Check out the new design

Traduction des sens du Noble Coran - La traduction géorgienne - travail en cours * - Lexique des traductions


Traduction des sens Sourate: Al 'Alaq   Verset:

Al 'Alaq

ٱقۡرَأۡ بِٱسۡمِ رَبِّكَ ٱلَّذِي خَلَقَ
იკითხე შენი ღმერთის სახელით, რომელმაც გააჩინა.[1]
[1] რომელმაც გააჩინა ყოველი ქმნილება.
Les exégèses en arabe:
خَلَقَ ٱلۡإِنسَٰنَ مِنۡ عَلَقٍ
(მან) შედედებული სისხლისგან შექმნა ადამიანი.
Les exégèses en arabe:
ٱقۡرَأۡ وَرَبُّكَ ٱلۡأَكۡرَمُ
იკითხე! და შენი ღმერთი უგულუხვესია,
Les exégèses en arabe:
ٱلَّذِي عَلَّمَ بِٱلۡقَلَمِ
რომელმაც ასწავლა კალმით (წერა),
Les exégèses en arabe:
عَلَّمَ ٱلۡإِنسَٰنَ مَا لَمۡ يَعۡلَمۡ
ადამიანს ასწავლა ის, რაც არ იცოდა.[1]
[1] ამ სურას პირველი ხუთი აიათით დაიწყო წმინდა ყურანის ჩამოვლინება, ამის შესახებ ბუხარის საჰიჰ ჰადისთა კრებულში ასეა მოთხრობილი: მორწმუნეთა დედა ‘აიშა გადმოგვცემს: ალლაჰის შუამავალს ﷺ პირველად გამოცხადებები ძილში სპეტაკი სიზმრებით დაეწყო. ძილში ისე არ იხილავდა სიზმარს, რომ მისი მსგავსი დილის ნათელივით არ გაცხადებულიყო. შემდეგ მას განმარტოება შეუყვარდა. ის ჰირას გამოქვაბულში რამდენიმე ღამეს განმარტოვებით ღვთისმსახურობდა – ვიდრე თავის ოჯახთან დაბრუნდებოდა მას შესაბამისი საგზალიც თან ჰქონდა გამზადებული. შემდეგ ისევ ხადიჯასთან ბრუნდებოდა, ისევ მსგავსად იმზადებდა საგზალს და კვლავ ჰირას გამოქვაბულში ბრუნდებოდა, ასე გრძელდებოდა ვიდრე ჭეშმარიტება არ გამოეცხადებოდა. მას ანგელოზი მიუახლოვდა და უთხრა: იკითხე! მან უპასუხა: მე კითხვა არ ვიცი. მან თქვა: ანგელოზმა ისე მძლავრად შემბოჭა, რომ ლამის სუნთქვა შემეკრა. შემდეგ გამიშვა და მითხრა: იკითხე! ვუთხარი: მე კითხვა არ ვიცი. მან მეორედაც ისე შემბოჭა, რომ ლამის სუნთქვა შემეკრა. შემდეგ გამიშვა და მითხრა: იკითხე! ვუთხარი: მე კითხვა არ ვიცი. მან მესამედაც ისე შემბოჭა, რომ ლამის სუნთქვა შემეკრა. შემდეგ გამიშვა და მითხრა: „იკითხე შენი ღმერთის სახელით, რომელმაც გააჩინა. (მან) შედედებული სისხლისგან შექმნა ადამიანი. იკითხე! შენი ღმერთი უგულუხვესია.“ ამ გამოცხადებით ალლაჰის შუამავალი ﷺ ხადიჯა ბინთ ხუვეილიდთან დაბრუნდა, შიშით გული უთრთოდა და ეუბნებოდა; დამახურეთ, დამახურეთ! მას მართლაც დაახურეს გადასაფარებელი და ისე იყო ვიდრე შიში არ გაეცლებოდა. შემდეგ შუამავალმა ﷺ ხადიჯას უამბო მის თავს დატრიალებული ამბის შესახებ: „ჩემს შესახებ შიშმა შემიპყრო.“ ხადიჯამ უთხრა: „არა, ალლაჰს ვფიცავარ, ალლაჰი შენ არასოდეს შეგარცხვენს. უეჭველად, შენ მჭიდროდ გიჭირავს ნათესავური ურთიერთობები, უძლურთა სირთულეებს თვითონ იტვირთავ, უპოვრებს კითხულობ, სტუმარს უმასპინძლდები და დაზარალებულს ეხმარები.“ შემდეგ ხადიჯამ შუამავალი, ვარაყა ბინ ნავფალ ბინ ასად ბინ აბდულუზზასთან ანუ ხადიჯას ბიძაშვილთან წაიყვანა. ეს პიროვნება უმეცრების ხანაში გაქრისტიანდა, მას არამეულად წერა-კითხვა შეეძლო და მას შეეძლო სახარება დაეწერა არამეულად, რამდენსაც ალლაჰი ინებებდა რომ დაეწერა. ის ამდროისათვის უკვე ღრმად მოხუცებული და ბრმა იყო. ხადიჯამ მას უთხრა: ო, ჩემო ბიძაშვილო, უსმინე „შენს ძმის შვილს“. ვარაყამ უთხრა: ო, „ჩემო ძმის შვილო“ რა ნახე? ალლაჰის შუამავალმა ﷺ ყველაფერი უამბო რაც გადახდა. შემდეგ ვარაყამ უთხრა: ეს (ანგელოზი) არის ნამუსი, რომელიც ალლაჰმა მუსას ჩამოუვლინა. ოჰ, ნეტავ ცოცხალი ვიყო იმ დროს, როდესაც ხალხი გაგაძევებს. ალლაჰის შუამავალმა ﷺ იკითხა: ნუთუ ისინი მე გამაძევებენ? ვარაყამ უპასუხა: დიახ, შენს მიერ მოტანილი მოძღვრების მსგავსით ვინც მოვიდა, ყველას მტრობა გამოუცხადეს. იმ დღეს თუკი მოვესწერები აუცილებლად ვიქნები შენი დამხმარე და მხარდამჭერი. მას შემდეგ დიდი დრო აღარ გასულა ვარაყა გარდაიცვალა, თანაც მაგ დროს გარკვეული დროით გამოცხადებაც შეჩერებული იყო. (ბუხარი, ჰ.ნ. 3.)
Les exégèses en arabe:
كَلَّآ إِنَّ ٱلۡإِنسَٰنَ لَيَطۡغَىٰٓ
არა, უეჭველად, ადამიანი ზღვარს გადავა,
Les exégèses en arabe:
أَن رَّءَاهُ ٱسۡتَغۡنَىٰٓ
რადგანაც თვითკმარად ხედავს თავის თავს.[1]
[1] აბდულლაჰ ბინ ‘აბბასმა თქვა: არსებობს ორი სახის თვალხარბი, რომლებიც არასოდეს გაძღებიან. ესენი არიან ცოდნის მფლობელი და ამქვეყნიური უპირატესობების მფლობელი, რომლებიც ერთნაირები არ არიან. ცოდნის მფლობელი ყოველთვის მოწყალე ალლაჰის კმაყოფილების გაზრდაზე ზრუნავს, ხოლო ამქვეყნიური უპირატესობის მფლობელი, ყოველთვის სიურჩეში ეფლობა. ცოდნის მფლობელის შესახებ უზენაესი ალლაჰი ბრძანებს: „უეჭველად, მსახურთა შორის ალლაჰის რიდი მხოლოდ სწავლულებს აქვთ.“ (ფატირ, 35/28) ხოლო ამქვეყნიური უპირატესობის მფლობელის შესახებ კი: „უეჭველად, ადამიანი ზღვარს გადავა, რადგანაც თვითკმარად ხედავს თავის თავს.“ იხ. იბნი ქასიირ, თაფსიირუ ყურანი’ლ-‘აზიიმ.
Les exégèses en arabe:
إِنَّ إِلَىٰ رَبِّكَ ٱلرُّجۡعَىٰٓ
ჭეშმარიტად, შენს ღმერთთან იქნება დაბრუნება.
Les exégèses en arabe:
أَرَءَيۡتَ ٱلَّذِي يَنۡهَىٰ
განა არ გინახავს ის, ვინც უკრძალავს/აბრკოლებს
Les exégèses en arabe:
عَبۡدًا إِذَا صَلَّىٰٓ
მსახურს, თუკი ლოცვად დადგა?[1]
[1] მექქელი წამართები ცდილობდნენ მუსლიმებისთვის ლოცვის საშუალება არ მიეცათ, მათ შორის განსაკუთრებით აბუ ჯეჰილი გამოირჩევოდა. აბუ ჰურეირა გადმოგვცემს: ერთ დღეს აბუ ჯეჰილმა ხალხს კითხა: მუჰამმედი თქვენს თვალწინ სახით მიწას ეხება? მათ უპასუხეს: დიახ. მან თქვა: ვფიცავ ლათსა და ‘უზზას, რომ თუ დავინაზე მაგას აკეთებს, აუცილებლად ფეხს დავადგამ კისერში ან სახეს მიწაში ამოვასვრევინებ. ერთ დღეს მართლაც მიუახლოვდა ალლაჰის შუამავალს ﷺ - რადროსაც ის ნამაზს ასრულებდა – და კისერზე ფეხის დადგმას აპირებდა. იქ მყოფებმა შეამჩნიეს, რომ მოულოდნელად მან ქუსლების მიმართულებით უკუსვლა დაიწყო და ხელებით თავის დაცვას ცდილობდა. მას კითხეს: რა მოგივიდა? მან თქვა: უეჭველად, ჩემსა და მას შორის მე დავინახე ცეცხლის ზღუდე, საშინელება და რაღაც ფრთები. შემდეგ ალლაჰის შუამავალმა ﷺ თქვა: რომ მომახლოებოდა ანგელოზები მას ორგანოებად დაანაწევრებდნენ. სწორედ ამ ამბის შემდეგ უზენაესმა ალლაჰმა ამ სურას 6-19 აიათები ჩამოავლინა. (მუსლიმ, ჰ.ნ. 2797.)
Les exégèses en arabe:
أَرَءَيۡتَ إِن كَانَ عَلَى ٱلۡهُدَىٰٓ
რას იტყვი მაშინ თუკი (დაბრკოლებული) ჭეშმარიტ გზას ადგას
Les exégèses en arabe:
أَوۡ أَمَرَ بِٱلتَّقۡوَىٰٓ
ან ღვთისმოშიშებას ქადაგებს?
Les exégèses en arabe:
أَرَءَيۡتَ إِن كَذَّبَ وَتَوَلَّىٰٓ
რას იტყვი მაშინ, თუკი (დამბრკოლებელი) ცრუდ რაცხავს და ზურგს აქცევს?[1]
[1] ცრუდ რაცხავს შუამავალს და ზურგს აქცევს მის მოძღვრებას.
Les exégèses en arabe:
أَلَمۡ يَعۡلَم بِأَنَّ ٱللَّهَ يَرَىٰ
ნუთუ ვერ ხვდება, რომ ალლაჰი ხედავს?
Les exégèses en arabe:
كَلَّا لَئِن لَّمۡ يَنتَهِ لَنَسۡفَعَۢا بِٱلنَّاصِيَةِ
არა! თუ არ მოიშლის, აუცილებლად ვითრევთ ქოჩრით/შუბლით.
Les exégèses en arabe:
نَاصِيَةٖ كَٰذِبَةٍ خَاطِئَةٖ
მატყუარა, ცოდვილი შუბლით/ქოჩრით.
Les exégèses en arabe:
فَلۡيَدۡعُ نَادِيَهُۥ
მაშინ მოუხმოს თავის მხარდამჭერებს.[1]
[1] იბნუ ‘აბბასი გადმოგვცემს: მაცნე ﷺ ნამაზს ასრულებდა, რა დროსაც აბუ ჯეჰილი მივიდა და უთხრა: ხომ აგიკრძალე ეს? მაცნემ ﷺ ლოცვას მორჩა და აბუ ჯეჰილი მკაცრად გაკიცხა. ამაზე აბუ ჯეჰილმა უთხრა: უეჭველად, შენც კარგად იცი, რომ ჩემზე მეტი მხარდამჭერი არ გყავს. ამაზე უზენაესმა ალლაჰმა შემდეგი ამ სურას 17-18 აიათები ჩამოავლინა. ალლაჰს ვფიცავარ, თუკი ის თავის მხარდამჭერებს მოუხმობდა, ალლაჰის ზებანები აუცილებლად შეიპყრობდნენ მას. (თირმიზი, თაფსიირ 84/3349.)
Les exégèses en arabe:
سَنَدۡعُ ٱلزَّبَانِيَةَ
ჩვენც მოვუხმობთ ზებანიებს.[1]
[1] ჯოჯოხეთის მცველი ანგელოზები, რომლებიც არიან მრისხანენი, არაფერში ეურჩებიან გამჩენს და ზუსტად ასრულებენ იმას, რაც აქვთ ნაბრძანები.
Les exégèses en arabe:
كَلَّا لَا تُطِعۡهُ وَٱسۡجُدۡۤ وَٱقۡتَرِب۩
არავითარ შემთხვევაში! არ დაემორჩილო მას, სეჯდეზე დაემხე და დაუახლოვდი.[1]
[1] ალლაჰის შუამავალმა ﷺ თქვა: „ადამიანი ღმერთთან ყველაზე ახლოს მაშინ იმყოფება, როდესაც იგი სეჯდეს ასრულებს.“ (მუსლიმ, სალათ 42/482.)
Les exégèses en arabe:
 
Traduction des sens Sourate: Al 'Alaq
Lexique des sourates Numéro de la page
 
Traduction des sens du Noble Coran - La traduction géorgienne - travail en cours - Lexique des traductions

L'équipe du Centre Rouwwâd At-Tarjamah (Les Pionniers de la Traduction) l'a traduite.

Fermeture