വിശുദ്ധ ഖുർആൻ പരിഭാഷ - ജോർജിയൻ വിവർത്തനം * - വിവർത്തനങ്ങളുടെ സൂചിക


പരിഭാഷ ആയത്ത്: (101) അദ്ധ്യായം: സൂറത്തുൽ മാഇദ
يَٰٓأَيُّهَا ٱلَّذِينَ ءَامَنُواْ لَا تَسۡـَٔلُواْ عَنۡ أَشۡيَآءَ إِن تُبۡدَ لَكُمۡ تَسُؤۡكُمۡ وَإِن تَسۡـَٔلُواْ عَنۡهَا حِينَ يُنَزَّلُ ٱلۡقُرۡءَانُ تُبۡدَ لَكُمۡ عَفَا ٱللَّهُ عَنۡهَاۗ وَٱللَّهُ غَفُورٌ حَلِيمٞ
ეი, თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! არ იკითხოთ ისეთი რამეები, რომლებიც დაგამწუხრებთ, თუ გაგემარტებათ*; და თუ იკითხავთ ყურანის ჩამოვლინებისას, – გაგემარტებათ. (რაც უკვე იკითხეთ) ალლაჰმა შეგარჩინათ**. ალლაჰი უსაზღვროდ მპატიებელია, ლმობიერი.
*აკრძალულია ზედმეტი და უსარგებლო კითხვები ან ისეთი კითხვები, რომელთა განმარტებასაც დამატებითი პასუხისმგებლობები და მწუხარება მოყვება. მაგალითად: ერთმა კაცმა, რომლის მამაც ისლამის მიუღებლად გარდაიცვალა, ალლაჰის შუამავალს ﷺ კითხა: ო, ალლაჰის შუამავალო! მამაჩემი სად არის? მან უპასუხა: ცეცხლში. როდესაც კაცი წამოდგა და წასვლას აპირებდა, შუამავალმა ﷺ უკან იხმო და უთხრა: უეჭველად, შენი მამაც და ჩემი მამაც ცეცხლში არიან. (მუსლიმ, იმან 88/203.) ერთხელ ალლაჰის შუამავალმა ﷺ ხუტბაზე თქვა: ეი, ხალხო! ალლაჰმა ჰაჯობა ფარძად დაგიწესათ, მაშ, შეასრულეთ ჰაჯობა! ერთმა კაცმა იკითხა: ო, ალლაჰის შუამავალო! ყოველ წელიწადს? შუამავალი ﷺ მანამდე დუმდა, ვიდრე იმ კაცმა იგივე კითხვა სამჯერ არ გაიმეორა, შემდეგ კი უპასუხა: რომ ვთქვა – ,,დიახ'', - მაშინ უთუოდ სავალდებულო გახდება, ხოლო თუ სავალდებულო გახდება, რასაკვირველია, ამას თქვენ ვერ შეძლებთ. შემდეგ მან ასე გააგრძელა: სადაც მე თქვენთვის თავისუფლება მაქვს მოცემული, იქ მეც მომეცით თავისუფლება. უეჭველად, თქვენზე ადრე მყოფები ბევრი (უსაფუძვლო) კითხვებითა და შუამავლებისგან განსხვავებულად მოქმედებით დაიღუპნენ. როდესაც მე თქვენ რამეს გიბრძანებთ, ის შეძლებისდაგვარად შეასრულეთ, ხოლო რასაც აგიკრძალავთ, ის მიატოვეთ (მუსლიმ, ჰაჯჯ 73/1337.)
**რაც აქამდე გიკითხავთ; ან რაც ალლაჰს ყურანში და მის შუამავალს სუნნეთში არ განუცხადებია, ის ცოდვად არ ჩაგეთვლებათ.
അറബി ഖുർആൻ വിവരണങ്ങൾ:
 
പരിഭാഷ ആയത്ത്: (101) അദ്ധ്യായം: സൂറത്തുൽ മാഇദ
സൂറത്തുകളുടെ സൂചിക പേജ് നമ്പർ
 
വിശുദ്ധ ഖുർആൻ പരിഭാഷ - ജോർജിയൻ വിവർത്തനം - വിവർത്തനങ്ങളുടെ സൂചിക

വിശുദ്ധ ഖുർആൻ ആശയവിവർത്തനം (ജോർജിയൻ ഭാഷയിൽ). റുവ്വാദ് തർജമ സെൻ്ററിൻ്റെ മേൽനോട്ടത്തിൽ വിവർത്തനം നടന്നു കൊണ്ടിരിക്കുന്നു. അഞ്ച് ജുസ്ഉകൾ പരിശോധനക്കായി ലഭ്യമാണ്.

അടക്കുക