Check out the new version of the website

Traduction des sens du Noble Coran - Traduction en géorgien * - Lexique des traductions


Traduction des sens Verset: (59) Sourate: An Nisâ'
يَٰٓأَيُّهَا ٱلَّذِينَ ءَامَنُوٓاْ أَطِيعُواْ ٱللَّهَ وَأَطِيعُواْ ٱلرَّسُولَ وَأُوْلِي ٱلۡأَمۡرِ مِنكُمۡۖ فَإِن تَنَٰزَعۡتُمۡ فِي شَيۡءٖ فَرُدُّوهُ إِلَى ٱللَّهِ وَٱلرَّسُولِ إِن كُنتُمۡ تُؤۡمِنُونَ بِٱللَّهِ وَٱلۡيَوۡمِ ٱلۡأٓخِرِۚ ذَٰلِكَ خَيۡرٞ وَأَحۡسَنُ تَأۡوِيلًا
ეი, თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! დაემორჩილეთ ალლაჰს, დაემორჩილეთ შუამავალს და თქვენ შორის მყოფ მეთაურებს[1], ხოლო თუ რომელიმე საკითხში უთანხმოება მოგივიდეთ, მაშინ ალლაჰთან და მის შუამავალთან მიიტანეთ იგი. თუკი გწამთ ალლაჰი და დღე უკანასკნელი, ეს უფრო ხეირიანი და უმშვენიერესი შედეგის მომტანი იქნება.
[1]ქააბას წმინდა სამლოცველოს მოვლა-პატრონობა და ჰაჯების გამასპინძლება წარმართი არაბებისთვისაც წმინდა და საპატიო საქმედ ითვლებოდა. ამიტომ აღნიშნულთან დაკავშირებული მოვალეობები ყურეიშელთა გვარებს შორის იყო გადანაწილებული, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემოდა. ქააბას აღების პერიოდში (სიდანე) ქააბას მზრუნველობა და მისი გასაღები ოსმან ბინ ტალჰას ხელში იყო. როდესაც შუამავალი ﷺ მექქაში შევიდა, ოსმანმა ქააბას კარები ჩაკეტა და შუამავლის ﷺ შიგნით შეშვებას არ აპირებდა. შუამავალმა ﷺ ქააბას გასაღები რომ ითხოვა, ოსმანმა ასე თქვა: რომ მცოდნოდა, რომ ის მართლაც ალლაჰის შუამავალია, მაშინ ქააბას შიგნით შესვლაზე ხელს არ შევუშლიდი. ამ დროს ‘ალი ბინ აბუტალიბი მასთან მივიდა, გასაღები ხელიდან ძალად გამოგლიჯა, ქააბას კარები გახსნა და შუამავალი ﷺ შიგნით შეუშვა. შუამავალმა ﷺ ქააბას შიგნით ორი მუხლი ნამაზი შეასრულა და ისევ გამოვიდა, გარეთ გამოსულ შუამავალს თავისმა ბიძამ აბბასმა სთხოვა, რომ ქააბას გასაღები მისთვის გადაეცა. ის ამ დროს (სიყაე) ჰაჯების დაწყურებით იყო პასუხისმგებელი და უნდოდა ქააბას მოვლა-პატრონობის საქმეც მას ეკისრა. ამ დროს ალლაჰმა ეს აიათი ჩამოავლინა, რაზეც ალლაჰის შუამავალმა ﷺ ოსმანისთვის გასაღების დაბრუნებისა და ბოდიშის მოხდის ბრძანება გასცა. ‘ალი ბინ აბუ ტალიბი ასეც მოიქცა, ოსმანმა კი მას ასე უთხრა: ჯერ უხეშად მომექეცი, დამამცირე და ახლა მოხვედი და ბოდიშს მიხდი? ‘ალი ბინ აბუ ტალიბმა უთხრა, რომ ალლაჰმა შენს შესახებ ყურანის აიათი ჩამოავლინაო და აღნიშნული აიათი წაუკითხა. ამაზე ოსმანმა შემდეგი სიტყვები წარმოთქვა: „ეშჰედუ ელლაა ილააჰე ილლელლაჰ ვე ეშჰედუ ენნე მუჰამმედე’რ-რასუულულლაჰ“ (ვამოწმებ, რომ არ არსებობს ღვთაება გარდა ალლაჰისა, ასევე ვამოწმებ, რომ მუჰამმედი მისი შუამავალია). ამგვარად, ქააბას გასაღები მასთან დარჩა, მისი გარდაცვალების შემდეგ კი გასაღები მის ძმას გადაეცა და ასე გადაეცემათ მათ შთამომავლობას თაობიდან თაობაზე ქააბას მოვლა-პატრონობის წმინდა სამსახური. იხ. თაფსირულ ბეღავი.
Les exégèses en arabe:
 
Traduction des sens Verset: (59) Sourate: An Nisâ'
Lexique des sourates Numéro de la page
 
Traduction des sens du Noble Coran - Traduction en géorgien - Lexique des traductions

Traduction des sens du noble Coran en langue géorgienne, travail en cours sous la supervision du Centre Rawwâd de traduction - Disponible à la lecture 5 parties

Fermeture