როგორ არ უნდა ირწმუნოთ, როდესაც გეკითხებათ ალლაჰის აიათები და თქვენს შორისაა მისი შუამავალი? ვინც ალლაჰს (მის სარწმუნოებას) ჩაეჭიდება, მას ეჩვენება სწორი გზა, უსათუოდ.
ეი, თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! რიდი გქონდეთ ალლაჰისა, როგორც მას შეეფერება[1] , და ნუ აღესრულებით სხვანაირად, გარდა – მუსლიმებად/მორჩილებად.
[1] ჩაეჭიდეთ მის სარწმუნოებას, აღიარეთ მისი ერთობა და არაფერი უთანაზიაროთ; იყავით მისი მორჩილნი და არ იყოთ ურჩები; იყავით მისი მადლიერნი და არ იყოთ უმადურნი; გახსოვდეთ იგი და არ დაივიწყოთ.
ყველამ ერთად ჩაეჭიდეთ თოკს ალლაჰისა (ყურანსა და სუნნეთს) და ნუ დაიყოფით. გაიხსენეთ ალლაჰის წყალობა თქვენზე, როცა მტრები იყავით, მერე მან გულები მოგილბოთ ერთმანეთის მიმართ და მისივე წყალობით იქეცით ძმებად, მანამდე კი ცეცხლის უფსკრულის პირას იყავით და (ალლაჰმა) იქიდან გიხსნათ[1] . თქვენთვის ალლაჰი ასე ცხადყოფს თავის აიათებს, რომ იქნებ ჭეშმარიტ გზას დადგომოდეთ თქვენ.
[1] ისლამამდელ პერიოდში მედინაში არაბთა ორი წარმართი გვარი ცხოვრობდა – ევსი და ხაზრაჯი. ისინი ერთმანეთის მოსისხლე მტრები იყვნენ, ისლამის მიღების შემდეგ ამ გვარებს შორის ისეთი ძმობა ჩამოყალიბდა, რომ ერთმანეთს სიკეთეში ეჯიბრებოდნენ. ამ აიათებით ალლაჰმა მათ ის წყალობა შეახსენა, რომელიც ისლამის მეშვეობით დაიმსახურეს და გააფრთხილა, რომ წიგნბოძებულთა ცდუნებას არ აჰყოლოდნენ და ისევ ძველ ურჯულოებაში არ დაბრუნებულიყვნენ.
და ნუ იქნებით მსგავსი მათი, რომლებიც დანაწევრდნენ და უთანხმოებდნენ, მას შემდეგ, რაც მიუვიდათ ცხადი მტკიცებულებები; სწორედ მათთვისაა სასჯელი[1] უდიდესი.
[1] მუფესსირთა უმრავლესობა განმარტავს, რომ აქ იგულისხმებიან იუდეველები და ქრისტიანები, ხოლო ზოგიერთების აზრით, ესენი არიან ისლამის მიმდევარი მობიდათეები. იხ. თაფსირუ ბეღავი.
იმ დღეს, როდესაც გაბრწყინდებიან სახეები და გაშავდებიან[1] სახეები, – ვისი სახეებიც გაშავდება, მათ ეტყვიან: ნუთუ მას შემდეგ უარყავით, რაც უკვე ირწმუნეთ? მაშინ იგემეთ იმის სასჯელი, რასაც უარყოფდით[2] .
[1] განკითხვის დღეს მორწმუნეების სახეები გაბრწყინდება, ხოლო ურწმუნოებისა და ფარისევლების სახეები გაშავდება. იბნი აბბასმა თქვა: იმ დღეს სუნნეთის მიმდევართა სახეები გაბრწყინდება, ხოლო მობიდათეების სახეები გაშავდება. იხ. თაფსირულ ბეღავი. [2] თუ გაჩნდა კითხვა, რომ ურწმუნოებს, რომლებიც არასდროს ყოფილან მორწმუნეები, რატომ ჰკითხავენ ასე? ამის პასუხად ნათქვამია, რომ აქ იგულისხმება წინასწარ დადებული აღთქმა, რომელიც ადამიანის გაჩენამდე მათმა სულებმა დადეს თავიანთი გამჩენის წინაშე. ჰასან ალ-ბასრიმ თქვა: ესენი არიან მუნაფიყები, რომლებიც ენით მორწმუნეობას ამტკიცებდნენ, ხოლო გულით უარყოფდნენ. ‘იქრიმემ თქვა: ესენი არიან წიგნბოძებულნი, რომლებმაც ირწმუნეს თავიანთი მაცნეები და თავიანთ წიგნებში ნამახარობლევი მუჰამმედ შუამავალი ﷺ, ხოლო მისი შუამავლად წარმოგზავნის შემდეგ – უარყვეს იგი. იხ. თაფსირუ ბეღავი.
Таржимаси Рувод таржима маркази жамоаси томонидан Рубва даъват жамияти ва Исломий мазмунни тилларда хизмат қилиш жамияти билан ҳамкорликда амалга оширилди.
Contents of the translations can be downloaded and re-published, with the following terms and conditions:
1. No modification, addition, or deletion of the content.
2. Clearly referring to the publisher and the source (QuranEnc.com).
3. Mentioning the version number when re-publishing the translation.
4. Keeping the transcript information inside the document.
5. Notifying the source (QuranEnc.com) of any note on the translation.
6. Updating the translation according to the latest version issued from the source (QuranEnc.com).
7. Inappropriate advertisements must not be included when displaying translations of the meanings of the Noble Quran.
Излов натижалари:
API specs
Endpoints:
Sura translation
GET / https://quranenc.com/api/v1/translation/sura/{translation_key}/{sura_number} description: get the specified translation (by its translation_key) for the speicified sura (by its number)
Parameters: translation_key: (the key of the currently selected translation) sura_number: [1-114] (Sura number in the mosshaf which should be between 1 and 114)
Returns:
json object containing array of objects, each object contains the "sura", "aya", "translation" and "footnotes".
GET / https://quranenc.com/api/v1/translation/aya/{translation_key}/{sura_number}/{aya_number} description: get the specified translation (by its translation_key) for the speicified aya (by its number sura_number and aya_number)
Parameters: translation_key: (the key of the currently selected translation) sura_number: [1-114] (Sura number in the mosshaf which should be between 1 and 114) aya_number: [1-...] (Aya number in the sura)
Returns:
json object containing the "sura", "aya", "translation" and "footnotes".