Terjemahan makna Alquran Alkarim - Terjemahan Berbahasa Georgia * - Daftar isi terjemahan


Terjemahan makna Ayah: (59) Surah: Surah Al-An'ām
۞ وَعِندَهُۥ مَفَاتِحُ ٱلۡغَيۡبِ لَا يَعۡلَمُهَآ إِلَّا هُوَۚ وَيَعۡلَمُ مَا فِي ٱلۡبَرِّ وَٱلۡبَحۡرِۚ وَمَا تَسۡقُطُ مِن وَرَقَةٍ إِلَّا يَعۡلَمُهَا وَلَا حَبَّةٖ فِي ظُلُمَٰتِ ٱلۡأَرۡضِ وَلَا رَطۡبٖ وَلَا يَابِسٍ إِلَّا فِي كِتَٰبٖ مُّبِينٖ
და მასთანაა უხილავის გასაღებნი,* მის გარდა იგი არავინ იცის, მან იცის, რაცაა ხმელეთზე და ზღვაში, ერთი ფოთოლიც არ ჩამოვარდება ისე, რომ მან არ იცოდეს. ერთი მარცვალიც კი არ არსებობს დედამიწის ჯურღმულებში, – არც ნედლი და არც ხმელი, – რომ ცხად წიგნში არ იყოს გაცხადებული.**
*ალლაჰის შუამავალმა ﷺ თქვა: „უხილავთა გასაღები ხუთია: ჭეშმარიტად, ალლაჰი ფლობს ქვეყნიერების დაქცევის საათის ცოდნას, ის ჩამოავლენ წვიმას, მან იცის, რაც არის საშვილოსნოებში, ვერცერთი სული ვერ გაიგებს, თუ რას მოიგებს ხვალ და ვერცერთი სული ვერ მიხვდება, თუ რომელ მიწაზე დაიღუპება. ჭეშმარიტად, ალლაჰი ყოვლის მცოდნე და მცნობელია.“ (ბუხარი, თაფსიირ ჰ.ნ. 4627.)
**ალლაჰის წინაშე დაცული დედა წიგნი, რომელშიც დასაბამიდან დასარულამდე მთელი სამყაროს შესახებ ყველანაირი ინფორმაციაა აღრიცხული, მათ შორის ადამიანთა ბედისწერა, მოსახდენი ამბები და წმინდა ყურანიც იმ დედა წიგნიდან არის აღებული.
Tafsir berbahasa Arab:
 
Terjemahan makna Ayah: (59) Surah: Surah Al-An'ām
Daftar surah Nomor Halaman
 
Terjemahan makna Alquran Alkarim - Terjemahan Berbahasa Georgia - Daftar isi terjemahan

Terjemahan Makna Al-Qur`ān Al-Karīm ke bahasa Gerogia oleh Pusat Terjemah Ruwwād - Sedang dalam proses.

Tutup