Check out the new design

Vertaling van de betekenissen Edele Qur'an - Georgische vertaling - Wordt momenteel aan gewerkt * - Index van vertaling


Vertaling van de betekenissen Vers: (46) Surah: Aal-Imraan
وَيُكَلِّمُ ٱلنَّاسَ فِي ٱلۡمَهۡدِ وَكَهۡلٗا وَمِنَ ٱلصَّٰلِحِينَ
– იგი ხალხს დაელაპარაკება აკვანშიც[1] და ზრდასრულ ასაკშიც[2] , და იქნება ერთ-ერთი სათნოთაგან.
[1] ახალშობილმა ‘ისამ (عليه السلام) სასწაულებრივად ამოიდგა ენა და მარიამის უმწიკვლოება ღაღად ჰყო, ასევე, მან განაცხადა, რომ ის იყო ალლაჰის მსახური; რომ ალლაჰი მას წიგნს უბოძებდა და მაცნედ აღამაღლებდა.
[2] ორიგინალი – „ქაჰლ“ (كهل): ეს სიტყვა ზრდისა და განვითარების დასასრულს მიღწეულ, ძალღონით სავსე ასაკობრივ პერიოდს გამოხატავს. არაბები ამ სიტყვით იმ ადამიანის ასაკობრივ მდგომარეობას აღნიშნავენ, ვინც 30-დან 40 წლამდე ასაკში იმყოფება. ზოგიერთი სწავლულის შეფასებით, „ქეჰლ“-ი 40-დან 50 წლამდე ასაკს გულისხმობს. აიათი გვამცნობს, რომ „ის ხალხს დაელაპარაკება როგორც აკვანში, ასევე ზრდასრულ ასაკშიც.“ სწავლულები რამდენიმე სავარაუდო განმარტბას გვთავაზობენ იმასთან დაკავშირებით, თუ რას შეიძლება მიგვანიშნებდეს ეს სიტყვები: 1. ღმერთმა ამით ‘ისას (عليه السلام) დედას, ანუ მარიამს ახარა, რომ მისი შვილი შუახნის ასაკამდე იცოცხლებდა; 2. ესაა მისი სამომავლო შუამავლობის წინასწარმეტყველება; 3. ეს აიათი გვესაუბრება სასწაულზე, მაგალითად, ჩვილის საუბარი ნამდვილად დიდი სასწაულია, ხოლო შუხნის ასაკში მყოფი ადამიანის საუბარი ჩვეულებრივი მოვლენა, რომ არა – მისი ზეციდან დაშვება და ხალხის კვლავ ჭეშმარიტებისკენ მოწოდება. ‘ისა შუამავალი დაახლოებით 30 – 33 წლის ასაკში ამაღლდა, ხოლო ქაჰლის პერიოდი ამის შემდეგ იწყება.
Arabische uitleg van de Qur'an:
 
Vertaling van de betekenissen Vers: (46) Surah: Aal-Imraan
Surah's Index Pagina nummer
 
Vertaling van de betekenissen Edele Qur'an - Georgische vertaling - Wordt momenteel aan gewerkt - Index van vertaling

Vertaald door het vertaalteam van het Centrum van Pionierende Vertalers in samenwerking met de Vereniging voor Da'wa in Al-Rabwa en de Vereniging voor de Dienstverlening van Islamitische Inhoud in Talen.

Sluit