Check out the new design

クルアーンの対訳 - グルジア語対訳 - 作業中 * - 対訳の目次


対訳 章: イムラーン家章   節:
هُنَالِكَ دَعَا زَكَرِيَّا رَبَّهُۥۖ قَالَ رَبِّ هَبۡ لِي مِن لَّدُنكَ ذُرِّيَّةٗ طَيِّبَةًۖ إِنَّكَ سَمِيعُ ٱلدُّعَآءِ
მაშინ თავის ღმერთს შეევედრა ზექერია[1] : ,,ღმერთო, მიწყალობე შენი წიაღიდან სპეტაკი შთამომავლობა. ჭეშმარიტად, შენ ხარ შემსმენი ვედრებისა".
[1] ზექერია შუამავალს არ ჰყავდა შვილი, თან ამ დროისათვის უკვე საკმაოდ ასაკოვანი იყო. ამიტომ ფიქრობდა, რომ მას შვილი აღარ გაუჩნდებოდა. ამ ამბის შემდეგ დაფიქრდა: ღმერთს, რომელმაც მარიამს სეზონის გასვლის მიუხედავად სხვადასხვა ხილეული უწყალობა, ჩემთვისაც შეუძლია, ასაკის გასვლის შემდეგ შვილი მიბოძოსო.
アラビア語 クルアーン注釈:
فَنَادَتۡهُ ٱلۡمَلَٰٓئِكَةُ وَهُوَ قَآئِمٞ يُصَلِّي فِي ٱلۡمِحۡرَابِ أَنَّ ٱللَّهَ يُبَشِّرُكَ بِيَحۡيَىٰ مُصَدِّقَۢا بِكَلِمَةٖ مِّنَ ٱللَّهِ وَسَيِّدٗا وَحَصُورٗا وَنَبِيّٗا مِّنَ ٱلصَّٰلِحِينَ
შემდეგ, როცა მიჰრაბში ლოცულობდა, ანგელოზებმა[1] შეატყობინეს: ჭეშმარიტად, ალლაჰი გმახარობლობს იაჰიას[2] , როგორც ალლაჰის მიერ მოვლენილი სიტყვის[3] დამამოწმებელს, წინამძღოლს, თავშეკავებულს და მაცნეს სათნოთაგანო.
[1] მთავარანგელოზი ჯიბრილი.
[2] ამ სახელის დარქმევის მიზეზთან დაკავშირებით სწავლულებისგან რამდენი განსხვავებული შეხედულებაა გადმოცემული. სახელი იაჰია (يحيى) სიცოცხლეს ნიშნავს, აქედან გამომდინარე, იბნი აბბასის აზრით, ღმერთმა ეს სახელი იმიტომ დაარქვა, რომ დედამისის უნაყოფო და ხანდაზმულ სხეულში ახალი სიცოცხლე ჩაისახაო; ყათადეს აზრით, ამის მიზეზი ის გახლდათ, რომ ალლაჰი მის გულს რწმენით აცოცხლებდაო; ზოგის აზრით, მას ეს სახელი დაერქვა, რადგანაც ის სიცოცხლის ბოლოს შაჰიდად აღესრულა, შაჰიდები კი ცოცხლებად ითვლებიანო. იხ. თაფსირუ ბეღავი. ქრისტიანულ წყაროებში მაცნე იაჰია მოხსენებულია, როგორც იოანე ნათლისმცემელი იხ. ლუკა, 1/5-24.
[3] უმრავლესობის მიხედვით აქ იგულისხმება ‘ისა ძე მერიემისა. ‘ისას ერთ-ერთი სახელია ალლაჰის სიტყვა, რადგანაც ის უმამოდ გაჩნდა ალლაჰის სიტყვით, როდესაც მას უბრძანა „გაჩნდი“ და ისიც გაჩნდა. აბუ უბეიდას აზრით, ეს არის ალლაჰის წიგნი და მისი აიათები. თუმცა არ არის გამორიცხული ორივეს ერთად გულისხმობდეს. იხ. თაფსირუ ბეღავი.
アラビア語 クルアーン注釈:
قَالَ رَبِّ أَنَّىٰ يَكُونُ لِي غُلَٰمٞ وَقَدۡ بَلَغَنِيَ ٱلۡكِبَرُ وَٱمۡرَأَتِي عَاقِرٞۖ قَالَ كَذَٰلِكَ ٱللَّهُ يَفۡعَلُ مَا يَشَآءُ
– თქვა[1] : ,,ღმერთო, ვაჟი როგორ მეყოლება, მე ხომ სიბერე მეწია და ჩემი ცოლი უნაყოფოა?" მიუგო: ,,ასეა, ალლაჰი იქმს იმას, რასაც ინებებს".
[1] გაოცებულმა და გახარებულმა
アラビア語 クルアーン注釈:
قَالَ رَبِّ ٱجۡعَل لِّيٓ ءَايَةٗۖ قَالَ ءَايَتُكَ أَلَّا تُكَلِّمَ ٱلنَّاسَ ثَلَٰثَةَ أَيَّامٍ إِلَّا رَمۡزٗاۗ وَٱذۡكُر رَّبَّكَ كَثِيرٗا وَسَبِّحۡ بِٱلۡعَشِيِّ وَٱلۡإِبۡكَٰرِ
(ზექერიამ) თქვა: ,,ღმერთო, ნიშანი მომეცი". უთხრა: შენი ნიშანი ის არის, რომ სამ დღეს არ უნდა ესაუბრო ხალხს, გარდა მინიშნებებისა. ხშირად ახსენე შენი ღმერთი და მის უნაკლოებაზე იღაღადე დღის ბოლოსა და დასაწყისში.
アラビア語 クルアーン注釈:
وَإِذۡ قَالَتِ ٱلۡمَلَٰٓئِكَةُ يَٰمَرۡيَمُ إِنَّ ٱللَّهَ ٱصۡطَفَىٰكِ وَطَهَّرَكِ وَٱصۡطَفَىٰكِ عَلَىٰ نِسَآءِ ٱلۡعَٰلَمِينَ
აკი, ანგელოზებმა[1] უთხრეს: ეი, მერიემ! უეჭველად, აგირჩია შენ ალლაჰმა, განგწმინდა და სამყაროთა ქალებს შორის გამოგარჩია[2] .
[1] მთავარანგელოზმა ჯიბრილმა.
[2] მერიემის თავისი დროის ქალებისგან გამორჩეულობა იმაში მდგომარეობდა, რომ ის განწმენდილი იყო დედათა წესის, ცუდი ზნეობისა და ცოდვებისაგან. მან უმამოდ, სასწაულებრივად გააჩინა შვილი. ის იყო ერთადერთი ქალი, რომელიც ღვთის სალოცავს მიუძღვნეს, როგორც თავისუფალი ღვთისმსახური.
アラビア語 クルアーン注釈:
يَٰمَرۡيَمُ ٱقۡنُتِي لِرَبِّكِ وَٱسۡجُدِي وَٱرۡكَعِي مَعَ ٱلرَّٰكِعِينَ
ეი, მერიემ! მოწიწებით ჰმორჩილებდე შენს ღმერთს, დაემხე სეჯდეზე და მოიხარე რუქუ’ზე – რუქუ'ზე მყოფებთან ერთად.
アラビア語 クルアーン注釈:
ذَٰلِكَ مِنۡ أَنۢبَآءِ ٱلۡغَيۡبِ نُوحِيهِ إِلَيۡكَۚ وَمَا كُنتَ لَدَيۡهِمۡ إِذۡ يُلۡقُونَ أَقۡلَٰمَهُمۡ أَيُّهُمۡ يَكۡفُلُ مَرۡيَمَ وَمَا كُنتَ لَدَيۡهِمۡ إِذۡ يَخۡتَصِمُونَ
(ო, მუჰამმედ!) ესაა (შენთვის) უხილავ ამბავთაგან, რომელსაც ვაჰით გაცნობებთ. არ ყოფილხარ შენ მომსწრე, როცა ისინი კალმებს ისვროდნენ იმის წილისყრისთვის, თუ რომელი იკისრებდა მერიემის მზრუნველობას; და არც მაშინ იყავი მათთან ერთად, როდესაც უთანხმოებდნენ.
アラビア語 クルアーン注釈:
إِذۡ قَالَتِ ٱلۡمَلَٰٓئِكَةُ يَٰمَرۡيَمُ إِنَّ ٱللَّهَ يُبَشِّرُكِ بِكَلِمَةٖ مِّنۡهُ ٱسۡمُهُ ٱلۡمَسِيحُ عِيسَى ٱبۡنُ مَرۡيَمَ وَجِيهٗا فِي ٱلدُّنۡيَا وَٱلۡأٓخِرَةِ وَمِنَ ٱلۡمُقَرَّبِينَ
აკი ანგელოზებმა[1] უთხრეს: ეი, მერიემ! ჭეშმარიტად, ალლაჰი გმახარობლობს თავის სიტყვას, რომლის სახელია მესიჰი ‘ისა ძე მერიემისა. იქნება ის ღირსეული ამქვეყნადაც და იმქვეყნადაც, და ერთ-ერთი – დაახლოებულთაგან (ღმერთთან).
[1] მთავარანგელოზი ჯიბრილი.
アラビア語 クルアーン注釈:
 
対訳 章: イムラーン家章
章名の目次 ページ番号
 
クルアーンの対訳 - グルジア語対訳 - 作業中 - 対訳の目次

ルゥワード翻訳事業センターとラブワ招待協会およびイスラームコンテンツサービス協会の共訳

閉じる