Terjemahan makna Alquran Alkarim - Terjemahan Berbahasa Georgia * - Daftar isi terjemahan


Terjemahan makna Ayah: (143) Surah: Surah Āli 'Imrān
وَلَقَدۡ كُنتُمۡ تَمَنَّوۡنَ ٱلۡمَوۡتَ مِن قَبۡلِ أَن تَلۡقَوۡهُ فَقَدۡ رَأَيۡتُمُوهُ وَأَنتُمۡ تَنظُرُونَ
თქვენ მართლაც ნატრობდით სიკვდილს (შაჰიდობას) მანამდე, ვიდრე (უჰუდის ბრძოლაში) მის წინაშე აღმოჩნდებოდით. უეჭველად, ხედავდით მას და შესცქეროდით*.
*გადმოცემების თანახმად, ვინც ბედირის ბრძოლაში მონაწილეობა ვერ მიიღეს, ისინი იმ დიდებული მადლის მოპოვების სურვილმა შეიპყრო, რაც შაჰიდებმა მოიპოვეს, ამიტომ ნატრობდნენ მსგავსი დღის გამეორებას, რომელშიც ალლაჰის გზაზე შაჰიდობის საშუალება მიეცემოდათ. მათ ნანატრი საშუალება უჰუდის ბრძოლაში გაუჩნდათ, თუმცა მათგან ნაწილი შედრკა და აქეთ-იქით მიმოიფანტა, ხოლო ნაწილმა მოთმინება გამოიჩინა და შეუპოვრად იბრძოდა. სწორედ ამ მოვლენის შესახებ ჩამოევლინა აღნიშნული აიათი, რომელიც გაქცეულებს კიცხავდა და მომთმენებს აქებდა. იხ. თაფსირუ ტაბერი.
Tafsir berbahasa Arab:
 
Terjemahan makna Ayah: (143) Surah: Surah Āli 'Imrān
Daftar surah Nomor Halaman
 
Terjemahan makna Alquran Alkarim - Terjemahan Berbahasa Georgia - Daftar isi terjemahan

Terjemahan Makna Al-Qur`ān Al-Karīm ke bahasa Gerogia oleh Pusat Terjemah Ruwwād - Sedang dalam proses.

Tutup