Prijevod značenja časnog Kur'ana - الترجمة الجورجية * - Sadržaj prijevodā


Prijevod značenja Ajet: (76) Sura: Sura el-En'am
فَلَمَّا جَنَّ عَلَيۡهِ ٱلَّيۡلُ رَءَا كَوۡكَبٗاۖ قَالَ هَٰذَا رَبِّيۖ فَلَمَّآ أَفَلَ قَالَ لَآ أُحِبُّ ٱلۡأٓفِلِينَ
- ღამით, როდესაც იგი ბინდმა გარემოიცვა და ვარსკვლავი დაინახა, თქვა: „ესაა ჩემი ღმერთი“; ხოლო როდესაც გაქრა, დასძინა: მე არ მიყვარს ის, რაც ქრება.*
*იბრაჰიმ შუამავლის ამგვარი მოქმედება ისლამის სწავლულთა შორის ფართო განხილვის საკითხია. მისი სიტყვების განმარტებებს შორის ყველაზე გამოკვეთილად თვალში გვხვდება ოთხი კომენტარი:
პირველი: იბრაჰიმ შუამავალს ამგვარი დიალოგით თავისი ხალხი ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყავდა სიმართლისკენ და ცდილობდა, მათი შეცდომები და უმეცარი საქციელი ეჩვენებინა. რადგანაც ის ხალხი ვარსკვლავებს ადიდებდნენ და მათ ეთაყვანებოდნენ, ფიქრობდნენ, რომ სამყაროში ყველაფერს ვარსკვლავები განაგებდნენ. ის ჯერ ცდილობდა, ისე მოქცეულიყო, რომ თითქოს თვითონაც იქ ეძებდა ჭეშმარიტებას, სადაც მისი ხალხი ეძებდა: როდესაც ვარსკვლავები ქრებოდა, მათ ყურადღებას ვარსკვლავთა ნაკლოვანებაზე ამახვილებდა და ამგვარად უსაბუთებდა, რომ ნაკლის მქონე ღმერთი ვერ იქნებოდა.
მეორე: იბრაჰიმ შუამავალი მათ კითხვის ფორმით მიმართავდა „ესაა ჩემი ღმერთი?“ მისი კითხვა, უარყოფის შინაარსის მატარებელი იყო ანუ „განა შეიძლება ასეთი იყოს ღმერთი?“ აქედან გამომდინარე ის გულისხმობდა „ეს ჩემი ღმერთი არ არის.“
მესამე: მან ეს სიტყვები მათთან კამათის დროს გამოიყენა და გულისხმობდა შემდეგს: „თქვენი აზრით, ესაა ჩემი ღმერთი“. ხოლო როდესაც ვარსკვლავი გაქრა, მიუგო: „ეს რომ ღმერთი ყოფილიყო, არ გაქრებოდა.“
მეოთხე: შესაძლოა ყურანის აიათში იყოს ფარული შინაარსი. ამ შეხედულების მქონეთა აზრით, იბრაჰიმ შუამავლის სიტყვებში იგულისხმება შემდეგი: „ამბობენ, რომ ესაა ჩემი ღმერთი“, როგორც სურა ბაყარას 127-ე აიათში გვხვდება: „აკი, იბრაჰიმი და ისმა’ილი სახლის (ქააბას) საძირკვლებს ამაღლებდნენ (თან ამბობდნენ): ღმერთო ჩვენო, მიიღე ეს ჩვენგან“. აიათის ორიგინალში ჩვენ მიერ ფრჩხილებში ჩასმული (თან ამბობდნენ) არ არის, მაგრამ იგულისხმება, რომ ისინი ამბობდნენ ამას. იხ. თაფსიირუ ბაღავი.
Tefsiri na arapskom jeziku:
 
Prijevod značenja Ajet: (76) Sura: Sura el-En'am
Indeks sura Broj stranice
 
Prijevod značenja časnog Kur'ana - الترجمة الجورجية - Sadržaj prijevodā

ترجمة معاني القرآن الكريم إلى اللغة الجورجية، بإشراف مركز رواد الترجمة - جار العمل عليها.

Zatvaranje