Check out the new design

Traduzione dei Significati del Sacro Corano - Traduzione in georgiano - in corso di traduzione * - Indice Traduzioni


Traduzione dei significati Sura: Al-Layl   Versetto:
فَسَنُيَسِّرُهُۥ لِلۡعُسۡرَىٰ
ჩვენ მას გავუიოლებთ ურთულესსა.[1]
[1] ასეთ ადამიანს გავუადვილებთ ბოროტებას, რაც ურთულეს ყოფაში ჩააყენებს იმქვეყნად.
Esegesi in lingua araba:
وَمَا يُغۡنِي عَنۡهُ مَالُهُۥٓ إِذَا تَرَدَّىٰٓ
ვერას არგებს მისი ქონება, როცა (ჯოჯოხეთში) გადაეშვება.[1]
[1] ქონება რომელიც სიძუნწის გამო დაზოგა და ალლაჰის ბრძანების შესაბამისად არ გაიღო, იმქვეყად ჯოჯოხეთის ცეცხლიდან ვერ იხსნის.
Esegesi in lingua araba:
إِنَّ عَلَيۡنَا لَلۡهُدَىٰ
უეჭველად, ჩვენზეა ჭეშმარიტ გზაზე დაკვალიანება.[1]
[1] ჭეშმარიტი გზის სწავლება და გაცხადება.
Esegesi in lingua araba:
وَإِنَّ لَنَا لَلۡأٓخِرَةَ وَٱلۡأُولَىٰ
ჭეშმარიტად, ჩვენ გვეკუთვნის უკანასკნელიც და პირველიცა.[1]
[1] ჩვენ გვეკუთვნის ისქვეყანაც და ეს ქვეყანაც, ამიტომ ვინც მათ ჩვენს გარდა სხვასგან მოელის, ის დიდ შეცდომაშია.
Esegesi in lingua araba:
فَأَنذَرۡتُكُمۡ نَارٗا تَلَظَّىٰ
აი, მე თქვენ გაფრთხილებთ ცეცხლით მძვინვარეთი.
Esegesi in lingua araba:
لَا يَصۡلَىٰهَآ إِلَّا ٱلۡأَشۡقَى
მასში არავინ შევა გარდა ყველაზე უბედურისა.
Esegesi in lingua araba:
ٱلَّذِي كَذَّبَ وَتَوَلَّىٰ
რომელმაც (შუამავალი) ცრუდ შერაცხა და (რწმენისგან) პირი იბრუნა.
Esegesi in lingua araba:
وَسَيُجَنَّبُهَا ٱلۡأَتۡقَى
და მას განარიდებენ ყველაზე ღვთისმოშიშს.
Esegesi in lingua araba:
ٱلَّذِي يُؤۡتِي مَالَهُۥ يَتَزَكَّىٰ
რომელიც ქონებას გასცემს, რათა განიწმინდოს.[1]
[1] ზოგადად სწავლულთა უმრავლესობა თვლის, რომ უზენაესმა ალლაჰმა ამ აიათში აბუ ბექირ სიდდიყი იგულისხმა, რადგანაც ის იყო ყველაზე გამორჩეული მორწმუნე, რომელიც მონებს გამოისყიდიდა და თავისუფლებას ანიჭებდა. იხ. თაფსირუ ბეღავი.
Esegesi in lingua araba:
وَمَا لِأَحَدٍ عِندَهُۥ مِن نِّعۡمَةٖ تُجۡزَىٰٓ
და(რომელიც ქონებას გასცემს რათა განიწმინდოს) იმასთან არავის აქვს სარგებელი.[1]
[1] ის ვინმეს წინაშე ვალში არ იყო,და ის თავის კეთილ საქმეში არავისგან ელის რამენაირ სარგებელს და სამაგიეროს, მისი მოლოდინი მხოლოდ ალლაჰის კმაყოფილებაა.
Esegesi in lingua araba:
إِلَّا ٱبۡتِغَآءَ وَجۡهِ رَبِّهِ ٱلۡأَعۡلَىٰ
მხოლოდ უზენაესი ღმერთის (კმაყოფილი) სახის მოპოვება სწადია(თავის ქონების გაცემაში).
Esegesi in lingua araba:
وَلَسَوۡفَ يَرۡضَىٰ
შემდეგ უთუოდ დარჩება კმაყოფილი.[1]
[1] როდესაც ღვთის წინაშე მიიღებს ჯილდოს და თავისი ღვაწლის საზღაურს.
Esegesi in lingua araba:
 
Traduzione dei significati Sura: Al-Layl
Indice delle Sure Numero di pagina
 
Traduzione dei Significati del Sacro Corano - Traduzione in georgiano - in corso di traduzione - Indice Traduzioni

Tradotta dal team del centro di traduzione "Pioneers" in collaborazione con "Association for call and awareness of communities" di al-Rabwah e "Association for Service of Islamic Content in Languages".

Chiudi