وه‌رگێڕانی ماناكانی قورئانی پیرۆز - وەرگێڕاوی جۆرجی * - پێڕستی وه‌رگێڕاوه‌كان


وه‌رگێڕانی ماناكان ئایه‌تی: (135) سوره‌تی: سورەتی آل عمران
وَٱلَّذِينَ إِذَا فَعَلُواْ فَٰحِشَةً أَوۡ ظَلَمُوٓاْ أَنفُسَهُمۡ ذَكَرُواْ ٱللَّهَ فَٱسۡتَغۡفَرُواْ لِذُنُوبِهِمۡ وَمَن يَغۡفِرُ ٱلذُّنُوبَ إِلَّا ٱللَّهُ وَلَمۡ يُصِرُّواْ عَلَىٰ مَا فَعَلُواْ وَهُمۡ يَعۡلَمُونَ
და მათ, ვინც ავზნეობა* ჩაიდინეს ან თავიანთ სულებს უსამართლოდ მოეპყრნენ და, (მაშინვე) ალლაჰი გაიხსენეს და პატიება შესთხოვეს თავიანთი ცოდვებისთვის, - ვინ აპატიებს ცოდვებს, თუ არა ალლაჰი? - თუ კვლავ არ დაიჟინებენ იგივეს შეგნებულად, რაც მათ ჩაუდენიათ.
*ორიგინალი–„ალ-ფაჰიშეთუ“ (الفاحشة): ძირითადად უზნეო საქციელს ნიშნავს, რომელიც მიუღებელია როგორც რელიგიური, ისე არარელიგიური საზოგადოებისთვის. ყურანსა და ზოგადად, ისლამის ლიტერატურაში, ეს ტერმინი მრუშობასთან ასოცირდება, თუმცა შესაძლებელია იგულისხმებოდეს მრუშობის გარდა სხვა უზნეო საქციელიც, ამიტომ ვთარგმნეთ, როგორც ავზნეობა. მუფესსირები ამ აიათში სიტყვა „ალ-ფაჰიშეთუ“-ს შემდეგნაირად განმარტავენ: ჯაბირის განმარტებით, აქ მრუშობა იგულისხმება, ხოლო საკუთარი სულების მიმართ უსამართლოდ მოპყრობა არის სხვა დანარჩენი, როგორიცაა ხვევნა-კოცნა, შეხება, შეხედვა და ა.შ.; მუყათილისა და ქელბის შეფასებით, აქ იგულისხმება მრუშობის გარდა სხვა ყველა ურთიერთობა, რაც არაა ჰალალი, როგორებიცაა – ხვევნა-კოცნა, შეხება, შეხედვა და ა.შ. ხოლო საკუთარი სულების მიმართ უსამართლოდ მოპყრობა არის სხვა დანარჩენი ცოდვები. ასევე ნათქვამია, რომ „ალ-ფაჰიშეთუ“ არის დიდი ცოდვები, ხოლო საკუთარი სულის მიმართ უსამართლოდ მოპყრობა – პატარა ცოდვები. იხ. თაფსირულ ბეღავი.
تەفسیرە عەرەبیەکان:
 
وه‌رگێڕانی ماناكان ئایه‌تی: (135) سوره‌تی: سورەتی آل عمران
پێڕستی سوره‌ته‌كان ژمارەی پەڕە
 
وه‌رگێڕانی ماناكانی قورئانی پیرۆز - وەرگێڕاوی جۆرجی - پێڕستی وه‌رگێڕاوه‌كان

وەرگێڕاوی ماناکانی قورئانی پیرۆز بۆ زمانی جۆرجی، بەسەرپەرشتیاری: ناوەندی ڕواد بۆ وەرگێڕان - کارکردن لەسەری بەردەوامە.

داخستن