُّ كُلَّ كَفَّارٍ أَثِيمٍ
აკნინებს ვახშს ალლაჰი და ამრავლებს მოწყალებას[1] . არ უყვარს ალლაჰს არცერთი ურწმუნო და ცოდვილი.
[1] ალლაჰი აკნინებს და ანადგურებს მევახშეობით მოგებულ ჰარამ ქონებას, რომელსაც არანაირი ხვავი-ბარაქა არ მოაქვს; ხოლო ზექათისა და მოწყალების გემღების ჰალალ ქონებას ამრავლებს და ბარაქას ჰმატებს.
Arabic explanations of the Qur’an:
إِنَّ ٱلَّذِينَ ءَامَنُواْ وَعَمِلُواْ ٱلصَّٰلِحَٰتِ وَأَقَامُواْ ٱلصَّلَوٰةَ وَءَاتَوُاْ ٱلزَّكَوٰةَ لَهُمۡ أَجۡرُهُمۡ عِندَ رَبِّهِمۡ وَلَا خَوۡفٌ عَلَيۡهِمۡ وَلَا هُمۡ يَحۡزَنُونَ
ჭეშმარიტად, რომელთაც ირწმუნეს, ჰქმნეს კეთილი, აღასრულეს ნამაზი და გაიღეს ზექათი, – მათ ღმერთთანაა ჯილდო თავიანთი, და მათ არც შიში ელით, არცა დამწუხრება.
Arabic explanations of the Qur’an:
يَٰٓأَيُّهَا ٱلَّذِينَ ءَامَنُواْ ٱتَّقُواْ ٱللَّهَ وَذَرُواْ مَا بَقِيَ مِنَ ٱلرِّبَوٰٓاْ إِن كُنتُم مُّؤۡمِنِينَ
ეი, თქვენ, რომელთაც იწმუნეთ! რიდი გქონდეთ ალლაჰისა და მიატოვეთ ვახში, რაც დაგრჩათ (ასაღები), თუ ხართ თქვენ მორწმუნენი.
Arabic explanations of the Qur’an:
فَإِن لَّمۡ تَفۡعَلُواْ فَأۡذَنُواْ بِحَرۡبٖ مِّنَ ٱللَّهِ وَرَسُولِهِۦۖ وَإِن تُبۡتُمۡ فَلَكُمۡ رُءُوسُ أَمۡوَٰلِكُمۡ لَا تَظۡلِمُونَ وَلَا تُظۡلَمُونَ
– და თუ მაინც არ მოიშალოთ, მაშინ იცოდეთ ალლაჰისა და მისი შუამავლის მხრიდან გამოცხადებული ომის შესახებ; ხოლო თუ მოინანიებთ, თქვენი ქონების ძირი – თქვენი კუთვნილებაა. არც სხვას მოექცეთ უსამართლოდ და არც თქვენ იყოთ მსხვერპლი უსამართლობისა.
Arabic explanations of the Qur’an:
وَإِن كَانَ ذُو عُسۡرَةٖ فَنَظِرَةٌ إِلَىٰ مَيۡسَرَةٖۚ وَأَن تَصَدَّقُواْ خَيۡرٞ لَّكُمۡ إِن كُنتُمۡ تَعۡلَمُونَ
თუკი სიდუხჭირეშია (მევალე), მაშინ მანამდე ადროვეთ, ვიდრე გადახდის უნარი ექნებოდეს, და თუ სამოწყალოდ დაუტოვებთ (ვალს ან მის ნაწილს), ეს უფრო ხეირიანია თქვენთვის, რომ იცოდეთ.
Arabic explanations of the Qur’an:
وَٱتَّقُواْ يَوۡمٗا تُرۡجَعُونَ فِيهِ إِلَى ٱللَّهِۖ ثُمَّ تُوَفَّىٰ كُلُّ نَفۡسٖ مَّا كَسَبَتۡ وَهُمۡ لَا يُظۡلَمُونَ
გეშინოდეთ იმ დღისა, როცა ალლაჰთან იქნებით დაბრუნებულნი. შემდეგ ყოველ სულს მიეგება იგი, რაც მას მოუხვეჭავს, და არ შეეხებათ მათ უსამართლობა.
Arabic explanations of the Qur’an:
 
Translation of the meanings Surah: Al-Baqarah
Surahs’ Index Page Number
 
Translation of the Meanings of the Noble Qur'an - Georgian translation (in progress) - Translations’ Index

translated by Rowwad Translation Center, in cooperation with the Islamic Propagation Office in Rabwah and the Association for Serving Islamic Content in Languages.

close