Check out the new design

আল-কোৰআনুল কাৰীমৰ অৰ্থানুবাদ - জৰ্জিয়ান অনুবাদ- কাম চলি আছে * - অনুবাদসমূহৰ সূচীপত্ৰ


অৰ্থানুবাদ ছুৰা: আশ্ব-শ্বাৰাহ   আয়াত:
ٱلَّذِيٓ أَنقَضَ ظَهۡرَكَ
რომელიც წელსა გტეხდა
আৰবী তাফছীৰসমূহ:
وَرَفَعۡنَا لَكَ ذِكۡرَكَ
და არ ავამაღლეთ ხსენება შენი?[1]
[1] ეზანის, ყამეთის, თაშაჰჰუდისა და ხუტბას დროს. როგორც აბუ სა’იდ ალ ხუდრი გადმოგვცემს, ალლაჰის შუამავალმა ﷺ ჯიბრილ მთავარ ანგელოზს ამ აიათის შესახებ კითხა და მან ასე უპასუხა: უზენაესი ალლაჰი ბრძანებს, რომ სადაც მე მახსენებენ იქ შენც გახსენებენ. იხ. თაფსირუ ტაბერი.
আৰবী তাফছীৰসমূহ:
فَإِنَّ مَعَ ٱلۡعُسۡرِ يُسۡرًا
რამეთუ, ჭეშმარიტად, სირთულეს თან ახლავს სიადვილეც,
আৰবী তাফছীৰসমূহ:
إِنَّ مَعَ ٱلۡعُسۡرِ يُسۡرٗا
ჭეშმარიტად, სირთულეს თან ახლავს სიადვილე.
আৰবী তাফছীৰসমূহ:
فَإِذَا فَرَغۡتَ فَٱنصَبۡ
ამიტომ როგორცკი მორჩები ერთს, მაშინვე შეუდექი მეორეს.[1]
[1] იბნი ‘აბბასი, ყათადე, დაჰჰაქი, მუყათილი და ქელბი ამ აიათს ასე განმარტავენ: ფარძ ნამაზს რომ მორჩები, შენი ღმეღთის მიმართ ვედრებას შეუდექ, მას გულმხურვალე ვედრებით სთხოვე, რომ მან მოგცეს. ჰასან ალ-ბასრი და ზეიდ ბინ ესლემი განმარტავენ: როდესაც მტერთან ბრძოლას მორჩები, შენი ღმერთის მიმართ ღვთისმსახურებით გაისარჯე. მანსური და მუჯაჰიდი განმარტავენ: როდესაც ამქვეყნიურ საქმეებს მორჩებ, ღვთისმსახურებებს შეუდექი და ნამაზი შეასრულე. იხ. თაფსირუ ტაბერი.
იბნი მეს’უდი განმარტავს: როდესაც ფარძ ნამაზებს, მორჩები ღამის ნამაზით განისარჯე. იხ. თაფსირუ სუიუტი.
ეს განმარტებები ყველა სწორია, რადგანაც მუსლიმს არ აქვს უქმედ დასაკარგი დრო, როდესაც ამქვეყნიურ საქმეებს მორჩება, ღვთისმსახურებებს უნდა შეუდგეს, როდესაც ღვთისმსახურებებს მორჩება ამქვეყნიური საქმეებით უნდა დაკავდეს. მან ამგვარი შრომითა და გარჯით, უქნარობისგან შორს, იმქვეყნიურსა და ამქვეყნიურს შორის გაწონასწორებული ცხოვრებით უნდა იცხოვროს.
আৰবী তাফছীৰসমূহ:
وَإِلَىٰ رَبِّكَ فَٱرۡغَب
და (მორჩილად) ესწრაფე შენი ღმერთისკენ.
আৰবী তাফছীৰসমূহ:
 
অৰ্থানুবাদ ছুৰা: আশ্ব-শ্বাৰাহ
ছুৰাৰ তালিকা পৃষ্ঠা নং
 
আল-কোৰআনুল কাৰীমৰ অৰ্থানুবাদ - জৰ্জিয়ান অনুবাদ- কাম চলি আছে - অনুবাদসমূহৰ সূচীপত্ৰ

অনুবাদ কৰিছে جمعية الدعوة بالربوة আৰু جمعية خدمة المحتوى الإسلامي باللغاتৰ সহযোগত মৰ্কজ ৰুৱাদুত তাৰ্জামাৰ অনুবাদক গোষ্ঠীয়ে।

বন্ধ