Translation of the Meanings of the Noble Qur'an - Georgian translation * - Translations’ Index


Translation of the meanings Ayah: (7) Surah: Āl-‘Imrān
هُوَ ٱلَّذِيٓ أَنزَلَ عَلَيۡكَ ٱلۡكِتَٰبَ مِنۡهُ ءَايَٰتٞ مُّحۡكَمَٰتٌ هُنَّ أُمُّ ٱلۡكِتَٰبِ وَأُخَرُ مُتَشَٰبِهَٰتٞۖ فَأَمَّا ٱلَّذِينَ فِي قُلُوبِهِمۡ زَيۡغٞ فَيَتَّبِعُونَ مَا تَشَٰبَهَ مِنۡهُ ٱبۡتِغَآءَ ٱلۡفِتۡنَةِ وَٱبۡتِغَآءَ تَأۡوِيلِهِۦۖ وَمَا يَعۡلَمُ تَأۡوِيلَهُۥٓ إِلَّا ٱللَّهُۗ وَٱلرَّٰسِخُونَ فِي ٱلۡعِلۡمِ يَقُولُونَ ءَامَنَّا بِهِۦ كُلّٞ مِّنۡ عِندِ رَبِّنَاۗ وَمَا يَذَّكَّرُ إِلَّآ أُوْلُواْ ٱلۡأَلۡبَٰبِ
იგია, ვინც ჩამოავლინა შენზე წიგნი, მასშია მუჰქემი* აიათები, როგორც წიგნის დედაბოძი, და დანარჩენი – მუთეშაბიჰი**. ისინი კი, ვისაც გულებში უზით სიმრუდე, – ფითნას გამოწვევისთვისა და მათი განმარტების სურვილით მხოლოდ იმ ნაწილს მიჰყვებიან, რაც მუთეშაბიჰია***, რომლის ახსნაც არავინ იცის, გარდა ალლაჰისა. ღრმადმცოდნენი ამბობენ: ჩვენ გვწამს ის (ყურანი), ყველა ჩვენი ღმერთისგანააო (მუჰქემიც და მუთეშაბიჰიც). სხვა ვინ გაიაზრებს ამას, თუ არა გონიერნი.
*ორიგინალი – „მუჰქემ“ (محكم): მყარი, მტკიცე ან ურყევი. წმინდა ყურანში მუჰქემად იწოდება ყველა ის სიტყვა და აიათი, რომელთა მნიშვნელობებიც იმდენად ცხადია, რომ დამატებითი განმარტებების გარეშეც გასაგებია ყველასთვის და ეს თავისივე სიცხადე გამორიცხავს განსხვავებული აღქმა–გამოხატვის შესაძლებლობას.
**ორიგინალი – „მუთაშაბიჰ“ (متشابه): მსგავსი. წმინდა ყურანში მუთეშაბიჰად იწოდება ყველა ის სიტყვა და აიათი, რომლებიც დამატებითი განმარტების გარეშე, პირდაპირი მნიშვნელობით, არ აიხსნება; ან ყველა ის სიტყვა და აიათი, რომელთა ახსნაც ალლაჰის გარდა არავინ იცის. ეს სიტყვები და აიათები ხშირად ერთდროულად რამდენიმე განსხვავებული ახსნა–გამოხატვის საშუალებას იძლევა, რის გამოც მას მუთაშაბიჰი, ანუ მსგავსი ეწოდება. მსგავსება იმაში მდგომარეობს, რომ თავისი მნიშვნელობით რამდენიმე საკითხს ერთდროულად ემსგავსება და მათ შორის არჩევანის გაკეთება რთულდება.
***აიათში ხსენებულთა ვინაობის შესახებ მუფესსირებმა რამდენიმე განსხვავებული აზრი დააფიქსირეს: რაბი’ი ამბობს: ესენი არიან ადამიანთა ჯგუფი ნაჯრანისა, რომლებიც მუჰამმედ შუამავალს ﷺ ‘ისა عليه السلام შუამავლის შესახებ ეკამათებოდნენ. მათ ასეთი კითხვა დასვეს: განა თქვენ არ ამბობთ, რომ ის არის ალლაჰის სიტყვა და სული მისგან? როდესაც შუამავალმა ﷺ უთხრა – დიახო, მათ თქვეს: ჩვენთვის ეს საკმარისია. ეს აიათი სწორედ ამ დიალოგის შემდეგ ჩამოევლინა. ქელბის გადმოცემის თანახმად, ესენი იუდეველები არიან, რომლებიც მუთაშაბიჰ აიათებზე დაყრდნობით ამ უმმეთის სიცოცხლის ხანგრძლივობის გამოცნობას ცდილობდნენ. ყათადე, როდესაც ამ აიათს კითხულობდა, ამბობდა, რომ ესენი არ ვიცი სხვა ვინ უნდა იყვნენ, თუ არა ხარიჯიტებიო. ასევე, ერთ ერთი ვერსიის თანახმად, ამ აიათში ყველა მობიდათე იგულისხმება. იხ. თაფსირულ ბეღავი.
Arabic explanations of the Qur’an:
 
Translation of the meanings Ayah: (7) Surah: Āl-‘Imrān
Surahs’ Index Page Number
 
Translation of the Meanings of the Noble Qur'an - Georgian translation - Translations’ Index

Translation of the meanings of the Noble Qur’an into the Georgian language, under the supervision of the Rowad Translation Center - in progress.

close