იუდეველთაგან ზოგიერთნი ადგილს უცვლიან სიტყვებს და ამბობენ: მოვისმინეთ და ვეურჩეთ; მოგვისმინე და არამც გსმენოდეს; რა’ინა[1] – ასე ამახინჯებენ მათი ენით, რათა შეურაცხყონ სარწმუნოება. მათ რომ ეთქვათ, მოვისმინეთ და დავემორჩილეთ; მოგვისმინე და მოგვხედეო, რათქმაუნდა ეს მათთვისვე უფრო ხეირიანი და სამართლიანი იქნებოდა. მაგრამ დასწყევლა ისინი ალლაჰმა თავიანთი ურწმუნოების გამო და არ ირწმუნებენ, გარდა მცირედისა.
[1] სიტყვა – „რა’ინაა“ (رعنا) წარმოებულია „რა’ა“ (رعى) ფუძიდან, რაც მზერის მიპყრობას, მზრუნველობას, ყურადღებასა და მომწყემსვას ნიშნავს. ეს სიტყვა მედინაში მცხოვრებ იუდეველთა ენაზე ან მათში გავრცელებულ არაბულ დიალექტზე ცუდი მნიშვნელობით გამოიყენებოდა და, ამგვარად, მათ გაუჩნდათ მუჰამმედ შუამავლის ﷺ აშკარად ლანძღვის საშუალება, რომელსაც მანამდე ფარულად აკეთებდნენ. ისინი მას მიმართავდნენ სიტყვით „რა’ინაა“, რომელიც ორაზროვანია: თითქოს დადებითი მნიშვნელობით ეუბნებოდნენ, არადა მისი მასხრად აგდება ქონდათ განზრახული.
ეი, თქვენ, რომელთაც წიგნი გებოძათ! ირწმუნეთ ის (ყურანი), რაც თქვენთან არსებულის (თორას) დამამოწმებლად ჩამოვავლინეთ, ვიდრე (თქვენი) სახეები წაგვიშლია და უკუ შეგვიბრუნებია, ან ვიდრე დაგვიწყევლია ისე, როგორც შაბათის ხალხი დავწყევლეთ. ალლაჰის ბრძანება აღსრულებადია.
ჭეშმარიტად, არ აპატიებს ალლაჰი, როცა მას უთანაზიარებენ, და ამის გარდა ყველაფერს პატიობს მათ, ვისაც მოისურვებს. და ვინც ალლაჰს უთანაზიარა, მან მართლაც დიდი ცოდვა დასწამა.
განა არ გინახავს ისინი, რომელთაც თავი უცოდველებად მოაქვთ? – პირიქით, ალლაჰი განწმენდს მას, ვისაც ისურვებს, და ფეთილისოდენა[1] უსამართლობასაც კი არ გადაეყრებიან.
[1] ორიგინალი – „ალ-ფეთიილ“ (الفتيل): ფინიკის კურკის ღარში გადაკრული წვრილი ძაფი, რომელსაც რაიმე მნიშვნელოვანი წონა, მოცულობა და ღირებულება არ გააჩნია. აიათი გვეუბნება, რომ ისინი იოტისოდენა უსამართლობასაც კი არ გადაეყრებიან.
განა ვერ ხედავ მათ, რემელთაც წილი ხვდათ წიგნიდან, – ჯიბთისა[1] და ტაღუთისა[2] სწამთ და ურწმუნოთა შესახებ ამბობენ, რომ ესენი უფრო ჭეშმარიტ გზაზე დგანან, ვიდრე ისინი, ვინც ირწმუნესო?!
[1] ორიგინალი – „ალ-ჯიბთ“ (الجبت): მუფესსირები ამ სიტყვას რამდენიმე განსხვავებული მნიშვნელობით განმარტავენ, მაგალითად: ეს არის ყურეიშელთა ერთ-ერთი კერპის სახელი, ალლაჰის ნაცვლად სხვა ნებისმიერი სათაყვანებლის ზოგადი სახელი, ჯადო, ჯადოქარი, მკითხავი, ეშმაკი ან ის ყველაფერი, რაც ალლაჰმა აკრძალა. ზოგადად, ეს სიტყვა ასოცირდება, ჯადოსთან, ჯადოქართან, მკითხავთან და მსგავს რამმეებთან. იხ. თაფსირულ ბეღავი. [2] ორიგინალი – „ალ-ტაღუთ“ (الطاغوت): სიტყვის ფუძის მნიშვნელობაა ურჩობა ან ურჩობის გამომწვევი მიზეზი. ძირითადად გამოიყენება ეშმაკის, კერპის და იმ ყველაფერის აღსანიშნავად, რაც ადამიანს ღვთისკენ მიმავალ გზაზე ეღობება და ღვთის ნაცვლად მის მორჩილებას ავალებს, ან რაც შეიძლება გახდეს ზღვარგადასულობისა და ურჩობის მიზეზი.
Таржимаси Рувод таржима маркази жамоаси томонидан Рубва даъват жамияти ва Исломий мазмунни тилларда хизмат қилиш жамияти билан ҳамкорликда амалга оширилди.
Contents of the translations can be downloaded and re-published, with the following terms and conditions:
1. No modification, addition, or deletion of the content.
2. Clearly referring to the publisher and the source (QuranEnc.com).
3. Mentioning the version number when re-publishing the translation.
4. Keeping the transcript information inside the document.
5. Notifying the source (QuranEnc.com) of any note on the translation.
6. Updating the translation according to the latest version issued from the source (QuranEnc.com).
7. Inappropriate advertisements must not be included when displaying translations of the meanings of the Noble Quran.
Излов натижалари:
API specs
Endpoints:
Sura translation
GET / https://quranenc.com/api/v1/translation/sura/{translation_key}/{sura_number} description: get the specified translation (by its translation_key) for the speicified sura (by its number)
Parameters: translation_key: (the key of the currently selected translation) sura_number: [1-114] (Sura number in the mosshaf which should be between 1 and 114)
Returns:
json object containing array of objects, each object contains the "sura", "aya", "translation" and "footnotes".
GET / https://quranenc.com/api/v1/translation/aya/{translation_key}/{sura_number}/{aya_number} description: get the specified translation (by its translation_key) for the speicified aya (by its number sura_number and aya_number)
Parameters: translation_key: (the key of the currently selected translation) sura_number: [1-114] (Sura number in the mosshaf which should be between 1 and 114) aya_number: [1-...] (Aya number in the sura)
Returns:
json object containing the "sura", "aya", "translation" and "footnotes".