ការបកប្រែអត្ថន័យគួរអាន - ការបកប្រែជាភាសាហ្សកហ្ស៊ី - កំពុងដំណើរការលើវា

external-link copy
10 : 96

عَبۡدًا إِذَا صَلَّىٰٓ

მსახურს, თუკი ლოცვად დადგა?[1] info

[1] მექქელი წამართები ცდილობდნენ მუსლიმებისთვის ლოცვის საშუალება არ მიეცათ, მათ შორის განსაკუთრებით აბუ ჯეჰილი გამოირჩევოდა. აბუ ჰურეირა გადმოგვცემს: ერთ დღეს აბუ ჯეჰილმა ხალხს კითხა: მუჰამმედი თქვენს თვალწინ სახით მიწას ეხება? მათ უპასუხეს: დიახ. მან თქვა: ვფიცავ ლათსა და ‘უზზას, რომ თუ დავინაზე მაგას აკეთებს, აუცილებლად ფეხს დავადგამ კისერში ან სახეს მიწაში ამოვასვრევინებ. ერთ დღეს მართლაც მიუახლოვდა ალლაჰის შუამავალს ﷺ - რადროსაც ის ნამაზს ასრულებდა – და კისერზე ფეხის დადგმას აპირებდა. იქ მყოფებმა შეამჩნიეს, რომ მოულოდნელად მან ქუსლების მიმართულებით უკუსვლა დაიწყო და ხელებით თავის დაცვას ცდილობდა. მას კითხეს: რა მოგივიდა? მან თქვა: უეჭველად, ჩემსა და მას შორის მე დავინახე ცეცხლის ზღუდე, საშინელება და რაღაც ფრთები. შემდეგ ალლაჰის შუამავალმა ﷺ თქვა: რომ მომახლოებოდა ანგელოზები მას ორგანოებად დაანაწევრებდნენ. სწორედ ამ ამბის შემდეგ უზენაესმა ალლაჰმა ამ სურას 6-19 აიათები ჩამოავლინა. (მუსლიმ, ჰ.ნ. 2797.)

التفاسير: