クルアーンの対訳 - グルジア語対訳 * - 対訳の目次


対訳 節: (180) 章: イムラ―ン家章
وَلَا يَحۡسَبَنَّ ٱلَّذِينَ يَبۡخَلُونَ بِمَآ ءَاتَىٰهُمُ ٱللَّهُ مِن فَضۡلِهِۦ هُوَ خَيۡرٗا لَّهُمۖ بَلۡ هُوَ شَرّٞ لَّهُمۡۖ سَيُطَوَّقُونَ مَا بَخِلُواْ بِهِۦ يَوۡمَ ٱلۡقِيَٰمَةِۗ وَلِلَّهِ مِيرَٰثُ ٱلسَّمَٰوَٰتِ وَٱلۡأَرۡضِۗ وَٱللَّهُ بِمَا تَعۡمَلُونَ خَبِيرٞ
და ნუ ეგონებათ იმათ, რომელნიც ძუნწობენ იმაში, რაც ალლაჰმა თავისი წყალობით უბოძა, – რომ ეს კარგია მათთვის; პირიქით, ეს მათთვის უბედურებაა. განკითხვის დღეს კისერზე შემოეხვევათ ის ყოველივე, რისთვისაც ძუნწობდნენ*. ალლაჰისაა ცათა და დედამიწის მემკვიდრეობა და მცოდნეა ალლაჰი იმ ყველაფრისა, რასაც თქვენ აკეთებთ.
*რაც დაიშურა ზაქათის ან მოწყალების სახით ალლაჰის გზაზე დასახარჯად, ის ყველაფერი განკითხვის დღეს გველის სახით კისერზე შემოეხვევა და დაკბენს ზევიდან ფეხების მიმართულებით, ან კისერზე ცეცხლის რგოლების სახით ჩამოეკდებათ. მუჯაჰიდი: ,,განკითხვის დღეს მას იმ ქონების მოტანა დაევალება, რაც დაიშურა"; იბნი აბბასი: ,,ეს აიათი იუდეველთა სწავლულების შესახებ ჩამოევლინა, რომლებმაც თავიანთ წიგნებში არსებული მუჰამმედ შუამავლის ﷺ დახასიათება დამალეს და ხალხისთვის ჭეშმარიტების განდობა დაიშურეს". იხ. თაფსირუ ბეღავი.
アラビア語 クルアーン注釈:
 
対訳 節: (180) 章: イムラ―ン家章
章名の目次 ページ番号
 
クルアーンの対訳 - グルジア語対訳 - 対訳の目次

クルアーン・グルジア語対訳 - 5部(ジュズ)表示

閉じる