Check out the new design

क़ुरआन के अर्थों का अनुवाद - जॉर्जियाई अनुवाद * - अनुवादों की सूची


अर्थों का अनुवाद सूरा: अत्-तकासुर   आयत:

अत्-तकासुर

أَلۡهَىٰكُمُ ٱلتَّكَاثُرُ
გაუტაცნიხართ დაგროვებაში ურთიერთ ჯიბრსა.
अरबी तफ़सीरें:
حَتَّىٰ زُرۡتُمُ ٱلۡمَقَابِرَ
სანამ არ მიხვედით საფლავებამდე.[1]
[1] მოხვეჭასა და სიმრავლეში ურთიერთ ჯიბრის ჟინმა იმდენად გაგიტაცათ, რომ სანამ გონს მოეგებოდით სიკვდილმა მოგისწროთ და საფლავში აღმოჩნდით.
अरबी तफ़सीरें:
كَلَّا سَوۡفَ تَعۡلَمُونَ
არა, შემდეგ გაიგებთ.[1]
[1] მალე გაიგებთ, რომ მომხვეჭელობა, სიმრავლე თუ ყველა სხვა ტრაბახიდა ჯიბრის მიზეზი წარმავალია, რაშიც თავდავიწყებით იყავით ჩაფლულნი და წარუვალი ჭეშმარიტება უგულებელჰყავით.
अरबी तफ़सीरें:
ثُمَّ كَلَّا سَوۡفَ تَعۡلَمُونَ
არა და არა, შემდეგ გაიგებთ მართლაც.
अरबी तफ़सीरें:
كَلَّا لَوۡ تَعۡلَمُونَ عِلۡمَ ٱلۡيَقِينِ
არავითარ შემთხვევაში, თქვენ რომ გცოდნოდათ მთელი სიცხადით.[1]
[1] ეს ყველაფერი რომ გცოდნოდათ მთელი სიცხადითა და გულდაჯერებით, მაშინ ასე არ მოიქცევოდით.
अरबी तफ़सीरें:
لَتَرَوُنَّ ٱلۡجَحِيمَ
ვფიცავ, რომ თქვენ აუცილებლად იხილავთ ჯოჯოხეთს.
अरबी तफ़सीरें:
ثُمَّ لَتَرَوُنَّهَا عَيۡنَ ٱلۡيَقِينِ
შემდეგ მას აუცილებლად იხილავთ მთელი სიცხადით.
अरबी तफ़सीरें:
ثُمَّ لَتُسۡـَٔلُنَّ يَوۡمَئِذٍ عَنِ ٱلنَّعِيمِ
შემდეგ უსათუოდ მოგეკითხებათ იმ დღეს ყოველი სიკეთის შესახებ.[1]
[1] განკითხვის დღეს ადამიანს ყოველი სიკეთის შესახებ მოეკითხება, გააცნობიერა თუ არა რომ ის იყო ღვთის მიერ ბოძებული წყალობა, საკმარისი მადლიერება გამოხატა თუ არა მათ მიმართ და რაში გამოიყენა ეს სიკეთეები. აბუ ჰურეირას მიერ გადმოცემულ ჰადისში ალლაჰის შუამავალი ﷺ ამბობს: „უეჭველად, განკითხვის დღეს მსახურს პირველად რაც მოეკითხება, ეს არის (ღვთის მიერ ბოძებული) სიკეთეები. მას ასე ეტყვიან: განა არ გიბოძეთ ჯანმრთელი სხეული? განა არ დაგაწყურეთ ცივი წყლით?“ იხ. თირმიზი, თაფსიირ, 88/3358. იბნი მეს’უდმა თქვა: „სიკეეთეები, რომლებიც ადამიანს მოეკითხება, ესენი არის უსაფრთხოება და ჯანმრთელობა.“ ტაბერი, ჯამი’უ’ლ-ბეიან, 30/284. იბნი ‘აბბასმა განმარტა: ამ აიათში ხსენებულ სიკეთეებში სხეულის, ყურის, თვალის და ა.შ. ჯანმრთელობა იგულისხმება. უზენაესმა რათქმაუნდა თავის მსახურზე უკეთ იცის, თუმცა მათ მაინც კითხავს, რომ ეს ყველაფერი სად, რა საქმეში გამოიყენა. მათ ეს ყველაფერი მოეკითხებათ, რადგანაც აიათში ბრძანებს: „ჭეშმარიტად, სმენაც, მხედველობაც და გულიც, ყველა მათგანი პასუხისმგებელია.“ ტაბერი, ჯამი’უ’ლ-ბეიან, 30/286.იმამ ტაბარის პირადი აზრი კი ის არის რომ ალლაჰი ადამიანს პასუხს ყველა სიკეთეზე მოსთხოვს. იხ. თაფსიირ ატტაბარი.
अरबी तफ़सीरें:
 
अर्थों का अनुवाद सूरा: अत्-तकासुर
सूरों की सूची पृष्ठ संख्या
 
क़ुरआन के अर्थों का अनुवाद - जॉर्जियाई अनुवाद - अनुवादों की सूची

पवित्र क़ुरआन के अर्थों का जॉर्जियाई अनुवाद। इसका काम मरकज़ रुव्वाद अत-तरजमा की निगरानी में जारी है। यहाँ पाँच पारे प्रस्तुत किए जा रहे हैं।

बंद करें