Check out the new design

ترجمهٔ معانی قرآن کریم - ترجمه‌ى گرجی ـ در حال اجراى آن است. * - لیست ترجمه ها


ترجمهٔ معانی سوره: بقره   آیه:
إِنَّ ٱلَّذِينَ كَفَرُواْ سَوَآءٌ عَلَيۡهِمۡ ءَأَنذَرۡتَهُمۡ أَمۡ لَمۡ تُنذِرۡهُمۡ لَا يُؤۡمِنُونَ
უეჭველად, - რომელთაც არ ირწმუნეს, მათთვის სულერთია, გააფრთხილებ თუ არ გააფრთხილებ, - მაინც არ ირწმუნებენ;
تفسیرهای عربی:
خَتَمَ ٱللَّهُ عَلَىٰ قُلُوبِهِمۡ وَعَلَىٰ سَمۡعِهِمۡۖ وَعَلَىٰٓ أَبۡصَٰرِهِمۡ غِشَٰوَةٞۖ وَلَهُمۡ عَذَابٌ عَظِيمٞ
- ბეჭედი დაასვა ალლაჰმა გულებსა და სასმენელზე, საფარველი აქვთ თვალებზეც... და მათთვისაა დიდი სასჯელი.
تفسیرهای عربی:
وَمِنَ ٱلنَّاسِ مَن يَقُولُ ءَامَنَّا بِٱللَّهِ وَبِٱلۡيَوۡمِ ٱلۡأٓخِرِ وَمَا هُم بِمُؤۡمِنِينَ
ადამიანთა შორის არიან ისეთნიც, რომლებიც ამბობენ - ვირწმუნეთ ალლაჰი და დღე უკანასკნელიო, მაგრამ ისინი არ არიან მორწმუნენი;
تفسیرهای عربی:
يُخَٰدِعُونَ ٱللَّهَ وَٱلَّذِينَ ءَامَنُواْ وَمَا يَخۡدَعُونَ إِلَّآ أَنفُسَهُمۡ وَمَا يَشۡعُرُونَ
- ცდილობენ, მოატყუონ ალლაჰი და ისინი, რომელთაც ირწმუნეს, თუმცა ვერ აცნობიერებენ, რომ ვერავის მოატყუებენ, გარდა საკუთარი თავისა;
تفسیرهای عربی:
فِي قُلُوبِهِم مَّرَضٞ فَزَادَهُمُ ٱللَّهُ مَرَضٗاۖ وَلَهُمۡ عَذَابٌ أَلِيمُۢ بِمَا كَانُواْ يَكۡذِبُونَ
სნეულებაა მათ გულებში და ალლაჰმა უარესად დაასნეულა... და მათთვისაა მწარე სასჯელი, ვინაიდან ცრუობდნენ;
تفسیرهای عربی:
وَإِذَا قِيلَ لَهُمۡ لَا تُفۡسِدُواْ فِي ٱلۡأَرۡضِ قَالُوٓاْ إِنَّمَا نَحۡنُ مُصۡلِحُونَ
და როცა უთხრეს – ქვეყნად უკეთურებას ნუ ეწევითო, მათ მიუგეს: უეჭველად, ჩვენ პირიქით, – გამომსწორებელნი[1] ვართო.
[1] უკეთურებისა – სიკეთისაკენ
تفسیرهای عربی:
أَلَآ إِنَّهُمۡ هُمُ ٱلۡمُفۡسِدُونَ وَلَٰكِن لَّا يَشۡعُرُونَ
დაე, იცოდეთ, რომ სწორედ ეგენი ეწევიან უკეთურებას, მაგრამ არ შეიგნებენ.
تفسیرهای عربی:
وَإِذَا قِيلَ لَهُمۡ ءَامِنُواْ كَمَآ ءَامَنَ ٱلنَّاسُ قَالُوٓاْ أَنُؤۡمِنُ كَمَآ ءَامَنَ ٱلسُّفَهَآءُۗ أَلَآ إِنَّهُمۡ هُمُ ٱلسُّفَهَآءُ وَلَٰكِن لَّا يَعۡلَمُونَ
და როცა უთხრეს – ირწმუნეთ ისე, როგორც ირწმუნა ხალხმაო, მათ მიუგეს: ,,ნუთუ ვირწმუნოთ ისე, როგორც სწამთ ჭკუასუსტებს?"... იცოდეთ, რომ სწორედ ეგენი არიან ჭკუასუსტები, თუმცა არ იციან.
تفسیرهای عربی:
وَإِذَا لَقُواْ ٱلَّذِينَ ءَامَنُواْ قَالُوٓاْ ءَامَنَّا وَإِذَا خَلَوۡاْ إِلَىٰ شَيَٰطِينِهِمۡ قَالُوٓاْ إِنَّا مَعَكُمۡ إِنَّمَا نَحۡنُ مُسۡتَهۡزِءُونَ
და როცა მორწმუნეებს შეხვდებიან, ამბობენ, ჩვენც ვირწმუნეთო, ხოლო როდესაც თავიანთ სატანებთან[1] განმარტოვდებიან, ეუბნებიან: რა თქმა უნდა, ჩვენ თქვენს გვერდით ვართ და რაღა თქმა უნდა, მათი დამცინავნი ვართო.
[1] ურწმუნოებთან
تفسیرهای عربی:
ٱللَّهُ يَسۡتَهۡزِئُ بِهِمۡ وَيَمُدُّهُمۡ فِي طُغۡيَٰنِهِمۡ يَعۡمَهُونَ
- ალლაჰი დასცინებს მათ და ხეტიალს გაუხანგრძლივებს თავიანთ ზღვარგადასულობაში.
تفسیرهای عربی:
أُوْلَٰٓئِكَ ٱلَّذِينَ ٱشۡتَرَوُاْ ٱلضَّلَٰلَةَ بِٱلۡهُدَىٰ فَمَا رَبِحَت تِّجَٰرَتُهُمۡ وَمَا كَانُواْ مُهۡتَدِينَ
ეგენი არიან, რომელთაც გზააცდენილობა იყიდეს ჭეშმარიტი გზის ფასად, მაგრამ არ მოიგო მათმა ვაჭრობამ და არც ჭეშმარიტ გზაზე მდგარნი ყოფილან.
تفسیرهای عربی:
 
ترجمهٔ معانی سوره: بقره
فهرست سوره ها شماره صفحه
 
ترجمهٔ معانی قرآن کریم - ترجمه‌ى گرجی ـ در حال اجراى آن است. - لیست ترجمه ها

ترجمه شده توسط گروه مرکز ترجمهٔ رواد با همکاری انجمن دعوت در ربوة و انجمن خدمت به محتوای اسلامی به زبان‌های مختلف.

بستن