വിശുദ്ധ ഖുർആൻ പരിഭാഷ - ജോർജിയൻ വിവർത്തനം * - വിവർത്തനങ്ങളുടെ സൂചിക


പരിഭാഷ ആയത്ത്: (71) അദ്ധ്യായം: സൂറത്തുൽ അൻആം
قُلۡ أَنَدۡعُواْ مِن دُونِ ٱللَّهِ مَا لَا يَنفَعُنَا وَلَا يَضُرُّنَا وَنُرَدُّ عَلَىٰٓ أَعۡقَابِنَا بَعۡدَ إِذۡ هَدَىٰنَا ٱللَّهُ كَٱلَّذِي ٱسۡتَهۡوَتۡهُ ٱلشَّيَٰطِينُ فِي ٱلۡأَرۡضِ حَيۡرَانَ لَهُۥٓ أَصۡحَٰبٞ يَدۡعُونَهُۥٓ إِلَى ٱلۡهُدَى ٱئۡتِنَاۗ قُلۡ إِنَّ هُدَى ٱللَّهِ هُوَ ٱلۡهُدَىٰۖ وَأُمِرۡنَا لِنُسۡلِمَ لِرَبِّ ٱلۡعَٰلَمِينَ
უთხარი: განა ალლაჰის გარდა სხვას ვევედროთ, რომელიც ვერას გვარგებს და ვერც გვავნებს*, და უკან მივბრუნდეთ, ჩვენივე ქუსლების მიმართულებით, მას შემდეგ, რაც ალლაჰმა ჭეშმარიტ გზაზე დაგვაკვალიანა? იმის მსგავსად, ვინც გააბრიყვეს სატანებმა და დატოვეს ქვეყნად თავგზააბნეული, თანაც მათ ჰყავთ მეგობრები, რომლებიც ჭეშმარიტი გზისკენ უხმობენ: მოდით ჩვენთანო.** უთხარი: ,,ჭეშმარიტად, ალლაჰის მიერ მითითებული გზაა – გზა ჭეშმარიტი და ჩვენ გვებრძანა, რომ სამყაროთა ღმერთს ვმორჩილებდეთ“.
*არც მათი თაყვანისცემით გვექნება სარგებელი და არც მათი მიტოვებით - ზარალი.
**‘აბდულლაჰ ბინ ‘აბბასი განმარტავს: ეს არის იგავი, რომელიც ალლაჰმა, კერპების თაყვანისცემისკენ მომწოდებელთა და ალლაჰის თაყვანისცემისკენ მომხმობთა მაგალითად მოიყვანა. შედარებულია კაცზე, რომელიც ჭეშმარიტ გზას აცდა და თავგზააბნეული დარჩა. ერთი მხრივ, მცდარი გზისკენ ეძახიან, მეორე მხრივ მეგობრები ყავს, რომლებიც ჭეშმარიტი გზისკენ უხმობენ და ვეღარ ხვდება, საით წავიდეს. თუკი პირველ მომწოდებელს დაუჯერებს, დამღუპველ უფსკრულში გადავარდება, ხოლო თუ მათ დაუჯერებს, ვინც ჭეშმარიტი გზისკენ უხმობენ, მაშინ ჭეშმარიტებას ეზიარება. იხ. თაფსიირუ ტაბერი.
അറബി ഖുർആൻ വിവരണങ്ങൾ:
 
പരിഭാഷ ആയത്ത്: (71) അദ്ധ്യായം: സൂറത്തുൽ അൻആം
സൂറത്തുകളുടെ സൂചിക പേജ് നമ്പർ
 
വിശുദ്ധ ഖുർആൻ പരിഭാഷ - ജോർജിയൻ വിവർത്തനം - വിവർത്തനങ്ങളുടെ സൂചിക

വിശുദ്ധ ഖുർആൻ ആശയവിവർത്തനം (ജോർജിയൻ ഭാഷയിൽ). റുവ്വാദ് തർജമ സെൻ്ററിൻ്റെ മേൽനോട്ടത്തിൽ വിവർത്തനം നടന്നു കൊണ്ടിരിക്കുന്നു. അഞ്ച് ജുസ്ഉകൾ പരിശോധനക്കായി ലഭ്യമാണ്.

അടക്കുക