[1] იბნი აბბასი გადმოგვცემს: ერთ დღეს, შესაჯდომ პირუტყვზე ალლაჰის შუამავალის ﷺ უკან ვიჯექი და მითხრა: ეი, ახალგაზრდა! რამდენიმე სიტყვით მინდა დაგარიგო: ალლაჰი (მისი ბრძანებები და აკრძალვები) დაიცავი, რომ მანაც შენ დაგიცვას. დაიცავი ალლაჰი, რომ საითაც მიბრუნდები, იქ ჰპოვო იგი. თუ რამე სათხოვარი გექნება, ალლაჰს სთხოვე. თუკი დახმარება გჭირდება, ალლაჰს შეევედრე. იცოდე, რომ მთელი კაცობრიობა შენს სასარგებლოდ რომ გაერთიანდეს, ვერაფერს გარგებენ იმაზე მეტს, რაც ალლაჰს შენთვის დაუწერია; ასევე, მთელი კაცობრიობა რომ შენს წინააღმდეგ გაერთიანდეს, ვერაფერს გავნებენ იმაზე მეტს, რაც ალლაჰს შენთვის დაუწერია, (ბედისწერის ჩამწერი) კალმები აყრილია და ფურცლები გამშრალია. (თირმიზი, ჰ.ნ. 2516.)
[1] ქალბი გადმოგვცემს: მექქელი წარმართები ალლაჰის შუამავალთან ﷺ მივიდნენ და უთხრეს: აბა ვინ ამოწმებს, რომ შენ ალლაჰის შუამავალი ხარ? ვერავის ვპოულობთ ისეთს, ვინც შენს შუამავლობას დაამოწმებს. ჩვენ იუდეველებსა და ქრისტიანებსაც ვკითხეთ შენზე, თუმცა მათ თავიანთ წმინდა წერილში ვერაფერი ჰპოვეს შენს შესახებ. ამის შემდეგ ალლაჰმა ჩამოავლინა: „უთხარი: რომელია ყველაზე დიდი მოწმობა?“ თუ ვერ გიპასუხეს, უპასუხე: „ჩემსა და თქვენს შორის ალლაჰია მოწმე.“ იხ. თაფსირუ ბაღავი.
[2] მუჰამმედ ბინ ქა’ბ ალ-ყურაზი გადმოგვცემს: „ვისთანაც ყურანი მიაღწევს, მან თითქოს თვითონ შეხვდა მაცნეს (და მისგან მოისმინა).“ იხ. თაფსირუ ტაბერი.
აბდულლაჰ ბინ ამრი გადმოგვცემს, რომ მაცნემ ﷺ თქვა: „ჩემგან (სხვებს) გადაეცით – თუნდაც ერთი აიათი. ასევე, შეგიძლიათ გადმოსცეთ ისრაელის მოდგმისგან, ეს არ არის ცოდვა; ხოლო ვინც ჩემს შესახებ შეგნებულად იცრუოს, მან (ჯოჯოხეთის) ცეცხლში თავისი ადგილსამყოფელი აირჩიოს.“ (ბუხარი, ჰ.ნ. 3461.)
[3] ყურეიშელი წარმართები ალლაჰის შუამავალთან ﷺ მივიდნენ და უთხრეს: ო, მუჰამმედ! არ იცი, რომ ალლაჰთან ერთად სხვა ღვთაებებიც არსებობს? მან უპასუხა: არ არსებობს ღვთაება, გარდა ალლაჰისა! მე ამით ვარ წარმოგზავნილი და ამასვე მოვუწოდებ. ამის შემდეგ ალლაჰმა ეს აიათი ჩამოავლინა. იხ. თაფსირუ ტაბერი.
[1] ვინაა იმაზე დიდი ურწმუნო, ვინც ალლაჰს უთანაზიარებს ვინმეს, ვინც თხზავს, რომ ალლაჰს მოზიარე ჰყავს.