Check out the new design

Ibisobanuro bya qoran ntagatifu - Ibisobanuro bya Qur'an Ntagatifu mu rurimi rw'ikijorijiya - Biracyakosorwa. * - Ishakiro ry'ibisobanuro


Ibisobanuro by'amagambo Isura: Al Im’ran   Umurongo:
فَٱنقَلَبُواْ بِنِعۡمَةٖ مِّنَ ٱللَّهِ وَفَضۡلٖ لَّمۡ يَمۡسَسۡهُمۡ سُوٓءٞ وَٱتَّبَعُواْ رِضۡوَٰنَ ٱللَّهِۗ وَٱللَّهُ ذُو فَضۡلٍ عَظِيمٍ
ალლაჰის წყალობისა და მადლის მეშვეობით, ისინი უკან ისე დაბრუნდნენ, რომ ცუდი არაფერი მოსვლიათ და გაჰყვნენ – ალლაჰის კმაყოფილებას. ალლაჰი უდიდესი წყალობის მქონეა.
Ibisobanuro by'icyarabu:
إِنَّمَا ذَٰلِكُمُ ٱلشَّيۡطَٰنُ يُخَوِّفُ أَوۡلِيَآءَهُۥ فَلَا تَخَافُوهُمۡ وَخَافُونِ إِن كُنتُم مُّؤۡمِنِينَ
ეს მხოლოდ ეშმაკია, რომ თავისი მეგობრებით გაშინებთ, და ნუ შეუშინდებით მათ, ჩემი კი გეშინოდეთ, თუკი ხართ თქვენ მორწმუნენი.
Ibisobanuro by'icyarabu:
وَلَا يَحۡزُنكَ ٱلَّذِينَ يُسَٰرِعُونَ فِي ٱلۡكُفۡرِۚ إِنَّهُمۡ لَن يَضُرُّواْ ٱللَّهَ شَيۡـٔٗاۚ يُرِيدُ ٱللَّهُ أَلَّا يَجۡعَلَ لَهُمۡ حَظّٗا فِي ٱلۡأٓخِرَةِۖ وَلَهُمۡ عَذَابٌ عَظِيمٌ
და ნუ დაგამწუხრებენ ისინი, ვინც მიისწრაფვიან ურწმუნოებისკენ. ჭეშმარიტად, ვერაფერს დააკლებენ ალლაჰს ისინი. ალლაჰს ნებავს, რომ არაფერი ერგოთ მათ იმქვეყნად; მათთვის მხოლოდ ტანჯვაა უდიდესი.
Ibisobanuro by'icyarabu:
إِنَّ ٱلَّذِينَ ٱشۡتَرَوُاْ ٱلۡكُفۡرَ بِٱلۡإِيمَٰنِ لَن يَضُرُّواْ ٱللَّهَ شَيۡـٔٗاۖ وَلَهُمۡ عَذَابٌ أَلِيمٞ
ჭეშმარიტად, ვერაფერს ავნებენ ალლაჰს ისინი, რომლებმაც რწმენის ფასად იყიდეს ურწმუნოება, და მათთვისაა მწარე სასჯელი.
Ibisobanuro by'icyarabu:
وَلَا يَحۡسَبَنَّ ٱلَّذِينَ كَفَرُوٓاْ أَنَّمَا نُمۡلِي لَهُمۡ خَيۡرٞ لِّأَنفُسِهِمۡۚ إِنَّمَا نُمۡلِي لَهُمۡ لِيَزۡدَادُوٓاْ إِثۡمٗاۖ وَلَهُمۡ عَذَابٞ مُّهِينٞ
არანაირად არ იფიქრონ ურწმუნოებმა, რომ თუკი დავაცადეთ, კარგია ეს მათთვის[1] . უეჭველად, ჩვენ მათ დავაცადეთ, რათა უმატონ ცოდვებს, და მათთვისაა სასჯელი დამამცირებელი.
[1] ურწმუნოდ და უსამართლოდ ცხოვრება დავაცადეთ ამქვეყნად და მაშინვე არ დავსაჯეთ.
Ibisobanuro by'icyarabu:
مَّا كَانَ ٱللَّهُ لِيَذَرَ ٱلۡمُؤۡمِنِينَ عَلَىٰ مَآ أَنتُمۡ عَلَيۡهِ حَتَّىٰ يَمِيزَ ٱلۡخَبِيثَ مِنَ ٱلطَّيِّبِۗ وَمَا كَانَ ٱللَّهُ لِيُطۡلِعَكُمۡ عَلَى ٱلۡغَيۡبِ وَلَٰكِنَّ ٱللَّهَ يَجۡتَبِي مِن رُّسُلِهِۦ مَن يَشَآءُۖ فَـَٔامِنُواْ بِٱللَّهِ وَرُسُلِهِۦۚ وَإِن تُؤۡمِنُواْ وَتَتَّقُواْ فَلَكُمۡ أَجۡرٌ عَظِيمٞ
არარსებულია, ისე დატოვოს ალლაჰმა მორწმუნეები, რა მდგომარეობაშიც თქვენ იმყოფებით და არ განასხვავოს უსუფთური სუფთისგან[1] . და არარსებულია, ალლაჰმა უხილავი გაცოდინოთ, მაგრამ ალლაჰი იმას ირჩევს შუამავლად, ვისაც ინებებს. მაშ ირწმუნეთ ალლაჰი და მისი შუამავალნი. თუკი (ნამდვილად) გწამთ და (მისი) რიდი გაქვთ, თქვენთვისაა საზღაური უდიდესი.
[1] სწავლულები ამ აიათს ორნაირად მარტავენ: იბნი აბბასის, დაჰჰაქის, მუყათილის, ქელბისა და მუფესსირთა უმრავლესობის აზრით, აიათი მიმართავს ურწმუნოებს/ფარისევლებს, რომ ალლაჰი მორწმუნეებს არ დატოვებს იმ გზაზე, რომელზეც თქვენ ხართ და მათ აუცილებლად გამოარჩევს თქვენგანო. სწავლულთა ნაწილის აზრით კი ეს აიათი მიმართავს მორწმუნეებს, რომ ალლაჰი მორწმუნეებს ურწმუნოებთან/ფარისევლებთან შერეულს/განუსხვავებელს არ დატოვებს. ის სხვადასხვა სირთულეებით გამოსცდის მათ და აუცილებლად გამოარჩევს მორწმუნეებს ფარისევლებისგან, როგორც მოხდა უჰუდის ბრძოლაში. იხ. თაფსირუ ბეღავი.
Ibisobanuro by'icyarabu:
وَلَا يَحۡسَبَنَّ ٱلَّذِينَ يَبۡخَلُونَ بِمَآ ءَاتَىٰهُمُ ٱللَّهُ مِن فَضۡلِهِۦ هُوَ خَيۡرٗا لَّهُمۖ بَلۡ هُوَ شَرّٞ لَّهُمۡۖ سَيُطَوَّقُونَ مَا بَخِلُواْ بِهِۦ يَوۡمَ ٱلۡقِيَٰمَةِۗ وَلِلَّهِ مِيرَٰثُ ٱلسَّمَٰوَٰتِ وَٱلۡأَرۡضِۗ وَٱللَّهُ بِمَا تَعۡمَلُونَ خَبِيرٞ
და ნუ ეგონებათ იმათ, რომელნიც ძუნწობენ იმაში, რაც ალლაჰმა თავისი წყალობით უბოძა, – რომ ეს კარგია მათთვის; პირიქით, ეს მათთვის უბედურებაა. განკითხვის დღეს კისერზე შემოეხვევათ ის ყოველივე, რისთვისაც ძუნწობდნენ[1] . ალლაჰისაა ცათა და დედამიწის მემკვიდრეობა და მცოდნეა ალლაჰი იმ ყველაფრისა, რასაც თქვენ აკეთებთ.
[1] რაც დაიშურა ზაქათის ან მოწყალების სახით ალლაჰის გზაზე დასახარჯად, ის ყველაფერი განკითხვის დღეს გველის სახით კისერზე შემოეხვევა და დაკბენს ზევიდან ფეხების მიმართულებით, ან კისერზე ცეცხლის რგოლების სახით ჩამოეკდებათ. მუჯაჰიდი: ,,განკითხვის დღეს მას იმ ქონების მოტანა დაევალება, რაც დაიშურა"; იბნი აბბასი: ,,ეს აიათი იუდეველთა სწავლულების შესახებ ჩამოევლინა, რომლებმაც თავიანთ წიგნებში არსებული მუჰამმედ შუამავლის ﷺ დახასიათება დამალეს და ხალხისთვის ჭეშმარიტების განდობა დაიშურეს". იხ. თაფსირუ ბეღავი.
Ibisobanuro by'icyarabu:
 
Ibisobanuro by'amagambo Isura: Al Im’ran
Urutonde rw'amasura numero y'urupapuro
 
Ibisobanuro bya qoran ntagatifu - Ibisobanuro bya Qur'an Ntagatifu mu rurimi rw'ikijorijiya - Biracyakosorwa. - Ishakiro ry'ibisobanuro

Yasobanuwe n'itsinda ry'ikigo Rowad cy'ubusobanuzi ku bufatanye n'ishyirahamwe ryo kwamamaza idini rya Rabwa n'ishyirahamwe ryo gutanga serivisi z'ibikubiyemo idini mu ndimi zitandukanye.

Gufunga