ლმობიერი იყავი მათ მიმართ – წყალობით ალლაჰისმიერი. შენ რომ უხეში და გულქვა ყოფილიყავი, მაშინ ირგვლივ მყოფნი უთუოდ გაგეცლებოდნენ. მაშ, აპატიე, პატიება ითხოვე მათთვის და მათი აზრიც მოისმინე (ამქვეყნიური) საკითხების შესახებ. როცა რამეს გადაწყვეტ, მხოლოდ ალლაჰს მიენდე. ჭეშმარიტად, ალლაჰს უყვარს მისდამი მინდობილნი.
ალლაჰი თუ დაგეხამრებათ, მაშინ ვერავინ დაგამარცხებთ; ხოლო თუკი დახმარებას შეგიწყვეტთ, მაშინ ვინაა ისეთი, ვინც ამის შემდეგ დაგეხმარებათ? მაშ, მხოლოდ ალლაჰს მიენდონ მორწმუნეები[1] .
[1] ალლაჰის მიმართ მინდობილობაა, როდესაც ალლაჰის გარდა არავის უხმობ მშველელად ან დამხმარედ, არვისგან ელი სარჩოს და არავის დასანახად არ მოქმედებ.
შეუძლებელია, მაცნე რამეს მალულად ღებულობდეს ნადავლიდან, ხოლო ვინც რამეს მალულად აიღებს ნადავლიდან, განკითხვის დღეს თან მოიტანს იმას, რაც აიღო[1] ; შემდეგ ყველა სულს სრულად მიეზღვება იმის შესაბამისად, რაც მას მოუხვეჭია და ისინი არ გადაეყრებიან უსამართლობას (სიკეთეების დაკარგვით ან დაუმსახურებელი სასჯელის მატებით).
[1] ალლაჰის შუამავალი ﷺ ბრძოლის ველზე მონაპოვარ საბრძოლო იარაღებს, პირუტყვს და სხვა ნივთებს, რომელიც მტრის ჯარმა დაკარგა, სამართლიანად ყოფდა მუსლიმ მებრძოლებს შორის. ასეთ დროს ზოგიერთები ცდილობდნენ, მორწმუნეებს შორის ეჭვი ჩამოეგდოთ იმის შესახებ, რომ თითქოს შუამავალი ﷺ უსამართლოდ ყოფდა ნადავლს ან ზოგიერთი ნივთი წინასწარ თავისთვის აიღო, ვიდრე გაყოფდა. სწორედ ამ ცრუ ბრალდების საპასუხოდ ჩამოევლინა ეს აიათი. იხ. აბუ დავუდ, ჰ.ნ. 3971; თირმიზი, ჰ.ნ. 3009.
განა, ვინც ალლაჰის კმაყოფილების მიმყოლია, ის ისეთივეა, ვინც ალლაჰის რისხვა დაიმსახურა და ჯოჯოხეთია მისი თავშესაფარი? რა ცუდი სამყოფელია მათი საბოლოო მისაქციელი.
სხვადასხვა ხარისხს ფლობენ ისინი ალლაჰის წინაშე[1] . ყველაფერს ხედავს ალლაჰი, რასაც ისინი აკეთებენ.
[1] იბნი აბბასმა თქვა: ვინც ალლაჰის კმაყოფილებას დაემორჩილება, ის უაღრესად დიდ მადლს და წყალობას მიიღებს; ხოლო ვინც ალლაჰის რისხვას დაიმსახურებს, ისიც მწარე სასჯელს მიიღებს. იხ. თაფსირულ ბაღავი.
ჭეშმარიტად, წყალობა მოიღო ალლაჰმა მორწმუნეებზე, როდესაც თავიანთი წრიდან წარგზავნა მათთან შუამავალი, რომელიც უკითხავდა მის (ალლაჰის) აიათებს, განწმენდდა (ცრუ რწმენებისგან) და წიგნსა (ყურანს) და სიბრძნეს (სუნნეთს) ასწავლიდა, მიუხედავად იმისა, რომ ისინი მანამდე იყვნენ ცხად გზააცდენილობაში.
ნუთუ (უჰუდში) თავს დამტყდარ უბედურებას კითხულობთ, ეს საიდან გვეწვიაო? თქვენ ხომ (ბედირში) მათ ორჯერ მეტი უბედურება დაატეხეთ[1] . უთხარი: ეს (უბედურება) თქვენი მხრიდანაა[2] . ჭეშმარიტად, ალლაჰი ყოვლისშემძლეა.
[1] ბედირის ბრძოლაში მუსლიმებმა 70 წარმართი დახოცეს და 70 ტყვედ აიყვანეს, ხოლო უჰუდში წარმართებთან ბრძოლაში 70 მუსლიმი დაეცა შაჰიდად. [2] მათ არ გაითვალისწინეს შუამავლის ﷺ ბრძანება და არ იმოქმედეს წინასწარ განსაზღვრული სამხედრო გეგმის შესაბამისად, რაც, საბოლოოდ, მარცხის მიზეზი აღმოჩნდა.
क़ुरआन के अर्थों का अनुवाद - जॉर्जियाई अनुवाद - काम जारी है - अनुवादों की सूची
अनुवाद अनुवाद अग्रदूत केंद्र द्वारा नियुक्त एक समूह ने अल-रब्वाह आह्वान संस्था और भाषाओं में इस्लामिक सामग्री की सेवा करने वाली संस्था के सहयोग से किया है।
Contents of the translations can be downloaded and re-published, with the following terms and conditions:
1. No modification, addition, or deletion of the content.
2. Clearly referring to the publisher and the source (QuranEnc.com).
3. Mentioning the version number when re-publishing the translation.
4. Keeping the transcript information inside the document.
5. Notifying the source (QuranEnc.com) of any note on the translation.
6. Updating the translation according to the latest version issued from the source (QuranEnc.com).
7. Inappropriate advertisements must not be included when displaying translations of the meanings of the Noble Quran.
खोज परिणाम:
API specs
Endpoints:
Sura translation
GET / https://quranenc.com/api/v1/translation/sura/{translation_key}/{sura_number} description: get the specified translation (by its translation_key) for the speicified sura (by its number)
Parameters: translation_key: (the key of the currently selected translation) sura_number: [1-114] (Sura number in the mosshaf which should be between 1 and 114)
Returns:
json object containing array of objects, each object contains the "sura", "aya", "translation" and "footnotes".
GET / https://quranenc.com/api/v1/translation/aya/{translation_key}/{sura_number}/{aya_number} description: get the specified translation (by its translation_key) for the speicified aya (by its number sura_number and aya_number)
Parameters: translation_key: (the key of the currently selected translation) sura_number: [1-114] (Sura number in the mosshaf which should be between 1 and 114) aya_number: [1-...] (Aya number in the sura)
Returns:
json object containing the "sura", "aya", "translation" and "footnotes".