თავიანთმა ღმერთმა დადებითად უპასუხათ: ჭეშმარიტად, არ დავკარგავ ღვაწლს მე თქვენსას, – არცერთი მშრომელისას – კაცი იქნება თუ ქალი, – თქვენ (სრულმქმნელი) ნაწილნი ხართ[1] ერთმანეთისა. ხოლო მათ, ვინც ჰიჯრა გააკეთეს (სარწმუნოების გამო), თავიანთი სამშობლოდან განიდევნენ, ჩემს გზაზე გასაჭირში აღმოჩდნენ, იბრძოლეს და დაიღუპნენ, – აუცილებლად დავუფარავ თავიანთ უკეთურობებს (წარსულში ჩადენილს). აუცილებლად შევიყვან მათ სამოთხეებში, რომელთა ქვეშაც მდინარეები მიედინებიან, – ალლაჰისმიერი ჯილდოს სახით. ჭეშმარიტად, ალლაჰთანაა ჯილდო – საუკეთესო.
[1] არაბულ ენაში ზმნები და სახელები მდედრობითი და მამრობითი სქესის მიხედვით ერთმანეთისგან განსხვავებული ფორმებით გამოიხატება. წმინდა ყურანის ზოგიერთ აიათში მოცემული ბრძანებები შეიძლება მამრობითი სქესის ფორმაში იყოს მოცემული, თუმცა ბრძანება ორივე სქესის წარმომადგენელზე ვრცელდებოდეს. ზოგიერთმა საჰაბემ ალლაჰის შუამავალს ﷺ უთხრა: ჩვენ ყურანის აიათებში ვხედავთ, რომ ალლაჰი ჰიჯრასთან დაკავშირებით მხოლოდ მამაკაცებს ახსენებს და ქალები არსად არ არიან ნახსენებიო. ამ ამბის შემდეგ ჩამოევლინა აიათის ის ნაწილი, სადაც ხაზგასმითაა ნათქვამი, რომ არც კაცს და არც ქალს არ დაეკარგება თავისი ღვაწლი, თქვენ ერთმანეთის სრულმქმნელი ნაწილები ხართ და ცოდვა-მადლის ან სასჯელისა და ჯილდოს საკითხში ყველანი თანაბარნი ხართო.
არ შეგაშინოს ურწმუნოების ერთი ქვეყნიდან მეორეში ძრწოლამ[1] !
[1] ეს აიათი იმ მუშრიქების შესახებ ჩამოევლინა, რომლებიც მუსლიმებისგან განსხვავებით ფუფუნებაში ცხოვრობდნენ, მშვიდად დადიოდნენ სხვადასხვა ქვეყანაში და ვაჭრობდნენ. ზოგიერთმა საჰაბემ თქვა, რომ ალლაჰის მტრები სრული სიმშვიდითა და ფუფუნებით ცხოვრობენ, ჩვენ კი გადარჩენისთვის ვიბრძვითო. იხ. თაფსირულ ბეღავი.
ხოლო მათთვის, ვისაც რიდი ჰქონდათ თავიანთი ღმერთის, – ალლაჰისგან, ნიშნად პატივისცემისა, – სამოთხეებია მომზადებული, რომელთა ქვეშაც მდინარეები მიედინებიან. იქ იქნებიან მარადჟამს. და რაც ალლაჰის წინაშეა, უკეთესია ის კეთილშობილთათვის.
ჭეშმარიტად, წიგნბოძებულთა შორის არიან ისეთნიც, ვისაც სწამთ ალლაჰი; რაც შენ ჩამოგევლინა და რაც მათ ჩამოევლინათ; შიში აქვთ ალლაჰისა და მცირე საფასურად არ ყიდიან[1] ალლაჰის აიათებს. სწორედ ისინი არიან, ჯილდოს რომ ფლობენ თავიანთი ღმერთის წინაშე. ჭეშმარიტად, ალლაჰი მსწრაფლანგარიშმგებია[2] .
[1] ამქვეყნიური ინტერესებისთვის არ ცვლიან ღვთიურ წიგნში მოცემულ ბრძანებებს და არ მალავენ მუჰამმედ შუამავლის ﷺ დახასიათებას, რომელიც მათთან არსებულ წერილებში იყო ნამახარობლები. [2] იბნი აბბასი, ჯაბირი, ენესი და ყათადე გადმოგვცემენ, რომ ეს აიათი ეთიოპიის მეფის, ნაჯაშის შესახებ ჩამოევლინა; ატას შეხედულებით, ეს აიათი 40 ნაჯრანელის, 32 ეთიოპელის და 8 რომეალის შესახებ ჩამოევლინა, რომლებიც ‘ისა შუამავლის რჯულზე იყვნენ და მუჰამმედის შუამავლობა ﷺ ირწმუნეს. იხ. თაფსირულ ბეღავი.
ეი, თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! მოითმინეთ, გამძლეობა გამოიჩინეთ, სრულ მზადყოფნაში იყავით[1] და ალლაჰის რიდი გქონდეთ, – იქნებ გადარჩეთ.
[1] ორიგინალი – „რააბიტუუ“ (رابطو): ეს სიტყვა წარმოებულია „რიბატ“ (رباط) ფუძიდან, რომლის ლექსიკონური მნიშვნელობაა დაბმა, მიბმა. ისლამის სწავლულები განმარტებისას აღნიშნულ აიათში არსებულ ბრძანებას, რომელიც „ვე რააბიტუუ“ ფორმითაა მოცემული, ორი მნიშვნელობით განმარტავენ:
1. მუსლიმთა უსაფრთხოების სადარაჯოზე საგუშაგო მორიგეობის ფხიზლად დაცვა. ამ მოქმედებას „რიბატი“ ეწოდება, რადგანაც გუშაგი ისე ერთგულად და ფეხისმოუცვლელად დგას სადარაჯოზე, რომ თითქოს იქ დაბმულია. ამ მნიშვნელობას ამყარებს სურა ენფაალის 8/60-ე აიათიც, სადაც მტრის ,,გულის გასახეთქად" მუდმივად ცხენებისა და სხვა საბრძოლო აღჭურვილობის გამზადებაა მოწოდებული. ალლაჰის შუამავალმა ﷺ თქვა:„ალლაჰის გზაზე ერთი დღე რიბატი, ანუ საგუშაგო მორიგეობის დაცვა უკეთესია, ვიდრე მთელი დედამიწა და მასზე მყოფი არსებები“ (ბუხარი, ჯიჰად 73/22892.); „ერთი დღე-ღამის რიბატში, ანუ საგუშაგო მორიგეობის დაცვაში გატარება უკეთესია, ვიდრე ერთი თვე მარხვა და ღამეების ღვთისმსახურებაში გატარება“ (მუსლიმ, იმან 50/1913.)
2. მთელი სულითა და გულით ღვთისმსახურებებზე, განსაკუთრებით კი ნამაზზე მიჯაჭვულობა, ყოველი შესრულებული ნამაზის შემდეგ მომდევნო ნამაზის მზადმყოფად მოლოდინი. ალლაჰის შუამავალმა ﷺ თქვა: „ხომარ გასწავლოთ ისეთი რამ, რითაც ალლაჰი შეცდომებს წაშლის და ხარისხებს აამაღლებს?“ იქ მყოფებმა უთხრეს: რა თქმა უნდა, ალლაჰის შუამავალო. მან თქვა: „სირთულის მიუხედავად აბდესის აღება, მეჩეთისკენ მეტი ნაბიჯის გადადგმა და ერთი ნამაზის შემდეგ მომდევნო ნამაზის მოლოდინი. აი ესაა რიბატი“(მუსლიმ, ტაჰარეთ 14/251.). აიათში მოცემული „რაბიტუუ“ ბრძანება ვთარგმნე, როგორც სრული მზადყოფნა, რადგანაც ამით მუსლიმთა უსაფრთხოების სადარაჯოზე მზადყოფნაც შეგვიძლია ვიგულისხმოთ, ნამაზისთვის მზადყოფნაც და ზოგადად, ნებისმიერი ბრძანების შესრულების ან აკრძალულისგან მორიდებითვის მზადყოფნაც, რითაც მორწმუნე ალლაჰის კმაყოფილებას დაიმსახურებს.
Vertaling van de betekenissen Edele Qur'an - Georgische vertaling - Wordt momenteel aan gewerkt - Index van vertaling
Vertaald door het vertaalteam van het Centrum van Pionierende Vertalers in samenwerking met de Vereniging voor Da'wa in Al-Rabwa en de Vereniging voor de Dienstverlening van Islamitische Inhoud in Talen.
Contents of the translations can be downloaded and re-published, with the following terms and conditions:
1. No modification, addition, or deletion of the content.
2. Clearly referring to the publisher and the source (QuranEnc.com).
3. Mentioning the version number when re-publishing the translation.
4. Keeping the transcript information inside the document.
5. Notifying the source (QuranEnc.com) of any note on the translation.
6. Updating the translation according to the latest version issued from the source (QuranEnc.com).
7. Inappropriate advertisements must not be included when displaying translations of the meanings of the Noble Quran.
Zoekresultaten:
API specs
Endpoints:
Sura translation
GET / https://quranenc.com/api/v1/translation/sura/{translation_key}/{sura_number} description: get the specified translation (by its translation_key) for the speicified sura (by its number)
Parameters: translation_key: (the key of the currently selected translation) sura_number: [1-114] (Sura number in the mosshaf which should be between 1 and 114)
Returns:
json object containing array of objects, each object contains the "sura", "aya", "translation" and "footnotes".
GET / https://quranenc.com/api/v1/translation/aya/{translation_key}/{sura_number}/{aya_number} description: get the specified translation (by its translation_key) for the speicified aya (by its number sura_number and aya_number)
Parameters: translation_key: (the key of the currently selected translation) sura_number: [1-114] (Sura number in the mosshaf which should be between 1 and 114) aya_number: [1-...] (Aya number in the sura)
Returns:
json object containing the "sura", "aya", "translation" and "footnotes".