სიკეთე ის კი არაა, რომ აღმოსავლეთით ან დასავლეთით მიაქციოთ თქვენი სახეები, არამედ ისაა სიკეთე: ვინც ირწმუნა ალლაჰი, დღე უკანასკნელი, ანგელოზები, წიგნი, მაცნეები, და მიუხედავად იმისა, რომ ძლიერ უყვარს ქონება, – მაინც ურიგებს – ნათესავებს, ობლებს, ღატაკებს, მგზავრებსა და მათხოვრებს, და გაიღებენ ტყვეების გამოსასყიდადაც; აღასრულებენ ნამაზს, გასცემენ ზექათს და ერთგულობენ აღთქმას – როდესაც დებენ პირობას, და მომთმენნი არიან – გასაჭირისა, ავადმყოფობისა და ომის სირთულეებისა. აი, ეგენი არიან ერთგულნი და ღვთისმოშიშნი.
ეი, თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! ვალდებულებად დაწერილია თქვენზე – ყისასი[1] (საიგივეო) მოკლულთათვის: თავისუფალი თავისუფლის წილ, მონა მონის წილ, ქალი ქალის წილ. ხოლო ვისაც იმისი ძმისგან (მოკლულის ჭირისუფლისგან) ეპატიოს, – მისი ვალია კეთილად მორჩილება და საუკეთესო სახით ანაზღაურება. ეს წყალობა და შემსუბუქებაა თქვენი ღმერთისგან, ხოლო ამის შემდეგ ვინც ზღვარს გადავა და უსამართლოდ მოიქცევა, – მწარე სასჯელი მისთვის.
[1] ორიგინალი – „ყისაას“ (قصاص): ლექსიკონური მნიშვნელობით იგივე ფორმით სამაგიეროს გადახდას ან სასჯელს ნიშნავს. როგორც ტერმინი – ყისასი – დანაშაულისა და სასჯელის თანაბრობას გულისხმობს, შარიათის თანახმად კი მკვლელის – მოკლულის სანაცვლოდ სიკვდილით დასჯას; ჭრილობის მიყენების ან ორგანოს მოკვეთის შემთხვევაში – დამნაშავის იგივენაირად დასჯას ნიშნავს. ყისასი – აღნიშნული დანაშაულის განზრახ ჩადენისა და დაზარალებულის მხრიდან სრული აღსრულების მოთხოვნის შემთხვევაში ხდება აუცილებელი. დაზარალებულს შეუძლია: ყისასზე უარი თქვას, სისხლის გამოსასყიდი თანხა მოითხოვოს ან უსასყიდლოდ აპატიოს.
თქვენდა სავალდებულოდ დაწერილია, რომ თუ რომელიმე თქვენგანი, სიკვდილმოწეული (მომაკვდავი), ტოვებს საკმაო ქონებას, – გონივრულად უანდერძოს (დაუტოვოს) იგი მშობლებსა და ნათესავებს; – ვალია ეს, ღვთისმოშიშთა.
და ვინც მას შეცვლის იმის შემდეგ, რაც უკვე მოისმინა, უეჭველად, – მათ ეკისრებათ ამის ცოდვა, ვინც მას შეცვლიან. ჭეშმარიტად, ალლაჰი ყოვლის მსმენი და მცოდნეა.
Contents of the translations can be downloaded and re-published, with the following terms and conditions:
1. No modification, addition, or deletion of the content.
2. Clearly referring to the publisher and the source (QuranEnc.com).
3. Mentioning the version number when re-publishing the translation.
4. Keeping the transcript information inside the document.
5. Notifying the source (QuranEnc.com) of any note on the translation.
6. Updating the translation according to the latest version issued from the source (QuranEnc.com).
7. Inappropriate advertisements must not be included when displaying translations of the meanings of the Noble Quran.
అన్వేషణ ఫలితాలు:
API specs
Endpoints:
Sura translation
GET / https://quranenc.com/api/v1/translation/sura/{translation_key}/{sura_number} description: get the specified translation (by its translation_key) for the speicified sura (by its number)
Parameters: translation_key: (the key of the currently selected translation) sura_number: [1-114] (Sura number in the mosshaf which should be between 1 and 114)
Returns:
json object containing array of objects, each object contains the "sura", "aya", "translation" and "footnotes".
GET / https://quranenc.com/api/v1/translation/aya/{translation_key}/{sura_number}/{aya_number} description: get the specified translation (by its translation_key) for the speicified aya (by its number sura_number and aya_number)
Parameters: translation_key: (the key of the currently selected translation) sura_number: [1-114] (Sura number in the mosshaf which should be between 1 and 114) aya_number: [1-...] (Aya number in the sura)
Returns:
json object containing the "sura", "aya", "translation" and "footnotes".