Check out the new design

Tradução dos significados do Nobre Qur’an. - Tradução georgiano (trabalhando) * - Índice de tradução


Tradução dos significados Surah: Al-An'aam   Versículo:

Al-An'aam

ٱلۡحَمۡدُ لِلَّهِ ٱلَّذِي خَلَقَ ٱلسَّمَٰوَٰتِ وَٱلۡأَرۡضَ وَجَعَلَ ٱلظُّلُمَٰتِ وَٱلنُّورَۖ ثُمَّ ٱلَّذِينَ كَفَرُواْ بِرَبِّهِمۡ يَعۡدِلُونَ
დიდება ალლაჰს, რომელმაც გააჩინა ცანი და დედამიწა, დაადგინა ნათელი და ბნელი. ურწმუნოები, ამის მიუხედავად, თავიანთ ღმერთს სხვებს უთანაბრებენ.
Os Tafssir em língua árabe:
هُوَ ٱلَّذِي خَلَقَكُم مِّن طِينٖ ثُمَّ قَضَىٰٓ أَجَلٗاۖ وَأَجَلٞ مُّسَمًّى عِندَهُۥۖ ثُمَّ أَنتُمۡ تَمۡتَرُونَ
იგია, ვინც თიხისგან გაგაჩინათ, შემდეგ დაადგინა აჯალი და მის წინაშეა აჯალი განსაზღვრული.[1] ამ ყველაფრის შემდეგ თქვენ მაინც ეჭვი გეპარებათ.
[1] ჰასან ალ-ბასრის, ყათადესა და დაჰჰაქის განმარტებით, პირველი აჯალი არის დაბადებიდან სიკვდილამდელი, ხოლო მეორე აჯალი - სიკვდილიდან აღდგომამდე დროის მონაკვეთი. მათი ეს განმარტება იბნი აბბასი შემდეგ სიტყვებს ეყრდნობა: ყველა ადამიანს აქვს ორი აჯალი: აჯალი დაბადებიდან სიკვდილამდე და აჯალი სიკვდილიდან აღდგომამდე. თუკი ის იქნება კეთილი, ღვთისმოშიში და ნათესაური ურთიერთობების გამგრძელებელი, მას აღდგომის აჯალიდან ამქვეყნიური სიცოცხლის აჯალზე დაემატება; ხოლო თუკი ცოდვილი და ნათესაური ურთიერთობების გამწყვეტი იქნება, მაშინ ამქვეყნიური სიცოცხლის აჯალიდან აღდგომის აჯალზე დაემატება. მუჯაჰიდისა და სა’იიდ ბინ ჯუბეირის განმარტების თანახმად, პირველი აჯალი არის ამქვეყნიური ცხოვრებისთვის განსაზღვრული დრო; ხოლო მეორე აჯალი - იმქვეყნიური ცხოვრებისთვის განსაზღვრული დროა. იხ. თაფსიირუ ბაღავი.
Os Tafssir em língua árabe:
وَهُوَ ٱللَّهُ فِي ٱلسَّمَٰوَٰتِ وَفِي ٱلۡأَرۡضِ يَعۡلَمُ سِرَّكُمۡ وَجَهۡرَكُمۡ وَيَعۡلَمُ مَا تَكۡسِبُونَ
იგია ალლაჰი ცათა შინა და ქვეყანაზე[1] , იცის თქვენი ფარულიც და ცხადიც, ასევე იცის, რასაც თქვენ მოიხვეჭთ.
[1] იგი ერთადერთი ჭეშმარიტი სათაყვანებელია ქვეყანაზეც და ზეცაშიც.
Os Tafssir em língua árabe:
وَمَا تَأۡتِيهِم مِّنۡ ءَايَةٖ مِّنۡ ءَايَٰتِ رَبِّهِمۡ إِلَّا كَانُواْ عَنۡهَا مُعۡرِضِينَ
მათ თავიანთი ღმერთის აიათთაგან/სასწაულთაგან, რა აიათიც/სასწაულიც მიუვიდათ, ყველასგან პირი იქციეს.
Os Tafssir em língua árabe:
فَقَدۡ كَذَّبُواْ بِٱلۡحَقِّ لَمَّا جَآءَهُمۡ فَسَوۡفَ يَأۡتِيهِمۡ أَنۢبَٰٓؤُاْ مَا كَانُواْ بِهِۦ يَسۡتَهۡزِءُونَ
მართლაც ცრუდ შერაცხეს ჭეშმარიტება, როდესაც მათ მიუვიდათ, თუმცა შემდეგ მიუვათ ამბავი იმისა, რასაც აბუჩად იგდებდნენ.
Os Tafssir em língua árabe:
أَلَمۡ يَرَوۡاْ كَمۡ أَهۡلَكۡنَا مِن قَبۡلِهِم مِّن قَرۡنٖ مَّكَّنَّٰهُمۡ فِي ٱلۡأَرۡضِ مَا لَمۡ نُمَكِّن لَّكُمۡ وَأَرۡسَلۡنَا ٱلسَّمَآءَ عَلَيۡهِم مِّدۡرَارٗا وَجَعَلۡنَا ٱلۡأَنۡهَٰرَ تَجۡرِي مِن تَحۡتِهِمۡ فَأَهۡلَكۡنَٰهُم بِذُنُوبِهِمۡ وَأَنشَأۡنَا مِنۢ بَعۡدِهِمۡ قَرۡنًا ءَاخَرِينَ
ნუთუ ვერ ხედავენ, თუ რამდენი თაობა გაგვინადგურებია მათზე ადრე, რომლებსაც ამქვეყნად ისეთი საშუალებები ვუბოძეთ, რაც თქვენთვის არ გვიბოძებია; ზეციდან უხვი ნალექი ჩამოვუვლინეთ და მდინარეები დავადგინეთ მათ ქვემოთ მდენი, შემდეგ თავიანთი ცოდვების გამო გავანადგურეთ და მათ შემდეგ სხვა თაობა გავაჩინეთ.
Os Tafssir em língua árabe:
وَلَوۡ نَزَّلۡنَا عَلَيۡكَ كِتَٰبٗا فِي قِرۡطَاسٖ فَلَمَسُوهُ بِأَيۡدِيهِمۡ لَقَالَ ٱلَّذِينَ كَفَرُوٓاْ إِنۡ هَٰذَآ إِلَّا سِحۡرٞ مُّبِينٞ
თუნდაც ფურცელზე დაწერილი წიგნი ჩამოგვევლინა შენთვის და თავიანთი ხელებით შეხებულიყვნენ, მაინც იტყოდნენ ისინი, – ვინც არ ირწმუნეს, – რომ ეს მხოლოდ აშკარა ჯადოაო.[1]
[1] ქელბისა და მუყათილის განმარტების თანახმად, ეს აიათი ნადრ ბინ ალ-ჰარისის, აბდულლაჰ ბინ ბანი უმეიასა და ნავფალ ბინ ჰუდაირის შესახებ ჩამოევლინა. მათ თქვეს: ო, მუჰამმედ! მანამდე არ დაგიჯერებთ, ვიდრე ალლაჰისგან წიგნს არ მოგვიტან, რომელსაც ოთხი ანგელოზი ეხლება და დაამოწმებენ, რომ ეს წიგნი ალლლაჰისგანაა და შენ მისი შუამავალი ხარო. იხ. თაფსიირუ ბაღავი.
Os Tafssir em língua árabe:
وَقَالُواْ لَوۡلَآ أُنزِلَ عَلَيۡهِ مَلَكٞۖ وَلَوۡ أَنزَلۡنَا مَلَكٗا لَّقُضِيَ ٱلۡأَمۡرُ ثُمَّ لَا يُنظَرُونَ
მათ თქვეს: ნუთუ ანგელოზი არ უნდა ჩამოვლენილიყო მასთან? მასთან რომ ანგელოზი ჩამოგვევლინა, მაშინ უთუოდ გადაწყდებოდა მათი საქმე და შემდეგ აღარც ედროვებოდათ[1] .
[1] როდესაც ურწმუნოები ითხოვდნენ სასწაულს და მისი აღსრულების მიუხედავად მაინც ჯიუტად აგრძელებდნენ ურწმუნოებას, მათ ყოველთვის გამანადგურებელი სასჯელი ეწეოდათ. ამ აიათშიც ალლაჰი სწორედ ამაზე ამახვილებს ყურადღებას, რომ მუჰამმედ შუამავალთან ﷺ მათთვის ხილული ანგელოზებიც რომ ჩამოგვევლინა, ისინი მაინც არ ირწმუნებდნენ, ამიტომ მათი განადგურების საქმე მაშინვე გადაწყდებოდა, არც მონანიების და არც თავის მართლების დრო აღარ მიეცემოდათო.
Os Tafssir em língua árabe:
وَلَوۡ جَعَلۡنَٰهُ مَلَكٗا لَّجَعَلۡنَٰهُ رَجُلٗا وَلَلَبَسۡنَا عَلَيۡهِم مَّا يَلۡبِسُونَ
თუნდაც ანგელოზად დაგვედგინა იგი, უთუოდ კაცად დავადგენდით[1] და მაინც იგივე მდგომარეობაში აღმოვაჩენდით, რა მდგომარეობაშიც ახლა იმყოფებიან.[2]
[1] მათთვის ანგელოზიც რომ წარგვეგზავნა, მასაც ადამიანის ფორმით წარვგზავნიდით, რადგანაც ადამიანებს არ შეუძლიათ ანგელოზების ხილვა თავიანთი ნამდვილი ფორმით.
[2] როგორც ახლა ამბობენ, როგორ გავიგოთ, შენ მართლაც ალლაჰის შუამავალი ხარ თუ ერთი ჩვეულებრივი ჩვენგანიო, მაშინაც იმას იტყოდნენ - როგორ გავიგოთ, შენ მართლაც ანგელოზი ხარ თუ ადამიანიო.
Os Tafssir em língua árabe:
وَلَقَدِ ٱسۡتُهۡزِئَ بِرُسُلٖ مِّن قَبۡلِكَ فَحَاقَ بِٱلَّذِينَ سَخِرُواْ مِنۡهُم مَّا كَانُواْ بِهِۦ يَسۡتَهۡزِءُونَ
უეჭველად, შენზე ადრეც აიგდეს მასხრად შუამავლები, შემდეგ ვინც მათ დასცინოდნენ, – იმითვე იქმნენ შეპყრობილი, რისთვისაც დასცინოდნენ.[1]
[1] თვითონვე აღმოჩნდნენ სასაცილო მდგომარეობაში და ეს იყო მათი სასჯელი შუამავალთა დაცინვის გამო.
Os Tafssir em língua árabe:
قُلۡ سِيرُواْ فِي ٱلۡأَرۡضِ ثُمَّ ٱنظُرُواْ كَيۡفَ كَانَ عَٰقِبَةُ ٱلۡمُكَذِّبِينَ
უთხარი: ჩამოიარეთ დედამიწაზე და დაინახეთ, თუ რა ბედი ეწიათ ცრუდ შემრაცხველებს.
Os Tafssir em língua árabe:
قُل لِّمَن مَّا فِي ٱلسَّمَٰوَٰتِ وَٱلۡأَرۡضِۖ قُل لِّلَّهِۚ كَتَبَ عَلَىٰ نَفۡسِهِ ٱلرَّحۡمَةَۚ لَيَجۡمَعَنَّكُمۡ إِلَىٰ يَوۡمِ ٱلۡقِيَٰمَةِ لَا رَيۡبَ فِيهِۚ ٱلَّذِينَ خَسِرُوٓاْ أَنفُسَهُمۡ فَهُمۡ لَا يُؤۡمِنُونَ
უთხარი: ვისია ის, რაცაა ცათა შინა და დედამიწაზე? უპასუხე: ალლაჰისაა, მან მოწყალეობა თავის ვალად სცნო. ვფიცავ, რომ ის მართლაც შეგკრებთ განკითხვის დღეს, რომელშიც ეჭვი არ არის. ხოლო რომელთაც საკუთარ სულებს ავნეს (ურწმუნოებით), ისინი მაინც არ ირწმუნებენ.
Os Tafssir em língua árabe:
۞ وَلَهُۥ مَا سَكَنَ فِي ٱلَّيۡلِ وَٱلنَّهَارِۚ وَهُوَ ٱلسَّمِيعُ ٱلۡعَلِيمُ
მისია ყოველი, რაც მკვიდრობს ღამით და დღისით; და ისაა ყოვლისმსმენელი, ყოვლისმცოდნე.
Os Tafssir em língua árabe:
قُلۡ أَغَيۡرَ ٱللَّهِ أَتَّخِذُ وَلِيّٗا فَاطِرِ ٱلسَّمَٰوَٰتِ وَٱلۡأَرۡضِ وَهُوَ يُطۡعِمُ وَلَا يُطۡعَمُۗ قُلۡ إِنِّيٓ أُمِرۡتُ أَنۡ أَكُونَ أَوَّلَ مَنۡ أَسۡلَمَۖ وَلَا تَكُونَنَّ مِنَ ٱلۡمُشۡرِكِينَ
უთხარი: განა ალლაჰის გარდა სხვას ავირჩევ მფარველად – გამჩენისა ცათა და დედამიწის? და იგია დამპურებელი, ხოლო თვითონ არ საჭიროებს დაპურებას. უთხარი: ჭეშმარიტად, მე მებრძანა, რომ პირველი ვიყო, ვინც დაემორჩილა და არ იყო წარმართთაგანიო.
Os Tafssir em língua árabe:
قُلۡ إِنِّيٓ أَخَافُ إِنۡ عَصَيۡتُ رَبِّي عَذَابَ يَوۡمٍ عَظِيمٖ
უთხარი: ჭეშმარიტად, მე ვშიშობ, რომ თუ ვეურჩები ჩემს ღმერთს, თავს დამატყდება უდიდესი დღის სასჯელი.
Os Tafssir em língua árabe:
مَّن يُصۡرَفۡ عَنۡهُ يَوۡمَئِذٖ فَقَدۡ رَحِمَهُۥۚ وَذَٰلِكَ ٱلۡفَوۡزُ ٱلۡمُبِينُ
იმ დღეს, ვინც იქნება მისგან[1] განრიდებული, მას (ალლაჰი) მართლაც შეიწყალებს და ეს იქნება ცხადი წარმატება.
[1] სასჯელისგან.
Os Tafssir em língua árabe:
وَإِن يَمۡسَسۡكَ ٱللَّهُ بِضُرّٖ فَلَا كَاشِفَ لَهُۥٓ إِلَّا هُوَۖ وَإِن يَمۡسَسۡكَ بِخَيۡرٖ فَهُوَ عَلَىٰ كُلِّ شَيۡءٖ قَدِيرٞ
თუკი ალლაჰმა უკეთურება შეგამთხვია, მის გარდა ვერავინ აგარიდებს; ხოლო თუკი სიკეთე შეგამთხვია, იგია ყოვლის შემძლე.[1]
[1] იბნი აბბასი გადმოგვცემს: ერთ დღეს, შესაჯდომ პირუტყვზე ალლაჰის შუამავალის ﷺ უკან ვიჯექი და მითხრა: ეი, ახალგაზრდა! რამდენიმე სიტყვით მინდა დაგარიგო: ალლაჰი (მისი ბრძანებები და აკრძალვები) დაიცავი, რომ მანაც შენ დაგიცვას. დაიცავი ალლაჰი, რომ საითაც მიბრუნდები, იქ ჰპოვო იგი. თუ რამე სათხოვარი გექნება, ალლაჰს სთხოვე. თუკი დახმარება გჭირდება, ალლაჰს შეევედრე. იცოდე, რომ მთელი კაცობრიობა შენს სასარგებლოდ რომ გაერთიანდეს, ვერაფერს გარგებენ იმაზე მეტს, რაც ალლაჰს შენთვის დაუწერია; ასევე, მთელი კაცობრიობა რომ შენს წინააღმდეგ გაერთიანდეს, ვერაფერს გავნებენ იმაზე მეტს, რაც ალლაჰს შენთვის დაუწერია, (ბედისწერის ჩამწერი) კალმები აყრილია და ფურცლები გამშრალია. (თირმიზი, ჰ.ნ. 2516.)
Os Tafssir em língua árabe:
وَهُوَ ٱلۡقَاهِرُ فَوۡقَ عِبَادِهِۦۚ وَهُوَ ٱلۡحَكِيمُ ٱلۡخَبِيرُ
ის არის ძლევამოსილი, თავის მსახურებზე ყოვლად ამაღლებული და იგია ბრძენი, ყოვლისმცოდნე.
Os Tafssir em língua árabe:
قُلۡ أَيُّ شَيۡءٍ أَكۡبَرُ شَهَٰدَةٗۖ قُلِ ٱللَّهُۖ شَهِيدُۢ بَيۡنِي وَبَيۡنَكُمۡۚ وَأُوحِيَ إِلَيَّ هَٰذَا ٱلۡقُرۡءَانُ لِأُنذِرَكُم بِهِۦ وَمَنۢ بَلَغَۚ أَئِنَّكُمۡ لَتَشۡهَدُونَ أَنَّ مَعَ ٱللَّهِ ءَالِهَةً أُخۡرَىٰۚ قُل لَّآ أَشۡهَدُۚ قُلۡ إِنَّمَا هُوَ إِلَٰهٞ وَٰحِدٞ وَإِنَّنِي بَرِيٓءٞ مِّمَّا تُشۡرِكُونَ
უთხარი: რომელია ყველაზე დიდი მოწმობა? ასევე, უთხარი, რომ ჩემ და თქვენ შორის ალლაჰია მოწმე[1] , და ეს ყურანი ზეშთამეგონა, რათა მისით გაგაფრთხილოთ თქვენ და ისინი, ვისთანაც მიაღწევს.[2] თქვენ მართლაც ამოწმებთ, რომ ალლაჰთან ერთად სხვა ღვთაებებიც არსებობს?[3] უთხარი: მე არ ვამოწმებ! უთხარი: ჭეშმარიტად, ის ერთადერთი ღმერთია და უეჭველად, მე შორს ვარ იმისგან, რასაც უთანაზიარებთ!
[1] ქალბი გადმოგვცემს: მექქელი წარმართები ალლაჰის შუამავალთან ﷺ მივიდნენ და უთხრეს: აბა ვინ ამოწმებს, რომ შენ ალლაჰის შუამავალი ხარ? ვერავის ვპოულობთ ისეთს, ვინც შენს შუამავლობას დაამოწმებს. ჩვენ იუდეველებსა და ქრისტიანებსაც ვკითხეთ შენზე, თუმცა მათ თავიანთ წმინდა წერილში ვერაფერი ჰპოვეს შენს შესახებ. ამის შემდეგ ალლაჰმა ჩამოავლინა: „უთხარი: რომელია ყველაზე დიდი მოწმობა?“ თუ ვერ გიპასუხეს, უპასუხე: „ჩემსა და თქვენს შორის ალლაჰია მოწმე.“ იხ. თაფსირუ ბაღავი.
[2] მუჰამმედ ბინ ქა’ბ ალ-ყურაზი გადმოგვცემს: „ვისთანაც ყურანი მიაღწევს, მან თითქოს თვითონ შეხვდა მაცნეს (და მისგან მოისმინა).“ იხ. თაფსირუ ტაბერი.
აბდულლაჰ ბინ ამრი გადმოგვცემს, რომ მაცნემ ﷺ თქვა: „ჩემგან (სხვებს) გადაეცით – თუნდაც ერთი აიათი. ასევე, შეგიძლიათ გადმოსცეთ ისრაელის მოდგმისგან, ეს არ არის ცოდვა; ხოლო ვინც ჩემს შესახებ შეგნებულად იცრუოს, მან (ჯოჯოხეთის) ცეცხლში თავისი ადგილსამყოფელი აირჩიოს.“ (ბუხარი, ჰ.ნ. 3461.)
[3] ყურეიშელი წარმართები ალლაჰის შუამავალთან ﷺ მივიდნენ და უთხრეს: ო, მუჰამმედ! არ იცი, რომ ალლაჰთან ერთად სხვა ღვთაებებიც არსებობს? მან უპასუხა: არ არსებობს ღვთაება, გარდა ალლაჰისა! მე ამით ვარ წარმოგზავნილი და ამასვე მოვუწოდებ. ამის შემდეგ ალლაჰმა ეს აიათი ჩამოავლინა. იხ. თაფსირუ ტაბერი.
Os Tafssir em língua árabe:
ٱلَّذِينَ ءَاتَيۡنَٰهُمُ ٱلۡكِتَٰبَ يَعۡرِفُونَهُۥ كَمَا يَعۡرِفُونَ أَبۡنَآءَهُمُۘ ٱلَّذِينَ خَسِرُوٓاْ أَنفُسَهُمۡ فَهُمۡ لَا يُؤۡمِنُونَ
ვისაც წიგნი ვუბოძეთ, ისე იცნობენ მას (მუჰამმედს), როგორც იცნობენ საკუთარ შვილებს. რომელთაც თავიანთი სულები წარიწყმიდეს, ისინი არ ირწმუნებენ.
Os Tafssir em língua árabe:
وَمَنۡ أَظۡلَمُ مِمَّنِ ٱفۡتَرَىٰ عَلَى ٱللَّهِ كَذِبًا أَوۡ كَذَّبَ بِـَٔايَٰتِهِۦٓۚ إِنَّهُۥ لَا يُفۡلِحُ ٱلظَّٰلِمُونَ
მაშ, ვინაა იმაზე უსამართლო, ვინც სიცრუეს თხზავს[1] ალლაჰზე ან ცრუდ მიიჩნევს მის აიათებს? უეჭველად, ვერ გადარჩებიან უსამართლონი.
[1] ვინაა იმაზე დიდი ურწმუნო, ვინც ალლაჰს უთანაზიარებს ვინმეს, ვინც თხზავს, რომ ალლაჰს მოზიარე ჰყავს.
Os Tafssir em língua árabe:
وَيَوۡمَ نَحۡشُرُهُمۡ جَمِيعٗا ثُمَّ نَقُولُ لِلَّذِينَ أَشۡرَكُوٓاْ أَيۡنَ شُرَكَآؤُكُمُ ٱلَّذِينَ كُنتُمۡ تَزۡعُمُونَ
იმ დღეს მათ ყველას ერთად შევყრით და ვეტყვით მათ, რომლებიც უთანაზიარებდნენ: სად არიან ჩემი თანაზიარნი, რომლებიც თქვენ მომიჩინეთ?[1]
[1] რომლებიც ღვთის თანასწორებად და თანამოზიარეებად მიგაჩნდათ.
Os Tafssir em língua árabe:
ثُمَّ لَمۡ تَكُن فِتۡنَتُهُمۡ إِلَّآ أَن قَالُواْ وَٱللَّهِ رَبِّنَا مَا كُنَّا مُشۡرِكِينَ
შემდეგ სხვა ვერაფერს მოიმიზეზებენ, გარდა იმისა, რომ იტყვიან: ჩვენს ღმერთს, ალლაჰს ვფიცავთ, რომ ჩვენ არ ვიყავით წარმართები!
Os Tafssir em língua árabe:
ٱنظُرۡ كَيۡفَ كَذَبُواْ عَلَىٰٓ أَنفُسِهِمۡۚ وَضَلَّ عَنۡهُم مَّا كَانُواْ يَفۡتَرُونَ
ნახე, როგორ ცრუობენ საკუთარ სულთა წინააღმდეგ და განუდგნენ მათ, რასაც თხზავდნენ[1] (ღმერთებად რაცხავდნენ).
[1] კერპები ვერაფერს უშველიან თავიან თაყანისმცემლებს.
Os Tafssir em língua árabe:
وَمِنۡهُم مَّن يَسۡتَمِعُ إِلَيۡكَۖ وَجَعَلۡنَا عَلَىٰ قُلُوبِهِمۡ أَكِنَّةً أَن يَفۡقَهُوهُ وَفِيٓ ءَاذَانِهِمۡ وَقۡرٗاۚ وَإِن يَرَوۡاْ كُلَّ ءَايَةٖ لَّا يُؤۡمِنُواْ بِهَاۖ حَتَّىٰٓ إِذَا جَآءُوكَ يُجَٰدِلُونَكَ يَقُولُ ٱلَّذِينَ كَفَرُوٓاْ إِنۡ هَٰذَآ إِلَّآ أَسَٰطِيرُ ٱلۡأَوَّلِينَ
და მათგან არიან ისეთებიც, რომლებიც გისმენენ, მაგრამ მათ გულებს საბურველი გადავაფარეთ, რათა ვერ გაიგონ, ყურებშიც სიმძიმე დავუგუბეთ: თუნდაც ყველა აიათი/სასწაული იხილონ, მაინც რომ არ ირწმუნონ[1] ; უფრო მეტიც, შენთან თუ მოვლენ ისინი, ვინც არ ირწმუნეს, კამათს დაგიწყებენ და იტყვიან : უეჭველად, ეს მხოლოდ წინაპართა ზღაპრებიაო.
[1] ალლაჰმა ისინი ამგვრად დასაჯა მათი ხანგრძლივი ურჩობის გამო, და იმის გამოც, რომ მან იცის, რომ ისინი ვერ ირწმუნებენ.
Os Tafssir em língua árabe:
وَهُمۡ يَنۡهَوۡنَ عَنۡهُ وَيَنۡـَٔوۡنَ عَنۡهُۖ وَإِن يُهۡلِكُونَ إِلَّآ أَنفُسَهُمۡ وَمَا يَشۡعُرُونَ
ამგვარად, ისინი მისგან სხვებს აბრკოლებენ და თვითონაც შორდებიან მას; ასე მხოლოდ საკუთარ სულებს ანადგურებენ და ვერც კი ხვდებიან.
Os Tafssir em língua árabe:
وَلَوۡ تَرَىٰٓ إِذۡ وُقِفُواْ عَلَى ٱلنَّارِ فَقَالُواْ يَٰلَيۡتَنَا نُرَدُّ وَلَا نُكَذِّبَ بِـَٔايَٰتِ رَبِّنَا وَنَكُونَ مِنَ ٱلۡمُؤۡمِنِينَ
ნეტავ გენახა, როდესაც ცეცხლის წინაშე დააყენებენ და იტყვიან: ,,ოჰ, ნეტავ უკან დავბრუნდებოდეთ და ცრუდ აღარ შევრაცხავდეთ ჩვენი ღმერთის აიათებს და ვიქნებოდეთ მორწმუნეთაგანი''.
Os Tafssir em língua árabe:
بَلۡ بَدَا لَهُم مَّا كَانُواْ يُخۡفُونَ مِن قَبۡلُۖ وَلَوۡ رُدُّواْ لَعَادُواْ لِمَا نُهُواْ عَنۡهُ وَإِنَّهُمۡ لَكَٰذِبُونَ
არა! მათ უკვე გაეცხადათ იგი, რასაც მანამდე[1] მალავდნენ; რომც დააბრუნონ, ეგენი მაინც იმას დაუბრუნდებიან, რაც ეკრძალებოდათ. უეჭველად, ეგენი მატყუარები არიან.
[1] დედამიწაზე ყოფნისას.
Os Tafssir em língua árabe:
وَقَالُوٓاْ إِنۡ هِيَ إِلَّا حَيَاتُنَا ٱلدُّنۡيَا وَمَا نَحۡنُ بِمَبۡعُوثِينَ
და თქვეს: ჩვენი სიცოცხლე მხოლოდ ამქვეყნიურია და არც მკვდრეთით აღვდგებით ჩვენ.
[1] არსებობს ამ აიათის განმარტების ორი ვერსია: 1. ისინი გარდაცვალებამდე ამბობდნენ ასე, უარყოფდნენ იმქვეყნიურ ცხოვრებას და განკითხვას. 2. გარდაცვალების შემდეგ, ამქვეყნად დაბრუნების საშუალება რომ მიეცეთ, მაინც ასე იტყვიან, რადგანაც მატყუარები არიან და სიტყვას არ უპატრონებენ. იხ: თაფსიირუ ტაბარი.
Os Tafssir em língua árabe:
وَلَوۡ تَرَىٰٓ إِذۡ وُقِفُواْ عَلَىٰ رَبِّهِمۡۚ قَالَ أَلَيۡسَ هَٰذَا بِٱلۡحَقِّۚ قَالُواْ بَلَىٰ وَرَبِّنَاۚ قَالَ فَذُوقُواْ ٱلۡعَذَابَ بِمَا كُنتُمۡ تَكۡفُرُونَ
ნეტავ გენახა, როდესაც თავიანთი ღმერთის წინაშე დააყენებენ და ეტყვის: განა ეს არ არის ჭეშმარიტება?[1] ისინი ეტყვიან: დიახ, ჩვენს ღმერთს ვფიცავთ. ისიც ეტყვის: მაშ, იგემეთ სასჯელი იმის, რასაც უარყოფდით.
[1] სიკვდილის შემდეგ გაცოცხლება და განკითხვა, რასაც თქვენ უარყოფდით.
Os Tafssir em língua árabe:
قَدۡ خَسِرَ ٱلَّذِينَ كَذَّبُواْ بِلِقَآءِ ٱللَّهِۖ حَتَّىٰٓ إِذَا جَآءَتۡهُمُ ٱلسَّاعَةُ بَغۡتَةٗ قَالُواْ يَٰحَسۡرَتَنَا عَلَىٰ مَا فَرَّطۡنَا فِيهَا وَهُمۡ يَحۡمِلُونَ أَوۡزَارَهُمۡ عَلَىٰ ظُهُورِهِمۡۚ أَلَا سَآءَ مَا يَزِرُونَ
მართლაც წაწყმედილან ისინი, რომელნიც ცრუდ თვლიდნენ ალლაჰთან შეხვედრას, ვიდრე არ მოუსწრებდათ ჟამი უეცრად და არ იტყოდნენ: „ვაი, ჩვენდა, იმ დაუდევრობის გამო, რაც იქ ჩავიდინეთ!“ – თანაც ზურგით ეზიდებიან თავიანთ ცოდვებს. რაოდენ ცუდია იგი, რაც მათ უტვირთავთ!
Os Tafssir em língua árabe:
وَمَا ٱلۡحَيَوٰةُ ٱلدُّنۡيَآ إِلَّا لَعِبٞ وَلَهۡوٞۖ وَلَلدَّارُ ٱلۡأٓخِرَةُ خَيۡرٞ لِّلَّذِينَ يَتَّقُونَۚ أَفَلَا تَعۡقِلُونَ
თამაშისა და გართობის გარდა სხვა არაფერია წუთისოფელი; ხოლო ისქვეყანა უმჯობესია მათთვის, ვინც ღვთისმოშიშია. ნუთუ გონებას არ მოუხმობთ?
Os Tafssir em língua árabe:
قَدۡ نَعۡلَمُ إِنَّهُۥ لَيَحۡزُنُكَ ٱلَّذِي يَقُولُونَۖ فَإِنَّهُمۡ لَا يُكَذِّبُونَكَ وَلَٰكِنَّ ٱلظَّٰلِمِينَ بِـَٔايَٰتِ ٱللَّهِ يَجۡحَدُونَ
რათქმაუნდა ვიცით, რომ დიდად გამწუხრებს, რასაც ისინი (შენ შესახებ) ამბობენ. მაგრამ, ჭეშმარიტებაა, რომ (სინამდვილეში) შენ კი არ გრაცხავენ ცრუდ, არამედ ალლაჰის აიათებს უარყოფენ უსამართლონი[1]
[1] ‘ალი გადმოგვცემს, რომ აბუ ჯაჰილმა უთხრა მაცნეს ﷺ: უეჭველად, ჩვენ ცრუდ არ მიგიჩნევთ, არამედ ჩვენ ცრუდ მიგვაჩნია ის, რითაც შენ მოხვედი. ამასთან დაკავშირებით უზენაესმა ალლაჰმა ეს აიათი ჩამოავლინა. (თირმიზი, თაფსიირ, ჰ.ნ. 3064.)
Os Tafssir em língua árabe:
وَلَقَدۡ كُذِّبَتۡ رُسُلٞ مِّن قَبۡلِكَ فَصَبَرُواْ عَلَىٰ مَا كُذِّبُواْ وَأُوذُواْ حَتَّىٰٓ أَتَىٰهُمۡ نَصۡرُنَاۚ وَلَا مُبَدِّلَ لِكَلِمَٰتِ ٱللَّهِۚ وَلَقَدۡ جَآءَكَ مِن نَّبَإِيْ ٱلۡمُرۡسَلِينَ
უეჭველად, შენამდეც ცრუდ შერაცხულან შუამავალნი, მათ კი მოთმინება გამოუჩენიათ ცრუდ შერაცხვისა და შევიწროების წინაშე, ვიდრე ჩვენი შეწევნა არ მიუვიდათ. არ არსებობს შემცვლელი ალლაჰის სიტყვებისა. ჭეშმარიტად, შენ მოგივიდა ამბავი შუამავალთა.
Os Tafssir em língua árabe:
وَإِن كَانَ كَبُرَ عَلَيۡكَ إِعۡرَاضُهُمۡ فَإِنِ ٱسۡتَطَعۡتَ أَن تَبۡتَغِيَ نَفَقٗا فِي ٱلۡأَرۡضِ أَوۡ سُلَّمٗا فِي ٱلسَّمَآءِ فَتَأۡتِيَهُم بِـَٔايَةٖۚ وَلَوۡ شَآءَ ٱللَّهُ لَجَمَعَهُمۡ عَلَى ٱلۡهُدَىٰۚ فَلَا تَكُونَنَّ مِنَ ٱلۡجَٰهِلِينَ
თუ გიმძიმს მათგან შენ მიმართ ზურგის შექცევა, მაშინ ეცადე, თუ გძალუძს, ხვრელი იპოვო მიწის სიღრმეებისკენ ან კიბე - ზეცით აღმართული, რათა მათ სასწაული მიუტანო. ალლაჰს რომ ენება, აუცილებლად შეკრებდა მათ ჭეშმარიტ გზაზე. ასე რომ, ნუ იქნები უმეცართაგანი![1]
[1] ალლაჰის შუამავალი ﷺ ძალიან წუხდა და ნერვიულობდა იმის გამო, რომ ხალხს არ სჯეროდა მის მიერ ნაქადაგები სარწმუნოებისა. უზენაესმა ალლაჰმა ამ აიათით შეაგონა, რომ მისი ძალისხმევითა და ნერვიულობით ვერავინ დაადგებოდა ჭეშმარიტ გზას – თუკი არ იქნებოდა ალლაჰის ნება. ამიტომ უმჯობესი იყო მოთმინება გამოეჩინა, რათა მას არ შეეფერებოდა ამ ჭეშმარიტების არმცოდნის მსგავსად მოქცევა.
Os Tafssir em língua árabe:
۞ إِنَّمَا يَسۡتَجِيبُ ٱلَّذِينَ يَسۡمَعُونَۘ وَٱلۡمَوۡتَىٰ يَبۡعَثُهُمُ ٱللَّهُ ثُمَّ إِلَيۡهِ يُرۡجَعُونَ
(შენს მოწოდებას) ყურად იღებენ მხოლოდ ისინი, რომელნიც ისმენენ; ხოლო მკვდრებს ალლაჰი აღადგენს მკვდრეთით და შემდეგ მასთან იქნებიან მიბრუნებულნი.[1]
[1] აიათში - „ყურად იღებენ მხოლოდ ისინი, რომელნიც ისმენენ“ - მორწმუნეები იგულისხმება, რომლებმაც შეისმინეს ჭეშმარიტება და მიიღეს ერთგული მორჩილებით, ხოლო მკვდრებში - ურწმუნოები იგულისხმებიან, რომელთა სმენა და ხედვა მკვდარია ჭეშმარიტების მიმართ.
Os Tafssir em língua árabe:
وَقَالُواْ لَوۡلَا نُزِّلَ عَلَيۡهِ ءَايَةٞ مِّن رَّبِّهِۦۚ قُلۡ إِنَّ ٱللَّهَ قَادِرٌ عَلَىٰٓ أَن يُنَزِّلَ ءَايَةٗ وَلَٰكِنَّ أَكۡثَرَهُمۡ لَا يَعۡلَمُونَ
და თქვეს: განა ერთი სასწაულიც არ უნდა ჩამოვლენილიყო მასზე მისივე ღმერთისგან? უთხარი: ჭეშმარიტად, ალლაჰს ძალუძს, რომ სასწაული ჩამოავლინოს, თუმცა მათმა უმრავლესობამ არ იცის.[1]
[1] მათმა უმრავლესობამ არ იცის, რომ ალლაჰი ყოვლის შემძლეა და არც ის იცის, თუ რა პასუხისმგებლობები მოჰყვება სასწაულის მოხდენას: თუკი სასწაულის ხილვის მიუხედავად თავიანთ სიჯიუტეს არ მოიშლიდნენ და მაინც არ ირწმუნებდნენ, მაშინ აუცილებლად ღვთის რისხვა დაატყდებოდათ თავს.
Os Tafssir em língua árabe:
وَمَا مِن دَآبَّةٖ فِي ٱلۡأَرۡضِ وَلَا طَٰٓئِرٖ يَطِيرُ بِجَنَاحَيۡهِ إِلَّآ أُمَمٌ أَمۡثَالُكُمۚ مَّا فَرَّطۡنَا فِي ٱلۡكِتَٰبِ مِن شَيۡءٖۚ ثُمَّ إِلَىٰ رَبِّهِمۡ يُحۡشَرُونَ
არ არსებობს დედამიწაზე ისეთი ცხოველი; ან ფრინველი, რომელიც თავისი ფრთებით დაფრინავს, - რომ თქვენ მსგავსად თემებად არ იყვნენ (დაყოფილი). ჩვენ წიგნში არაფერი გამოგვრჩენია, შემდეგ თავიანთი ღმერთის წინაშე იქნენ შეკრებილნი.
Os Tafssir em língua árabe:
وَٱلَّذِينَ كَذَّبُواْ بِـَٔايَٰتِنَا صُمّٞ وَبُكۡمٞ فِي ٱلظُّلُمَٰتِۗ مَن يَشَإِ ٱللَّهُ يُضۡلِلۡهُ وَمَن يَشَأۡ يَجۡعَلۡهُ عَلَىٰ صِرَٰطٖ مُّسۡتَقِيمٖ
ხოლო რომელთაც ცრუდ მიიჩნიეს ჩვეი აიათები, - ყრუნი და მუნჯნი არიან ბნელეთში.[1] ალლაჰი, ვისაც ინებებს, მას ააცდენს (სწორი) გზიდან და ვისაც ინებებს, მას დააყენებს სწორ გზაზე.
[1] ყრუნი არიან - არ შეისმენენ ჭეშმარიტებას; მუნჯნი არიან - არ წარმოთქვამენ ჭეშმარიტ სიტყვას, და უმეცრების ბნელეთში იმყოფებიან.
Os Tafssir em língua árabe:
قُلۡ أَرَءَيۡتَكُمۡ إِنۡ أَتَىٰكُمۡ عَذَابُ ٱللَّهِ أَوۡ أَتَتۡكُمُ ٱلسَّاعَةُ أَغَيۡرَ ٱللَّهِ تَدۡعُونَ إِن كُنتُمۡ صَٰدِقِينَ
უთხარი: აბა მითხარით, თუკი ალლაჰის სასჯელი გეწიათ ან (ქვეყნიერების დაქცევის) ჟამი დაგიდგათ, მაინც სხვას დაუწყებთ ვედრებას, ნაცვლად ალლაჰისა, – თუ ხართ ნამდვილად გულწრფელნი?
Os Tafssir em língua árabe:
بَلۡ إِيَّاهُ تَدۡعُونَ فَيَكۡشِفُ مَا تَدۡعُونَ إِلَيۡهِ إِن شَآءَ وَتَنسَوۡنَ مَا تُشۡرِكُونَ
არა, - მხოლოდ მას შეევედრებით, და თუ ინებებს, გიხსნით იმ მდგომარეობიდან, რისთვისაც მას ევედრებით და დაივიწყებთ იმათ, რასაც უთანაზიარებდით.
Os Tafssir em língua árabe:
وَلَقَدۡ أَرۡسَلۡنَآ إِلَىٰٓ أُمَمٖ مِّن قَبۡلِكَ فَأَخَذۡنَٰهُم بِٱلۡبَأۡسَآءِ وَٱلضَّرَّآءِ لَعَلَّهُمۡ يَتَضَرَّعُونَ
ჭეშმარიტად, შენამდე ჩვენ სხვადასხვა ხალხთან წარვგზავეთ შუამავლები და შევიპყარით ისინი სირთულეებითა და უბედურებებით[1] , – რომ იქნებ თავდამცირებით შევედრებულიყვნენ.
[1] მაგ:სიღატაკით და სხვა და სხვა დაავადებებით.
Os Tafssir em língua árabe:
فَلَوۡلَآ إِذۡ جَآءَهُم بَأۡسُنَا تَضَرَّعُواْ وَلَٰكِن قَسَتۡ قُلُوبُهُمۡ وَزَيَّنَ لَهُمُ ٱلشَّيۡطَٰنُ مَا كَانُواْ يَعۡمَلُونَ
მაშინ ხომ მაინც უნდა შემვედრებოდნენ თავდამცირებით, – როდესაც ჩვენგან სირთულე ეწვიათ? თუმცა გულები გაუქვავდათ და სატანამ მოუკაზმა იგი, რასაც სჩადიოდნენ.
Os Tafssir em língua árabe:
فَلَمَّا نَسُواْ مَا ذُكِّرُواْ بِهِۦ فَتَحۡنَا عَلَيۡهِمۡ أَبۡوَٰبَ كُلِّ شَيۡءٍ حَتَّىٰٓ إِذَا فَرِحُواْ بِمَآ أُوتُوٓاْ أَخَذۡنَٰهُم بَغۡتَةٗ فَإِذَا هُم مُّبۡلِسُونَ
როდესაც დაივიწყეს იგი, რითაც იყვნენ შეგონებული[1] , მაშინ გავუხსენით ყველაფრის კარები; და როცა გაიხარეს იმით, რაც მათ მიეცათ, – მოულოდნელად შევიპყარით და მაშინვე გახდნენ იმედგაცრუებული.
[1] სიღატაკე და ავადმყოფობა
Os Tafssir em língua árabe:
فَقُطِعَ دَابِرُ ٱلۡقَوۡمِ ٱلَّذِينَ ظَلَمُواْۚ وَٱلۡحَمۡدُ لِلَّهِ رَبِّ ٱلۡعَٰلَمِينَ
ასე ამოიძირკვა იმ ხალხის მოდგმა, ვინც უსამართლობას ეწეოდა; ქება-დიდება ალლაჰს, - ღმერთს სამყაროთა.
Os Tafssir em língua árabe:
قُلۡ أَرَءَيۡتُمۡ إِنۡ أَخَذَ ٱللَّهُ سَمۡعَكُمۡ وَأَبۡصَٰرَكُمۡ وَخَتَمَ عَلَىٰ قُلُوبِكُم مَّنۡ إِلَٰهٌ غَيۡرُ ٱللَّهِ يَأۡتِيكُم بِهِۗ ٱنظُرۡ كَيۡفَ نُصَرِّفُ ٱلۡأٓيَٰتِ ثُمَّ هُمۡ يَصۡدِفُونَ
უთხარი: როგორ ფიქრობთ, ალლაჰმა რომ სმენა და მხედველობა წაგართვათ და ბეჭედი დაგასვათ გულებზე, - რომელი ღვთაება დაგიბრუნებთ მას, გარდა ალლაჰისა? შეხედე რა ნაირ-ნაირად ვმარტავთ აიათებს, შემდეგ კი მაინც პირს იბრუნებენ ეგენი.
Os Tafssir em língua árabe:
قُلۡ أَرَءَيۡتَكُمۡ إِنۡ أَتَىٰكُمۡ عَذَابُ ٱللَّهِ بَغۡتَةً أَوۡ جَهۡرَةً هَلۡ يُهۡلَكُ إِلَّا ٱلۡقَوۡمُ ٱلظَّٰلِمُونَ
უთხარი: როგორ ფიქრობთ, უეცრად ან აშკარად რომ ალლაჰის სასჯელი გეწვიოთ, განა უსამართლო ხალხის გარდა ვინმე სხვა დაიღუპება?!
Os Tafssir em língua árabe:
وَمَا نُرۡسِلُ ٱلۡمُرۡسَلِينَ إِلَّا مُبَشِّرِينَ وَمُنذِرِينَۖ فَمَنۡ ءَامَنَ وَأَصۡلَحَ فَلَا خَوۡفٌ عَلَيۡهِمۡ وَلَا هُمۡ يَحۡزَنُونَ
არ წარვგზავნით ჩვენ შუამავლებს, თუ არა მახარობლებლად და გამფრთხილებლებლად, ხოლო ვინც ირწმუნა და გამოასწორა (ძველი ურწმუნოება), – მათთვის არც შიში იქნება და არც დამწუხრება.[1]
[1] მათ არც იმქვეყნად მოელით საშიშროება, და არც იმისთვის დამწუხრდებიან, რაც დათმეს ამქვეყნად.
Os Tafssir em língua árabe:
وَٱلَّذِينَ كَذَّبُواْ بِـَٔايَٰتِنَا يَمَسُّهُمُ ٱلۡعَذَابُ بِمَا كَانُواْ يَفۡسُقُونَ
ხოლო მათ, რომელთაც ცრუდ მიიჩნიეს ჩვენი აიათები/სასწაულები, სწორედ მათ შეეხებათ სასჯელი იმისა, რასაც ზღვარგადასულობდნენ.
Os Tafssir em língua árabe:
قُل لَّآ أَقُولُ لَكُمۡ عِندِي خَزَآئِنُ ٱللَّهِ وَلَآ أَعۡلَمُ ٱلۡغَيۡبَ وَلَآ أَقُولُ لَكُمۡ إِنِّي مَلَكٌۖ إِنۡ أَتَّبِعُ إِلَّا مَا يُوحَىٰٓ إِلَيَّۚ قُلۡ هَلۡ يَسۡتَوِي ٱلۡأَعۡمَىٰ وَٱلۡبَصِيرُۚ أَفَلَا تَتَفَكَّرُونَ
უთხარი: მე თქვენ არ გეუბნებით, რომ ჩემთანაა ალლაჰის საუნჯენი, არც უხილავის შესახებ ვიცი და არც იმას გეუბნებით, რომ მე ვარ ანგელოზი. მე მხოლოდ იმას მივყვები, რაც ზემევლინება. უთხარი: განა თანასწორია ბრმა და მხედველი?[1] ნუთუ არ დაფიქრდებით?
[1] განა თანასწორია ურწმუნო, რომელიც ბრმაა ალლაჰის აიათების მიმართ და მორწმუნე, რომელიც ალლაჰის აიათებში ჭეშმარიტებას ხედავს?
Os Tafssir em língua árabe:
وَأَنذِرۡ بِهِ ٱلَّذِينَ يَخَافُونَ أَن يُحۡشَرُوٓاْ إِلَىٰ رَبِّهِمۡ لَيۡسَ لَهُم مِّن دُونِهِۦ وَلِيّٞ وَلَا شَفِيعٞ لَّعَلَّهُمۡ يَتَّقُونَ
და მისით[1] გააფრთხილე ისინი, რომელთაც ეშინიათ, რომ შეკრება მოუწევთ თავიანთი ღმერთის წინაშე და მის გარდა არც დამხმარე ეყოლებათ და არც ქომაგი, – იქნებ რიდი ჰქონდეთ მათ.
[1] ყურანით.
Os Tafssir em língua árabe:
وَلَا تَطۡرُدِ ٱلَّذِينَ يَدۡعُونَ رَبَّهُم بِٱلۡغَدَوٰةِ وَٱلۡعَشِيِّ يُرِيدُونَ وَجۡهَهُۥۖ مَا عَلَيۡكَ مِنۡ حِسَابِهِم مِّن شَيۡءٖ وَمَا مِنۡ حِسَابِكَ عَلَيۡهِم مِّن شَيۡءٖ فَتَطۡرُدَهُمۡ فَتَكُونَ مِنَ ٱلظَّٰلِمِينَ
და არ განდევნო ისინი, რომლებიც დილა-საღამ თავიანთ ღმერთს ევედრებიან და მისი (კმაყოფილი) სახე სურთ. მათი ანგარიშიდან შენ არაფერი დაგეკისრება და არც მათ დაეკისრებათ შენი ანგარიშიდან რამე. თუკი განდევნი მათ, მაშინ შენ იქნები უსამართლოთაგანი.[1]
[1] ხაბბაბი გადმოგვცემს: ერთ დღეს აყრა’ ბინ ჰააბის ათ-თამიიმიი და ‘უეინე ბინ ჰისნ ალ-ფაზარიი მოვიდნენ და ნახეს, რომ ალლაჰის შუამავალი ﷺ სუჰეიბის, ბილალის, ‘ამმარის, ხაბბაბისა და მსგავს მორწმუნეთაგან უბრალო ადამიანებს შორის ზის. როდესაც ისინი შუამავლის ﷺ ირგვლივ დაინახეს, იუკადრისეს. ბოლოს მიუახლოვდნენ, მასთან განმარტოვდნენ და უთხრეს: ჩვენ გვინდა, რომ ჩვენთვის ცალკე სხდომები მოაწყო, რომლითაც მთელი არაბები ჩვენს უპირატესობას გაეცნობა. შენთან არაბთა სხვადასხვა წარმომადგენლები მოვლენ და ჩვენ შეგვრცხვება, თუკი ამ მონებთან ერთად გვიხილეს. როდესაც ჩვენ მოვალთ, ისინი შენგან განარიდე და როცა წავალთ, მათთან ერთად მერე დაჯექი, თუკი ინებებ. შუამავალმა ﷺ (მათი გამუსლიმანების დიდი სურვილის გამო) უპასუხა: დიახ. მათ უთხრეს: ამის დამამოწმებლად რამე წერილი დაგვიწერე. შუამავალმა ﷺ ქაღალდი ითხოვა და ‘ალი დაიბარა, რათა მისთვის წერილი დაეწერა; ჩვენ ამ დროს მოშორებით ვიჯექით. ჩამოვიდა ჯიბრილ ანგელოზი და შემდეგი აიათი წაუკითხა: „და არ განდევნო ისინი, რომლებიც დილა-საღამ თავიანთ ღმერთს ევედრებიან და მისი (კმაყოფილი) სახე სურთ. მათი ანგარიშიდან შენ არაფერი დაგეკისრება და არც მათ დაეკისრებათ შენი ანგარიშიდან რამე. თუკი განდევნი მათ, მაშინ შენ იქნები უსამართლოთაგანი.“
შემდეგ აყრა’ ბინ ჰააბისი და ‘უეინე ბინ ჰისნი ახსენა და ეს აიათი წაიკითხა: „ამგვარად, გამოვცადეთ ზოგიერთი მათგანი ზოგიერთით, რომ ეთქვათ: ნუთუ ალლაჰმა ამათ მიჰმადლა სიკეთე – ჩვენ შორის? განა ალლაჰი უკეთ არ უწყის მადლიერთ?“ შემდეგ წაიკითხა: „და როდესაც შენთან მოვლენ ისინი, რომელთაც სწამთ ჩვენი აიათები/სასწაულები, უთხარი: მშვიდობა თქვენდა! თქვენმა ღმერთმა საკუთარ თავს მოწყალება დაუწერა.“
ამის შემდეგ ჩვენ მასთან იმდენად ახლოს ვსხდებოდით, რომ ჩვენი მუხლები მის მუხლებს ეხებოდა და ალლაჰის შუამავალი ﷺ სულ ჩვენთან ერთად იჯდა. როდესაც წასვლას დააპირებდა, ადგებოდა და ჩვენ გვტოვებდა. მერე ალლაჰმა შემდეგი აიათი ჩამოავლინა: „მოთმინებით დაჰყავი მათ გვერდით, რომლებიც დილა-საღამ თავიანთ ღმერთს ევედრებიან და მისი (კმაყოფილი) სახე სურთ. ამქვეყნიური ცხოვრების მიმზიდველობის გამო თვალი არ მოარიდო მათ. (დიდებულებთან არ დაჯდე) და არ დაჰყვე მას, ვისი გულიც უგულისყუროდ მოვაკიდეთ ჩვენს გახსენებას, (ანუ ‘უეინა ალაყრა’ის) საკუთარ სურვილებს აჰყოლია და მისი საქმე ზღვარს გადასულა.“ (ქეჰფ, 18/28.) ანუ ‘უეინა ალ-აყრა’ის საქმე დამღუპველია. შემდეგ ალლაჰმა ორი კაცისა და ამქვეყნიური ცხოვრების მაგალითად იგავი მოიყვანა (ანუ სურა ქეჰფის 32-44 აიათებში).
ხაბბაბმა გააგრძელა: მას შემდეგ ჩვენ სულ მაცნესთან ﷺ ერთად ვისხედით, ხოლო როდესაც მისი წასვლის დრო მოვიდოდა, ჯერ ჩვენ წავიდოდით და მას მარტოდ ვტოვებდით, რომ თვითონაც წასულიყო. (იბნი მააჯე, ზუჰდ 7/4127.)
Os Tafssir em língua árabe:
وَكَذَٰلِكَ فَتَنَّا بَعۡضَهُم بِبَعۡضٖ لِّيَقُولُوٓاْ أَهَٰٓؤُلَآءِ مَنَّ ٱللَّهُ عَلَيۡهِم مِّنۢ بَيۡنِنَآۗ أَلَيۡسَ ٱللَّهُ بِأَعۡلَمَ بِٱلشَّٰكِرِينَ
ამგვარად, გამოვცადეთ ზოგიერთი მათგანი ზოგიერთით,[1] რომ ეთქვათ: ნუთუ ჩვენ შორის ალლაჰმა მხოლოდ ამათ მიჰმადლა სიკეთე? განა ალლაჰი უკეთ არ უწყის მადლიერთ?
[1] ანუ გამოვცადეთ მდიდარი ღარიბით და ძლიერი სუსტით. შუამავალთა მოწოდებას პირველად ყოველთვის საზოგადოების დაბალი ფენა ღებულობდა და ისინი რწმენის მიმართ უფრო მეტი ერთგულებით გამოირჩევოდნენ. როდესაც მექქის მდიდრები და ძლიერები ხედავდნენ, რომ შუამავლის მოწოდება ძირითადად ღარიბებმა და სუსტებმა მიიღეს და რწმენით მათ გაუსწრეს, – ამბობდნენ: ნუთუ ღმერთმა ამათზე მოიღო სიკეთე, გამოარჩია და რწმენით დააჯილდოვა, როდესაც ჩვენ გაცილებით უპირატესნი ვართო.
Os Tafssir em língua árabe:
وَإِذَا جَآءَكَ ٱلَّذِينَ يُؤۡمِنُونَ بِـَٔايَٰتِنَا فَقُلۡ سَلَٰمٌ عَلَيۡكُمۡۖ كَتَبَ رَبُّكُمۡ عَلَىٰ نَفۡسِهِ ٱلرَّحۡمَةَ أَنَّهُۥ مَنۡ عَمِلَ مِنكُمۡ سُوٓءَۢا بِجَهَٰلَةٖ ثُمَّ تَابَ مِنۢ بَعۡدِهِۦ وَأَصۡلَحَ فَأَنَّهُۥ غَفُورٞ رَّحِيمٞ
და როცა მოვლენ შენთან ისინი, რომელთაც სწამთ ჩვენი აიათები/სასწაულები, უთხარი: მშვიდობა თქვენდა! თქვენმა ღმერთმა საკუთარ თავს მოწყალება დაუწერა. ამგვარად, ვინც უკეთურებას იქმს უვიცობით, მერე კი მოინანიებს და შემდეგ გამოსწორდება, - ჭეშმარიტად, იგი უსაზღვროდ მპატიებელია, მოწყალეა!
Os Tafssir em língua árabe:
وَكَذَٰلِكَ نُفَصِّلُ ٱلۡأٓيَٰتِ وَلِتَسۡتَبِينَ سَبِيلُ ٱلۡمُجۡرِمِينَ
ასე დაწვრილებით განვმარტავთ აიათებს, - ცოდვილთა გზა რომ გამოაშკარავდეს.
Os Tafssir em língua árabe:
قُلۡ إِنِّي نُهِيتُ أَنۡ أَعۡبُدَ ٱلَّذِينَ تَدۡعُونَ مِن دُونِ ٱللَّهِۚ قُل لَّآ أَتَّبِعُ أَهۡوَآءَكُمۡ قَدۡ ضَلَلۡتُ إِذٗا وَمَآ أَنَا۠ مِنَ ٱلۡمُهۡتَدِينَ
უთხარი: უეჭველად, ამეკრძალა მე, თაყვანი ვცე იმათ, რასაც თქვენ ევედრებით, ნაცვლად ალლაჰისა. უთხარი: არ ავუყვები თქვენს გემოვნებას, რადგან ნამდვილად ავცდები ჭეშმარიტ გზას და მე არ ვიქნები სწორ გზაზე მდგომთაგანი.
Os Tafssir em língua árabe:
قُلۡ إِنِّي عَلَىٰ بَيِّنَةٖ مِّن رَّبِّي وَكَذَّبۡتُم بِهِۦۚ مَا عِندِي مَا تَسۡتَعۡجِلُونَ بِهِۦٓۚ إِنِ ٱلۡحُكۡمُ إِلَّا لِلَّهِۖ يَقُصُّ ٱلۡحَقَّۖ وَهُوَ خَيۡرُ ٱلۡفَٰصِلِينَ
უთხარი: ჭეშმარიტად, მე ჩემი ღმერთისგან მოვლენილ ცხად მტკიცებულებებს ვეყრდნობი, თქვენ კი მას უარყოფთ; მე არ ვფლობ იმას, რასაც თქვენ ჩქარობთ.[1] გადაწყვეტილება მხოლოდ ალლაჰს ეკუთვნის, ის მოგითხრობთ ჭეშმარიტების შესახებ და იგია კარგი განმცალკევებელი.[2]
[1] ურწმუნოები შუამავალს ﷺ ქვების გაწვიმებას და ქვეყნიერების დაქცევის ჟამის დაჩქარებას სთხოვდნენ.
[2] სამართლიანი გადაწყვეტილებით განაცალკევებს ჭეშმარიტებასა და სიცრუეს.
Os Tafssir em língua árabe:
قُل لَّوۡ أَنَّ عِندِي مَا تَسۡتَعۡجِلُونَ بِهِۦ لَقُضِيَ ٱلۡأَمۡرُ بَيۡنِي وَبَيۡنَكُمۡۗ وَٱللَّهُ أَعۡلَمُ بِٱلظَّٰلِمِينَ
უთხარი: მე რომ ვფლობდე იმას, რასაც თქვენ ჩქარობთ, მაშინ უთუოდ გადაწყდებოდა საქმე ჩემსა და თქვენს შორის, ხოლო ალლაჰმა უკეთ იცის უსამართლონი.
Os Tafssir em língua árabe:
۞ وَعِندَهُۥ مَفَاتِحُ ٱلۡغَيۡبِ لَا يَعۡلَمُهَآ إِلَّا هُوَۚ وَيَعۡلَمُ مَا فِي ٱلۡبَرِّ وَٱلۡبَحۡرِۚ وَمَا تَسۡقُطُ مِن وَرَقَةٍ إِلَّا يَعۡلَمُهَا وَلَا حَبَّةٖ فِي ظُلُمَٰتِ ٱلۡأَرۡضِ وَلَا رَطۡبٖ وَلَا يَابِسٍ إِلَّا فِي كِتَٰبٖ مُّبِينٖ
და მასთანაა უხილავის გასაღებნი,[1] მის გარდა იგი არავინ იცის, მან იცის, რაცაა ხმელეთზე და ზღვაში, ერთი ფოთოლიც არ ჩამოვარდება ისე, რომ მან არ იცოდეს. ერთი მარცვალიც კი არ არსებობს დედამიწის ჯურღმულებში, – არც ნედლი და არც ხმელი, – რომ ცხად წიგნში არ იყოს გაცხადებული.[2]
[1] ალლაჰის შუამავალმა ﷺ თქვა: „უხილავთა გასაღები ხუთია: ჭეშმარიტად, ალლაჰი ფლობს ქვეყნიერების დაქცევის საათის ცოდნას, ის ჩამოავლენ წვიმას, მან იცის, რაც არის საშვილოსნოებში, ვერცერთი სული ვერ გაიგებს, თუ რას მოიგებს ხვალ და ვერცერთი სული ვერ მიხვდება, თუ რომელ მიწაზე დაიღუპება. ჭეშმარიტად, ალლაჰი ყოვლის მცოდნე და მცნობელია.“ (ბუხარი, თაფსიირ ჰ.ნ. 4627.)
[2] ალლაჰის წინაშე დაცული დედა წიგნი, რომელშიც დასაბამიდან დასარულამდე მთელი სამყაროს შესახებ ყველანაირი ინფორმაციაა აღრიცხული, მათ შორის ადამიანთა ბედისწერა, მოსახდენი ამბები და წმინდა ყურანიც იმ დედა წიგნიდან არის აღებული.
Os Tafssir em língua árabe:
وَهُوَ ٱلَّذِي يَتَوَفَّىٰكُم بِٱلَّيۡلِ وَيَعۡلَمُ مَا جَرَحۡتُم بِٱلنَّهَارِ ثُمَّ يَبۡعَثُكُمۡ فِيهِ لِيُقۡضَىٰٓ أَجَلٞ مُّسَمّٗىۖ ثُمَّ إِلَيۡهِ مَرۡجِعُكُمۡ ثُمَّ يُنَبِّئُكُم بِمَا كُنتُمۡ تَعۡمَلُونَ
და იგია, რომელიც გაკვდინებთ ღამით და იცის, რასაც მოიხვეჭთ დღისით, შემდეგ აღგადგენთ მასში, რათა აღსრულდეს აჯალი[1] განსაზღვრული, შემდეგ - მასთანაა თქვენი მისაქციელი, მერე კი გაუწყებთ, რასაც თქვენ აკეთებდით.
[1] იგულისხმება ამქვეყნიური სიცოცხლისთვის განკუთვნილი დრო.
Os Tafssir em língua árabe:
وَهُوَ ٱلۡقَاهِرُ فَوۡقَ عِبَادِهِۦۖ وَيُرۡسِلُ عَلَيۡكُمۡ حَفَظَةً حَتَّىٰٓ إِذَا جَآءَ أَحَدَكُمُ ٱلۡمَوۡتُ تَوَفَّتۡهُ رُسُلُنَا وَهُمۡ لَا يُفَرِّطُونَ
იგი ზეაღმატებულია თავის მსახურებზე და მცველებს (ანგელოზებს) აგზავნის თქვენთან; ხოლო ვისაც სიკვდილი ეწვევა, - მას მოაკვდინებენ ჩვენი წარგზავნილები და ისინი (თავიანთ საქმეში) ნაკლს არ დაუშვებენ.
Os Tafssir em língua árabe:
ثُمَّ رُدُّوٓاْ إِلَى ٱللَّهِ مَوۡلَىٰهُمُ ٱلۡحَقِّۚ أَلَا لَهُ ٱلۡحُكۡمُ وَهُوَ أَسۡرَعُ ٱلۡحَٰسِبِينَ
შემდეგ ალლაჰს დაუბრუნდებიან – თავიანთ ნამდვილ ბატონ-პატრონს. გახსოვდეთ რომ, მას ეკუთვნის მსჯავრი და ისაა უსწრაფესი განმკითხველი.
Os Tafssir em língua árabe:
قُلۡ مَن يُنَجِّيكُم مِّن ظُلُمَٰتِ ٱلۡبَرِّ وَٱلۡبَحۡرِ تَدۡعُونَهُۥ تَضَرُّعٗا وَخُفۡيَةٗ لَّئِنۡ أَنجَىٰنَا مِنۡ هَٰذِهِۦ لَنَكُونَنَّ مِنَ ٱلشَّٰكِرِينَ
უთხარი: ვინ გიხსნით ხმელეთისა და ზღვის სიბნელეებიდან, როცა გულის სიღრმეში, თავდამცირებით შეევედრებით: ვფიცავთ, თუკი გვიხსნი აქედან, უსათუოდ ვიქნებით მადლიერთაგანი.
Os Tafssir em língua árabe:
قُلِ ٱللَّهُ يُنَجِّيكُم مِّنۡهَا وَمِن كُلِّ كَرۡبٖ ثُمَّ أَنتُمۡ تُشۡرِكُونَ
- უთხარი: ალლაჰი გიხსნით იმისგან და ყველა სხვა სადარდებლისგან, შემდეგ კი თქვენ მას მაინც უთანაზიარებთ.
Os Tafssir em língua árabe:
قُلۡ هُوَ ٱلۡقَادِرُ عَلَىٰٓ أَن يَبۡعَثَ عَلَيۡكُمۡ عَذَابٗا مِّن فَوۡقِكُمۡ أَوۡ مِن تَحۡتِ أَرۡجُلِكُمۡ أَوۡ يَلۡبِسَكُمۡ شِيَعٗا وَيُذِيقَ بَعۡضَكُم بَأۡسَ بَعۡضٍۗ ٱنظُرۡ كَيۡفَ نُصَرِّفُ ٱلۡأٓيَٰتِ لَعَلَّهُمۡ يَفۡقَهُونَ
უთხარი: იგი ძლევამოსილია, სასჯელი მოგივლინოთ ზემოდან ან თქვენს ფეხთა ქვემოდან, ან კიდევ მხარეებად გაქციოთ[1] და თქვენმა ერთმა ნაწილმა იგემოს მეორის ძალადობა. შეხედე, რა დაწვრილებით ვმარტავთ აიათებს, იქნებ (ასე მაინც) გაიგონ.
[1] ალლაჰის შუამავალმა ﷺ თქვა: „ღმერთს სამი რამ ვთხოვე, მათგან ორი შემისრულა და ერთი არა. ვთხოვე, რომ ჩემი უმმეთი შიმშილით არ დაეხოცა, მან ეს თხოვნა შემისრულა; ასევე ვთხოვე, რომ ჩემი უმმეთი წყალდიდობებში დახრჩობით არ გაენადგურებინა, მან ეს თხოვნაც შემისრულა; და ვთხოვე, რომ ჩემს უმმეთს ერთმანეთი არ დაეხოცა, მან ეს თხოვნა არ შემისრულა.“ (მუსლიმ, ფითან 5/2890.)
Os Tafssir em língua árabe:
وَكَذَّبَ بِهِۦ قَوۡمُكَ وَهُوَ ٱلۡحَقُّۚ قُل لَّسۡتُ عَلَيۡكُم بِوَكِيلٖ
შენმა ხალხმა ცრუდ მიიჩნია იგი,[1] არადა ის არის ჭეშმარიტება. უთხარი: მე არ ვარ თქვენი მეთვალყურე.[2]
[1] სწავლულთა ერთი ნაწილის აზრით, აქ იგულისხმება ყურანი, ხოლო მეორე ნაწილის მიხედვით, აქ იგულისხმება სასჯელი, რომელზეც წინა აიათშია საუბარი. იხ. თაფსიირუ ბაღავი.
[2] ანუ მე მხოლოდ შუამავალი ვარ, რომლის ვალიც ამ ჭეშმარიტების თქვენამდე მოტანა და შეგონებაა.
Os Tafssir em língua árabe:
لِّكُلِّ نَبَإٖ مُّسۡتَقَرّٞۚ وَسَوۡفَ تَعۡلَمُونَ
ყველა ამბავს განსაზღვრული დრო აქვს (აღსრულებისა) და ამას შემდგომში შეიტყობთ.[1]
[1] წმინდა ყურანში გადმოცემული ყოველი ამბისა და სიტყვისთვის გარკვეული დრო და ადგილია განსაზღვრული, რომელიც უცვლელია და დროის მოსვლასთან ერთად თანდათან გამოაშკარავდება - ჭეშმარიტება ყოფილა თუ ტყუილი. ნაწილი ამქვეყნად გამოაშკარავდება, ნაწილიც იმქვეყნად და თქვენც შეიტყობთ მის შესახებ. იხ. თაფსიირუ ბეღავი.
Os Tafssir em língua árabe:
وَإِذَا رَأَيۡتَ ٱلَّذِينَ يَخُوضُونَ فِيٓ ءَايَٰتِنَا فَأَعۡرِضۡ عَنۡهُمۡ حَتَّىٰ يَخُوضُواْ فِي حَدِيثٍ غَيۡرِهِۦۚ وَإِمَّا يُنسِيَنَّكَ ٱلشَّيۡطَٰنُ فَلَا تَقۡعُدۡ بَعۡدَ ٱلذِّكۡرَىٰ مَعَ ٱلۡقَوۡمِ ٱلظَّٰلِمِينَ
როცა დაინახავ, რომ დამცინავად საუბრობენ ჩვენი აიათების შესახებ (რომლებიც ჩამოგევლინა ), მაშინვე გაეცალე მათ, – ვიდრე სხვა სიტყვით არ დაკავებულან. ხოლო თუკი სატანამ დაგავიწყა, მაშინ გახსენებისთანავე გაერიდე ამ უსამართლო ხალხთან დაჯდომას.
Os Tafssir em língua árabe:
وَمَا عَلَى ٱلَّذِينَ يَتَّقُونَ مِنۡ حِسَابِهِم مِّن شَيۡءٖ وَلَٰكِن ذِكۡرَىٰ لَعَلَّهُمۡ يَتَّقُونَ
ხოლო მათ, რომელნიც ღვთისმოშიშობენ, არაფერი მოეკითხებათ იმათი ანგარიშიდან; მათზე მხოლოდ შეგონებაა – იქნებ ღვთისმოშიშობა გამოიჩინონ.[1]
[1] იბნი აბბასის გადმოცემის მიხედვით, როდესაც ჩამოევლინა აიათი: „როდესაც დაინახავ მათ, რომლებიც დამცინავად საუბრობენ ჩვენი აიათების შესახებ, მაშინვე გაეცალე მათ“, - მუსლიმებმა ჩივილი დაიწყეს: როგორ უნდა დავსხდეთ ქააბას მეჩეთში და ტავაფი შევასრულოთ, როდესაც ისინი სულ დამცინავად საუბრობენ? განსხვავებული ვერსიის თანახმად მათ თქვეს: როდესაც ჩვენ ვტოვებთ მათი თავშეყრის ადგილს და არ ვუშლით ასეთ საუბარს, გვეშინია, ცოდვა ჩვენც არ შეგვეხოს. ამის შესახებ უზენაესმა ალლაჰმა ეს აიათი ჩამოავლინა, რომ ურწმუნოთა ცოდვები მათ არ მოეკითხებოდათ და მათი მოვალეობა მხოლოდ შეგონება იყო.იხ.თაფსიირუ ბეღავი.
Os Tafssir em língua árabe:
وَذَرِ ٱلَّذِينَ ٱتَّخَذُواْ دِينَهُمۡ لَعِبٗا وَلَهۡوٗا وَغَرَّتۡهُمُ ٱلۡحَيَوٰةُ ٱلدُّنۡيَاۚ وَذَكِّرۡ بِهِۦٓ أَن تُبۡسَلَ نَفۡسُۢ بِمَا كَسَبَتۡ لَيۡسَ لَهَا مِن دُونِ ٱللَّهِ وَلِيّٞ وَلَا شَفِيعٞ وَإِن تَعۡدِلۡ كُلَّ عَدۡلٖ لَّا يُؤۡخَذۡ مِنۡهَآۗ أُوْلَٰٓئِكَ ٱلَّذِينَ أُبۡسِلُواْ بِمَا كَسَبُواْۖ لَهُمۡ شَرَابٞ مِّنۡ حَمِيمٖ وَعَذَابٌ أَلِيمُۢ بِمَا كَانُواْ يَكۡفُرُونَ
მოშორდი მათ, რომლებიც ხუმრობით და გართობით ეკიდებიან თავიანთ სარწმუნოებას და ვინც ამქვეყნიურ ცხოვრებას უცდუნებია! და მისით[1] შეაგონე, რომ არ დაღუპოს სული თავისი მონაპოვრით; რომ არ გააჩნია მას არც დამხმარე და არც ქომაგი, გარდა ალლაჰისა. ყველანაირი გამოსასყიდიც რომ გაიღოს, - არ მიიღება ის მისგან. სწორედ ეგენი არიან, ვინც თავიანთი მონაპოვრით დაიღუპნენ, მათთვისაა მდუღარე სასმელი და მწარე სასჯელი – იმის გამო, რასაც უარყოფდნენ.
[1] ყურანით.
Os Tafssir em língua árabe:
قُلۡ أَنَدۡعُواْ مِن دُونِ ٱللَّهِ مَا لَا يَنفَعُنَا وَلَا يَضُرُّنَا وَنُرَدُّ عَلَىٰٓ أَعۡقَابِنَا بَعۡدَ إِذۡ هَدَىٰنَا ٱللَّهُ كَٱلَّذِي ٱسۡتَهۡوَتۡهُ ٱلشَّيَٰطِينُ فِي ٱلۡأَرۡضِ حَيۡرَانَ لَهُۥٓ أَصۡحَٰبٞ يَدۡعُونَهُۥٓ إِلَى ٱلۡهُدَى ٱئۡتِنَاۗ قُلۡ إِنَّ هُدَى ٱللَّهِ هُوَ ٱلۡهُدَىٰۖ وَأُمِرۡنَا لِنُسۡلِمَ لِرَبِّ ٱلۡعَٰلَمِينَ
უთხარი: განა ალლაჰის გარდა სხვას ვევედროთ, რომელიც ვერას გვარგებს და ვერც გვავნებს[1] , და უკან მივბრუნდეთ, ჩვენივე ქუსლების მიმართულებით, მას შემდეგ, რაც ალლაჰმა ჭეშმარიტ გზაზე დაგვაკვალიანა? იმის მსგავსად, ვინც გააბრიყვეს სატანებმა და დატოვეს ქვეყნად თავგზააბნეული, თანაც მათ ჰყავთ მეგობრები, რომლებიც ჭეშმარიტი გზისკენ უხმობენ: მოდით ჩვენთანო.[2] უთხარი: ,,ჭეშმარიტად, ალლაჰის მიერ მითითებული გზაა – გზა ჭეშმარიტი და ჩვენ გვებრძანა, რომ სამყაროთა ღმერთს ვმორჩილებდეთ“.
[1] არც მათი თაყვანისცემით გვექნება სარგებელი და არც მათი მიტოვებით - ზარალი.
[2] ‘აბდულლაჰ ბინ ‘აბბასი განმარტავს: ეს არის იგავი, რომელიც ალლაჰმა, კერპების თაყვანისცემისკენ მომწოდებელთა და ალლაჰის თაყვანისცემისკენ მომხმობთა მაგალითად მოიყვანა. შედარებულია კაცზე, რომელიც ჭეშმარიტ გზას აცდა და თავგზააბნეული დარჩა. ერთი მხრივ, მცდარი გზისკენ ეძახიან, მეორე მხრივ მეგობრები ყავს, რომლებიც ჭეშმარიტი გზისკენ უხმობენ და ვეღარ ხვდება, საით წავიდეს. თუკი პირველ მომწოდებელს დაუჯერებს, დამღუპველ უფსკრულში გადავარდება, ხოლო თუ მათ დაუჯერებს, ვინც ჭეშმარიტი გზისკენ უხმობენ, მაშინ ჭეშმარიტებას ეზიარება. იხ. თაფსიირუ ტაბერი.
Os Tafssir em língua árabe:
وَأَنۡ أَقِيمُواْ ٱلصَّلَوٰةَ وَٱتَّقُوهُۚ وَهُوَ ٱلَّذِيٓ إِلَيۡهِ تُحۡشَرُونَ
ასევე (გვებრძანა), შევასრულოთ ნამაზი და მის (ალლაჰის ) მიმართ რიდი ვიქონიოთ. იგია, რომლის წინაშეც იქნებით აღდგენილი.
Os Tafssir em língua árabe:
وَهُوَ ٱلَّذِي خَلَقَ ٱلسَّمَٰوَٰتِ وَٱلۡأَرۡضَ بِٱلۡحَقِّۖ وَيَوۡمَ يَقُولُ كُن فَيَكُونُۚ قَوۡلُهُ ٱلۡحَقُّۚ وَلَهُ ٱلۡمُلۡكُ يَوۡمَ يُنفَخُ فِي ٱلصُّورِۚ عَٰلِمُ ٱلۡغَيۡبِ وَٱلشَّهَٰدَةِۚ وَهُوَ ٱلۡحَكِيمُ ٱلۡخَبِيرُ
და იგია, რომელმაც ცანი და დედამიწა გააჩინა ჭეშმარიტებით და იმ დღეს იტყვის: „იყავ“, და ისიც უმალვე იქმნება, – ჭეშმარიტებაა მისი სიტყვა. მისია მეუფება იმ დღისა, როცა ბუკში ჩაიბერება[1] , მცოდნეა ხილულისა და უხილავისა, და იგია ბრძენი, ყოვლისმცოდნე.
[1] ისლამის სწავლების მიხედვით, ქვეყნიერების დაქცევის წინ, ანგელოზი ისრაფილი ბუკის მაგვარ საყვირში ჩაბერავს, რაც სიცოცხლის დასასრულის ჟამის დადგომას მიანიშნებს და მაშინ ყოველი ცოცხალი არსება სიკვდილს იგემებს. ჩვენთვის უცნობი დროის შემდეგ, ანგელოზი საყვირში მეორედ ჩაბერავს და სული დაუბრუნდება ყველა მიცვალებულს, ისინი საფლავებიდან წამოდგებიან, ერთიანი თავშეყრის ადგილისკენ გაემართებიან და ღმერთის წინაშე განიკითხებიან.
Os Tafssir em língua árabe:
۞ وَإِذۡ قَالَ إِبۡرَٰهِيمُ لِأَبِيهِ ءَازَرَ أَتَتَّخِذُ أَصۡنَامًا ءَالِهَةً إِنِّيٓ أَرَىٰكَ وَقَوۡمَكَ فِي ضَلَٰلٖ مُّبِينٖ
აკი იბრაჰიმმა თავის მამას, აზარს უთხრა: ნუთუ კერპებს აღიარებ ღმერთებად!? უეჭველად, ვხედავ, რომ შენ და შენი ხალხი ხართ აშკარა გზააცდენილობაში.
Os Tafssir em língua árabe:
وَكَذَٰلِكَ نُرِيٓ إِبۡرَٰهِيمَ مَلَكُوتَ ٱلسَّمَٰوَٰتِ وَٱلۡأَرۡضِ وَلِيَكُونَ مِنَ ٱلۡمُوقِنِينَ
ამგვარად ვაჩვენეთ იბრაჰიმს ცათა და ქვეყნიერების მეუფება, რათა ყოფილიყო გულდაჯერებულ მორწმუნეთაგანი.
Os Tafssir em língua árabe:
فَلَمَّا جَنَّ عَلَيۡهِ ٱلَّيۡلُ رَءَا كَوۡكَبٗاۖ قَالَ هَٰذَا رَبِّيۖ فَلَمَّآ أَفَلَ قَالَ لَآ أُحِبُّ ٱلۡأٓفِلِينَ
- ღამით, როდესაც იგი ბინდმა გარემოიცვა და ვარსკვლავი დაინახა, თქვა: „ესაა ჩემი ღმერთი“; ხოლო როდესაც გაქრა, დასძინა: მე არ მიყვარს ის, რაც ქრება.[1]
[1] იბრაჰიმ შუამავლის ამგვარი მოქმედება ისლამის სწავლულთა შორის ფართო განხილვის საკითხია. მისი სიტყვების განმარტებებს შორის ყველაზე გამოკვეთილად თვალში გვხვდება ოთხი კომენტარი:
პირველი: იბრაჰიმ შუამავალს ამგვარი დიალოგით თავისი ხალხი ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყავდა სიმართლისკენ და ცდილობდა, მათი შეცდომები და უმეცარი საქციელი ეჩვენებინა. რადგანაც ის ხალხი ვარსკვლავებს ადიდებდნენ და მათ ეთაყვანებოდნენ, ფიქრობდნენ, რომ სამყაროში ყველაფერს ვარსკვლავები განაგებდნენ. ის ჯერ ცდილობდა, ისე მოქცეულიყო, რომ თითქოს თვითონაც იქ ეძებდა ჭეშმარიტებას, სადაც მისი ხალხი ეძებდა: როდესაც ვარსკვლავები ქრებოდა, მათ ყურადღებას ვარსკვლავთა ნაკლოვანებაზე ამახვილებდა და ამგვარად უსაბუთებდა, რომ ნაკლის მქონე ღმერთი ვერ იქნებოდა.
მეორე: იბრაჰიმ შუამავალი მათ კითხვის ფორმით მიმართავდა „ესაა ჩემი ღმერთი?“ მისი კითხვა, უარყოფის შინაარსის მატარებელი იყო ანუ „განა შეიძლება ასეთი იყოს ღმერთი?“ აქედან გამომდინარე ის გულისხმობდა „ეს ჩემი ღმერთი არ არის.“
მესამე: მან ეს სიტყვები მათთან კამათის დროს გამოიყენა და გულისხმობდა შემდეგს: „თქვენი აზრით, ესაა ჩემი ღმერთი“. ხოლო როდესაც ვარსკვლავი გაქრა, მიუგო: „ეს რომ ღმერთი ყოფილიყო, არ გაქრებოდა.“
მეოთხე: შესაძლოა ყურანის აიათში იყოს ფარული შინაარსი. ამ შეხედულების მქონეთა აზრით, იბრაჰიმ შუამავლის სიტყვებში იგულისხმება შემდეგი: „ამბობენ, რომ ესაა ჩემი ღმერთი“, როგორც სურა ბაყარას 127-ე აიათში გვხვდება: „აკი, იბრაჰიმი და ისმა’ილი სახლის (ქააბას) საძირკვლებს ამაღლებდნენ (თან ამბობდნენ): ღმერთო ჩვენო, მიიღე ეს ჩვენგან“. აიათის ორიგინალში ჩვენ მიერ ფრჩხილებში ჩასმული (თან ამბობდნენ) არ არის, მაგრამ იგულისხმება, რომ ისინი ამბობდნენ ამას. იხ. თაფსიირუ ბაღავი.
Os Tafssir em língua árabe:
فَلَمَّا رَءَا ٱلۡقَمَرَ بَازِغٗا قَالَ هَٰذَا رَبِّيۖ فَلَمَّآ أَفَلَ قَالَ لَئِن لَّمۡ يَهۡدِنِي رَبِّي لَأَكُونَنَّ مِنَ ٱلۡقَوۡمِ ٱلضَّآلِّينَ
და როცა ამომავალი მთვარე დაინახა, თქვა: „ესაა ჩემი ღმერთი“, ხოლო როგორც კი ჩავიდა, მან თქვა: თუკი ჩემმა ღმერთმა არ დამაკვალიანა ჭეშმარიტი გზისკენ, უსათუოდ მე ვიქნები გზასაცდენილ ხალხთაგანი.
Os Tafssir em língua árabe:
فَلَمَّا رَءَا ٱلشَّمۡسَ بَازِغَةٗ قَالَ هَٰذَا رَبِّي هَٰذَآ أَكۡبَرُۖ فَلَمَّآ أَفَلَتۡ قَالَ يَٰقَوۡمِ إِنِّي بَرِيٓءٞ مِّمَّا تُشۡرِكُونَ
ხოლო როცა ამომავალი მზე დაინახა, თქვა: „ესაა ჩემი ღმერთი, ეს უფრო დიდია“; ხოლო როგორც კი ჩავიდა, მან თქვა: ო, ჩემო ხალხო! ჭეშმარიტად, მე შორს ვარ იმისგან, რასაც თქვენ უთანაზიარებთ!
Os Tafssir em língua árabe:
إِنِّي وَجَّهۡتُ وَجۡهِيَ لِلَّذِي فَطَرَ ٱلسَّمَٰوَٰتِ وَٱلۡأَرۡضَ حَنِيفٗاۖ وَمَآ أَنَا۠ مِنَ ٱلۡمُشۡرِكِينَ
ჭეშმარიტად, მე სახე ვიბრუნე ჰანიფად[1] იმისკენ, რომელმაც შექმნა ცანი და დედამიწა, და მე არ ვარ წარმართთაგანი.
[1] ორიგინალი – „ჰანიფი“ (حنيف): ყოველგვარი ცრუ რწმენისა და წარმართული საქმისაგან განდეგილი და ურყევი მონოთეიზმით ჭეშმარიტებისკენ მლტოლვარე.
Os Tafssir em língua árabe:
وَحَآجَّهُۥ قَوۡمُهُۥۚ قَالَ أَتُحَٰٓجُّوٓنِّي فِي ٱللَّهِ وَقَدۡ هَدَىٰنِۚ وَلَآ أَخَافُ مَا تُشۡرِكُونَ بِهِۦٓ إِلَّآ أَن يَشَآءَ رَبِّي شَيۡـٔٗاۚ وَسِعَ رَبِّي كُلَّ شَيۡءٍ عِلۡمًاۚ أَفَلَا تَتَذَكَّرُونَ
და შეედავა მისი ხალხი, მან კი უთხრა: ნუთუ ალლაჰის შესახებ მეცილებით, როცა მან დამაკვალინა ჭეშმარიტ გზაზე? მე არ მეშინია იმის, რასაც თქვენ უთანაზიარებთ მას, გარდა იმისა, თუკი ჩემმა ღმერთმა ინება რამე.[1] ჩემი ღმერთი ყოველივეს ცოდნით გარემოიცავს, ნუთუ არ გაიაზრებთ?
[1] ხალხი მას კერპებით აშინებდა, რომ თუ გააგრძელებდა მათ გმობას და დამცირებას, მაშინ თავს უბედურება დაატყდებოდა. ამაზე იბრაჰიმ შუამავლის პასუხი ეს იყო: მე არ მეშინია იმ კერპების, რასაც ალლაჰს უთანაზიარებთ და ისინი ვერაფერს მავნებენ, თუკი ალლაჰი არ ინებებს ჩემს ვნებასო.
Os Tafssir em língua árabe:
وَكَيۡفَ أَخَافُ مَآ أَشۡرَكۡتُمۡ وَلَا تَخَافُونَ أَنَّكُمۡ أَشۡرَكۡتُم بِٱللَّهِ مَا لَمۡ يُنَزِّلۡ بِهِۦ عَلَيۡكُمۡ سُلۡطَٰنٗاۚ فَأَيُّ ٱلۡفَرِيقَيۡنِ أَحَقُّ بِٱلۡأَمۡنِۖ إِن كُنتُمۡ تَعۡلَمُونَ
და როგორ უნდა მეშინოდეს იმის, რასაც თქვენ უთანაზიარებთ (ალლაჰს ), მაშინ, როცა თქვენ არ გეშინიათ, რომ ალლაჰს უთანაზიარებდეთ იმას, რის შესახებაც თქვენთვის არანაირი მტკიცებულება არ ჩამოუვლენია? და ამ ორი მხრიდან რომელი უფრო იმსახურებს უსაფრთხოებას[1] , თუ იცით?
[1] ამ ორი მხარედან რომელს უფრო უნდა ეშინოდეს ღვთის რისხვის ან რომელი უნდა გრძნობდეს თავს უსაფრთოხოდ – ერთღმეღთიანები თუ წარმართები?
Os Tafssir em língua árabe:
ٱلَّذِينَ ءَامَنُواْ وَلَمۡ يَلۡبِسُوٓاْ إِيمَٰنَهُم بِظُلۡمٍ أُوْلَٰٓئِكَ لَهُمُ ٱلۡأَمۡنُ وَهُم مُّهۡتَدُونَ
მათთვის, ვინც ირწმუნეს და არ შეურიეს თავიანთ რწმენას უსამართლობა,[1] სწორედ მათთვისაა უსაფრთხოება და ეგენი არიან ჭეშმარიტ გზაზე მდგომნი.
[1] როდესაც ეს აიათი ჩამოევლინა: „ვინც ირწმუნეს და არ შეურიეს თავიანთ რწმენას უსამართლობა “, - ალლაჰის შუამავლის ﷺ საჰაბეებს ძალიან ემძიმათ მისი შინაარსი და თქვეს: რომელი ჩვენგანი არ ვურევთ რწმენაში უსამართლობას? ამაზე კი შუამავალმა ﷺ უთხრა: ისე არ არის, როგორც გგონიათ. განა არ ისმენთ ლუყმან შუამავლის სიტყვებს თავისი შვილის მიმართ: „უეჭველად, შირქი დიდი უსამართლობაა.“ (ბუხარი, თაფსიირ, ჰ.ნ. 4776.)
Os Tafssir em língua árabe:
وَتِلۡكَ حُجَّتُنَآ ءَاتَيۡنَٰهَآ إِبۡرَٰهِيمَ عَلَىٰ قَوۡمِهِۦۚ نَرۡفَعُ دَرَجَٰتٖ مَّن نَّشَآءُۗ إِنَّ رَبَّكَ حَكِيمٌ عَلِيمٞ
აი, ესაა ჩვენი მტკიცებულება, რომელიც იბრაჰიმს ვუბოძეთ თავისი ხალხის საწინაღმდეგოდ. ხარისხობრივად ვამაღლებთ მას, ვისაც ვინებებთ. ჭეშმარიტად, შენი ღმერთი ბრძენია, ყოვლის მცოდნე.
Os Tafssir em língua árabe:
وَوَهَبۡنَا لَهُۥٓ إِسۡحَٰقَ وَيَعۡقُوبَۚ كُلًّا هَدَيۡنَاۚ وَنُوحًا هَدَيۡنَا مِن قَبۡلُۖ وَمِن ذُرِّيَّتِهِۦ دَاوُۥدَ وَسُلَيۡمَٰنَ وَأَيُّوبَ وَيُوسُفَ وَمُوسَىٰ وَهَٰرُونَۚ وَكَذَٰلِكَ نَجۡزِي ٱلۡمُحۡسِنِينَ
და ვუწყალობეთ მას ისჰაყი და ია’ყუბი, ორივე ჭეშმარიტ გზაზე დავაკვალიანეთ, ასევე, უფრო ადრე ნუჰიც დავაკვალიანეთ და მისი შთამომავლობიდან - დავუდი, სულეიმანი, აიუბი, იუსუფი, მუსა და ჰარუნი. ამგვარად ვაჯილდოვებთ კეთილისმქნელებს.
Os Tafssir em língua árabe:
وَزَكَرِيَّا وَيَحۡيَىٰ وَعِيسَىٰ وَإِلۡيَاسَۖ كُلّٞ مِّنَ ٱلصَّٰلِحِينَ
ზექერია, იაჰია, ‘ისა და ილიასი, - ყველანი იყვნენ სათნოთაგანნი.
Os Tafssir em língua árabe:
وَإِسۡمَٰعِيلَ وَٱلۡيَسَعَ وَيُونُسَ وَلُوطٗاۚ وَكُلّٗا فَضَّلۡنَا عَلَى ٱلۡعَٰلَمِينَ
ასევე, ისმა’ილი, იესე’ი, იუნუსი და ლუტი, - ყველა მათგანი გამოვარჩიეთ სამყაროთა წინაშე.
Os Tafssir em língua árabe:
وَمِنۡ ءَابَآئِهِمۡ وَذُرِّيَّٰتِهِمۡ وَإِخۡوَٰنِهِمۡۖ وَٱجۡتَبَيۡنَٰهُمۡ وَهَدَيۡنَٰهُمۡ إِلَىٰ صِرَٰطٖ مُّسۡتَقِيمٖ
ასევე ამოვარჩიეთ მათ მამათაგან, შთამომავალთაგან და ძმათაგან, და სწორ გზაზე დავაკვალიანეთ.
Os Tafssir em língua árabe:
ذَٰلِكَ هُدَى ٱللَّهِ يَهۡدِي بِهِۦ مَن يَشَآءُ مِنۡ عِبَادِهِۦۚ وَلَوۡ أَشۡرَكُواْ لَحَبِطَ عَنۡهُم مَّا كَانُواْ يَعۡمَلُونَ
ესაა ალლაჰის გზა - ჭეშმარიტი: მასზე თავის მსახურთაგან აკვალიანებს მათ, ვისაც ინებებს; ხოლო თუ მაინც უთანაზიარებენ, მაშინ უსათუოდ გაცამტვერდება, რასაც ისინი აკეთებდნენ.
Os Tafssir em língua árabe:
أُوْلَٰٓئِكَ ٱلَّذِينَ ءَاتَيۡنَٰهُمُ ٱلۡكِتَٰبَ وَٱلۡحُكۡمَ وَٱلنُّبُوَّةَۚ فَإِن يَكۡفُرۡ بِهَا هَٰٓؤُلَآءِ فَقَدۡ وَكَّلۡنَا بِهَا قَوۡمٗا لَّيۡسُواْ بِهَا بِكَٰفِرِينَ
ეგენი[1] არიან, ვისაც ვუბოძეთ წიგნი, სიბრძნე და მაცნეობა. თუკი ისინი[2] უარყოფენ მას,[3] უსათუოდ, მას ისეთ ხალხს გადავაბარებთ, რომლებიც არ უარყოფენ.
[1] ზემოთ ჩამოთვლილი შუამავლები.
[2] ყურეიშელი წარმართები, ან ზოგადად, ვისთანაც მივა ისლამის მოძღვრება და თავს შეიკავებს მის აღიარებაზე.
[3] ყურანს და ზოგადად, ისლამის მოძღვრებას.
Os Tafssir em língua árabe:
أُوْلَٰٓئِكَ ٱلَّذِينَ هَدَى ٱللَّهُۖ فَبِهُدَىٰهُمُ ٱقۡتَدِهۡۗ قُل لَّآ أَسۡـَٔلُكُمۡ عَلَيۡهِ أَجۡرًاۖ إِنۡ هُوَ إِلَّا ذِكۡرَىٰ لِلۡعَٰلَمِينَ
აი, ეგენი არიან, ვინც ალლაჰმა ჭეშმარიტ გზაზე დააკვალიანა და შენც მათ ჭეშმარიტ გზას შეუდექი. უთხარი: იმის[1] სანაცვლოდ არ ვითხოვ თქვენგან გასამრჯელოს, არამედ ის მხოლოდ შეგონებაა სამყაროთათვის.[2]
[1] ყურანის.
[2] კაცთა და ჯინთა სამყაროთათვის.
Os Tafssir em língua árabe:
وَمَا قَدَرُواْ ٱللَّهَ حَقَّ قَدۡرِهِۦٓ إِذۡ قَالُواْ مَآ أَنزَلَ ٱللَّهُ عَلَىٰ بَشَرٖ مِّن شَيۡءٖۗ قُلۡ مَنۡ أَنزَلَ ٱلۡكِتَٰبَ ٱلَّذِي جَآءَ بِهِۦ مُوسَىٰ نُورٗا وَهُدٗى لِّلنَّاسِۖ تَجۡعَلُونَهُۥ قَرَاطِيسَ تُبۡدُونَهَا وَتُخۡفُونَ كَثِيرٗاۖ وَعُلِّمۡتُم مَّا لَمۡ تَعۡلَمُوٓاْ أَنتُمۡ وَلَآ ءَابَآؤُكُمۡۖ قُلِ ٱللَّهُۖ ثُمَّ ذَرۡهُمۡ فِي خَوۡضِهِمۡ يَلۡعَبُونَ
და მათ ვერ შეიცნეს ალლაჰი ყადრიანად, როგორც მას შეეფერება, როდესაც თქვეს: ალლაჰს ადამიანისთვის არაფერი ჩამოუვლენია. (შენც) უთხარი: მაშ, ვინ ჩამოავლინა წიგნი, – სინათლედა და ჭეშმარიტი გზის მაჩვენებლად ადამიანთათვის, – რომლითაც მუსა მოვიდა და რომელსაც ფურცლებზე წერთ, ნაწილი - გამოგაქვთ სააშკარაოზე, უმეტესს კი მალავთ?[1] და გესწავლათ[2] ის, რაც არ იცოდით – არც თქვენ და არც თქვნმა წინაპრებმა. უპასუხე - ალლაჰმაო (ჩამოავლინაო),[3] შემდეგ კი მიატოვე მათი ამაო საუბრით გართულნი.
[1] მალავთ თევრათში (თორა) გადმოცემულ ნიშნებს, რომლითაც მუჰამმედის შუამავლობა იყო ნაწინასწარმეტყველევი - მრუშის სასჯელს და მსგავს საკითხებს, რისი გამჟღავნებაც არ მოგწონთ.
[2] ყურანის მეშვეობით გესწავლათ.
[3] ალლაჰმა ჩამოავლინა თევრათი, რომელსაც თქვენც აღიარებთ, მაგრამ რაკი ყურანის აღიარება არ გინდათ, მზად ხართ თქვენს რწმენასაც დაუპირისპირდეთ და თქვათ, რომ ალლაჰს ადამიანისთვის არაფერი ჩამოუვლენიაო.
Os Tafssir em língua árabe:
وَهَٰذَا كِتَٰبٌ أَنزَلۡنَٰهُ مُبَارَكٞ مُّصَدِّقُ ٱلَّذِي بَيۡنَ يَدَيۡهِ وَلِتُنذِرَ أُمَّ ٱلۡقُرَىٰ وَمَنۡ حَوۡلَهَاۚ وَٱلَّذِينَ يُؤۡمِنُونَ بِٱلۡأٓخِرَةِ يُؤۡمِنُونَ بِهِۦۖ وَهُمۡ عَلَىٰ صَلَاتِهِمۡ يُحَافِظُونَ
და ეს დალოცვილი წიგნი ჩამოვავლინეთ დამამოწმებლად იმისა, რაც იყო მასზე წინათ, ასევე ქალაქთა დედის[1] და მის გარშემო მყოფთა გასაფრთხილებლად. ხოლო ვისაც სწამთ საიქიო, მათ ესეც (ყურანიც) სწამთ და ისინი თავიანთ ნამაზსაც გულმოდგინედ იცავენ.
[1] ორიგინალი „უმმ ალ-ყურა“ (ام القرى) პირდაპირი მნიშვნელობით სოფლების ან ქალაქების დედას ნიშნავს და იგულისხმება წმინდა ქალაქი მექქა. ანუ წმინდა ყურანი ქალაქ მექქაში მცხოვრებ მუჰამმედ შუამავალს ﷺ ჩამოევლინა და პირველად სწორედ ამ ქალაქის მკვიდრ ხალხს გააცნო, ხოლო თანდათანობით მის გარშემო მყოფებშიც გავრცელდა და ასე გაგრძელდება ქვეყნიერების დასასრულამდე, ვიდრე მთელ მსოფლიოს არ მოიცავს აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე.
Os Tafssir em língua árabe:
وَمَنۡ أَظۡلَمُ مِمَّنِ ٱفۡتَرَىٰ عَلَى ٱللَّهِ كَذِبًا أَوۡ قَالَ أُوحِيَ إِلَيَّ وَلَمۡ يُوحَ إِلَيۡهِ شَيۡءٞ وَمَن قَالَ سَأُنزِلُ مِثۡلَ مَآ أَنزَلَ ٱللَّهُۗ وَلَوۡ تَرَىٰٓ إِذِ ٱلظَّٰلِمُونَ فِي غَمَرَٰتِ ٱلۡمَوۡتِ وَٱلۡمَلَٰٓئِكَةُ بَاسِطُوٓاْ أَيۡدِيهِمۡ أَخۡرِجُوٓاْ أَنفُسَكُمُۖ ٱلۡيَوۡمَ تُجۡزَوۡنَ عَذَابَ ٱلۡهُونِ بِمَا كُنتُمۡ تَقُولُونَ عَلَى ٱللَّهِ غَيۡرَ ٱلۡحَقِّ وَكُنتُمۡ عَنۡ ءَايَٰتِهِۦ تَسۡتَكۡبِرُونَ
და ვინ არის იმაზე დიდი უსამართლო, რომელმაც სიცრუე შეთხზა ალლაჰის შესახებ ან თქვა, რომ ვაჰი (ღვთიური შეტყობინება) მივიღეო; არადა მას არაფერი მიუღია; ასევე, ვინც თქვა: მეც ჩამოვავლენ იმის მსგავსს, რაც ალლაჰმა ჩამოავლინაო. ნეტავ გენახა სულთმობრძავი უსამართლონი, როდესაც ანგელოზები ხელებგაწვდილნი ეუბნებიან: განუტევეთ სულები! დღეს მოგეზღვებათ სასჯელი დამამცირებელი, იმ უსამართლობისთვის, რასაც ალლაჰის შესახებ ამბობდით და მისი აიათების მიმართ მედიდურობდით!
Os Tafssir em língua árabe:
وَلَقَدۡ جِئۡتُمُونَا فُرَٰدَىٰ كَمَا خَلَقۡنَٰكُمۡ أَوَّلَ مَرَّةٖ وَتَرَكۡتُم مَّا خَوَّلۡنَٰكُمۡ وَرَآءَ ظُهُورِكُمۡۖ وَمَا نَرَىٰ مَعَكُمۡ شُفَعَآءَكُمُ ٱلَّذِينَ زَعَمۡتُمۡ أَنَّهُمۡ فِيكُمۡ شُرَكَٰٓؤُاْۚ لَقَد تَّقَطَّعَ بَيۡنَكُمۡ وَضَلَّ عَنكُم مَّا كُنتُمۡ تَزۡعُمُونَ
და ვფიცავ, ჩვენ წინაშე ისე ეულად მოხვედით, როგორც პირველად გაგაჩინეთ.[1] და ზურგსუკან მიგიტოვებიათ, რაც თქვენთვის გვიბოძებია,[2] ვეღარც თქვენს ქომაგებს ვხედავთ თქვენთან ერთად, რომლებიც, გჯეროდათ, რომ იყვნენ (ალლაჰის) თანაზიარნი. უკვე გაწყდა კავშირი თქვენ შორის და განდეგილა ის თქვენგან, რასაც ამტკიცებდით (უსაფუძვლოდ).
[1] როგორი შიშველი და უქონელიც მოევლინეთ ამ ქვეყანას, ისევე შიშველი და მატერიალურად უქონელი წახვალთ უკან. ალლაჰის შუამავალი ﷺ ბრძანებს: „უეჭველად, თქვენ ალლაჰის წინაშე ფეხშიშველი, ჩაუცმელი, ქვეითად და წინადაუცვეთელნი წარდგებით.“ (ბუხარი, რიყაყ 45/6524.)
[2] ქონება, ნათესავები, თანამდებობა და ა.შ.
Os Tafssir em língua árabe:
۞ إِنَّ ٱللَّهَ فَالِقُ ٱلۡحَبِّ وَٱلنَّوَىٰۖ يُخۡرِجُ ٱلۡحَيَّ مِنَ ٱلۡمَيِّتِ وَمُخۡرِجُ ٱلۡمَيِّتِ مِنَ ٱلۡحَيِّۚ ذَٰلِكُمُ ٱللَّهُۖ فَأَنَّىٰ تُؤۡفَكُونَ
ჭეშმარიტად, ალლაჰია მარცვლისა და კურკის გამპობ-გამღივებელი, ცოცხალი მკვდრისგან გამოჰყავს და ცოცხლისგანაც - მკვდარი. აი, ეს არის ალლაჰი და თქვენ როგორ განერიდებით?
Os Tafssir em língua árabe:
فَالِقُ ٱلۡإِصۡبَاحِ وَجَعَلَ ٱلَّيۡلَ سَكَنٗا وَٱلشَّمۡسَ وَٱلۡقَمَرَ حُسۡبَانٗاۚ ذَٰلِكَ تَقۡدِيرُ ٱلۡعَزِيزِ ٱلۡعَلِيمِ
- გამღვივებელი ალიონისა, რომელმაც დაადგინა ღამე მოსასვენებლად, მზე და მთვარე კი (დროთა) გამოსათვლელად. ასეთია განგება ძლევამოსილის, ყოვლის მცოდნისა.
Os Tafssir em língua árabe:
وَهُوَ ٱلَّذِي جَعَلَ لَكُمُ ٱلنُّجُومَ لِتَهۡتَدُواْ بِهَا فِي ظُلُمَٰتِ ٱلۡبَرِّ وَٱلۡبَحۡرِۗ قَدۡ فَصَّلۡنَا ٱلۡأٓيَٰتِ لِقَوۡمٖ يَعۡلَمُونَ
და იგია, ვინც თქვენთვის დასხა ვარსკვლავები, რათა მათით გზა გაგეკვლიათ ხმელეთისა და ზღვის წყვდიადებში. უეჭველად, ჩვენ დაწვრილებით განვმარტეთ აიათები – იმ ხალხისთვის, რომლებმაც იციან.
Os Tafssir em língua árabe:
وَهُوَ ٱلَّذِيٓ أَنشَأَكُم مِّن نَّفۡسٖ وَٰحِدَةٖ فَمُسۡتَقَرّٞ وَمُسۡتَوۡدَعٞۗ قَدۡ فَصَّلۡنَا ٱلۡأٓيَٰتِ لِقَوۡمٖ يَفۡقَهُونَ
და იგია, რომელმაც შეგქმნათ ერთი სულისგან; შემდგომ (დაგიდგინათ) მოსაკალათებელი და მისაბარებელი.[1] უეჭველად, ჩვენ დეტალურად განვმარტეთ აიათები – იმ ხალხისთვის, რომლებიც გამგებია.
[1] ორიგინალი - „მუსთაყარრუნ“ (مستقر) და „მუსთავდა’უნ“ (مستودع): პირველის პირდაპირი თარგმანი - სამყოფელი, ადგილი, სადაც საფუძვლიანად მოთავსდა და გარკვეულ დროს დაჰყოფს, ლექსიკონური მნიშვნელობისა და კონტექსტური შინაარსის გათვალისწინებით ვთარგმნეთ, როგორც მოსაკალათებელი ადგილი. ხოლო მეორის პირდაპირი მნიშვნელობაა ადგილი, სადაც რამეს მიაბარებენ. ისლამის სწავლულები აღნიშნულ სიტყვებს სხვადასხვა შინაარსით ხსნიან, რომელსაც მოკლედ გადმოგვცემს იმამი ტაბერი: „უზენაესი ალლაჰი ამ აიათში ზოგადად გვამცნობს, რომ ადამიანები ერთი სულისგან (ადემ შუამავლისგან) გააჩინა, შემდეგ მათ გარკვეულ სამყოფელსა და მისაბარებელში დაჰყვეს. ადამიანთა ნაწილი დედის მუცელშია მოკალათებული, ნაწილი კი მამის სხეულში - ამანათად მიბარებული. ადამიანთა მაწილი დედამიწაზეა მოკალათებული, მეორე ნაწილი კი საფლავშია მიბარებული.“ (იხ. თაფსიირუ ტაბერი.)
Os Tafssir em língua árabe:
وَهُوَ ٱلَّذِيٓ أَنزَلَ مِنَ ٱلسَّمَآءِ مَآءٗ فَأَخۡرَجۡنَا بِهِۦ نَبَاتَ كُلِّ شَيۡءٖ فَأَخۡرَجۡنَا مِنۡهُ خَضِرٗا نُّخۡرِجُ مِنۡهُ حَبّٗا مُّتَرَاكِبٗا وَمِنَ ٱلنَّخۡلِ مِن طَلۡعِهَا قِنۡوَانٞ دَانِيَةٞ وَجَنَّٰتٖ مِّنۡ أَعۡنَابٖ وَٱلزَّيۡتُونَ وَٱلرُّمَّانَ مُشۡتَبِهٗا وَغَيۡرَ مُتَشَٰبِهٍۗ ٱنظُرُوٓاْ إِلَىٰ ثَمَرِهِۦٓ إِذَآ أَثۡمَرَ وَيَنۡعِهِۦٓۚ إِنَّ فِي ذَٰلِكُمۡ لَأٓيَٰتٖ لِّقَوۡمٖ يُؤۡمِنُونَ
იგია, რომელმაც ზეციდან წყალი ჩამოავლინა; და აღმოვაცენეთ მისით ყველანაირი მცენარე, ამოვზარდეთ მისგან მწვანობი, იმისგან კი მარცვლები[1] - ერთმანეთზე ასხმული, ხოლო ფინიკის კოკრისგან - ჩამოკიდებული მტევნები, ასევე ყურძნის ბაღები, ზეთისხილი და ბროწეული - ერთმანეთის მსგავსიც და განსხვავებულიც. შეხედეთ მის ნაყოფს, რომელიც ისხამს და მწიფდება. ჭეშმარიტად, ამ ყველაფერში მართლაც სასწაულებია მორწმუნე ხალხისთვის.
[1] თავთავი.
Os Tafssir em língua árabe:
وَجَعَلُواْ لِلَّهِ شُرَكَآءَ ٱلۡجِنَّ وَخَلَقَهُمۡۖ وَخَرَقُواْ لَهُۥ بَنِينَ وَبَنَٰتِۭ بِغَيۡرِ عِلۡمٖۚ سُبۡحَٰنَهُۥ وَتَعَٰلَىٰ عَمَّا يَصِفُونَ
და ალლაჰს ჯინები უთანაზიარეს, არადა მან გააჩინა ისინი; ასევე, უვიცად დასწამეს ძეები და ასულები. იგი ყოვლად უნაკლო და უზენაესია იმისგან, როგორადაც ახასიათებენ.
Os Tafssir em língua árabe:
بَدِيعُ ٱلسَّمَٰوَٰتِ وَٱلۡأَرۡضِۖ أَنَّىٰ يَكُونُ لَهُۥ وَلَدٞ وَلَمۡ تَكُن لَّهُۥ صَٰحِبَةٞۖ وَخَلَقَ كُلَّ شَيۡءٖۖ وَهُوَ بِكُلِّ شَيۡءٍ عَلِيمٞ
- იგი ცათა და დედამიწის არაფრისგან შემქმნელია და შვილი საიდან ეყოლება, როდესაც ცოლი არ ჰყოლია? და მან გააჩინა ყველაფერი, იგია ყოვლის მცოდნე.
Os Tafssir em língua árabe:
ذَٰلِكُمُ ٱللَّهُ رَبُّكُمۡۖ لَآ إِلَٰهَ إِلَّا هُوَۖ خَٰلِقُ كُلِّ شَيۡءٖ فَٱعۡبُدُوهُۚ وَهُوَ عَلَىٰ كُلِّ شَيۡءٖ وَكِيلٞ
იგია ალლაჰი – ღმერთი თქვენი, არ არსებობს ღვთაება გარდა მისი, ყოვლის გამჩენისა. მაშ, თაყვანი ეცით მას, - იგია ყოვლის მეთვალყურე.
Os Tafssir em língua árabe:
لَّا تُدۡرِكُهُ ٱلۡأَبۡصَٰرُ وَهُوَ يُدۡرِكُ ٱلۡأَبۡصَٰرَۖ وَهُوَ ٱللَّطِيفُ ٱلۡخَبِيرُ
- ვერ შესწვდებიან იმას მზერანი,[1] თვითონ კი მწვდომია მზერათა, და ისაა ლმობიერი, ყოვლისმცოდნე.
[1] ამქვეყნიური თვალთახედვისთვის შეუძლებელია მისი ხილვა. იმქვეყნად - ყველა მორწმუნე იხილავს მას, თუმცა თვალის წვდომას სცდება მისი ნამდვილი რაობის აღქმისა და განჭვრეტის შესაძლებლობა. ამიტომ ვერავის თვალები ვერ ჩასწვდება მას, ის კი სწვდება ყველა თვალს, არაფერია მისი ცოდნის მიღმა, შეუცნობელი და დაფარული მისთვის. ალლაჰის შუამავალმა ﷺ თქვა: „ჭეშმარიტად, თქვენ ცხადად იხილავთ თქვენს ღმერთს.“ (ბუხარი, თავჰიდ 24/7435.)
Os Tafssir em língua árabe:
قَدۡ جَآءَكُم بَصَآئِرُ مِن رَّبِّكُمۡۖ فَمَنۡ أَبۡصَرَ فَلِنَفۡسِهِۦۖ وَمَنۡ عَمِيَ فَعَلَيۡهَاۚ وَمَآ أَنَا۠ عَلَيۡكُم بِحَفِيظٖ
ჭეშმარიტად, თქვენი ღმერთისგან მოგივიდათ თვალსაჩინო მტკიცებულებანი; ასე რომ, ვინც თვალს გაახელს - მისივე სულის სარგოდ, ხოლო ვინც წაუბრმავებს - მისდა საზიანოდ. და არ ვარ მე თქვენი მეთვალყურე.
Os Tafssir em língua árabe:
وَكَذَٰلِكَ نُصَرِّفُ ٱلۡأٓيَٰتِ وَلِيَقُولُواْ دَرَسۡتَ وَلِنُبَيِّنَهُۥ لِقَوۡمٖ يَعۡلَمُونَ
ამგვარად ვმარტავთ აიათებს ყოველმხრივ, ისინი კი მაინც იტყვიან: „გისწავლია“,[1] რათა ცხადგვეყო ხალხისთვის, რომლებმაც იციან.
[1] აიათის ამ ნაწილის განმარტებისას ისლამის სწავლულები რამდენიმე განსხვავებულ ვერსიას გვთავაზობენ, რის საშუალებასაც არაბული ენა იძლევა: ა) ამგვარად, ყოველმხრივ ვმარტავთ აიათებს, რომ ეთქვათ - გისწავლიაო. ბ) ამგვარად, ყოველმხრივ ვმარტავთ, რომ არ ეთქვათ - გისწავლიაო. გ) ამგვარად, ყოველმხრივ ვმარტავთ აიათებს, მაგრამ ისინი მაინც იტყვიან - გისწავლიაო. მექქელ წარმართებს არ სჯეროდათ/არ აღიარებდნენ, რომ მუჰამმედ შუამავალი ﷺ ალლაჰისგან ღებულობდა შეტყობინებებს; ამიტომაც ამბობდნენ, რომ მან წიგნბოძებულებთან მეცადინეობით მიიღო ის ცოდნა და სიბრძნე, რასაც ქადაგებდა.იხ:თაფსიირ ტაბარი.
Os Tafssir em língua árabe:
ٱتَّبِعۡ مَآ أُوحِيَ إِلَيۡكَ مِن رَّبِّكَۖ لَآ إِلَٰهَ إِلَّا هُوَۖ وَأَعۡرِضۡ عَنِ ٱلۡمُشۡرِكِينَ
მიჰყევი იმას, რაც ზემოგევლინა შენი ღმერთისგან; არ არსებობს ღვთაება გარდა მისი, და ზურგი აქციე წარმართებს.
Os Tafssir em língua árabe:
وَلَوۡ شَآءَ ٱللَّهُ مَآ أَشۡرَكُواْۗ وَمَا جَعَلۡنَٰكَ عَلَيۡهِمۡ حَفِيظٗاۖ وَمَآ أَنتَ عَلَيۡهِم بِوَكِيلٖ
ალლაჰს რომ ენება, არ უთანაზიარებდნენ, და შენ არც მცველად[1] დაგვიდგენიხარ და არც ვექილი ხარ მათი.
[1] მეთვალყურედ და მათი ცოდვების აღმრიცხველად
Os Tafssir em língua árabe:
وَلَا تَسُبُّواْ ٱلَّذِينَ يَدۡعُونَ مِن دُونِ ٱللَّهِ فَيَسُبُّواْ ٱللَّهَ عَدۡوَۢا بِغَيۡرِ عِلۡمٖۗ كَذَٰلِكَ زَيَّنَّا لِكُلِّ أُمَّةٍ عَمَلَهُمۡ ثُمَّ إِلَىٰ رَبِّهِم مَّرۡجِعُهُمۡ فَيُنَبِّئُهُم بِمَا كَانُواْ يَعۡمَلُونَ
და არ გალანძღოთ ისინი, ვისაც ალლაჰის ნაცვლად ევედრებიან, რადგან ისინიც ალლაჰს დაუწყებენ ლანძღვას – მტრობით, ცოდნის გარეშე. ასე მოვუკაზმეთ ყველა თემს თავიანთი საქმენი, შემდეგ თავიანთ ღმერთთანაა მათი მისაბრუნებელი და ის (ალლაჰი) აცნობებთ მათ იმის შესახებ, რასაც აკეთებდნენ.
Os Tafssir em língua árabe:
وَأَقۡسَمُواْ بِٱللَّهِ جَهۡدَ أَيۡمَٰنِهِمۡ لَئِن جَآءَتۡهُمۡ ءَايَةٞ لَّيُؤۡمِنُنَّ بِهَاۚ قُلۡ إِنَّمَا ٱلۡأٓيَٰتُ عِندَ ٱللَّهِۖ وَمَا يُشۡعِرُكُمۡ أَنَّهَآ إِذَا جَآءَتۡ لَا يُؤۡمِنُونَ
ალლაჰს იფიცებიან მთელი თავგამოდებით, რომ თუკი ერთი სასწაული მიევლინებათ, მაშინ აუცილებლად ირწმუნებენ მას. უთხარი: ჭეშმარიტად, სასწაულები ალლაჰის განკარგულებაშია, თქვენ (მორწმუნენო) კი არ იცით, რომ სასწაულები რომც მოვიდეს, ეგენი მაინც არ ირწმუნებენ!
Os Tafssir em língua árabe:
وَنُقَلِّبُ أَفۡـِٔدَتَهُمۡ وَأَبۡصَٰرَهُمۡ كَمَا لَمۡ يُؤۡمِنُواْ بِهِۦٓ أَوَّلَ مَرَّةٖ وَنَذَرُهُمۡ فِي طُغۡيَٰنِهِمۡ يَعۡمَهُونَ
და შევაქცევთ მათ გულებსა და ხედვებს, როგორც არ ირწმუნეს თავდაპირველად[1] , და მივატოვებთ თავიანთ ზღვარგადასულობაში, თავგზააბნეულებს.
[1] რაკი ურწმუნოება აირჩიეს და გაჯიუტდნენ, ჩვენც დავაბრმავებთ მათ თვალებსა და გულებს ჭეშმარიტების მიმართ. მათივე სასურველი სასწაულებიც რომ მოვავლინოთ, ისინი მაინც არ ირწმუნებენ, როგორც არ ირწმუნეს თავდაპირველად, და ისევე დარჩებიან - ურწმუნოებაში გზააბნეულნი.
Os Tafssir em língua árabe:
۞ وَلَوۡ أَنَّنَا نَزَّلۡنَآ إِلَيۡهِمُ ٱلۡمَلَٰٓئِكَةَ وَكَلَّمَهُمُ ٱلۡمَوۡتَىٰ وَحَشَرۡنَا عَلَيۡهِمۡ كُلَّ شَيۡءٖ قُبُلٗا مَّا كَانُواْ لِيُؤۡمِنُوٓاْ إِلَّآ أَن يَشَآءَ ٱللَّهُ وَلَٰكِنَّ أَكۡثَرَهُمۡ يَجۡهَلُونَ
ჩვენ რომ ანგელოზები ჩამოგვევლინა მათთვის ან მკვდრები დაგველაპარაკებინა, და მათ წინაშე შეგვეკრიბა ყოველივე, - ისინი მაინც არ ირწმუნებდნენ, გარდა იმისა, თუკი ალლაჰი ინებებდა (რწმენას); მაგრამ მათი უმრავლესობა უვიცობს.
Os Tafssir em língua árabe:
وَكَذَٰلِكَ جَعَلۡنَا لِكُلِّ نَبِيٍّ عَدُوّٗا شَيَٰطِينَ ٱلۡإِنسِ وَٱلۡجِنِّ يُوحِي بَعۡضُهُمۡ إِلَىٰ بَعۡضٖ زُخۡرُفَ ٱلۡقَوۡلِ غُرُورٗاۚ وَلَوۡ شَآءَ رَبُّكَ مَا فَعَلُوهُۖ فَذَرۡهُمۡ وَمَا يَفۡتَرُونَ
ამგვარად, ყველა მაცნეს მივუჩინეთ მტრები - სატანები - ადამიანთა და ჯინთაგან,[1] რომლებიც ერთმანეთს ენამოკაზმულად შთააგონებენ მაცდურ სიტყვებს. შენს ღმერთს რომ ენება, ისინი ასე არ მოიქცეოდნენ. მაშ, მიატოვე ისინი და ისიც, რა სიცრუესაც თხზავენ.
[1] აბუ ზერრი გადმოგვცემს: ერთხელ მეჩეთში შევედი, ალლაჰის შუამავალიც ﷺ იქ იმყოფებოდა, მივედი და მასთან ახლოს დავჯექი. მან მითხრა: ო, აბუ ზარრ! ჯინთა და ადამიანთა სატანების სიავისგან მფარველობა თუ შეევედრე ალლაჰს? მე ვუთხარი: ადამიანთაგანაც არიან სატანები? მან მითხრა: დიახ. (ნასაი, ისთი’აზა 48/5507.)
Os Tafssir em língua árabe:
وَلِتَصۡغَىٰٓ إِلَيۡهِ أَفۡـِٔدَةُ ٱلَّذِينَ لَا يُؤۡمِنُونَ بِٱلۡأٓخِرَةِ وَلِيَرۡضَوۡهُ وَلِيَقۡتَرِفُواْ مَا هُم مُّقۡتَرِفُونَ
რათა გადაიხაროს მათი გულები, რომელთაც არ სწამთ ისქვეყანა, იჯერონ გული მისით და მოიხვეჭონ იგი, რასაც იხვეჭენ.
Os Tafssir em língua árabe:
أَفَغَيۡرَ ٱللَّهِ أَبۡتَغِي حَكَمٗا وَهُوَ ٱلَّذِيٓ أَنزَلَ إِلَيۡكُمُ ٱلۡكِتَٰبَ مُفَصَّلٗاۚ وَٱلَّذِينَ ءَاتَيۡنَٰهُمُ ٱلۡكِتَٰبَ يَعۡلَمُونَ أَنَّهُۥ مُنَزَّلٞ مِّن رَّبِّكَ بِٱلۡحَقِّۖ فَلَا تَكُونَنَّ مِنَ ٱلۡمُمۡتَرِينَ
(უთხარი:) განა, ალლაჰის გარდა სხვა მსაჯულის ძებნას დავიწყებ მაშინ, როცა იგია, ვინც დეტალურად განმარტებული წიგნი ჩამოავლინა თქვენთან? ხოლო რომელთაც წიგნი ვუბოძეთ, კარგად იციან, რომ იგი შენი ღმერთისგან ჭეშმარიტებითაა ჩამოვლენილი. მაშ, ნუ იქნები იმათგან, ვინც ორჭოფობს!
Os Tafssir em língua árabe:
وَتَمَّتۡ كَلِمَتُ رَبِّكَ صِدۡقٗا وَعَدۡلٗاۚ لَّا مُبَدِّلَ لِكَلِمَٰتِهِۦۚ وَهُوَ ٱلسَّمِيعُ ٱلۡعَلِيمُ
და სიწრფელითა და სამართლით აღსრულდა შენი ღმერთის სიტყვები, არ არსებობს ამ სიტყვების შემცვლელი და იგია ყოვლისმსმენი, ყოვლისმცოდნე.
Os Tafssir em língua árabe:
وَإِن تُطِعۡ أَكۡثَرَ مَن فِي ٱلۡأَرۡضِ يُضِلُّوكَ عَن سَبِيلِ ٱللَّهِۚ إِن يَتَّبِعُونَ إِلَّا ٱلظَّنَّ وَإِنۡ هُمۡ إِلَّا يَخۡرُصُونَ
და თუ დაჰყვები დედამიწაზე მყოფთა უმრავლესობას, ეგენი აგაცდენენ ალლაჰის გზას, რამეთუ მარტო ვარაუდს მისდევენ და მხოლოდ ცრუობენ.
Os Tafssir em língua árabe:
إِنَّ رَبَّكَ هُوَ أَعۡلَمُ مَن يَضِلُّ عَن سَبِيلِهِۦۖ وَهُوَ أَعۡلَمُ بِٱلۡمُهۡتَدِينَ
ჭეშმარიტად, შენმა ღმერთმა უკეთ იცის, თუ ვინ აცდა მის გზას, და მან უკეთ უწყის ჭეშმარიტ გზაზე მყოფნი.
Os Tafssir em língua árabe:
فَكُلُواْ مِمَّا ذُكِرَ ٱسۡمُ ٱللَّهِ عَلَيۡهِ إِن كُنتُم بِـَٔايَٰتِهِۦ مُؤۡمِنِينَ
მაშ, მიირთვით ის (ხორცი), რაზეც (დაკვლისას) ნახსენებია ალლაჰის სახელი, - თუ ხართ მისი აიათების/სასწაულების მორწმუნენი.
Os Tafssir em língua árabe:
وَمَا لَكُمۡ أَلَّا تَأۡكُلُواْ مِمَّا ذُكِرَ ٱسۡمُ ٱللَّهِ عَلَيۡهِ وَقَدۡ فَصَّلَ لَكُم مَّا حَرَّمَ عَلَيۡكُمۡ إِلَّا مَا ٱضۡطُرِرۡتُمۡ إِلَيۡهِۗ وَإِنَّ كَثِيرٗا لَّيُضِلُّونَ بِأَهۡوَآئِهِم بِغَيۡرِ عِلۡمٍۚ إِنَّ رَبَّكَ هُوَ أَعۡلَمُ بِٱلۡمُعۡتَدِينَ
და რა გემართებათ, რომ არ მიირთმევთ იმას, რაზეც (დაკვლისას) ალლაჰის სახელია ნახსენები? მან ხომ დეტალურად განმარტა თქვენთვის (ის ყველაფერი), რაც აკრძალა,[1] გარდა იმ შემთხვევისა, როცა მისკენ გასაჭირი გიბიძგებდათ. ჭეშმარიტად, ბევრი თავიანთ გემოვნებაზე აყოლით და უცოდინრად, მართლაც სცდებიან სწორი გზიდან. ჭეშმარიტად, შენი ღმერთი ყველაზე კარგად იცნობს ზღვარგადასულებს.
[1] იხ. სურა მაიდეს მე - 3 და მე - 4 აიათები.
Os Tafssir em língua árabe:
وَذَرُواْ ظَٰهِرَ ٱلۡإِثۡمِ وَبَاطِنَهُۥٓۚ إِنَّ ٱلَّذِينَ يَكۡسِبُونَ ٱلۡإِثۡمَ سَيُجۡزَوۡنَ بِمَا كَانُواْ يَقۡتَرِفُونَ
მაშ, მოეშვით ცოდვას, აშკარასაც და ფარულსაც! უეჭველად, ვინც ცოდვას იხვეჭავენ, დაისჯებიან იმისთვის, რასაც მოიხვეჭენ.
Os Tafssir em língua árabe:
وَلَا تَأۡكُلُواْ مِمَّا لَمۡ يُذۡكَرِ ٱسۡمُ ٱللَّهِ عَلَيۡهِ وَإِنَّهُۥ لَفِسۡقٞۗ وَإِنَّ ٱلشَّيَٰطِينَ لَيُوحُونَ إِلَىٰٓ أَوۡلِيَآئِهِمۡ لِيُجَٰدِلُوكُمۡۖ وَإِنۡ أَطَعۡتُمُوهُمۡ إِنَّكُمۡ لَمُشۡرِكُونَ
და არ მიირთვათ ის, რაზეც (დაკვლისას) ალლაჰის სახელი არ ხსენებულა;[1] ჭეშმარიტად, მორჩილებისგან გასვლაა იგი. უეჭველად, სატანები შთააგონებენ თავიანთ მეგობრებს, რომ გეკამათონ;[2] ხოლო თუ დაჰყვებით, მაშინ წარმართები იქნებით თქვენც.[3]
[1] მორწმუნეთა დედა ‘აიშა გადმოგვცემს: ხალხმა იკითხეს: ო, ალლაჰის შუამავალო! შირქიდან ახალ გამოსულ ხალხს ჩვენთან ხორცი მოაქვთ, თუმცა ჩვენ არ ვიცით მასზე ალაჰის სახელს ახსენებენ თუ არა. მან უპასუხა: თქვენ თვითონ ახსენეთ ალლაჰის სახელი და ისე მიირთვით. (ბუხარი, თავჰიდ 13/7398.)
იბნი აბბასი გადმოგვცემს: თუ საკლავი მუსლიმმა დაკლა და ალლაჰის სახელის ხსენება დაავიწყდა, მისი ჭამა შეიძლება, რადგანაც მუსლიმი შინაგანად ატარებს ალლაჰის სახელს. (ბეიჰაყი, სუნენუ’ლ-ქუბრა, ჰ.ნ. 18892.)
ტავუსი თავისი მამის განმარტებას გადმოგვცემს: მუსლიმს ყოველთვის თან ახლავს ალლაჰის ხსენება, ამიტომ თუკი დაკლავს და ალლაჰის სახელის ხსენება დაავიწყდება, მაშინ ჭამის წინ მოიხსენება ალლაჰის სახელი და ისე იჭმება. ხოლო მაზდეანმა ალლაჰის სახელი რომც ახსენოს, მისი დაკლული მაინც არ იჭმება. (აბდურრაზზაყ, ჰ.ნ. 8539.)
იმამი ტაბერი განმარტავს: უზენაესმა ალლაჰმა ამ აიათით განმარტა, რომ არ შეიძლება მივირთვათ ისეთი ცხოველის/ფრინველის ხორცი, რომელიც კერპებისთვის დაიკლა, ან დაკლამდე მოკვდა, ან კიდევ ისეთმა ვინმემ დაკლა, ვისი დაკლულიც არ იჭმება. იხ. თაფსიირუ ტაბერი.
სურა მაიდეს 5-ე აიათის საფუძველზე წიგნბოძებულთა დაკლული ამ აიათში ხსენებული ზოგადი მდგომარეობის მიღმა რჩება.
[2] იბნი აბბასი გადმოგვცემს: წარმართები ალლაჰის შუამავალს ﷺ შეედავნენ და უთხრეს: რაც ალლაჰმა დაკლა (მოაკვდინა), იმას არ მიირთმევთ, მაგრამ რასაც თქვენ კლავთ, იმას მიირთმევთ. (ნესაი, დაჰაია 40/4437.)
[3] იმამი ზეჯჯაჯი განმარტავს: ეს სიტყვები მოწმობს, რომ ვინც ალლაჰის მიერ ჰარამად დაწესებულს ჰალალად გამოაცხადებს ან პირიქით – ის მუშრიქი/წარმართი გახდება. იხ. თაფსიირუ ბეღავი.
Os Tafssir em língua árabe:
أَوَمَن كَانَ مَيۡتٗا فَأَحۡيَيۡنَٰهُ وَجَعَلۡنَا لَهُۥ نُورٗا يَمۡشِي بِهِۦ فِي ٱلنَّاسِ كَمَن مَّثَلُهُۥ فِي ٱلظُّلُمَٰتِ لَيۡسَ بِخَارِجٖ مِّنۡهَاۚ كَذَٰلِكَ زُيِّنَ لِلۡكَٰفِرِينَ مَا كَانُواْ يَعۡمَلُونَ
განა ის, ვინც (სულიერად) მკვდარი იყო და (რწმენით) გამოვაცოცხლეთ; გამოვაცოცხლეთ და მივმადლეთ ნათელი, რითაც ხალხში დაიარება, – მსგავსია იმისა, რომლის მაგალითიც ბნელეთში მყოფისას ჰგავს, საიდანაც არ არის გამომსვლელი? ამგვარად მოკაზმულა ურწმუნოთათვის ის, რასაც აკეთებენ.
Os Tafssir em língua árabe:
وَكَذَٰلِكَ جَعَلۡنَا فِي كُلِّ قَرۡيَةٍ أَكَٰبِرَ مُجۡرِمِيهَا لِيَمۡكُرُواْ فِيهَاۖ وَمَا يَمۡكُرُونَ إِلَّا بِأَنفُسِهِمۡ وَمَا يَشۡعُرُونَ
და ამგვარად, ყველა ქალაქში იქაური ბრალეულნი დავადგინეთ თავკაცებად, რათა ემზაკვრათ მასში, მაგრამ ვერავის უმზაკვრებენ, გარდა საკუთარი სულებისა, და ვერც კი აცნობიერებენ.
Os Tafssir em língua árabe:
وَإِذَا جَآءَتۡهُمۡ ءَايَةٞ قَالُواْ لَن نُّؤۡمِنَ حَتَّىٰ نُؤۡتَىٰ مِثۡلَ مَآ أُوتِيَ رُسُلُ ٱللَّهِۘ ٱللَّهُ أَعۡلَمُ حَيۡثُ يَجۡعَلُ رِسَالَتَهُۥۗ سَيُصِيبُ ٱلَّذِينَ أَجۡرَمُواْ صَغَارٌ عِندَ ٱللَّهِ وَعَذَابٞ شَدِيدُۢ بِمَا كَانُواْ يَمۡكُرُونَ
და როცა აიათი მიუვიდათ, მათ თქვეს: არ ვირწმუნებთ მანამდე, სანამ არ მოგვეცემა იმის მსგავსი, რაც ალლაჰის შუამავლებს მიეცათ. უკეთ იცის ალლაჰმა, თუ ვის დააკისროს შუამავლური მისია, ბრალეულები კი ალლაჰის წინაშე დამცირებას და მის მკაცრ სასჯელს გადაეყრებიან, იმის გამო, რასაც მზაკვრობდნენ.
Os Tafssir em língua árabe:
فَمَن يُرِدِ ٱللَّهُ أَن يَهۡدِيَهُۥ يَشۡرَحۡ صَدۡرَهُۥ لِلۡإِسۡلَٰمِۖ وَمَن يُرِدۡ أَن يُضِلَّهُۥ يَجۡعَلۡ صَدۡرَهُۥ ضَيِّقًا حَرَجٗا كَأَنَّمَا يَصَّعَّدُ فِي ٱلسَّمَآءِۚ كَذَٰلِكَ يَجۡعَلُ ٱللَّهُ ٱلرِّجۡسَ عَلَى ٱلَّذِينَ لَا يُؤۡمِنُونَ
ალლაჰი, ვის ჭეშმარიტ გზაზე დააკვალიანებასაც ინებებს, - გულს გაუხსნის მას ისლამისთვის;[1] ხოლო ვის გზააბნევასაც ინებებს, - ჩაახშობს მის გულს და შეავიწროვებს, თითქოს ზეცაში ადიოდეს.[2] ალლაჰი ასე მიუჩენს სიბილწეს მათ[3] , რომელთაც არ ირწმუნეს.
[1] როდესაც ეს აიათი ჩამოევლინა, საჰაბეებმა იკითხეს: ო, ალლაჰის შუამავალო! ადამიანის გული როგორ გაიხსნება? მან უპასუხა: როდესაც მის გულში ნათელი დაისადგურებს, მისი გულიც გაიხსნება, ანუ მზად იქნება ისლამის ჭეშმარიტების მისაღებად. საჰაბეებმა ისევ იკითხეს: ამ მდგომარეობას თუ აქვს ნიშნები, რითაც მისი გამოცნობა შესაძლებელი იქნება? მან უპასუხა: დიახ, მარადიული სამკვიდროსკენ ლტოლვა, მაცდურ ქვეყანაზე ზურგის შექცევა და სიკვდილის დადგომამდე სიკვდილისთვის მზადება. იხ. თაფსირუ ტაბერი.
[2] იბნი აბბასმა ამ აიათის განმარტებისას თქვა: ,,ალლაჰი, ვის ჭეშმარიტ გზაზე დააკვალიანებასაც ინებებს, - გულს გაუხსნის მას ისლამისთვის", – ანუ გულს უხსნის რწმენისა და თავჰიდისთვის; „ხოლო ვის გზააბნევასაც ინებებს, - ჩაახშობს მის გულს და შეავიწროვებს, თითქოს ზეცაში ადიოდეს“ – ანუ ეჭვით შეპყრობილს. „თითქოს ზეცაში ადიოდეს“, - როგორც ერთულება და არ შეუძლია ადამიანს ზეცაში ასვლა, ისე ვერ შეძლებს თავის გულში თავჰიდისა და რწმენის გაღვივებას – თუკი ალლაჰმა არ შეუყვანა იგი გულში. იხ. სუიუტი, დურრუ’ლ-მანსუურ.
[3] იბნი აბბასის განმარტების მიხდევით, აქ ხსენებულ ,,სიბილწეში" - სატანა, ქალბის აზრით - ცოდვა, ხოლო ზეჯჯაჯის მიხედვით - ამქვეყნად წყევლა და იმქვეყნიური სასჯელი იგულისხმება. იხ. თაფსირუ ბეღავი.
Os Tafssir em língua árabe:
وَهَٰذَا صِرَٰطُ رَبِّكَ مُسۡتَقِيمٗاۗ قَدۡ فَصَّلۡنَا ٱلۡأٓيَٰتِ لِقَوۡمٖ يَذَّكَّرُونَ
და ესაა შენი ღმერთის სწორი გზა. ჭეშმარიტად, ჩვენ დეტალურად განვმარტეთ აიათები ხალხისთვის, რომელნიც გაიაზრებენ.
Os Tafssir em língua árabe:
۞ لَهُمۡ دَارُ ٱلسَّلَٰمِ عِندَ رَبِّهِمۡۖ وَهُوَ وَلِيُّهُم بِمَا كَانُواْ يَعۡمَلُونَ
მათთვისაა მშვიდობის სამკვიდრო ღმერთთან, და იგია შემწე იმისთვის, რასაც აკეთებდნენ.
Os Tafssir em língua árabe:
وَيَوۡمَ يَحۡشُرُهُمۡ جَمِيعٗا يَٰمَعۡشَرَ ٱلۡجِنِّ قَدِ ٱسۡتَكۡثَرۡتُم مِّنَ ٱلۡإِنسِۖ وَقَالَ أَوۡلِيَآؤُهُم مِّنَ ٱلۡإِنسِ رَبَّنَا ٱسۡتَمۡتَعَ بَعۡضُنَا بِبَعۡضٖ وَبَلَغۡنَآ أَجَلَنَا ٱلَّذِيٓ أَجَّلۡتَ لَنَاۚ قَالَ ٱلنَّارُ مَثۡوَىٰكُمۡ خَٰلِدِينَ فِيهَآ إِلَّا مَا شَآءَ ٱللَّهُۚ إِنَّ رَبَّكَ حَكِيمٌ عَلِيمٞ
და ერთ დღეს ყველას ერთად შეჰყრის (და ეტყვის): ეი, ჯინთა კრებულო! მართლაც ბევრი აცდუნეთ ადამიანთაგან. და მათი მეგობრები ადამიანები იტყვიან: ღმერთო ჩვენო! სარგებელს ვღებულობდით ერთმანეთისგან და ამასობაში მოგვისწრო ჩვენმა აჯალმა, რომელიც დაგვიდგინე. უთხრა (ალლაჰმა): ცეცხლია თქვენი სამყოფელი, რომელშიც დარჩებით სამარადისოდ, – გარდა იმისა, რასაც ალლაჰი ინებებს. ჭეშმარიტად, შენი ღმერთი ბრძენია, ყოვლისმცოდნე.
Os Tafssir em língua árabe:
وَكَذَٰلِكَ نُوَلِّي بَعۡضَ ٱلظَّٰلِمِينَ بَعۡضَۢا بِمَا كَانُواْ يَكۡسِبُونَ
ამგვარად დავაამხანაგებთ ზოგიერთ უსამართლოებს ზოგიერთებთან,[1] იმისთვის, რასაც მოიხვეჭდნენ.
[1] ყათადა განმარტავს: ჩვენ მართ ურთიერთ მეგობრებად ვადგენთ, მორწმუნე მეგობარია მორწმუნესი, ხოლო ურწმუნო მეგობარია ურწმუნოსი, სადაც არუნდა იყოს. იხ. თაფსირუ ბეღავი.
Os Tafssir em língua árabe:
يَٰمَعۡشَرَ ٱلۡجِنِّ وَٱلۡإِنسِ أَلَمۡ يَأۡتِكُمۡ رُسُلٞ مِّنكُمۡ يَقُصُّونَ عَلَيۡكُمۡ ءَايَٰتِي وَيُنذِرُونَكُمۡ لِقَآءَ يَوۡمِكُمۡ هَٰذَاۚ قَالُواْ شَهِدۡنَا عَلَىٰٓ أَنفُسِنَاۖ وَغَرَّتۡهُمُ ٱلۡحَيَوٰةُ ٱلدُّنۡيَا وَشَهِدُواْ عَلَىٰٓ أَنفُسِهِمۡ أَنَّهُمۡ كَانُواْ كَٰفِرِينَ
ეი, ჯინთა და ადამიანთა კრებულო! განა არ მოგსვლიათ შუამავლები თქვენივე წიაღიდან, რომლებიც გიკითხავდნენ ჩემს აიათებს და გაფრთხილებდნენ ამ დღის შეხვედრაზე? თქვეს: ვმოწმობთ ჩვენივე სულების წინააღმდეგ. ისინი ამქვეყნიურმა ცხოვრებამ აცდუნა და საკუთარი სულების წინააღმდეგ დაამოწმეს, რომ იყვნენ ურწმუნოები.
Os Tafssir em língua árabe:
ذَٰلِكَ أَن لَّمۡ يَكُن رَّبُّكَ مُهۡلِكَ ٱلۡقُرَىٰ بِظُلۡمٖ وَأَهۡلُهَا غَٰفِلُونَ
ასეა, რადგანაც შენი ღმერთი არ არის ქალაქების უსამართლოდ დამაქცეველი ისე, რომ მისი მკვიდრი იყოს გაუფრთხილებელი.
Os Tafssir em língua árabe:
وَلِكُلّٖ دَرَجَٰتٞ مِّمَّا عَمِلُواْۚ وَمَا رَبُّكَ بِغَٰفِلٍ عَمَّا يَعۡمَلُونَ
ყველას თავიანთი ნამოქმედარის შესაბამისი ხარისხები გააჩნიათ და შენი ღმერთი უგულისყურო არაა იმის მიმართ, რასაც აკეთებენ.
Os Tafssir em língua árabe:
وَرَبُّكَ ٱلۡغَنِيُّ ذُو ٱلرَّحۡمَةِۚ إِن يَشَأۡ يُذۡهِبۡكُمۡ وَيَسۡتَخۡلِفۡ مِنۢ بَعۡدِكُم مَّا يَشَآءُ كَمَآ أَنشَأَكُم مِّن ذُرِّيَّةِ قَوۡمٍ ءَاخَرِينَ
და ყოვლად მდიდარია ღმერთი შენი, უსაზღვროდ მოწყალე. თუკი ინებებს, წაგიყვანთ თქვენ და თქვენს შემდეგ ჩაანაცვლებს მათ, ვისაც ინებებს – როგორც თქვენ შეგქმნათ სხვა ხალხის შთამომავლად.
Os Tafssir em língua árabe:
إِنَّ مَا تُوعَدُونَ لَأٓتٖۖ وَمَآ أَنتُم بِمُعۡجِزِينَ
ჭეშმარიტად, რაც აღგეთქვათ[1] , უთუოდ მოგეწევათ და ვერ აღუდგებით მას.
[1] იმქვეყნიური სასჯელი.
Os Tafssir em língua árabe:
قُلۡ يَٰقَوۡمِ ٱعۡمَلُواْ عَلَىٰ مَكَانَتِكُمۡ إِنِّي عَامِلٞۖ فَسَوۡفَ تَعۡلَمُونَ مَن تَكُونُ لَهُۥ عَٰقِبَةُ ٱلدَّارِۚ إِنَّهُۥ لَا يُفۡلِحُ ٱلظَّٰلِمُونَ
უთხარი: ეი, ჩემო ხალხო! აკეთეთ ის, რაც გიკეთებიათ, უეჭველად, მეც ვიღწვი, და შემდეგში გაიგებთ, თუ ვისი იქნება იმიერსოფლის სასურველი შედეგი. ჭეშმარიტად, ვერ გადარჩებიან უსამართლონი.
Os Tafssir em língua árabe:
وَجَعَلُواْ لِلَّهِ مِمَّا ذَرَأَ مِنَ ٱلۡحَرۡثِ وَٱلۡأَنۡعَٰمِ نَصِيبٗا فَقَالُواْ هَٰذَا لِلَّهِ بِزَعۡمِهِمۡ وَهَٰذَا لِشُرَكَآئِنَاۖ فَمَا كَانَ لِشُرَكَآئِهِمۡ فَلَا يَصِلُ إِلَى ٱللَّهِۖ وَمَا كَانَ لِلَّهِ فَهُوَ يَصِلُ إِلَىٰ شُرَكَآئِهِمۡۗ سَآءَ مَا يَحۡكُمُونَ
და დაუდგინეს წილი ალლაჰს, იმ მოსავლიდან და საქონლიდან, რაც მან გააჩინა, და თქვეს: „ეს ალლაჰისაა“, ეს კი „ჩვენი თანაზიარებისა“. რაც თავიანთი თანაზიარებისთვის ჰქონდათ გადადებული, იქიდან ალლაჰს არაფერი ხვდებოდა; ხოლო რაც ალლაჰისთვის ჰქონდათ განკუთვნილი, ისიც თანაზიარებს ხვდებოდათ.[1] რაოდენ ცუდია ის, რასაც განსჯიან!
[1] წარმართები მოსავლიდან და ოთხფეხა საქონლიდან გარკვეულ წილს გამოყოფდნენ ხოლმე ალლაჰისა და კერპებისათვის შესაწირად. ალლაჰისთვის გამოყოფილი წილით სტუმრებსა და ღატაკებს ასარგებლებდნენ, ხოლო კერპებისთვის გამოყოფილ წილს კი კერპებისა და მათი მოსამსახურეებისთვის ხარჯავდნენ. თუკი ალლაჰისთვის განკუთვნილი წილიდან, კერპების წილში რამე შეერეოდა, მას ხელს აღარ ახლებდნენ და ამბობდნენ: „ალლაჰი მდიდარია, მას არაფერში ჭირდება“; მაგრამ თუ კერპებისთვის განკუთვნილი წილიდან, ალლაჰის წილში რამე შეერეოდა, მას აუცილებლად კერპებს დაუბრუნებდნენ და იტყოდნენ: „მათ უფრო სჭირდებათ“. თუკი ალლაჰისთვის განკუთვნილი წილიდან რამე განადგურდებოდა ან დაიკარგებოდა, მას ყურადღებას არ აქცევდნენ, მაგრამ თუ კერპებისთვის განკუთვნილ წილს რამე მოუვიდოდა, მას ალლაჰის წილიდან შეავსებდნენ ხოლმე. ყათადე განმარტავს: გაჭირვების დროს ალლაჰისთვის განკუთვნილ წილს მიირთმევდნენ, ხოლო კერპებისთვის განკუთვნილ წილს ხელს არ ახლებდნენ. იხ. თაფსირუ ბეღავი.
Os Tafssir em língua árabe:
وَكَذَٰلِكَ زَيَّنَ لِكَثِيرٖ مِّنَ ٱلۡمُشۡرِكِينَ قَتۡلَ أَوۡلَٰدِهِمۡ شُرَكَآؤُهُمۡ لِيُرۡدُوهُمۡ وَلِيَلۡبِسُواْ عَلَيۡهِمۡ دِينَهُمۡۖ وَلَوۡ شَآءَ ٱللَّهُ مَا فَعَلُوهُۖ فَذَرۡهُمۡ وَمَا يَفۡتَرُونَ
ამგვარად, თავიანთმა თანაზიარებმა[1] მრავალ წარმართს საკუთარი შვილების ხოცვა მოუკაზმეს, რათა გაენადგურებინათ ისინი და აემღვრიათ მათთვის თავიანთი რჯული. ალლაჰს რომ ენება, ამას არ იზამდნენ. მაშ, მიატოვე ისინი და ისიც, რასაც ცილისმწამებლობენ.
[1] მუჯაჰიდი განმარტავს: თავიანთ თანაზიარებში სატანები იგულისხმება; სატანებმა მათ სიღარიბის შიშით ჩვილი ქალიშვილების ცოცხლად დამარხვა მოუკაზმეს და კარგ საქციელად მოაჩვენეს; სატანები მოხსენებულნი არიან, როგორც მათი თანაზიარები, რადგანაც ისინი ალლაჰის თანაზიარებად თვითონ დაადგინეს. იხ. თაფსირუ ბეღავი.
Os Tafssir em língua árabe:
وَقَالُواْ هَٰذِهِۦٓ أَنۡعَٰمٞ وَحَرۡثٌ حِجۡرٞ لَّا يَطۡعَمُهَآ إِلَّا مَن نَّشَآءُ بِزَعۡمِهِمۡ وَأَنۡعَٰمٌ حُرِّمَتۡ ظُهُورُهَا وَأَنۡعَٰمٞ لَّا يَذۡكُرُونَ ٱسۡمَ ٱللَّهِ عَلَيۡهَا ٱفۡتِرَآءً عَلَيۡهِۚ سَيَجۡزِيهِم بِمَا كَانُواْ يَفۡتَرُونَ
და თქვეს: ხელშეუხებელია ესა და ეს საქონელი და მოსავალი, მას ვერავინ მიირთმევს, გარდა იმისა, ვისაც ვინებებთო; ასევე თქვეს პირუტყვზე, რომელთა ზურგებსაც ნაკრძალად თვლიდნენ, და საქონელზე, რომლებზეც (დაკვლისას) არ ახსენებდნენ ალლაჰის სახელს[1] . – ცილს სწამებდნენ და (ალლაჰი) დასჯის იმის გამო, რასაც ცილისმწამებლობდნენ.
[1] თავიანთი გემოვნებით შეთხზული წესების თანახმად კერპებისთვის შესაწირად განკუთვნილი მოსავლის ან პირუტყვის ხორცის ჭამა მხოლოდ გარკვეულ ჯგუფს შეეძლო; ასევე, შეწირული პირუტყვის ზურგზე ამხედრება ან მისით ტვირთის ტარება აკრძალული ჰქონდათ და შეწირული საქონლის დაკვლისას ალლაჰის სახელის ნაცვლად კერპების სახელებს ახსენებდნენ. იხ. თაფსირუ ბეღავი.
Os Tafssir em língua árabe:
وَقَالُواْ مَا فِي بُطُونِ هَٰذِهِ ٱلۡأَنۡعَٰمِ خَالِصَةٞ لِّذُكُورِنَا وَمُحَرَّمٌ عَلَىٰٓ أَزۡوَٰجِنَاۖ وَإِن يَكُن مَّيۡتَةٗ فَهُمۡ فِيهِ شُرَكَآءُۚ سَيَجۡزِيهِمۡ وَصۡفَهُمۡۚ إِنَّهُۥ حَكِيمٌ عَلِيمٞ
და თქვეს: რაცაა ამ საქონელთა მუცლებში, ის განკუთვნილია მხოლოდ ჩვენი კაცებისთვის და აკრძალული - ჩვენი ქალებისთვის, ხოლო თუკი მკვდარი აღმოჩნდება, მაშინ ყველანი მოზიარენი იქნებიან მასში.[1] ამგვარი შეფასებისა და ცილისმწამებლობის გამო დასჯის მათ (ალლაჰი); ჭეშმარიტად, იგი ბრძენია, ყოვლისმცოდნე.
[1] თუკი კერპებისთვის შეწირული საქონელი დამაკდებოდა, მისი ნაშიერის ხორცს მხოლოდ მამაკაცები მიირთმევდნენ და ქალებს ეკრძალებოდათ, ხოლო თუ მკვდარი დაიბადებოდა, მაშინ ქალებიც და კაცებიც თანაბრად მიირთმევდნენ. იხ.თაფსირუ ტაბერი.
Os Tafssir em língua árabe:
قَدۡ خَسِرَ ٱلَّذِينَ قَتَلُوٓاْ أَوۡلَٰدَهُمۡ سَفَهَۢا بِغَيۡرِ عِلۡمٖ وَحَرَّمُواْ مَا رَزَقَهُمُ ٱللَّهُ ٱفۡتِرَآءً عَلَى ٱللَّهِۚ قَدۡ ضَلُّواْ وَمَا كَانُواْ مُهۡتَدِينَ
მართლაც წარწყმედილან ისინი, რომელთაც დახოცეს თავიანთი შვილები[1] უგუნურობითა და უცოდინრობით, და ალლაჰზე ცილისწამებით აკრძალეს ის, რაც ალლაჰმა უწყალობათ საზრდოდ; მართლაც გადავიდნენ სწორი გზიდან და არც იყვნენ ჭეშმარიტ გზაზე მდგომნი.
[1] წარმართული წესების თანახმად, ქალიშვილის გაჩენა სირცხვილად ითვლებოდა, ამიტომ ახალშობილებს ცოცხლად მარხავდნენ.
Os Tafssir em língua árabe:
۞ وَهُوَ ٱلَّذِيٓ أَنشَأَ جَنَّٰتٖ مَّعۡرُوشَٰتٖ وَغَيۡرَ مَعۡرُوشَٰتٖ وَٱلنَّخۡلَ وَٱلزَّرۡعَ مُخۡتَلِفًا أُكُلُهُۥ وَٱلزَّيۡتُونَ وَٱلرُّمَّانَ مُتَشَٰبِهٗا وَغَيۡرَ مُتَشَٰبِهٖۚ كُلُواْ مِن ثَمَرِهِۦٓ إِذَآ أَثۡمَرَ وَءَاتُواْ حَقَّهُۥ يَوۡمَ حَصَادِهِۦۖ وَلَا تُسۡرِفُوٓاْۚ إِنَّهُۥ لَا يُحِبُّ ٱلۡمُسۡرِفِينَ
და იგია, ვინც შექმნა ბაღნარი - ძირს გართხმული და განურთხმელი, ფინიკი და ყანები - სხვადასხვაგვარი ნაყოფის მქონე, ზეთისხილი და ბროწეული - ერთმანეთის მსგავსი და განსხვავებული. მიირთვით მისი ნაყოფი, როცა მოისხამს, და გაიღეთ მისი წილი მოსავლის აღების დღეს[1] , და არც ფუჭად ხარჯოთ, ჭეშმარიტად, მას არ უყვარს ფუჭად მხარჯველნი.
[1] მცენარეული მოსავლის ზექათი, რომელიც განსაზღვრულია 1/10-ის ოდენობით და ცნობილია ოშურის სახელწოდებით. ოშურის ოდენობას ალლაჰის შუამავლის ﷺ შემდეგი ჰადისები განსაზღვრავს: „რასაც რწყავს ზეცა ან წყაროები, ან კიდევ, მხოლოდ ფესვებით საზრდოობს, მასში მეათედი, ხოლო რაც გარკვეული ამაგით ირწყვება მასში მეათედის ნახევარი უნდა გაიღოთ.“ (ბუხარი, ზექათ 55/1483). „ხუთ ვესყზე ნაკლებ მცენარეულ მოსავალზე ზექათი არ არის.“ (ბუხარი, ზექათ 32/1447.). ვესყ (وسق), ასე მოიხსენებდნენ ერთი აქლემის საზიდ ტვირთს. ეს მედინას მკვიდრთა საზომი ერთეულია, რაც 60 საა’ (الصاع)-ს შეადგენს. (საა’, იმ დროს გავრცელებული მცენარეული მოსავლის საწყაო ჭურჭელი.) ჰიჯაზისა და ერაყის რეგიონებში გამოყენებადი საა’-ის მოცულობა ერთმანეთისგან განსხვავდებოდა. აქედან გამომდინარე, მეზჰების სწავლულთა შეფასებების მიხედვით გარკვეული სხვაობები შეინიშნება საწყაოს მოცულობასა თუ წონაში. ჰანეფი მეზჰების სწავლლთა შეფასებით, 1 ვეესყი არის 60 საა’, ხოლო 60 საა’ არის 185,7 კგ; შაფი’ი და ჰანბელი მეზჰების მიხედვით, 1 ვეესყი არის 60 საა’, ხოლო 60 საა’ არის 122,4 კგ; ხოლო მალიქი მეზჰების მიხედვით, 1 ვეესყი არის 60 საა’, ხოლო 60 საა’ არის 122 კგ. იხ:თურქეთის დიანეთის ისლამის ენციკლოპედია, ნისაბ,ტ.33.139;ოშურ, ტ. 34,გვ.98;ვესყ, ტ. 43,გვ.70.
Os Tafssir em língua árabe:
وَمِنَ ٱلۡأَنۡعَٰمِ حَمُولَةٗ وَفَرۡشٗاۚ كُلُواْ مِمَّا رَزَقَكُمُ ٱللَّهُ وَلَا تَتَّبِعُواْ خُطُوَٰتِ ٱلشَّيۡطَٰنِۚ إِنَّهُۥ لَكُمۡ عَدُوّٞ مُّبِينٞ
ასევე (გააჩინა) პირუტყვები - ტვირთმზიდად და საქვეშაგებოდ.[1] მიირთვით იქედან, რაც ალლაჰმა გიწყალობათ საზრდოდ, და არ გაუყვეთ სატანის ნაკვალევს! ჭეშმარიტად, ცხადი მტერია ის თქვენი.
[1] ტვირთმზიდი ანუ შესაჯდომად, და ტვირთის საზიდად გამოსადეგი პირუტყვი, როგორიცაა აქლემი, ცხენი, ვირი, ჯორი, ხარი და ა.შ. ხოლო ქვეშაგებში იგულისხმება დაბალი აღნაგობის შინაური ცხოველები: თხა, ცხვარი, ძროხა და მათი ნაშიერი, რომლებიც გამოსადეგია მატყლის, ტყავის და ხორცის მოსაპოვებლად. იხ. თაფსირუ ტაბერი.
Os Tafssir em língua árabe:
ثَمَٰنِيَةَ أَزۡوَٰجٖۖ مِّنَ ٱلضَّأۡنِ ٱثۡنَيۡنِ وَمِنَ ٱلۡمَعۡزِ ٱثۡنَيۡنِۗ قُلۡ ءَآلذَّكَرَيۡنِ حَرَّمَ أَمِ ٱلۡأُنثَيَيۡنِ أَمَّا ٱشۡتَمَلَتۡ عَلَيۡهِ أَرۡحَامُ ٱلۡأُنثَيَيۡنِۖ نَبِّـُٔونِي بِعِلۡمٍ إِن كُنتُمۡ صَٰدِقِينَ
(წარმართთა მტკიცებით ხელშეუხებელი პირუტყვი) რვა წყვილია: ორი ცხვრის და ორიც თხის. ჰკითხე: ორი მამალი აგიკრძალათ, ორი დედალი[2] თუ ის, რასაც შეიცავს ორი მდედრის საშვილოსნოები? ცოდნით მიპასუხეთ, თუკი ნამდვილად გულწრფელნი ხართ (თუ მართლები ხართ).
[2] ორი მამალი - ანუ მამალი ცხვარი და მამალი თხა; ორი დედალი - ანუ დედალი ცხვარი და დედალი თხა.
Os Tafssir em língua árabe:
وَمِنَ ٱلۡإِبِلِ ٱثۡنَيۡنِ وَمِنَ ٱلۡبَقَرِ ٱثۡنَيۡنِۗ قُلۡ ءَآلذَّكَرَيۡنِ حَرَّمَ أَمِ ٱلۡأُنثَيَيۡنِ أَمَّا ٱشۡتَمَلَتۡ عَلَيۡهِ أَرۡحَامُ ٱلۡأُنثَيَيۡنِۖ أَمۡ كُنتُمۡ شُهَدَآءَ إِذۡ وَصَّىٰكُمُ ٱللَّهُ بِهَٰذَاۚ فَمَنۡ أَظۡلَمُ مِمَّنِ ٱفۡتَرَىٰ عَلَى ٱللَّهِ كَذِبٗا لِّيُضِلَّ ٱلنَّاسَ بِغَيۡرِ عِلۡمٍۚ إِنَّ ٱللَّهَ لَا يَهۡدِي ٱلۡقَوۡمَ ٱلظَّٰلِمِينَ
ასევე, ორი აქლემის და ორიც ძროხის. ჰკითხე: ორი მამალი აგიკრძალათ, ორი დედალი,[1] თუ ის, რასაც შეიცავს ორი მდედრის საშვილოსნოები? თუ მომსწრენი იყავით (იმ ამბის), როდესაც ალლაჰმა ეს გიბრძანათ? მაშ, ვინღაა იმაზე უფრო უსამართლო, ვინც ალლაჰის შესახებ სიცრუეს თხზავს, რათა აცდუნოს ხალხი უცოდინრობით?! ჭეშმარიტად, ალლაჰი უსამართლო ხალხს არ დააკვალიანებს ჭეშმარიტ გზაზე.
[1] ორი მამალი - ანუ მამალი აქლემი და მამალი ძროხა; ორი დედალი - ანუ დედალი აქლემი და დედალი ძროხა.
Os Tafssir em língua árabe:
قُل لَّآ أَجِدُ فِي مَآ أُوحِيَ إِلَيَّ مُحَرَّمًا عَلَىٰ طَاعِمٖ يَطۡعَمُهُۥٓ إِلَّآ أَن يَكُونَ مَيۡتَةً أَوۡ دَمٗا مَّسۡفُوحًا أَوۡ لَحۡمَ خِنزِيرٖ فَإِنَّهُۥ رِجۡسٌ أَوۡ فِسۡقًا أُهِلَّ لِغَيۡرِ ٱللَّهِ بِهِۦۚ فَمَنِ ٱضۡطُرَّ غَيۡرَ بَاغٖ وَلَا عَادٖ فَإِنَّ رَبَّكَ غَفُورٞ رَّحِيمٞ
უთხარი: ჩემთვის ზეშთაგონებით ჩამოვლენილში ვერაფერს ვპოულობ აკრძალულს, რასაც მჭამელი მიირთმევს, გარდა მკვდარის ან დაღვრილი სისხლის, ანდაც ღორის ხორცისა, რომელიც, უეჭველად, სიბილწეა, ან კიდევ სისაძაგლისა, რომელიც ალლაჰის ნაცვლად სხვისთვის დაიკლა.[1] ხოლო ვინც იძულებული შეიქმნას, ოღონდ არ იურჩოს და არც გადაამეტოს, - ჭეშმარიტად, ალლაჰი უსაზღვროდ მპატიებელია, მწყალობელია.
[1] გარდა აქ ჩამოთვლილებისა, სუნნეთშიც არის მოხსენებული რამდენიმე აკრძალულის შესახებ, მაგალითად: იბნი აბბასი გადმოგვცემს: ალლაჰის შუამავალმა ﷺ ყოველი ეშვიანი მტაცებელი და ყოველი კლანჭიანი ფრინველი აკრძალა. (მუსლიმ, საიდ 3/1934.) ასევე ჯაბირ ბინ აბდულლაჰი გადმოგვცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა ﷺ ხაიბარის დღეს შინაური სახედრის ხორცი აკრძალა, ხოლო ცხენის ხორცზე ნება დართო. (მუსლიმ, საიდ 6/1941.)
Os Tafssir em língua árabe:
وَعَلَى ٱلَّذِينَ هَادُواْ حَرَّمۡنَا كُلَّ ذِي ظُفُرٖۖ وَمِنَ ٱلۡبَقَرِ وَٱلۡغَنَمِ حَرَّمۡنَا عَلَيۡهِمۡ شُحُومَهُمَآ إِلَّا مَا حَمَلَتۡ ظُهُورُهُمَآ أَوِ ٱلۡحَوَايَآ أَوۡ مَا ٱخۡتَلَطَ بِعَظۡمٖۚ ذَٰلِكَ جَزَيۡنَٰهُم بِبَغۡيِهِمۡۖ وَإِنَّا لَصَٰدِقُونَ
მათ კი, რომელნიც იუდეველნი არიან, ავუკრძალეთ ყოველი ჩლიქგაუყოფელი,[1] ხოლო ძროხისა და ცხვრისგან - ქონი ავუკრძალეთ[2] , – გარდა იმისა, რაც აქვს ზურგზე ან შიგნეულზე, ან კიდევ ძვალზე შერჩენილი. ასე მივუზღით თავიანთი ზღვარგადასულობისთვის და ჩვენ მართლაც მართლები ვართ.
[1] აქლემისა და სირაქლემას მსგავსი, რომლებსაც წყვილი ჩლიქი არ ახასიათებთ.
[2] ალლაჰის შუამავალმა ﷺ მექქას აღების დღეს განაცხადა: „ჭეშმარიტად, ალლაჰმა და მისმა შუამავალმა აკრძალა ღვინის, მკვდარი ცხოველისა და კერპების გაყიდვა. იქ მყოფებმა უთხრეს: ო, ალლაჰის შუამავალო! რას ფიქრობთ მკვდარი ცხოველის ქონზე, მისით ნავებს ღებავენ, ტყავებს აპრიალებენ და ხალხი ჭრაქს ანთებს. მან უპასუხა: „არა, ის ჰარამია!“ შუამავალმა ﷺ ამის შემდეგ თქვა: „ალლაჰმა დასწყევლოს ებრაელები! როდესაც ალლაჰმა ქონი აუკრძალა, მათ იგი გადაადნეს და გაყიდეს, შემდეგ კი მისი საფასური შეჭამეს.“ (ბუხარი, ბუიუ’ 112/2236.)
Os Tafssir em língua árabe:
فَإِن كَذَّبُوكَ فَقُل رَّبُّكُمۡ ذُو رَحۡمَةٖ وَٰسِعَةٖ وَلَا يُرَدُّ بَأۡسُهُۥ عَنِ ٱلۡقَوۡمِ ٱلۡمُجۡرِمِينَ
ხოლო თუკი ცრუდ შეგრაცხეს, მაშინ უთხარი: თქვენი ღმერთი უსაზღვროდ მოწყალეა, მაგრამ მისი სასჯელი შეუქცევადია ცოდვილი ხალხისგან.
Os Tafssir em língua árabe:
سَيَقُولُ ٱلَّذِينَ أَشۡرَكُواْ لَوۡ شَآءَ ٱللَّهُ مَآ أَشۡرَكۡنَا وَلَآ ءَابَآؤُنَا وَلَا حَرَّمۡنَا مِن شَيۡءٖۚ كَذَٰلِكَ كَذَّبَ ٱلَّذِينَ مِن قَبۡلِهِمۡ حَتَّىٰ ذَاقُواْ بَأۡسَنَاۗ قُلۡ هَلۡ عِندَكُم مِّنۡ عِلۡمٖ فَتُخۡرِجُوهُ لَنَآۖ إِن تَتَّبِعُونَ إِلَّا ٱلظَّنَّ وَإِنۡ أَنتُمۡ إِلَّا تَخۡرُصُونَ
ასე იტყვიან ისინი, რომლებმაც უთანაზიარეს: ალლაჰს რომ ენება, არც ჩვენ ვუთანაზიარებდით და არც ჩვენი წინაპები, და არც არაფერს ავკრძალავდით. ამგვარადვე ცრუდ შერაცხეს იმათაც, ვინც იყვნენ მათზე ადრე, ვიდრე ჩვენი რისხვა არ იგემეს. უთხარი: განა თქვენ ფლობთ უტყუარ ცოდნას და შეგიძლიათ წარმოგვიდგინოთ იგი? მაგრამ თქვენ მხოლოდ ვარაუდს ეყრდნობით და თქვენ მხოლოდ ცრუობთ.
Os Tafssir em língua árabe:
قُلۡ فَلِلَّهِ ٱلۡحُجَّةُ ٱلۡبَٰلِغَةُۖ فَلَوۡ شَآءَ لَهَدَىٰكُمۡ أَجۡمَعِينَ
უთხარი: ალლაჰს კი მარწმუნებელი მტკიცებულება აქვს და რომ ენება, ყველა თქვენგანს დააკვალიანებდა ჭეშმარიტ გზაზე.
Os Tafssir em língua árabe:
قُلۡ هَلُمَّ شُهَدَآءَكُمُ ٱلَّذِينَ يَشۡهَدُونَ أَنَّ ٱللَّهَ حَرَّمَ هَٰذَاۖ فَإِن شَهِدُواْ فَلَا تَشۡهَدۡ مَعَهُمۡۚ وَلَا تَتَّبِعۡ أَهۡوَآءَ ٱلَّذِينَ كَذَّبُواْ بِـَٔايَٰتِنَا وَٱلَّذِينَ لَا يُؤۡمِنُونَ بِٱلۡأٓخِرَةِ وَهُم بِرَبِّهِمۡ يَعۡدِلُونَ
უთხარი: მოიყვანეთ თქვენი მოწმენი, რომლებიც დაამოწმებენ, რომ ალლაჰმა აკრძალა ეს! ხოლო თუკი (ცრუდ) დაამოწმებენ, შენ არ დაამოწმო მათთან ერთად და არ დაჰყვე მათ გემოვნებას, რომლებმაც ცრუდ შერაცხეს ჩვენი აიათები, და იმათ, რომელთაც არ სწამთ იმქვეყნისა, და ისინი თავიანთ ღმეღთს სხვებს უთანაბრებენ.
Os Tafssir em língua árabe:
۞ قُلۡ تَعَالَوۡاْ أَتۡلُ مَا حَرَّمَ رَبُّكُمۡ عَلَيۡكُمۡۖ أَلَّا تُشۡرِكُواْ بِهِۦ شَيۡـٔٗاۖ وَبِٱلۡوَٰلِدَيۡنِ إِحۡسَٰنٗاۖ وَلَا تَقۡتُلُوٓاْ أَوۡلَٰدَكُم مِّنۡ إِمۡلَٰقٖ نَّحۡنُ نَرۡزُقُكُمۡ وَإِيَّاهُمۡۖ وَلَا تَقۡرَبُواْ ٱلۡفَوَٰحِشَ مَا ظَهَرَ مِنۡهَا وَمَا بَطَنَۖ وَلَا تَقۡتُلُواْ ٱلنَّفۡسَ ٱلَّتِي حَرَّمَ ٱللَّهُ إِلَّا بِٱلۡحَقِّۚ ذَٰلِكُمۡ وَصَّىٰكُم بِهِۦ لَعَلَّكُمۡ تَعۡقِلُونَ
უთხარი: მოდით, წაგიკითხოთ, რაც თქვენმა ღმერთმა აგიკრძალათ: - ის, რომ არაფერი უთანაზიაროთ მას, სიკეთე გამოიჩინოთ მშობელთა მიმართ და არ დახოცოთ შვილები სიღარიბის გამო, – ჩვენ გაპურებთ თქვენც და მათაც; ასევე ის, რომ არ მიუახლოვდეთ ავზნეობას – არც აშკარას და არც ფარულს; არც სული მოაკვდინოთ, რაც ალლაჰმა აკრძალა, – გარდა სამართლის აღდგენისა.[1] აი, ამათ გიბრძანებთ (ღმერთი), იქნებ გონს მოეგოთ.
[1] ალლაჰის შუამავალმა ﷺ თქვა: „მუსლიმის სისხლი ჰალალი არ არის, რომელიც ამოწმებს, რომ არ არსებობს ღვთაება გარდა ალლაჰისა და მე ალლაჰის შუამავალი ვარ. გამონაკლისი მხოლოდ სამი მდგომარეობაა: მკვლელობის სანაცვლოდ სიკვდილით დასჯა, დაქორწინებულის მრუშობა ან ის, როდესაც სარწმუნოებას მიატოვებს და ჯამა’ათს განუდგება.“ (ბუხარი, დიათ 6/6878.)
Os Tafssir em língua árabe:
وَلَا تَقۡرَبُواْ مَالَ ٱلۡيَتِيمِ إِلَّا بِٱلَّتِي هِيَ أَحۡسَنُ حَتَّىٰ يَبۡلُغَ أَشُدَّهُۥۚ وَأَوۡفُواْ ٱلۡكَيۡلَ وَٱلۡمِيزَانَ بِٱلۡقِسۡطِۖ لَا نُكَلِّفُ نَفۡسًا إِلَّا وُسۡعَهَاۖ وَإِذَا قُلۡتُمۡ فَٱعۡدِلُواْ وَلَوۡ كَانَ ذَا قُرۡبَىٰۖ وَبِعَهۡدِ ٱللَّهِ أَوۡفُواْۚ ذَٰلِكُمۡ وَصَّىٰكُم بِهِۦ لَعَلَّكُمۡ تَذَكَّرُونَ
და არ მიუახლოვდეთ ობლის ქონებას, გარდა საუკეთესო ფორმით (მიახლოებისა), - ისიც მანამ, ვიდრე სრულწლოვნებას მიაღწევდეს; და სამართლიანად უერთგულეთ საზომსა და საწონს.[1] არცერთ სულს არ ვატვირთავთ, იმაზე მეტს, რაც მას შეუძლია. როდესაც საუბრობთ, იყავით სამართლიანნი – თუნდაც თქვენივე ნათესავების წინააღმდეგ, და ერთგულად დაიცავით ალლაჰის აღთქმა. ამას გიბრძანებს თქვენ, იქნებ გაიაზროთ და არ დაივიწყოთ.
[1] აბდულლაჰ იბნ აბბასისგან გადმოცემულია, რომ მან მზომავებსა და მწონავებს (ვაჭრებს) უთხრა: „უეჭველად, თქვენ ადგახართ საქმეს, რამაც თქვენზე წინ მყოფი ხალხები დაღუპა.“ (თირმიზი, ბუიუ’, 9/1217.)
Os Tafssir em língua árabe:
وَأَنَّ هَٰذَا صِرَٰطِي مُسۡتَقِيمٗا فَٱتَّبِعُوهُۖ وَلَا تَتَّبِعُواْ ٱلسُّبُلَ فَتَفَرَّقَ بِكُمۡ عَن سَبِيلِهِۦۚ ذَٰلِكُمۡ وَصَّىٰكُم بِهِۦ لَعَلَّكُمۡ تَتَّقُونَ
და უეჭველად, ესაა ჩემი გზა - ჭეშმარიტი; მაშ, მიჰყევით მას და ნუ გაჰყვებით სხვა გზებს, თორემ დაგანაწევრებს თქვენ მისი გზიდან. ეს გიანდერძათ თქვენ, იქნებ რიდი გქონდეთ.[1]
[1] ჯაბირ ბინ ‘აბდულაჰი გადმოგვცემს: ერთხელ მაცნესთან ﷺ ერთად ვიყავით, მან მიწაზე ხაზი გაავლო, შემდეგ მის მარჯვნივ და მარცხნივ ორი ხაზი გაავლო, შემდეგ შუა ხაზს ხელი დაადო და თქვა: „ეს არის ალლაჰის გზა“. შემდეგ ეს აიათი წაიკითხა. (იბნი მაჯე, მუყადდიმე, 1/11.)
Os Tafssir em língua árabe:
ثُمَّ ءَاتَيۡنَا مُوسَى ٱلۡكِتَٰبَ تَمَامًا عَلَى ٱلَّذِيٓ أَحۡسَنَ وَتَفۡصِيلٗا لِّكُلِّ شَيۡءٖ وَهُدٗى وَرَحۡمَةٗ لَّعَلَّهُم بِلِقَآءِ رَبِّهِمۡ يُؤۡمِنُونَ
შემდეგ წიგნი ვუბოძეთ მუსას სრულობად – იმ სიკეთის გამო, რაც ჰქმნა, ყოველი საქმის განმარტებად, ჭეშმარიტი გზის მაჩვენებლად და წყალობად, – რომ იქნებ ერწმუნათ თავიანთ ღმერთთან შეხვედრა.[1]
[1] იბნი აბბასი განმარტავს: „იქნებ მათ ერწმუნათ განკითხვის დღეს აღდგომა, ჯილდო და სასჯელი.“ იხ. თაფსირუ ბეღავი.
Os Tafssir em língua árabe:
وَهَٰذَا كِتَٰبٌ أَنزَلۡنَٰهُ مُبَارَكٞ فَٱتَّبِعُوهُ وَٱتَّقُواْ لَعَلَّكُمۡ تُرۡحَمُونَ
და ეს წიგნი (ყურანი), ჩვენს მიერ ჩამოვლენილი, დალოცვილია. მაშ მიჰყევით მას და რიდი გამოიჩინეთ - იქნებ შეწყალებულიყავით.
Os Tafssir em língua árabe:
أَن تَقُولُوٓاْ إِنَّمَآ أُنزِلَ ٱلۡكِتَٰبُ عَلَىٰ طَآئِفَتَيۡنِ مِن قَبۡلِنَا وَإِن كُنَّا عَن دِرَاسَتِهِمۡ لَغَٰفِلِينَ
- რომ არ თქვათ: ჩვენამდე ორ ჯგუფზე[1] ჩამოევლინა წიგნი, ხოლო ჩვენ მოკლებულნი ვიყავით მათ სწავლებას.
[1] იუდეველები და ქრისტიანები.
Os Tafssir em língua árabe:
أَوۡ تَقُولُواْ لَوۡ أَنَّآ أُنزِلَ عَلَيۡنَا ٱلۡكِتَٰبُ لَكُنَّآ أَهۡدَىٰ مِنۡهُمۡۚ فَقَدۡ جَآءَكُم بَيِّنَةٞ مِّن رَّبِّكُمۡ وَهُدٗى وَرَحۡمَةٞۚ فَمَنۡ أَظۡلَمُ مِمَّن كَذَّبَ بِـَٔايَٰتِ ٱللَّهِ وَصَدَفَ عَنۡهَاۗ سَنَجۡزِي ٱلَّذِينَ يَصۡدِفُونَ عَنۡ ءَايَٰتِنَا سُوٓءَ ٱلۡعَذَابِ بِمَا كَانُواْ يَصۡدِفُونَ
ან არ გეთქვათ: ნეტავ ჩვენაც ჩამოგვვლენოდა წიგნი, მაშინ უთუოდ მათზე უკეთ დავადგებოდით ჭეშმარიტ გზას. დიახაც, თქვენი ღმერთისგან მოგივიდათ ცხადი მტკიცებულება, ჭეშმარიტი გზის მაჩვენებელი და მწყალობელი. ხოლო ვინაა იმაზე უფრო უსამართლო, ვინც ალლაჰის აიათები/სასწაულები ცრუდ შერაცხა და განერიდა/განარიდა მას. მძიმე სასჯელით დავსჯით მათ, რომლებიც განერიდებიან/განარიდებენ ჩვენს აიათებს/სასწაულებს – იმის გამო, რასაც განერიდებოდნენ/განარიდებდნენ.
Os Tafssir em língua árabe:
هَلۡ يَنظُرُونَ إِلَّآ أَن تَأۡتِيَهُمُ ٱلۡمَلَٰٓئِكَةُ أَوۡ يَأۡتِيَ رَبُّكَ أَوۡ يَأۡتِيَ بَعۡضُ ءَايَٰتِ رَبِّكَۗ يَوۡمَ يَأۡتِي بَعۡضُ ءَايَٰتِ رَبِّكَ لَا يَنفَعُ نَفۡسًا إِيمَٰنُهَا لَمۡ تَكُنۡ ءَامَنَتۡ مِن قَبۡلُ أَوۡ كَسَبَتۡ فِيٓ إِيمَٰنِهَا خَيۡرٗاۗ قُلِ ٱنتَظِرُوٓاْ إِنَّا مُنتَظِرُونَ
ნუთუ მხოლოდ იმას ელოდებიან, რომ ანგელოზები მივიდნენ მათთან, ან შენი ღმერთი მივიდეს, ან კიდევ შენი ღმერთის ზოგიერთი სასწაულები მიუვიდეთ? იმ დღეს, როცა შენი ღმერთის ზოგიერთი სასწაულები[1] მოევლინებათ, რწმენა არ არგებს სულს, ვინც მანამდე არ ირწმუნა ან არანაირი სიკეთე არ მოუხვეჭავს თავისი რწმენის სასარგებლოდ.[2] უთხარი: მაშ დაელოდეთ, ჩვენც მომლოდინენი ვართ!
[1] ქვეყნიერების დაქცევის ნიშნები.
[2] ალლაჰის შუამავალმა ﷺ თქვა: „ქვეყნიერება ისე არ დაიქცევა, ვიდრე მზე იქიდან არ ამოვა, საიდანც ჩადის. როდესაც ხალხი ამას ნახავს, ყველა ირწმუნებს, მაგრამ ეს ის დროა, როდესაც რწმენა არ არგებს სულს. შემდეგ ეს აიათი წაიკითხა.“ (ბუხარი, თაფსიირ, ჰ.ნ. 4636.) „როდესაც თავს იჩენს სამი რამ, მაშინ რწმენა არ არგებს სულს – რომელმაც მანამდე არ ირწმუნა ან არანაირი სიკეთე არ მოუხვეჭავს თავისი რწმენის სასარგებლოდ: მზის ამოსვლა იქიდან, საიდანაც ჩადის, დეჯჯალი და ქვესკნელის ცხოველი.“ (მუსლიმ, იმან 72/158.) „ვინც მზის დასავლეთიდან ამოსვლამდე მოინანიებს, ალლაჰი მიიღებს მის სინანულს.“ (მუსლიმ, ზიქრ ვე დუ’ა, 12/2703.)
Os Tafssir em língua árabe:
إِنَّ ٱلَّذِينَ فَرَّقُواْ دِينَهُمۡ وَكَانُواْ شِيَعٗا لَّسۡتَ مِنۡهُمۡ فِي شَيۡءٍۚ إِنَّمَآ أَمۡرُهُمۡ إِلَى ٱللَّهِ ثُمَّ يُنَبِّئُهُم بِمَا كَانُواْ يَفۡعَلُونَ
უეჭველად, რომელთაც დაანაწევრეს თავიანთი რჯული და იქცნენ ჯგუფებად,[1] შენ მათთან არაფერი გაქვს საერთო. ჭეშმარიტად, მათი საქმე ალლაჰზეა, აცნობებს მათ იმას, რასაც სჩადიოდნენ.
[1] ‘ირბად ბინ სარიე გადმოგვცემს: ალლაჰის შუამავალმა ﷺ ერთხელ დილის ლოცვის შემდეგ ისე სულშიჩამწვდომად გვიქადაგა, რომ თავალები აგვიცრემლდა და გულები აგვიჩუყდა. ერთმა კაცმა უთხრა: ო, ალლაჰის შუამავალო! ეს ქადაგება გამოსამშვიდობებელ ქადაგებას ჰგავს, რას დაგვიბარებ ჩვენ? მან თქვა: „მე თქვენ გირჩევთ: ალლაჰის რიდს, სმენასა და მორჩილებას, თუნდაც ეთიოპიელი მონის მიმართ. უეჭველად, თქვენგან ვინც (ჩემს შემდეგ) იცხოვრებს, ის ძალიან ბევრი უთანხმოების მომსწრე იქნება. მე თქვენ გაფრთხილებთ შემდგომ გამოგონილი საქმეების მიმართ, უეჭველად გზააცდენილობაა იგი. ხოლო ვინც ამას მოესწრება, მისი ვალია ჩემი სუნნეთი და ჭეშმარიტ გზაზე მდგომი რაშიდი ხალიფეების სუნნეთი. საღეჭი კბილებით ჩაეჭიდეთ მას.“ (თირმიზი, ‘ილიმ 16/2676.) ასევე ალლაჰის შუამავალმა ﷺ თქვა: „ჩემი უმმეთი იგივე მდგომარეობაში აღმოჩნდება, რაც მოუვიდა ისრაელის მოდგმას. როგორც ცალი ფეხსაცმელი ჰგავს მეორეს, ისე დაემსგავსებიან მათ. იმდენად, რომ მათგან თუ იქნება ვინმე ისეთი, ვინც საკუთარ დედასთან სააშკარაოდ დაწვება, ჩემი უმმეთიდანაც გამოჩნდება ვინმე ისეთი, ვინც ამას ჩაიდენს. ისრაელის მოდგმა სამოცდათორმეტად დაიყო, ხოლო ჩემი უმმეთი სამოცდაცამეტად დაიყოფა. ყველა მათგანი ცეცხლშია, გარდა ერთისა. იქ მყოფებმა იკითხეს: ო, ალლაჰის შუამავალო! ვინ არის ის ერთი? მან უპასუხა: რაზეც მე და ჩემი საჰაბეები ვადგავართ.“ (თირმიზი, იმან 18/2641.) „ჭეშმარიტად, სიტყვათაგან საუკეთესო ალლაჰის სიტყვაა, გზათაგან საუკეთესო მუჰამმედის გზაა, ყველაზე ცუდი საქმე შემდგომ გამოგონილი საქმეებია, ხოლო ყოველი ბიდათი (შემგომ გამოგონილი) გზააცდენილობაა.“ (მუსლიმ, ჯუმა 13/867.)
Os Tafssir em língua árabe:
مَن جَآءَ بِٱلۡحَسَنَةِ فَلَهُۥ عَشۡرُ أَمۡثَالِهَاۖ وَمَن جَآءَ بِٱلسَّيِّئَةِ فَلَا يُجۡزَىٰٓ إِلَّا مِثۡلَهَا وَهُمۡ لَا يُظۡلَمُونَ
ვინც (ჩვენ წინაშე) სიკეთით წარდგება, მიერგება ათმაგად, ხოლო ვინც უკეთურებით წარდგება, მას მხოლოდ შესაბამისად მიეზღვება[1] , და არ შეეხებათ უსამართლობა.[2]
[1] ალლაჰის შუამავალმა ﷺ თქვა: „როდესაც ადამიანი ისლამს მიიღებს და კარგ მუსლიმად ჩამოყალიბდება, ალლაჰი მას ყველა უკეთურობას აპატიებს, რაც მანამდე ჩაუდენია, ხოლო ამის შემდეგ ყოველი მოქმედებისთვის სანაცვლო მიეგება; სიკეთეების სანაცვლოდ ათიდან სამოცდაათმაგამდე, ხოლო უკეთურების სანაცვლოდ მხოლოდ ერთი სანაცვლო, გარდა იმისა, თუკი ისიც აპატია ალლაჰმა.“ (ბუხარი, იმან 31/41.) ასევე ალლაჰის შუამავალი ﷺ გადმოგვცემს: უზენაესი ალლაჰი ბრძანებს: „ვინც (ჩემ წინაშე) მოვა სიკეთით, მას ერგება ათი იმდენი და კიდევ დავუმატებ. ვინც მოვა ცუდი საქმით, მისი სასჯელი ცოდვის თანაფარდი იქნება ან ვაპატიებ. ვინც მე დამიახლოვდა ერთი ციდა, მე მას დავუახლოვდები ერთ წყრთას; ვინც მე დამიახლოვდა ერთი წყრთა, მე მას დავუახლოვდები ერთ არშინს; ვინც ჩემსკენ დაიწყებს სვლას, მე მას სირბილით მივეგებები, ხოლო ვინც ჩემთან დედამიწისოდენა შეცდომებით მოვა, თუმცა შირქი არ ჩაუდენია, მე მას იმდენივე პატიებით დავხვდები.“ (მუსლიმ, იმან 6/2687.)
[2] არც სიკეთეების დაკარგვით და არც დაუმსახურებელი სასჯელით.
Os Tafssir em língua árabe:
قُلۡ إِنَّنِي هَدَىٰنِي رَبِّيٓ إِلَىٰ صِرَٰطٖ مُّسۡتَقِيمٖ دِينٗا قِيَمٗا مِّلَّةَ إِبۡرَٰهِيمَ حَنِيفٗاۚ وَمَا كَانَ مِنَ ٱلۡمُشۡرِكِينَ
უთხარი: ჭეშმარიტად, მე ჩემმა ღმერთმა სწორ გზაზე დამაკვალიანა, - მტკიცე სარწმუნოებაზე – ჰანიფი[1] იბრაჰიმის რჯულზე, და ის არ იყო წარმართთაგანი.
[1] ორიგინალი – „ჰანიფი“ (حنيف): ყოველგვარი ცრუ რწმენისგან და წარმართული საქმისგან განდეგილი და ურყევი მონოთეიზმით ჭეშმარიტებისკენ მლტოლვარე.
Os Tafssir em língua árabe:
قُلۡ إِنَّ صَلَاتِي وَنُسُكِي وَمَحۡيَايَ وَمَمَاتِي لِلَّهِ رَبِّ ٱلۡعَٰلَمِينَ
უთხარი: ჭეშმარიტად, ჩემი ნამაზიც, ყურბანიც, სიცოცხლეც და სიკვდილიც სამყაროთა ღმერთს - ალლაჰს ეკუთვნის.
[1] ეს ყველაფერი მხოლოდ ერთი ალლაჰისთვის და მისი სახელით.
Os Tafssir em língua árabe:
لَا شَرِيكَ لَهُۥۖ وَبِذَٰلِكَ أُمِرۡتُ وَأَنَا۠ أَوَّلُ ٱلۡمُسۡلِمِينَ
მას არ ჰყავს (არავითარი) თანაზიარი, ეს მებრძანა[1] მე და მე ვარ პირველი მორჩილთაგანი/მუსლიმთაგანი.[2]
[1] ანუ თავჰიდით/ერთღმერთიანობით ვარ დავალებული.
[2] ამ უმმეთის პირველი მორჩილთაგანი.
Os Tafssir em língua árabe:
قُلۡ أَغَيۡرَ ٱللَّهِ أَبۡغِي رَبّٗا وَهُوَ رَبُّ كُلِّ شَيۡءٖۚ وَلَا تَكۡسِبُ كُلُّ نَفۡسٍ إِلَّا عَلَيۡهَاۚ وَلَا تَزِرُ وَازِرَةٞ وِزۡرَ أُخۡرَىٰۚ ثُمَّ إِلَىٰ رَبِّكُم مَّرۡجِعُكُمۡ فَيُنَبِّئُكُم بِمَا كُنتُمۡ فِيهِ تَخۡتَلِفُونَ
უთხარი: განა ალლაჰის გარდა სხვა ღმერთი ვეძიო, როდესაც ის არის ღმერთი ყოვლისა? რასაც ყოველი სული მოიხვეჭს, მხოლოდ მასზეა იგი, და არცერთი ცოდვილი არ იტვირთავს სხვის ცოდვას.[1] ბოლოს თქვენს ღმერთთანაა თქვენი მისაქციელი და ის გამცნობთ იმის შესახებ, რაზეც ცილობდით.
[1] ალლაჰის შუამავალმა ﷺ თქვა: „უკანონოდ შობილს მშობელთა ცოდვიდან არაფერი მიეზღვება.“ (ჰააქიმ, ალ-მუსთადრაქ, ჰ.ნ. 7053.)
Os Tafssir em língua árabe:
وَهُوَ ٱلَّذِي جَعَلَكُمۡ خَلَٰٓئِفَ ٱلۡأَرۡضِ وَرَفَعَ بَعۡضَكُمۡ فَوۡقَ بَعۡضٖ دَرَجَٰتٖ لِّيَبۡلُوَكُمۡ فِي مَآ ءَاتَىٰكُمۡۗ إِنَّ رَبَّكَ سَرِيعُ ٱلۡعِقَابِ وَإِنَّهُۥ لَغَفُورٞ رَّحِيمُۢ
და იგია, რომელმაც მონაცვლეებად დაგადგინათ დედამიწაზე (თქვენზე ადრე მყოფების), ასევე ზოგიერთი თქვენგანი, ზოგიერთთან შედარებით რამდენიმე საფეხურით აამაღლა, რათა გამოეცადეთ იმით, რაც თქვენთვის უბოძებია. უეჭველად, შენი ღმეღთი მსწრაფლსასჯელიანია და ჭეშმარიტად, იგი მართლაც უსაზღვროდ მპატიებელია, მწყალობელი.
Os Tafssir em língua árabe:
 
Tradução dos significados Surah: Al-An'aam
Índice de capítulos Número de página
 
Tradução dos significados do Nobre Qur’an. - Tradução georgiano (trabalhando) - Índice de tradução

Tradução realizada pela equipe do Centro de Tradução Rowwad em cooperação com a Associação de Chamada em Al-Rabwah e a Associação para o Serviço do Conteúdo Islâmico em Idiomas.

Fechar