قرآن کریم کے معانی کا ترجمہ - جاجیائی ترجمہ * - ترجمے کی لسٹ


معانی کا ترجمہ آیت: (103) سورت: سورۂ آل عمران
وَٱعۡتَصِمُواْ بِحَبۡلِ ٱللَّهِ جَمِيعٗا وَلَا تَفَرَّقُواْۚ وَٱذۡكُرُواْ نِعۡمَتَ ٱللَّهِ عَلَيۡكُمۡ إِذۡ كُنتُمۡ أَعۡدَآءٗ فَأَلَّفَ بَيۡنَ قُلُوبِكُمۡ فَأَصۡبَحۡتُم بِنِعۡمَتِهِۦٓ إِخۡوَٰنٗا وَكُنتُمۡ عَلَىٰ شَفَا حُفۡرَةٖ مِّنَ ٱلنَّارِ فَأَنقَذَكُم مِّنۡهَاۗ كَذَٰلِكَ يُبَيِّنُ ٱللَّهُ لَكُمۡ ءَايَٰتِهِۦ لَعَلَّكُمۡ تَهۡتَدُونَ
ყველამ ერთად ჩაეჭიდეთ თოკს ალლაჰისა (ყურანსა და სუნნეთს) და ნუ დაიყოფით. გაიხსენეთ ალლაჰის წყალობა თქვენზე, როცა მტრები იყავით, მერე მან გულები მოგილბოთ ერთმანეთის მიმართ და მისივე წყალობით იქეცით ძმებად, მანამდე კი ცეცხლის უფსკრულის პირას იყავით და (ალლაჰმა) იქიდან გიხსნათ*. თქვენთვის ალლაჰი ასე ცხადყოფს თავის აიათებს, რომ იქნებ ჭეშმარიტ გზას დადგომოდეთ თქვენ.
*ისლამამდელ პერიოდში მედინაში არაბთა ორი წარმართი გვარი ცხოვრობდა – ევსი და ხაზრაჯი. ისინი ერთმანეთის მოსისხლე მტრები იყვნენ, ისლამის მიღების შემდეგ ამ გვარებს შორის ისეთი ძმობა ჩამოყალიბდა, რომ ერთმანეთს სიკეთეში ეჯიბრებოდნენ. ამ აიათებით ალლაჰმა მათ ის წყალობა შეახსენა, რომელიც ისლამის მეშვეობით დაიმსახურეს და გააფრთხილა, რომ წიგნბოძებულთა ცდუნებას არ აჰყოლოდნენ და ისევ ძველ ურჯულოებაში არ დაბრუნებულიყვნენ.
عربی تفاسیر:
 
معانی کا ترجمہ آیت: (103) سورت: سورۂ آل عمران
سورتوں کی لسٹ صفحہ نمبر
 
قرآن کریم کے معانی کا ترجمہ - جاجیائی ترجمہ - ترجمے کی لسٹ

قرآن کریم کے معانی کا جارجیائی ترجمہ۔ مرکز رواد الترجمہ کی نگرانی میں ترجمے کا عمل جاری ہے۔ اطلاع کی خاطر پانچ پارے پیش خدمت ہیں۔

بند کریں