قرآن کریم کے معانی کا ترجمہ - جاجیائی ترجمہ * - ترجمے کی لسٹ


معانی کا ترجمہ آیت: (118) سورت: سورۂ مائدہ
إِن تُعَذِّبۡهُمۡ فَإِنَّهُمۡ عِبَادُكَۖ وَإِن تَغۡفِرۡ لَهُمۡ فَإِنَّكَ أَنتَ ٱلۡعَزِيزُ ٱلۡحَكِيمُ
თუკი მათ დასჯი, უეჭველად, შენი მსახურნი არიან; ხოლო თუ მიუტევებ,* ჭეშმარიტად, შენ ხარ ძლევამოსილი, ბრძენი.**
*ტაბერი ამ აიათის განმარტებისას წერს: თუკი მათ, – ვინც ასე მოიქცნენ, – ამ რწმენით მოაკვდინებ და დასჯი, „უეჭველად, შენი მსახურნი არიან“ და შენზე იქნებიან დამორჩილებულნი, იძულებულნი იქნებიან ჩაჰბარდენენ შენს გადაწყვეტილებას და ვერც თავის დაცვას შეძლებენ; ხოლო თუ სიკვდილამდე სწორ გზაზე დაადგენ, მონანიებას უწყალობებ და მიუტევებ, „ჭეშმარიტად, შენ ხარ ძლევამოსილი, ბრძენი.“ რამეთუ შენ ყოვლის შემძლე ხარ, დასჯი მას, ვისაც ინებებ, წინააღმდეგობას ვერავინ გაგიწევს; ასევე, შენ ხარ ბრძენი და უწყი, თუ ვინ იმსახურებს სწორ გზაზე დგომასა და მიტევებას. იხ. თაფსიირუ ტაბერი.
**აბუ ზერრი გადმოგვცემს: ერთხელ გავიგონე ალლაჰის შუამავალი ﷺ ნამაზზე დილამდე ერთიდაიგივე აიათს კითხულობდა, ამავე აიათით ასრულებდა რუქუ’საც და სეჯდესაც. ეს აიათი იყო: „თუკი მათ დასჯი, უეჭველად, შენი მსახურნი არიან; ხოლო თუ მიუტევებ, ჭეშმარიტად, შენა ხარ ძლევამოსილი, ბრძენი.“ მას ვუთხარი: ო, ალლაჰის შუამავალო! შენ დილამდე ამ აიათს იმეორებდი. მან მითხრა: ღმერთს ჩემი უმმეთისთვის შეფაათი შევევედრე და მომეცა იგი. ის მხოლოდ მათ შეხვდებათ, ვისაც ალლაჰისთვის არაფერი თანაუზიარებიათ. (აჰმედ, ალ-მუსნედ, ჰ.ნ. 21328.)
عربی تفاسیر:
 
معانی کا ترجمہ آیت: (118) سورت: سورۂ مائدہ
سورتوں کی لسٹ صفحہ نمبر
 
قرآن کریم کے معانی کا ترجمہ - جاجیائی ترجمہ - ترجمے کی لسٹ

قرآن کریم کے معانی کا جارجیائی ترجمہ۔ مرکز رواد الترجمہ کی نگرانی میں ترجمے کا عمل جاری ہے۔ اطلاع کی خاطر پانچ پارے پیش خدمت ہیں۔

بند کریں