വിശുദ്ധ ഖുർആൻ പരിഭാഷ - ജോർജിയൻ വിവർത്തനം * - വിവർത്തനങ്ങളുടെ സൂചിക


പരിഭാഷ ആയത്ത്: (19) അദ്ധ്യായം: സൂറത്തുൽ അൻആം
قُلۡ أَيُّ شَيۡءٍ أَكۡبَرُ شَهَٰدَةٗۖ قُلِ ٱللَّهُۖ شَهِيدُۢ بَيۡنِي وَبَيۡنَكُمۡۚ وَأُوحِيَ إِلَيَّ هَٰذَا ٱلۡقُرۡءَانُ لِأُنذِرَكُم بِهِۦ وَمَنۢ بَلَغَۚ أَئِنَّكُمۡ لَتَشۡهَدُونَ أَنَّ مَعَ ٱللَّهِ ءَالِهَةً أُخۡرَىٰۚ قُل لَّآ أَشۡهَدُۚ قُلۡ إِنَّمَا هُوَ إِلَٰهٞ وَٰحِدٞ وَإِنَّنِي بَرِيٓءٞ مِّمَّا تُشۡرِكُونَ
უთხარი: რომელია ყველაზე დიდი მოწმობა? ასევე, უთხარი, რომ ჩემ და თქვენ შორის ალლაჰია მოწმე*, და ეს ყურანი ზეშთამეგონა, რათა მისით გაგაფრთხილოთ თქვენ და ისინი, ვისთანაც მიაღწევს.** თქვენ მართლაც ამოწმებთ, რომ ალლაჰთან ერთად სხვა ღვთაებებიც არსებობს?*** უთხარი: მე არ ვამოწმებ! უთხარი: ჭეშმარიტად, ის ერთადერთი ღმერთია და უეჭველად, მე შორს ვარ იმისგან, რასაც უთანაზიარებთ!
*ქალბი გადმოგვცემს: მექქელი წარმართები ალლაჰის შუამავალთან ﷺ მივიდნენ და უთხრეს: აბა ვინ ამოწმებს, რომ შენ ალლაჰის შუამავალი ხარ? ვერავის ვპოულობთ ისეთს, ვინც შენს შუამავლობას დაამოწმებს. ჩვენ იუდეველებსა და ქრისტიანებსაც ვკითხეთ შენზე, თუმცა მათ თავიანთ წმინდა წერილში ვერაფერი ჰპოვეს შენს შესახებ. ამის შემდეგ ალლაჰმა ჩამოავლინა: „უთხარი: რომელია ყველაზე დიდი მოწმობა?“ თუ ვერ გიპასუხეს, უპასუხე: „ჩემსა და თქვენს შორის ალლაჰია მოწმე.“ იხ. თაფსირუ ბაღავი.
**მუჰამმედ ბინ ქა’ბ ალ-ყურაზი გადმოგვცემს: „ვისთანაც ყურანი მიაღწევს, მან თითქოს თვითონ შეხვდა მაცნეს (და მისგან მოისმინა).“ იხ. თაფსირუ ტაბერი.
აბდულლაჰ ბინ ამრი გადმოგვცემს, რომ მაცნემ ﷺ თქვა: „ჩემგან (სხვებს) გადაეცით – თუნდაც ერთი აიათი. ასევე, შეგიძლიათ გადმოსცეთ ისრაელის მოდგმისგან, ეს არ არის ცოდვა; ხოლო ვინც ჩემს შესახებ შეგნებულად იცრუოს, მან (ჯოჯოხეთის) ცეცხლში თავისი ადგილსამყოფელი აირჩიოს.“ (ბუხარი, ჰ.ნ. 3461.)
***ყურეიშელი წარმართები ალლაჰის შუამავალთან ﷺ მივიდნენ და უთხრეს: ო, მუჰამმედ! არ იცი, რომ ალლაჰთან ერთად სხვა ღვთაებებიც არსებობს? მან უპასუხა: არ არსებობს ღვთაება, გარდა ალლაჰისა! მე ამით ვარ წარმოგზავნილი და ამასვე მოვუწოდებ. ამის შემდეგ ალლაჰმა ეს აიათი ჩამოავლინა. იხ. თაფსირუ ტაბერი.
അറബി ഖുർആൻ വിവരണങ്ങൾ:
 
പരിഭാഷ ആയത്ത്: (19) അദ്ധ്യായം: സൂറത്തുൽ അൻആം
സൂറത്തുകളുടെ സൂചിക പേജ് നമ്പർ
 
വിശുദ്ധ ഖുർആൻ പരിഭാഷ - ജോർജിയൻ വിവർത്തനം - വിവർത്തനങ്ങളുടെ സൂചിക

വിശുദ്ധ ഖുർആൻ ആശയവിവർത്തനം (ജോർജിയൻ ഭാഷയിൽ). റുവ്വാദ് തർജമ സെൻ്ററിൻ്റെ മേൽനോട്ടത്തിൽ വിവർത്തനം നടന്നു കൊണ്ടിരിക്കുന്നു. അഞ്ച് ജുസ്ഉകൾ പരിശോധനക്കായി ലഭ്യമാണ്.

അടക്കുക