Check out the new version of the website

ترجمهٔ معانی قرآن کریم - ترجمه ى گرجى * - لیست ترجمه ها


ترجمهٔ معانی آیه: (28) سوره: مائده
لَئِنۢ بَسَطتَ إِلَيَّ يَدَكَ لِتَقۡتُلَنِي مَآ أَنَا۠ بِبَاسِطٖ يَدِيَ إِلَيۡكَ لِأَقۡتُلَكَۖ إِنِّيٓ أَخَافُ ٱللَّهَ رَبَّ ٱلۡعَٰلَمِينَ
ვისაც წიგნი ვუბოძეთ, ისე იცნობენ მას (მუჰამმედს), როგორც იცნობენ საკუთარ შვილებს. რომელთაც თავიანთი სულები წარიწყმიდეს, ისინი არ ირწმუნებენ.
[1]ქალბი გადმოგვცემს: მექქელი წარმართები ალლაჰის შუამავალთან ﷺ მივიდნენ და უთხრეს: აბა ვინ ამოწმებს, რომ შენ ალლაჰის შუამავალი ხარ? ვერავის ვპოულობთ ისეთს, ვინც შენს შუამავლობას დაამოწმებს. ჩვენ იუდეველებსა და ქრისტიანებსაც ვკითხეთ შენზე, თუმცა მათ თავიანთ წმინდა წერილში ვერაფერი ჰპოვეს შენს შესახებ. ამის შემდეგ ალლაჰმა ჩამოავლინა: „უთხარი: რომელია ყველაზე დიდი მოწმობა?“ თუ ვერ გიპასუხეს, უპასუხე: „ჩემსა და თქვენს შორის ალლაჰია მოწმე.“ იხ. თაფსირუ ბაღავი.[2]მუჰამმედ ბინ ქა’ბ ალ-ყურაზი გადმოგვცემს: „ვისთანაც ყურანი მიაღწევს, მან თითქოს თვითონ შეხვდა მაცნეს (და მისგან მოისმინა).“ იხ. თაფსირუ ტაბერი.აბდულლაჰ ბინ ამრი გადმოგვცემს, რომ მაცნემ ﷺ თქვა: „ჩემგან (სხვებს) გადაეცით – თუნდაც ერთი აიათი. ასევე, შეგიძლიათ გადმოსცეთ ისრაელის მოდგმისგან, ეს არ არის ცოდვა; ხოლო ვინც ჩემს შესახებ შეგნებულად იცრუოს, მან (ჯოჯოხეთის) ცეცხლში თავისი ადგილსამყოფელი აირჩიოს.“ (ბუხარი, ჰ.ნ. 3461.)[3]ყურეიშელი წარმართები ალლაჰის შუამავალთან ﷺ მივიდნენ და უთხრეს: ო, მუჰამმედ! არ იცი, რომ ალლაჰთან ერთად სხვა ღვთაებებიც არსებობს? მან უპასუხა: არ არსებობს ღვთაება, გარდა ალლაჰისა! მე ამით ვარ წარმოგზავნილი და ამასვე მოვუწოდებ. ამის შემდეგ ალლაჰმა ეს აიათი ჩამოავლინა. იხ. თაფსირუ ტაბერი.
تفسیرهای عربی:
 
ترجمهٔ معانی آیه: (28) سوره: مائده
فهرست سوره ها شماره صفحه
 
ترجمهٔ معانی قرآن کریم - ترجمه ى گرجى - لیست ترجمه ها

ترجمه ى معانى قرآن كريم به زبان گرجى. با سرپرستى مركز رواد ترجمه در حال تهيه مى باشد - پنج جزء از آن در دسترس است.

بستن