Check out the new design

Përkthimi i kuptimeve të Kuranit Fisnik - Përkthimi gjeorgjisht - në të cilin është duke u punuar ende * - Përmbajtja e përkthimeve


Përkthimi i kuptimeve Surja: Ali Imran   Ajeti:
لَّقَدۡ سَمِعَ ٱللَّهُ قَوۡلَ ٱلَّذِينَ قَالُوٓاْ إِنَّ ٱللَّهَ فَقِيرٞ وَنَحۡنُ أَغۡنِيَآءُۘ سَنَكۡتُبُ مَا قَالُواْ وَقَتۡلَهُمُ ٱلۡأَنۢبِيَآءَ بِغَيۡرِ حَقّٖ وَنَقُولُ ذُوقُواْ عَذَابَ ٱلۡحَرِيقِ
ვფიცავ, ესმა ალლაჰს მათი სიტყვები, რომლებმაც თქვეს: უეჭველად, ღარიბია ალლაჰი, ჩვენ კი მდიდრები ვართო[1] . ჩვენ ჩავიწერთ: იმას, რაც თქვეს; ამბავს მათ მიერ უსამართლოდ დახოცილი მაცნეებისას, და ვეტყვით: ,,იგემეთ მწველი სასჯელი".
[1] როცა ჩამოევლინა აიათი: „ვინაა ის, ვინც ალლაჰს საუკეთესო სესხს ასესხებს“ (ბაყარა, 2/245.), – იუდეველებმა თქვეს, რომ ალლაჰი ღარიბია ჩვენ კი მდიდრები ვართ და ამიტომ ითხოვს ჩვენგან სესხსო. იხ. თაფსირუ ბეღავი.
Tefsiret në gjuhën arabe:
ذَٰلِكَ بِمَا قَدَّمَتۡ أَيۡدِيكُمۡ وَأَنَّ ٱللَّهَ لَيۡسَ بِظَلَّامٖ لِّلۡعَبِيدِ
ეს (სასჯელი) იმისთვისაა, რაც თქვენს ხელებს ჩაუდენია. ჭეშმარიტად, ალლაჰი არაა უსამართლო მსახურთა მიმართ.
Tefsiret në gjuhën arabe:
ٱلَّذِينَ قَالُوٓاْ إِنَّ ٱللَّهَ عَهِدَ إِلَيۡنَآ أَلَّا نُؤۡمِنَ لِرَسُولٍ حَتَّىٰ يَأۡتِيَنَا بِقُرۡبَانٖ تَأۡكُلُهُ ٱلنَّارُۗ قُلۡ قَدۡ جَآءَكُمۡ رُسُلٞ مِّن قَبۡلِي بِٱلۡبَيِّنَٰتِ وَبِٱلَّذِي قُلۡتُمۡ فَلِمَ قَتَلۡتُمُوهُمۡ إِن كُنتُمۡ صَٰدِقِينَ
ვინც თქვეს:ჭეშმარიტად, ალლაჰმა გვიბრძანა, რომ არ გვერწმუნა (არც ერთი) შუამავალი, ვიდრე ჩვენთან არ მოვიდოდა შესაწირავით, რომელსაც (ყაბულობის ნიშნად ციდან ჩამოსული) ცეცხლი მიირთმევსო[1] , – უთხარი: ,,თქვენთან ჩემზე ადრე მართლაც მოვიდნენ შუამავალნი ცხადი მტკიცებულებებითა და იმით, რაც თქვით. მაშ, რატომ დახოცეთ ისინი[2] , თუკი ნამდვილად გულწრფელნი ხართ?"
[1] აიათი მაშინ ჩამოევლინა, როდესაც რამდენიმე იუდეველი მუჰამმედ შუამავალთან ﷺ მივიდა და უთხრა: ო, მუჰამმედ! შენ ამტკიცებ, რომ ალლაჰმა შუამავლად წარმოგგზავნა და წიგნი ჩამოგივლინა? – არადა ალლაჰმა თევრათში გვიბრძანა, რომ ისე არავის ვერწმუნოთ, ვინც ამტკიცებს, რომ ალლაჰის შუამავალია, –ვიდრე არ მოვა შესაწირავით, რომელსაც ცეცხლი შთანთქავს მისი შუამავლობის დასტურადო. იხ. თაფსირუ ბეღავი.
[2] ზაქარია, იაჰია და სხვა შუამავლები.
Tefsiret në gjuhën arabe:
فَإِن كَذَّبُوكَ فَقَدۡ كُذِّبَ رُسُلٞ مِّن قَبۡلِكَ جَآءُو بِٱلۡبَيِّنَٰتِ وَٱلزُّبُرِ وَٱلۡكِتَٰبِ ٱلۡمُنِيرِ
ხოლო თუ მაინც ცრუდ მიგიჩნიეს, – შენზე ადრეც ხომ მიიჩნიეს ცრუდ შუამავლები, რომლებიც ცხადი მტკიცებულებებით, წერილებითა და განმანათლებელი წიგნით მოვიდნენ.
Tefsiret në gjuhën arabe:
كُلُّ نَفۡسٖ ذَآئِقَةُ ٱلۡمَوۡتِۗ وَإِنَّمَا تُوَفَّوۡنَ أُجُورَكُمۡ يَوۡمَ ٱلۡقِيَٰمَةِۖ فَمَن زُحۡزِحَ عَنِ ٱلنَّارِ وَأُدۡخِلَ ٱلۡجَنَّةَ فَقَدۡ فَازَۗ وَمَا ٱلۡحَيَوٰةُ ٱلدُّنۡيَآ إِلَّا مَتَٰعُ ٱلۡغُرُورِ
ყოველი სული სიკვდილს იგემებს. ჭეშმარიტად, განკითხვის დღეს სრულად მოგეგებათ თქვენი საზღაური. და ვინც იქნება (ჯოჯოხეთის) ცეცხლისგან განრიდებული და სამოთხეში შეყვანილი, ის მართლაც მოგებულია. ამქვეყნიური ცხოვრება სხვა არაფერია, თუ არა სარგებელი – წარმავალი და მაცდური.
Tefsiret në gjuhën arabe:
۞ لَتُبۡلَوُنَّ فِيٓ أَمۡوَٰلِكُمۡ وَأَنفُسِكُمۡ وَلَتَسۡمَعُنَّ مِنَ ٱلَّذِينَ أُوتُواْ ٱلۡكِتَٰبَ مِن قَبۡلِكُمۡ وَمِنَ ٱلَّذِينَ أَشۡرَكُوٓاْ أَذٗى كَثِيرٗاۚ وَإِن تَصۡبِرُواْ وَتَتَّقُواْ فَإِنَّ ذَٰلِكَ مِنۡ عَزۡمِ ٱلۡأُمُورِ
ვფიცავ, თქვენი ქონებითა და სულებით გამოიცდებით აუცილებლად. ვისაც თქვენზე ადრე წიგნი ებოძათ და ვინც არიან წარმართები, – უთუოდ ბევრი შეურაცხყოფა მოგესმებათ მათგან, ხოლო თუ მოითმენთ და (ალლაჰის) რიდი გექნებათ, ჭეშმარიტად, ეს მთელი მონდომებით შესასრულებელი საკითხებიდანაა.
Tefsiret në gjuhën arabe:
 
Përkthimi i kuptimeve Surja: Ali Imran
Përmbajtja e sureve Numri i faqes
 
Përkthimi i kuptimeve të Kuranit Fisnik - Përkthimi gjeorgjisht - në të cilin është duke u punuar ende - Përmbajtja e përkthimeve

Përkthyer nga ekipi i Qendrës "Ruvad et-Terxheme" në bashkëpunim me Shoqatën për predikim në Rabva dhe Shoqatën për shërbimin e përmbajtjes islame në gjuhë të ndryshme.

Mbyll