– (ალლაჰი თქვენთვის ცხადყოფს აიათებს, რათა გეფიქრათ) ამქვეყანასა და იმქვეყნაზე. და გეკითხებიან შენ, ობოლთა შესახებ, – უპასუხე: მათთვის ზრუნვა სიკეთეა და თუ გაუერთიანდებით,[1] – ძმები არიან თქვენი. ალლაჰი არჩევს უკეთურს კეთილისაგან და მას რომ ნდომოდა, გაგირთულებდათ (მათთან ურთიერთობას). ჭეშმარიტად, ალლაჰი უძლეველია; ბრძენია.
[1] თუ კეთილი ზრახვებით გაუერთიანდებით, თქვენთან ერთად აცხოვრებთ, მათ ქონებას მათი კეთილდღეობისთვის დახარჯავთ ან თქვენს ქონებასთან ერთად მათ ქონებასაც გამოიყენებთ მომგებიან ოპერაციებში და დანაზოგს გაუზრდით.
არ შეირთოთ წარმართი ქალები, ვიდრე არ ირწმუნებენ[1] , – მორწმუნე მხევალი უმჯობესია, ვიდრე წარმართი ქალი, თუნდაც თქვენთვის მოსაწონი; და არც წარმართ კაცებს მიათხოვოთ, ვიდრე არ ირწმუნებენ, – მორწმუნე მონა უმჯობესია, ვიდრე წარმართი კაცი, თუნდაც თქვენთვის მოსაწონი. ისინი ცეცხლისკენ მოუწოდებენ, ხოლო ალლაჰი სამოთხისა და პატიებისკენ მოუწოდებს თავისი ნებით, და ცხადყოფს ხალხისთვის თავის აიათებს, რათა იქნებ შეიგნონ და არ დაივიწყონ.
[1] მაიდე სურას მე–5 აიათით: „თქვენთვის ჰალალია პატიოსანი ქალები, მათგან, ვისაც თქვენზე ადრე წიგნი ებოძათ“; მუჰამმედ შუამავლის ﷺ სიტყვით: „ჩვენ ვირთავთ წიგნბოძებულთა ქალებს, თუმცა ისინი ვერ შეირთავენ ჩვენს ქალებს“. მუსლიმთა საერთო აზრის თანახმად, ამ ზოგად დადგენილებაში არ შედის კერძოდ – წიგნბოძებულთა ქალების მნიშვნელობა. იხ. თაფსირუ ბეღავი.
გეკითხებიან შენ დედათა წესის შესახებ, – მიუგე: სატკივარია იგი, ამიტომ მოშორდით ქალებს დედათა წესის დროს და მანამდე არ მიუახლოვდეთ მათ, ვიდრე არ გასუფთავდებიან, ხოლო როდესაც განიწმინდებიან, მაშინ მათთან მიდით იქითკენ, საითკენაც ალლაჰმა გიბრძანათ. ჭეშმარიტად, ალლაჰს უყვარს მონანულნი და უყვარს განწმენდილნიც.
თქვენი ქალები სათესია თქვენთვის, ამიტომ ისე ეახელით თქვენს სათესთ, როგორც გენებოთ[1] და თქვენი სულებისთვის წინასწარ გაიმზადეთ (კეთილი საქმეები). რიდი გქონდეთ ალლაჰისა და იცოდეთ, რომ მის წინაშე უეჭველად წარსდგებით; მორწმუნეთ კი ახარე.
[1] თქვენს სათესს, როგორც გენებოთ ისე ეახლეთ, მაგრამ იმ გზით ეახლეთ, რომელიც იქნება ნაყოფიერი და შთამომავლის მომცემი, როგორც სათესი.
ნუ მოიმიზეზებთ ალლაჰს – სიკეთის კეთების, ღვთისმოშიშობისა და ხალხში არსებული უთანხმოებების გამოსწორების დაბრკოლებად – თქვენი ფიცის გამო, რომელიც ალლაჰის სახელით დაიფიცეთ. ჭეშმარიტად, ალლაჰი ყოვლის მსმენი და მცოდნეა.
[1] აიათი ჩამოევლინა მათ შესახებ, ვინც ალლაჰზე დაიფიცეს, რომ ამა თუ იმ პიროვნებასთან არავითარ შემთხვევაში აღარ გააგრძელებდნენ ურთიერთობას და არ გაუმართავდნენ მათ ხელს. შემდეგ მიზეზად მოჰყავდათ ალლაჰის სახელით დადებული ეს ფიცი და ამით ამართლებდნენ სიკეთის ქმნაზე თავიანთ თავშეკავებულობას.
Contents of the translations can be downloaded and re-published, with the following terms and conditions:
1. No modification, addition, or deletion of the content.
2. Clearly referring to the publisher and the source (QuranEnc.com).
3. Mentioning the version number when re-publishing the translation.
4. Keeping the transcript information inside the document.
5. Notifying the source (QuranEnc.com) of any note on the translation.
6. Updating the translation according to the latest version issued from the source (QuranEnc.com).
7. Inappropriate advertisements must not be included when displaying translations of the meanings of the Noble Quran.
検索結果:
API specs
Endpoints:
Sura translation
GET / https://quranenc.com/api/v1/translation/sura/{translation_key}/{sura_number} description: get the specified translation (by its translation_key) for the speicified sura (by its number)
Parameters: translation_key: (the key of the currently selected translation) sura_number: [1-114] (Sura number in the mosshaf which should be between 1 and 114)
Returns:
json object containing array of objects, each object contains the "sura", "aya", "translation" and "footnotes".
GET / https://quranenc.com/api/v1/translation/aya/{translation_key}/{sura_number}/{aya_number} description: get the specified translation (by its translation_key) for the speicified aya (by its number sura_number and aya_number)
Parameters: translation_key: (the key of the currently selected translation) sura_number: [1-114] (Sura number in the mosshaf which should be between 1 and 114) aya_number: [1-...] (Aya number in the sura)
Returns:
json object containing the "sura", "aya", "translation" and "footnotes".