Check out the new design

Vertaling van de betekenissen Edele Qur'an - Georgische vertaling - Wordt momenteel aan gewerkt * - Index van vertaling


Vertaling van de betekenissen Vers: (1) Surah: Al-Bajjinah

Al-Bajjinah

لَمۡ يَكُنِ ٱلَّذِينَ كَفَرُواْ مِنۡ أَهۡلِ ٱلۡكِتَٰبِ وَٱلۡمُشۡرِكِينَ مُنفَكِّينَ حَتَّىٰ تَأۡتِيَهُمُ ٱلۡبَيِّنَةُ
ისე არ დაიღუპებიან[1] წიგნბოძებულთაგან და წარმართთაგან ისინი, რომელთაც არ ირწმუნეს, ვიდრე არ მიუვათ ცხადი მტკიცებულება,
[1] ორიგინალი – „მუნფაქქიინა“ (منفكين): პირდაპირი მნიშვნელობით გამიჯნულნი, განდგომილნი, განცალკევებულნი ჩამოცილებულნი და მსგავსი მნიშვნელობის მატარებელი სიტყვაა. ძირითადად თარგმნებში და თაფსირებში აითის თარგმნა და განმარტება სიტყვის ამ მნიშვნელობის შესაბამისად ხდება, რის თანახმადაც აიათის შინაარსი იქნება: „წიგნბოძებულთაგან და წარმართთაგან ვინც არ ირწმუნეს (თავიანთ მცდარ რწმენას) ისე არ გაეცლებიან ვიდრე არ მიუვათ ცხადი მტკიცებულება.“ ჩვენ ამ აიათის თარგმნისას აღნიშნულის სიტყვის მნიშვნელობებს შორის ავირჩიეთ დაღუპვის მნიშვნელობა, რომელიც ორნაირად შეიძლება იქნას გაგებული და თაფსირებში მეორე მესამე ვერსიადაა შემოთავაზებული: 1. ისე არ დაიღუპებიან ანუ არ გარდაიცვლებიან რომ მათთან არ მივიდეს ჭეშმარიტი გზის მაჩვენებელი ცხადი მტკიცებულება ალლაჰის მიერ წარმოგზავნილი შუამავლის მოძღვრების სახით. 2. იმ ქვეყნად დაღუპულთა ანუ განადგურებულთა შორის ისე არ აღმოჩნდებოდნენ მათთან ალლაჰის წარგზავნილი შუამავალი რომ არ მისულიყო ცხადი მტკიცებულებით ანუ ყურანით. იხ. სა’ლაბი, ალქაშფუ ვალ-ბაიან; ბაღავი, მა’ალიმუ’ლ-თანზიილ; ყურტუბი, ჯამი’უ’ლ-აჰქამი’ლ-ყურან; შავქაანი, ფათჰუ’ლ-ყადიირ.
Arabische uitleg van de Qur'an:
 
Vertaling van de betekenissen Vers: (1) Surah: Al-Bajjinah
Surah's Index Pagina nummer
 
Vertaling van de betekenissen Edele Qur'an - Georgische vertaling - Wordt momenteel aan gewerkt - Index van vertaling

Vertaald door het vertaalteam van het Centrum van Pionierende Vertalers in samenwerking met de Vereniging voor Da'wa in Al-Rabwa en de Vereniging voor de Dienstverlening van Islamitische Inhoud in Talen.

Sluit