పవిత్ర ఖురాన్ యొక్క భావార్థాల అనువాదం - జార్జియా అనువాదం * - అనువాదాల విషయసూచిక


భావార్ధాల అనువాదం వచనం: (152) సూరహ్: సూరహ్ ఆలె ఇమ్రాన్
وَلَقَدۡ صَدَقَكُمُ ٱللَّهُ وَعۡدَهُۥٓ إِذۡ تَحُسُّونَهُم بِإِذۡنِهِۦۖ حَتَّىٰٓ إِذَا فَشِلۡتُمۡ وَتَنَٰزَعۡتُمۡ فِي ٱلۡأَمۡرِ وَعَصَيۡتُم مِّنۢ بَعۡدِ مَآ أَرَىٰكُم مَّا تُحِبُّونَۚ مِنكُم مَّن يُرِيدُ ٱلدُّنۡيَا وَمِنكُم مَّن يُرِيدُ ٱلۡأٓخِرَةَۚ ثُمَّ صَرَفَكُمۡ عَنۡهُمۡ لِيَبۡتَلِيَكُمۡۖ وَلَقَدۡ عَفَا عَنكُمۡۗ وَٱللَّهُ ذُو فَضۡلٍ عَلَى ٱلۡمُؤۡمِنِينَ
ჭეშმარიტად, ალლაჰმა ერთგულად აღგისრულათ თავისი აღქმა, როცა მისი ნებით ხოცავდით მათ, ვიდრე დაუდევრად მოიქცეოდით: კამათს დაიწყებდით მისი (შუამავლის) ბრძანების თაობაზე და სიურჩეს გამოავლენდით, მას შემდეგ, როცა გიჩვენათ ის (გამარჯვება), რაც ძალიან გინდოდათ. თქვენში არიან ისეთები, ვისაც სურს ეს ქვეყანა და თქვენში არიან ისეთებიც, ვისაც სურს ის ქვეყანა. გამოცდის მიზნით, ამ ყველაფრის შემდეგ (ალლაჰმა) მათგან უკუგაქციათ, მაგრამ ბოლოს მაინც შეგიწყალათ. ალლაჰი დიდი წყალობის მქონეა მორწმუნეთა მიმართ*.
*როცა მუსლიმებმა უჰუდის ბრძოლაში მარცხი განიცადეს, მედინაში დაბრუნებულმა დაიწყეს ბჭობა თუ რატომ დაემართათ ეს, მათ ხომ ალლაჰმა დახმარება აღუთქვა? ამ მდგომარეობის საპასუხოდ ეს აიათი ჩამოევლინა, რომელმაც მარცხის მიზეზები განმარტა. ალლაჰის შუამავალმა ﷺ უჰუდის ბრძოლის სტრატეგია შემდეგნაირად შეიმუშავა: უჰუდის მთა ზურგს უკან მოიქცია, პირით მედინასკენ დადგა. ამ პოზიციაში ‘აინეინის მაღლობი (შემდგომში მეისრეების მაღლობი) მათ მარჯვნივ რჩებოდა. შუამავალმა ﷺ აღნიშნულ მაღლობზე აბდულლაჰ ბინ ჯუბეირის სარდლობით 50 მეისრე განალაგა და უბრძანა, ზურგი გაგვიმაგრეთ; თუ დაინახავთ, რომ გავიმარჯვეთ და ნადავლის შეგროვებას შევუდექით, არ შემოგვიერთდეთ და არც ჩვენს დასახმარებლად ჩამოხვიდეთ, თუნდაც ხედავდეთ, თუ როგორ ვიხოცებითო. ბრძოლის პირველ ნაწილში მორწმუნეებმა წარმართებს სტრატეგიულად სძლიეს და ისეთი მარცხი აწვნიეს, რომ იძულებულნი შეიქმნენ, გაქცეულიყვნენ. წარმართთა ჯარის უკან გაქცევამ მეისრეების ნაწილს აფიქრებინა, რომ უკვე ბრძოლა დასრულდა და მათი მოვალეობაც დასრულებული იყო, რამაც მათ შორის კამათი გამოიწვია, უნდა დარჩენილიყვნენ თავიანთ პოზიციებზე თუ სულიერ ძმებს შეერთებოდნენ? მეისრეთა დიდმა ნაწილმა თავიანთი პოზიცია მიატოვა და დაბლა დაეშვა, ხოლო მაღლობზე აბდულლაჰ ბინ ჯუბეირი 10 მეისრესთან ერთად დარჩა. ამ დროს მტრის ჯარი უკან დაბრუნდა, მაღლობზე მყოფი 10 მეისრე დახოცა და მუსლიმთა ჯარი ალყაში მოაქცია. ამგვარად, მორწმუნეებმა უჰუდის ბრძოლაში მარცხი თავიანთი დაუდევრობის შედეგად განიცადეს, ხოლო ცოცხალი ვინც გადარჩა, ეს ალლაჰის წყალობა იყო მათთვის.
అరబీ భాషలోని ఖుర్ఆన్ వ్యాఖ్యానాలు:
 
భావార్ధాల అనువాదం వచనం: (152) సూరహ్: సూరహ్ ఆలె ఇమ్రాన్
సూరాల విషయసూచిక పేజీ నెంబరు
 
పవిత్ర ఖురాన్ యొక్క భావార్థాల అనువాదం - జార్జియా అనువాదం - అనువాదాల విషయసూచిక

జార్జియా భాషలో అల్ ఖుర్ఆన్ అల్ కరీమ్ భావానువాదం - రువ్వాద్ అనువాద కేంద్రం పర్యవేక్షణలో అనువాదం జరుగుతున్నది - ఐదు భాగాలు పూర్తి అయినాయి.

మూసివేయటం