Check out the new design

Vertaling van de betekenissen Edele Qur'an - Georgische vertaling - Wordt momenteel aan gewerkt * - Index van vertaling


Vertaling van de betekenissen Vers: (30) Surah: el-Anfaal
وَإِذۡ يَمۡكُرُ بِكَ ٱلَّذِينَ كَفَرُواْ لِيُثۡبِتُوكَ أَوۡ يَقۡتُلُوكَ أَوۡ يُخۡرِجُوكَۚ وَيَمۡكُرُونَ وَيَمۡكُرُ ٱللَّهُۖ وَٱللَّهُ خَيۡرُ ٱلۡمَٰكِرِينَ
აკი მზაკვრულად მახეს გიგებდნენ ისინი, რომელთაც არ ირწმუნეს, რომ შეებოჭე ან მოეკალი ან გაეძევებინე (მექქადან). მახეს აგებდნენ ისინი, ასევე მახეს აგებდა ალლაჰიც და ალლაჰი ყველაზე კარგი მახის დამგებია.[1]
[1] როდესაც მუჰამმედ შუამავლის ﷺ მოძღვრებას დღითი დღე უფრო მეტი ადამიანი ღებულობდა და ყურეიშელი წარმართები ამას წინ ვეღარ უდგებოდნენ, შეიკრიბნენ ყურეიშელთა ყველა გვარის წარმომადგენლები და ისლამის გავრცელების აღსაკვეთად სხვადასხვა გეგმების განხილვას შეუდგნენ. ისინი მსჯელობდნენ შუამავალი მუჰამმედი ﷺ შეეპყროთ და დაეპატიმრებინეს, მოეკლეს თუ ქალაქიდან გაეძევებინეს. ალლაჰმა მათი მზაკვრული გეგმების შესახებ შუამავალს აცნობა და ღამით აბუ ბექირთან ერთად მედინასკენ ჰიჯრეთის გზას გაუდგა. მდევარისთვის კვალის ასაბნევად და მედინაში უსაფრთხოდ ჩასასვლელად ჯერ სევრის მთაზე ერთ-ერთ გამოქვაბულს შეაფარეს თავი, სადაც სამი დღე დაჰყვეს და შემდეგ მედინაში ჩავიდნენ. იხ. იბნი ისჰაყ, 380-484. როგორც აიათშია ნათქვამი წარმართები შუამავლის წინააღმდეგ მზაკვრულ გეგმებს აწყობდნენ, მაგრამ ალლაჰსაც ქონდა თავისი გეგმა, რომელსაც ვერავინ აჯობებს.
Arabische uitleg van de Qur'an:
 
Vertaling van de betekenissen Vers: (30) Surah: el-Anfaal
Surah's Index Pagina nummer
 
Vertaling van de betekenissen Edele Qur'an - Georgische vertaling - Wordt momenteel aan gewerkt - Index van vertaling

Vertaald door het vertaalteam van het Centrum van Pionierende Vertalers in samenwerking met de Vereniging voor Da'wa in Al-Rabwa en de Vereniging voor de Dienstverlening van Islamitische Inhoud in Talen.

Sluit